ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია
ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია
წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს.
-როგორია კანონიკური სამართლის დამოკიდებულება ღვთისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეცოდებებისადმი? - გვესაუბრება წმინდაექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, ბერი სტეფანე (ნატროშვილი)

-მართლმადიდებლური საეკლესიო სამართალი სულიერი სიმძიმის მიხედვით ახდენს ცოდვების შემდეგი სახით კლასიფიკაციას: 1. ცოდვები ღვთის წინააღმდეგ, 2. შეცოდება მოყვასის წინააღმდეგ, 3. საკუთარი თავის წინააღმდეგ, 4. საეკლესიო სახმართა (ანუ ეკლესიის ქონების, წმინდა და რიტუალური ნივთების) წინააღმდეგ.

ყველაზე ძნელად მოსანანიებელი დანაშაული ღმერთის წინააღმდეგ აჯანყება - აგრესიული ათეიზმი გახლავთ. ღვთისმბრძოლი ადამიანი ეშმაკს ემსგავსება, რადგან როგორც ვიცით, ხილული სამყაროს შექმნამდე, ამპარტავნებით შეპყრობილი ერთ-ერთი ქერუბიმი წავიდა საღვთო წესრიგის წინააღმდეგ, მოინდომა სამყაროს შემოქმედთან გატოლება. ამის გამო საკუთარ თანამოაზრე აჯანყებულ ანგელოზებთან ერთად, საუკუნოდ იქნა შთაგდებული ჯოჯოხეთის წყვდიადში. ეშმაკებისთვის სინანული უკვე შეუძლებელია. ისინი საკუთარი არჩევანით უარს ამბობენ მონანიებაზე და მზარდი გეომეტრიული პროგრესიით წარემატებიან დაცემულობაში.... განსხვავებული ვითარება გვაქვს ადამიანთან - მიუხედავად ცოდვის სიმძიმისა, ეკლესია ყოველთვის აძლევს გამოსწორების შანსს მონანულს და მზად არის დაეხმაროს ფეხზე დადგომაში. მთავარია პიროვნებამ გააცნობიეროს საკუთარი სისუსტეები და გამოხატოს სწორად ცხოვრების სურვილი. მაცხოვარი ბრძანებს სახარებაში: ,,რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე" (ინ.6; 37). თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც პირისთვის ცნობილია საღვთო ჭეშმარიტება, იცის ღმერთის არსებობის შესახებ, იცნობს სწორ სწავლებას მასზე, მაგრამ შეგნებულად უარყოფს, დასცინის და ებრძვის მას. ისინი ეკლესიის მიერ სინანულისაკენ მოწოდებისდა მიუხედავად განაგრძობენ ამ უდიდეს ცოდვაში ცხოვრებას. აღნიშნული ვითარების დროს კანონიკური სამართლის მიხედვით, გათვალისწინებულია სასჯელის ყველაზე იშვიათი და მძიმე ფორმა- შეჩვენება... ნიკეის მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ : ,, სასიკვდილო ცოდვაა, როდესაც ცოდვის მოქმედი ცოდვას სჩადის გამოუსწორებლად. ამაზე უარესია, თუ თავხედობით წინ აღუდგებიან კეთილმსახურებასა და ჭეშმარიტებას, ღმრთის მორჩილებაზე მეტად პატივს სცემენ მამონას და კანონებრივ განწესებებს არ მისდევენ. არ არის მათში უფალი ღმერთი" . შემოქმედის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება ერესი, აგრეთვე სამღვდელო ხარისხის ფულით შესყიდვა, ანუ სიმონია. ამ ცოდვებისთვის ქალკედონის მსოფლიო კრების მე-2 და კართაგენის კრების 110-ე მუხლები ანათემას განაჩინებენ. ანათემა, სასჯელი პირველად გამოყენებული იქნა 325 წლის ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე ალექსანდრიელი მღვდლის არიოზის და მისი ცრუსწავლებისადმი.

როგორც მოგეხსენებათ, ზეციური სასუფევლის წესრიგის მიწიერი ხატი არის ეკლესია - მორწმუნეთა ერთობა, რომელნიც შეკრებილნი არიან მაცხოვრის სწავლების ირგვლივ. სიტყვა მწვალებლობა კი ძველი ქართული ტერმინის ,,განწვალებიგან" წარმოიშვა, რაც გაყოფას ნიშნავს...კაცთაგან შემოღებული ყოველი ახალი მოძღვრება, რომელიც არ მოდის თანხმობაში მოციქულთა ტრადიციასთან, წმინდა წერილთან, წმინდა გარდამოცემასთან, ეკლესიის ერთიანობას აყენებს ზიანს და მორწმუნე ერის გაყოფის საშიშროებას ქმნის. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია რაიმე სახით იერარქიული თუ კანონიკური დესტრუქციის შექმნისკენ (მაგ. სქიზმა) აღიქმება უდიდეს ცოდვად. გავიხსენოთ ძველი აღთქმიდან დათანის, აბირონის და კორეს მაგალითი. მათ ღმერთი და მისი სწავლება კი არ დაუგმიათ, არამედ უფლის რჩეულს და ებრაელი ერის წინამძღოლს, მოსეს აუჯანყდნენ, რის გამოც, ღვთის დაშვებით მიწამ ცოცხლად შთანთქა ყველა მათგანი (რიცხვთა.მე-16 თავი). წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილიც თავის ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ ვინც აღდგება საეკლესიო ხელისუფლებაზე და მოშლის მრევლში მშვიდობას და წესრიგს, იგი კონკრეტულ ეპისკოპოსებს კი არ შეურაცხყოფს, არამედ მათ ზეციურ თავს - იესო ქრისტეს. საეკლესიო კანონებით დაუშვებელია ამგვარ ცოდვაში მყოფი მოუნანიებლად გარდაცვლილი ადამიანებისთვის წესის აგება და ლიტურგიაზე მოხსენიება. უფრო მეტიც, მათი ქრისტიანულ სასაფლაოზე დაკრძალვაც კი.. აღნიშნული დადგენილება არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ეკლესია მისაგებელ, შურისძიებით სასჯელს უწესებს საკუთარ მდევნელებს. პირიქით, იგი გადმოსცემს ობიექტურ ჭეშმარიტებას და გვიჩვენებს როგორც ამქვეყნიური ჯანსაღი ცხოვრების, ისე ცხონების გზას. ღმერთი არავის სჯის. ყოველი ადამიანი ამა თუ იმ მოუნანიებელი ცოდვით თავად განაშორებს საკუთარ თავს ღვთისგან.შესაბამისად, დემოკრატიულობის პრინციპიდან გამომდინარე, პირის ნება - რომ მას არ სურს უფალთან თანაზიარება, სჯულის კანონში გამოიხატება სამართლებრივი ნორმების სახით და განჩინებულია მისი ეკლესიისგან განყენება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat