მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის და სოფელ მულახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ლუკა ბუცხრიკიძე:
-უწმინდესმა, შვილებს ასეთი კურთხევა მისცა, სახლიდან გასვლის წინ მშობლებისგან ლოცვა-კურთხევა მიიღონ, თავი დაალოცვინონ და ხელზე ემთხვიონ...
- ლოცვა-კურთხევის მადლი შვილებს ეშმაკის მოწეული მახისაგან და სხვადასხვა ხიფათისაგან იფარავს დღის განმავლობაში. რა არის ლოცვა? ლოცვას აქვს თავისი ძალა, მისტიური ძალა, მადლი, რომლითაც იფარავს ამათუიმ ადამიანს, რომელზედაც ჩვენ ვლოცულობთ . უწმინდესი ძალიან დიდი სულიერების მქონე ადამიანია და მას ეს გაცნობიერებული აქვს, ის ხედავს ამ ლოცვა-კურთხევის მადლს და ამიტომაც ურჩევს ახალგაზრდობას ეს შეასრულონ.
-ვისაც არ ყავს მშობლები ვისგან უნდა აიღონ ლოცვა-კურთხევა?
-ისევ უწმინდესის ქადაგებას, შეგონებას დავუბრუნდები, რომელიც ასეთ რამეს გვეუბნება, მიდით თქვენი გარდაცვლილი მშობლების საფლავებთან და მათ ელაპარაკეთ როგორც ცოცხლებს, როგორც შენ მიხვიდოდი მათთან გაჭირვების დროს და მას მოუყვებოდი შენს გასაჭირს, შენს მწუხარებას, ასევე მიდი და მოუყევი იქ მათ და ისინი შეგეწევიანო. ადამიანი ხომ უკვდავი არსებაა, სიკვდილით არ ასრულებს სიცოცხლეს, არამედ გარდაიცვლება. როგორც მაცხოვარი გვეუბნება, სიკვდილისაგან ცხოვრებად ანუ ადამიანი სიკვდილის მეშვეობით გარდაიცვლება მარადიულ სამყოფელში. თუ ჩვენი მშობლისგან სიცოცხლეში ვიღებდით ლოცვა-კურთხევას და მათი ლოცვა-კურთხევა გვიფარავდა, იგივე გრძელდება შემდეგშიც. როგორც უწმინდესი ამბობს, არსებობს სულთა კავშირი, ცოცხალი ადამიანები არ ვწყვეტთ მიცვალებულებთან კავშირს, ისინი ჩვენსკენ არიან მომართულნი, ჩვენ პირიქით მათკენ. ადამიანი, რომელიც სულიერად და ზნეობრივად ცხოვრობს ამას პირად ცხოვრებაში ნათლად დაინახავს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი