სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია:
-მართლმადიდებლობა ნათლის, სიხარულის, ხარების რელიგიაა და მის მთავარ მახასიათებლებს სწორედ ეს თვისებები წარმოადგენენ.
სწორედ ამ თვისებით გაიცნო იგი კაცობრიობამ და მას შემდეგ ვერანაირმა ძალამ ვერ შეძლო მისი ამოძირკვა ადამიანთა სულიერი მახსოვრობიდან. ის აღაფრთოვანებდა და იზიდავდა თავისკენ მსმენელთა გულებს და გარდაქმნიდა მათ ნათლის მემკვიდრეებად, მახარობლებად და ზეციური მშვიდობისა და სიყვარულის მოციქულებად, ის აძლევდა მათ ნათელ გონებას და უძლეველ სიბრძნეს ურწმუნოებთან პაექრობაში, სიმხნეს - დევნულობასა და სატანჯველში… ის ზეციური წარმოშობისა იყო და მის მიმღებს ზეციური მოქალაქის ბეჭდით აღბეჭდდა, ნათლით და მშვიდობით მოსავდა, ძალმოსილებით აღავსებდა… დღეს კი ვცხოვრობთ საუკუნეში, როცა ეს სიხარული თითქმის წართმეული აქვთ ქრისტიანებს. ჩვენ ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით სხვადასხვა სახის ქრისტიანობას. ვხვდებით მდუმარე ქრისტიანობას, პირქუშ ქრისტიანობას ან მოლაღობე ქრისტიანობას, მაგრამ აღარსადაა ,,ნათელი მხიარული." ის ეძლეოდათ სულიწმიდის ჭურჭლებს, როგორც საჩუქარი ქრისტეს სრულად შეყვარებისთვის და მასთან ერთად ,,სოფლისა მიმართ" ჯვარცმისთვის… ჩვენ კი რჯულით ქრისტიანები ათასგვარი საბაბის მომიზეზებით უფრო ამ სოფელზე ვართ ჯვარდაწერილნი და მიჯაჭვულნი, ვიდრე ქრისტეზე. ამიტომაც გამხდარა ჩვენი ხვედრი და განაჩენი სულიერი უძლურობა, ხშირად გაუცნობიერებელ შიშსა და უიმედობაში გამოხატული… ჩვენ გზები აგვერია. იქ ვეძებთ ნუგეშს და სიმშვიდეს, სადაც მხოლოდ მირაჟებია. არ შეუძლია ამ სოფელს და რაც ამ სოფელშია ჩვენს სულს მოანიჭოს ის ნათელი, რომელიც ზეციური წარმოშობისაა და ქრისტეს მიერ იქნა წუთისოფელში მოვლინებული. რა ვქნათ? რა მოვიმოქმედოთ? რითი ვინუგეშოთ თავი ამ სავალალო მდგომარეობაში მყოფებმა? - უპირველეს ყოვლისა თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს სამწუხარო რეალობას, პირველ ქრისტიანებსა და ჩვენს შორის არსებულ დიდ განსხვავებას და მთელი გულით ვისურვოთ ,,ნათელი მხიარული" სულში; - წმინდა მამების კვალობაზე მივმართოთ ძალისხმევას მისი მოხვეჭისთვის და სარწმუნოა უფალი, რომელსაც წყალობა ნებავს და არა მსხვერპლი, რომ შეიწირავს ჩვენს მონდომებას და ჩვენც გვიწილადებს იმ ნამცეცებისგან, მისი შვილების მაგიდიდან რომ ცვივა…
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი