ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ
ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ
ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას
სამთავროს დედათა მონასტერში ახლა უკვე მიტროპოლიტმა ზოსიმემ (შიოშვილი) 1983 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე ამგვარად იქადაგა: "ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

ღვთის მადლით, დღეს ჩვენ კვლავ ვდღესასწაულობთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულს, რომლის შინაარსიც ასეთია: წამებამდე რამდენიმე ხნით ადრე მაცხოვარმა წაიყვანა თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოანე. მათთან ერთად განმარტოვდა მაღალ მთაზე და იწყო ლოცვა. დაღლილ მოციქულებს მიეძინათ. როცა გამოეღვიძათ, დაინახეს, რომ მათ მოძღვარსა და მასწავლებელს - იესო ქრისტეს ფერი ეცვალა: სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი ჰქონდა თოვლივით თეთრი. მასთან გამოცხადებულიყვნენ მოსე და ილია წინასწარმეტყველნი, რომელნიც საუბრობდნენ იმ საშინელ წამებასა და ქვეყნიურ სიკვდილზე, ქრისტეს რომ ელოდა ურიათაგან. როცა მოსე და ილია შორდებოდნენ ქრისტეს, მოულოდნელად ბრწყინვალე ღრუბელმა გაანათა ისინი და მოესმათ ზეციური ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". მოწაფენი შიშით დაემხნენ მიწაზე. იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: "ადექით, ნუ გეშინიათ". გამხნევებული მოწაფენი ადგნენ და დაინახეს თავიანთი მოძღვარი ჩვეულებრივი სახით. აი, ამ დიდებულ ამბავს იხსენიებს წმიდა ეკლესია დღეს.

ბუნებრივია, ყოველ ჩვენგანს დააინტერესებს მიზეზი მაცხოვრის ფერისცვალებისა. როგორ მოხდა, რომ იესო ქრისტემ თვითონ გამოაჩინა ღვთაებრივი დიდება თვის მოწაფეთა წინაშე მაშინ, როცა ყოველთვის გაურბოდა კაცთაგან დიდებასა და პატივს? ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია მაცხოვრის სასწაულთა შორის. იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას, მართალთა საუკუნო ნეტარებას. მაცხოვარმა ფერისცვალება ინება იმისათვის, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფერისცვალებისას ქრისტეს სახე გაუბრწყინდა, როგორც მზე. წმიდა მოციქული პავლეც იმავეს ამბობს გამართლებულ ადამიანებზე - მართალნი სასუფეველსა შინა ცათასა გაბრწყინდებიან, ვითარცა მზეო. როგორც ჩანს, ცხონება-გამართლება ადამიანებისა სასუფეველსა შინა მდგომარეობს მათ ფერისცვალებასა და გაბრწყინვებაში თავიანთი ღირსების მიხედვით ისე, როგორც უფალი ჩვენი იესო ქრისტესი - თაბორის მთაზე.

მაგრამ, საყვარელნო ძმანო, ასეთი გაბრწყინვება-გაცისკროვნება, ანუ ფერისცვალება ადამიანისა, მოუმზადებლად არ მოხდება, იგი შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებისა და შრომა-გარჯის შედეგად. მთელი ქვეყნიური ცხოვრება ქრისტიანისა სხვა არაფერი უნდა იყოს, გარდა განუწყვეტელი, თანდათანობითი ფერისცვალებისა, ანუ გადასვლისა მიწიერი - ცოდვილი მდგომარეობიდან სულიერ - წმიდა მდგომარეობაში. სულიერი ცხოვრება ქრისტიანისა ნელ-ნელა, დღითი დღე უნდა იცვლებოდეს, ახლდებოდეს, უმჯობესდებოდეს, მაღლდებოდეს და ვითარდებოდეს. აკი ბრძანებს ამაზე წმინდა მოციქული პავლე: "ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12,2). ე.ი. ამ სოფელს ნუ დაემსგავსებით, არამედ შეიცვალენით, გონებით განახლდით, რომ იცნათ ნება ღვთისაო. მართლაცდა, ძმანო, თუ კაცის გონება თანდათან არ გამდიდრდა ღვთის სიტყვის სწავლით, მაშინ იგი ვერ ჩასწვდება ნებას ღვთისას, რომელმაც უნდა აღამაღლოს და სრულყოს ადამიანი. ღვთის ნებას დაშორებული კაცი კი ემონება ქვეყნიურ ამაოებას, ხორციელ გულისთქმასა და ვნებას, რაც, წმინდა მოციქულ იაკობის თქმით, "მტერობა არს ღვთისა" (იაკ. 4,4). ამიტომ კაცი ყოველთვის თავის მოქმედებას უნდა იკვლევდეს გულდასმით, ღვთიურია ის თუ არა, არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა მასზე, რომ ღვთის ნების გატარებით მიუახლოვდეს უფალ ღმერთს - სიმართლისა და სიწმიდის ნათელს და ამ ნათლითა და სისპეტაკით თავადაც განათლდეს და გასპეტაკდეს.

ცხადია, ძმანო, რომ თუ აქვე, სიცოცხლეშივე არ ვიწყეთ მზადება, თუ აქედანვე არ შევუდექით ჩვენს სულიერ ფერისცვალებას, მაშინ ვერ ვეღირსებით ღვთის სასუფევლის დამკვიდრებას, ღვთაებრივი ნათლის ხილვას. რასაც შეიძენს კაცი ამ სოფელში, იმას გადაიტანს იმ ქვეყნადაც. რა ფერსაც მიიღებს ადამიანის სული აქ, ქვეყნიური სიცოცხლისას, იმ ფერით გადადის საიქიო სამყოფელში და წარდგება შემოქმედთან.

ამიტომ, ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო, მაცხოვრის ფერისცვალების ამ დიდებულ დღეს მოდით და ჩვენც სულით, გულით და გონებით ავიდეთ თაბორის მთაზე და მოციქულებთან ერთად ვიხილოთ ფერისცვალება იესო ქრისტესი. ვიხილოთ ნათელი დიდებული და თავადაც გავნათლდეთ: ვიხილოთ მეუფე ჩვენი გაბრწყინვებული და ჩვენც გავბრწყინდეთ. აღვიდეთ, ძმანო, თაბორის მთაზე და ვისმინოთ სანატრელი ხმა უზენაესისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი... მაგისი ისმინეთ". ვისმინოთ, საყვარელნო, ჩვენთვის განკაცებული, ჩვენთვის ტანჯული, დაფლული და აღდგომილი იესო ქრისტესი და დავიმარხოთ გულში მცნებანი მისნი. დავუტევოთ ქვეყნიური ზნე და ფერი, გამოვიცვალოთ ხასიათი, დავუტევოთ მიწის ფერი და შევიმოსოთ ბრწყინვალე ზიციური ნათლით, რომ ღვთიური ნათლით შემოსილნი ვმსახურებდეთ უფალ ღმერთს - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შვენის ყოველი დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

***
გვესაუბრება ვარძიის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი მათე (ვაშაყმაძე):

- ყველას ვულოცავ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს, თაბორის ღვთაებრივი ნათელი ფარავდეს სრულიად საქართველოს. ფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ერი, რომელიც ვიდოდა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ", - ღაღადებს და გალობს წმინდა ეკლესია. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ თორმეტ მოციქულთა შორის გამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და აღიყვანა თაბორის მაღალ მთაზე, რომელიც მდებარეობს ისტორიულ გალილეაში. თაბორის მთაზე მაცხოვარმა ფერი იცვალა და "განაბრწყინა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი იქნა, ვითარცა სპეტაკ, ვითარცა თოვლი". მაცხოვარმა კეთილი ინება, მოციქულთათვის განეცხადებინა ღვთაებრივი ბუნების სიდიადე, რადგან ახლოვდებოდა ჯვარცმის დღე, რომელზეც საუბრობდნენ უფლის წინაშე წარმდგარი მოსე და ილია წინასწარმეტყველი. ამ დროს მოციქულები შიშნარევმა, ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა. პეტრე მოციქულმა კი წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ნათლად ასახავს ღმერთთან სიახლოვის ბედნიერებასა და სიხარულს: "უფალო, კეთილ არს ჩვენთვის აქ ყოფნა და თუ გნებავს გავაკეთოთ სამი ტალავარი - ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთიც კიდევ ელიასათვის", რამეთუ არა იცოდა, რას იტყოდა. ღმერთთან სიახლოვის ნეტარი მდგომარეობა, რომელიც მოციქულებმა განიცადეს, შესაძლებელია განიცადოს ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, მაგრამ ამისათვის ადამიანში საჭიროა მოხდეს ფერისცვალება და შინაგანი გარდაქმნა. "მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. მოიძიე მშვიდობა და მისდევდი მას", - ბრძანებს წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე.

ადამიანმა პრინციპულად უნდა გადაწყვიტოს, რომ მიატოვოს მავნე ჩვევები და ცოდვითი მიდრეკილებები. ეკლესიური ცხოვრების გზით ადამიანი განიცდის ძლიერ ფერისცვალებას, იწმინდება მისი გული, გონება, სუფთავდება და მგრძნობიარე ხდება სინდისის მამხილებელი ხმა, იხვეწება მისი სულიერი გემოვნება. რაც ადრე მოგვწონდა და გვიზიდავდა, უკვე აღარ წარმოადგენს ფასეულს, რადგან არ ეთანხმება უფლის მცნებებს. რა თქმა უნდა, ადამიანის სულიერი ფერისცვალება არ არის მარტივი პროცესი, რადგან ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს მრავალი ვნება და ცოდვითი მიდრეკილებები, რომელმაც მოასწრო ფესვების გადგმა და არ სურს პოზიციების დათმობა. სულიერი ცხოვრება, ეს არის მუდმივი ბრძოლა და ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის. თუკი ადამიანი სიკეთის მხარეს დადგება, მადლსაც უმალ მიიღებს. დღეს ჩვენი ერის დიდი ნაწილი თითქოს განიცდის სულიერ ფერისცვალებას, რაზეც მეტყველებს ეკლესიაში მრევლის სიმრავლე, თუმცა რამდენად ეთანხმება გარეგნულ ფორმას ჩვენი შინაგანი, სულიერი მდგომარეობა, ამაზე დაფიქრება გვმართებს. თუკი ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს და ვერ აღწევს სულიერ ზრდა-განვითარებას, ეს განპირობებულია იმით, რომ კმაყოფილდება გარეგნული ქრისტიანული ფორმით და არ ცდილობს სულიერი სათნოებების მოხვეჭას.

- მამაო, რა იგულისხმება ღვთის სათნო ცხოვრებაში?

- პირველ რიგში, ვიყოთ მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ და აღმოვაჩინოთ რაც შეიძლება მეტი ნაკლი საკუთარ თავში, არ განვიკითხოთ მოყვასი.Aასევე თანხმობაში ვიმყოფებოდეთ დედაეკლესიის სწავლებასთან, რადგან მორჩილების გზით მორწმუნე ადამიანი აღწევს ღმერთთან სიახლოვეს.

ამ ყველაფრის მიღწევას გარკვეული დრო სჭირდება. დრო იმ შემთხვევაში მუშაობს ჩვენთვის სასარგებლოდ, თუკი პრაქტიკულად ვდგამთ წინ ნაბიჯებს, ანუ ადამიანი სტაბილურად ლოცულობს, არ აცდენს ღვთისმსახურებას, ცდილობს ჩაუღრმავდეს უფლის მცნებებს და ყოველივე ეს დანერგოს საკუთარ ცხოვრებაში. გულგრილი დამოკიდებულება განაპირობებს ერთ ადგილზე ყოფნას და ამ შემთხვევაში დრო რამდენიც არ უნდა გვქონდეს, ადამიანი წინ ვერ წავა.

შესაძლებელია ადამიანმა მოკლე პერიოდში განიცადოს ღმერთთან სიახლოვე, მაგრამ ამ ურთიერთობას წინ ბევრი განსაცდელი ელის. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად პრინციპული იქნება მორწმუნე საკუთარი თავის მიმართ. ძალიან რთული პროცესია მადლის მოპოვება და ძალიან ადვილია მისი დაკარგვა.

- როგორ გრძნობს ადამიანი საკუთარ გულში უფლის, მადლის შემოსვლას?

- ადამიანში მატულობს თავმდაბლობა, ღმერთთან საუბრის, ლოცვის სურვილი, მატერიალურზე მეტად სულიერით დაინტერესება, სურვილი იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს ღვთის მცნებებთან მუდმივ თანხმობაში და ვცდილობდეთ, რომ ჩვენი არასწორი ნაბიჯით ღმერთს არ ვაწყენინოთ. ამით იგრძნობა, რომ ადამიანი ახლოს დგას ღმერთთან. მადლმოსილ ადამიანს იმის ეშინია, რომ ეს მუდმივი კავშირი ღმერთთან არ დაირღვეს და არ დაიკარგოს. ასეთი ადამიანი გამოირჩევა სიმშვიდით, მოკრძალებით, უმანკოებით. არავის განიკითხავს და არავის ცუდს არ უსურვებს.

ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად შეიგრძნობს და აღიქვამს უფლის მადლის მოსვლას, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს მთელი ცხოვრება უფლის მსახურებას მიუძღვნან. ასეთები არიან სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები. თავისუფალი ნებიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება უდავოდ მოსაწონი და პატიოსანია ღვთის წინაშე, თუმცა შემდეგში ამ გადაწყვეტილებას სჭირდება სულიერი მოღვაწეობა და პირობები, რათა არ გაგრილდეს ადამიანის მგზნებარე სურვილი ღმერთთან მყოფობისა და მუდამ იმყოფებოდეს ღმერთთან ახლოს, ღვთის მადლში. სასულიერო პირი არ უნდა დაკმაყოფილდეს საკუთარი თავით, უნდა იყოს პირადი მაგალითი რიგითი ქრისტიანისათვის, რათა მრევლშიც მოხდეს სულიერი ფერისცვალება.

ყოველი დღესასწაული არის კავშირი ამ ქვეყანასა და ზეცას შორის. სადღესასწაულო დღეებში ღვთისგან გამოვითხოვთ წყალობას, რათა უფალმა უფრო მეტი შემეცნება მოგვანიჭოს, განანათლოს გული და გონება ჩვენი და შეძლებისდაგვარად ღირსებით ვმსახურებდეთ უფალს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat