ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):
-ერთი ადამიანი წმინდა მამასთან მივიდა და შეეკითხა: -როგორი უნდა იყოს ბერი? თავიდან ქუდი მოიხსნა და მტვერში დააგდო და ფეხით გათელა. აი, ასეთი უნდა იყოს ბერიო. ერთბაშად ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, ნელ-ნელა ღვთის მადლით უნდა შევძლოთ. ერთი უდები ძმა იყო, არაფერს აკეთებდა... ერთ დღესაც გარდაიცვალა და საძმოს ეგონა, რომ ვერ ცხონდა. წინამძღვარი ამის გამო შეწუხებული იყო. გლოვობდა, ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, გაემხილა მისთვის სად იმყოფებოდა ძმის სული. ღვთის განგება დაეშვა და უფალმა გაუმხილა, რომ ეს ძმა ცხონდა. რითი ცხონდა იცით? არასდროს არავის არ განიკითხავდა და უფალმა არც ის განიკითხა. ასეთი იყო ღვთისგან პასუხი - არგანკითხვა ერთ-ერთი ღვაწლია. რწმენაში გაძლიერება უნდა ვითხოვოთ. რასაც მოგვიტანს დღეი ესე. ზოგჯერ ოჯახიდან ეშვება განსაცდელი ან ოჯახის წევრზე ეშვება განსაცდელი. ამას სულიერი სიმშვიდით რომ მიიღებ და მშვიდად, მადლობით გადაიტან, უფალი შეგეწევა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი