ვანის ქვაბების წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):
-განუსაზღვრელად დიდია სიტყვის მნიშვნელობა ქრისტიანობაში.
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როდესაც უფალმა მოსეს და მთელს ისრაელს ათი მცნება დაუდგინა... მესამე მცნებაში წერია: "არა მოიღოს სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა". კიდევ უფრო გაიზარდა სიტყვის მნიშვნელობა ახალ აღთქმაში. "სიტყვათა შენთაგან განმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო", -წერია სახარებაში... იაკობ მოციქული კი თავის ეპისტოლეში საკმაოდ ვრცლად საუბრობს ენის აულაგმაობის და აქედან მომდინარე საფრთხეების შესახებ.. "ენით ვაკურთხებთ უფალს და ენით ვლანძღავთ ადამიანებს". განა შეიძლება ერთი წყაროდან სუფთა წყალიც მოდიოდეს და ბინძურიც? კითხულობს წმინდა მოციქული. უქმად მეტყველება წარმოშობს ძალიან ბევრ ბოროტებას, ენით შეიძლება ისე ვატკინოთ გული ადამიანებს რომ გამოუსწორებელი შედეგი მივიღოთ, თუმცა ენითვე შეიძლება ვანუგეშოთ გაჭირვებული და უიმოდო ადამიანი. სიტყვით გამოვხატავთ სიყვარულს და სხვა საუკეთესო გრძნობებს, ვეფერებით და თანავუგრძნობთ ადამიანებს, თუმცა ასევე არსებობს სიძულვილის ენით საუბარიც, გულის ტკენა, ლანძღვა და გინება. ობიექტურად უნდა ითქვას რომ ჩვენი თანამედროვე საზოგადოება საკმაოთ დიდი დოზით არის დაავადებული ასეთი ბოროტად მეტყველებით. ხშირია ურთიერთ შეურაცხყოფები და უცენზურო სიტყვების რახარუხი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პასუხი მოგვეთხოვება თითეული სიტყვისათვის ღვთის წინაშე, თუ კი არ მოვინანიებთ და არ შევეცდებით ავლაგმოთ საკუთარი ენა. თავხედური და უკადრისი მეტყველება აბინძურებს ადამიანის შინაგან სამყაროს, იმას რასაც ჩვენ ბოღმას ვეძახით, ეს არის შინაგანი ჭუჭყი, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ ზედაპირზე ამოდის და ყველასათვის ნათელი ხდება ის თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ადამიანის სულიერი სამყარო. იმ ანდაზისა არ იყოს: "კოკასა შიგან რაც არის იგივე წარმოდინდების". ამიტომ გავუფრთხილდეთ ჩვენს ბაგეებს და გავისუფთაოდ იგი, რათა განწმედილი ენით ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, რათა არ დავისაჯოთ დღესა მას სასჯელისასა ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი