ღამეებს ლოცვაში ათენებს და ყველა წესს აღასრულებს, მაგრამ მცირე ვალის გამო გლახაკს სასამართლოში მიათრევს
ღამეებს ლოცვაში ათენებს და ყველა წესს აღასრულებს, მაგრამ მცირე ვალის გამო გლახაკს სასამართლოში მიათრევს
მამა პაისი ათონელის დარიგებები
ღვთაებრივი სამართლიანობაა, როცა აკეთებ იმას, რითაც მოყვასს სიმშვიდეს მიანიჭებ, მაგალითად, როცა რამეს უყოფ, მაგრამ აძლევ არა ნახევარს, არამედ იმდენს, რამდენიც სურს; როცა სხვას უკეთესს მისცემ, შენთვის კი უარესს დაიტოვებ; სხვისთვის დიდ ნაწილს გაიმეტებ, თავად კი მცირედს დასჯერდები. ხოლო ადამიანური სამართლიანობა ის არის, რომ გაყოფისას ნახევარს შენთვის დაიტოვებ, ნახევარს კი სხვას მისცემ. ადამიანური სამართლიანობა მუხრუჭია არასულიერ კაცთათვის ამა სოფლად, მაგრამ თუ სულიერი ადამიანი მასზე დაამყარებს იმედს, ეს მისი მხრივ უგუნურება იქნება, რადგანაც ადამიანური სამართალი არარაობაა ღვთაებრივთან შედარებით. თვით ის ერისკაციც, რომელმაც ადამიანურ-კაცობრივი სამართლით რაღაც წარმატებას მიაღწია, ვერასოდეს განიცდის ჭეშმარიტ სიხარულს და სულიერ სიმშვიდეს.

ვთქვათ, ორ ძმას ათი ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს. ადამიანური სამართლით, თითოეულს ხუთი ჰექტარი ეკუთვნის, ღვთაებრივი სიმართლით კი თითოეულმა იმდენი უნდა მიიღოს, რამდენიც სჭირდება. მაგალითად, თუ ერთ ძმას შვიდი შვილი ჰყავს, მეორეს კი ორი, მაგრამ მაინც იმდენივეს ირგუნებს, რამდენსაც პირველი, ეს უსამართლობა იქნება, თუმცა ასეთ კაცს აზრადაც არ მოუვა, რომ უსამართლოდ იქცევა. როცა ვურჩევ: "აუხსენი ოჯახის წევრებს, რომ შენი ძმა ხელმოკლედ ცხოვრობს და მეტი მიწა სჭირდება, დაითანხმე, მას უფრო დიდი ნაკვეთი მისცეთ", - ის მომიგებს: "რას ამბობ, მამაო, უსამართლოდ სულაც არ ვიქცევიო!" ამის მთქმელი სულიერი კაცი რომ იყოს, რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვედროდა, მაინც დაითანხმებდა ცოლ-შვილს და შეეწეოდა გაჭირვებულ ძმას.

განსაცვიფრებელია დიდსულოვნება აბრაამისა! როცა მისი და ლოთის მწყემსებმა საძოვრის გამო კამათი დაიწყეს, აბრაამი მივიდა ძმისწულთან და უთხრა: "რა გვაქვს გასაყოფი, ჩვენ ხომ ნათესავები ვართ! ამოირჩიე, რომელი მხარეც გსურს, გინდა მარჯვნივ წადი და გინდა მარცხნივ". ლოთმა ადამიანური საზომით განსაჯა - აირჩია სოდომი და გომორა, სადაც საუკეთესო საძოვრები იყო - და რამოდენა უბედურება დაატყდა თავს! აბრაამს კი, საღვთო სამართლით აღძრულს, ლოთის გახარება სურდა და თვითონაც ბედნიერი იყო, რომ ძმისწული უკეთეს ადგილას დაასახლა. უფლის სამართალი - ეს დიდი მოთმინებაა, რომელიც, თავის მხრივ, თავმდაბლობასა და სიყვარულს მოიცავს. ღმერთი ძალზე სამართლიანი და შემწყნარებელია და მისი შემწყნარებლობა მისსავე სამართლიანობას აღემატება.

თვალსაჩინოებისთვის ასეთ მაგალითს მოვიყვან: თუ ადამიანს არასოდეს მისცემია შემთხვევა, რომ უფლის შესახებ მოესმინა, უფალი მას განსჯის არა იმ მდგომარეობის შესატყვისად, რომელშიც ახლა იმყოფება, არამედ იმის მიხედვით, როგორი იქნებოდა, ღმერთი რომ შეეცნო. ღვთაებრივ სამართალს სხვა კანონები აქვს, რომელთა თანახმადაც ერთს პლუს ერთი ხან ორს უდრის, ხან - ორ მილიონს.

ადამიანური სამართალი გეუბნება: "შენ სცოდე, ამიტომ უნდა დაისაჯო". ღვთიური სამართალი კი ბრძანებს: "აღიარებ შეცდომას და ინანიებ? მაშ, მოგეტევება". მათ მიმართ, ვინც დანაშაულს აღიარებს და გულწრფელად ნანობს, ადამიანური სამართალიც კი შემწყნარებელია. და თუ კაცნი ესოდენი შემწყნარებლობით განსჯიან, რაოდენ აღმატებული იქნება ღვთაებრივი მრავალმოწყალება, მრავალმოწყალება მართალი და თანამლმობელი მსაჯულისა!

ყველანი ღვთის ხელში ვართ, ყოველი კაცის გული გადაშლილია მის წინაშე და ის ყოველივეს ხედავს. ის უსამართლოდ არ მოგვექცევა, რადგან არსებობს ღვთაებრივი სამართლიანობა, ღვთაებრივი ნაცვალგება და, რაც მთავარია, ღმერთს ვუყვარვართ. ამიტომაც არის, ჩვენ მიერ ჩადენილი არც ერთი კეთილი საქმე რომ არ იკარგება.

შევამჩნიე, რომ თუ კაცი, რომელსაც უსამართლოდ მოექცნენ, ღვთაებრივი სამართლის შესატყვისად იქცევა, უფალი მას ამქვეყნადვე განამართლებს. "მაქვს უფლება" ამა სოფლის ლოგიკაა. რაც მეტია ადამიანში ამსოფლიური, მით მეტი "უფლება" აქვს მას, ხოლო რაც უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ადის - მით უფრო ნაკლები. განსაკუთრებით - ბერს, რომელსაც არავითარი უფლება არ უნდა გააჩნდეს. იმის თქმა მინდა, რომ ბერს არასოდეს არავის მიმართ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ქრისტეს სიყვარულისთვის მან ყველაფერზე უარი უნდა თქვას. თუ ის რაიმე უფლებისთვის იბრძვის, ძალიან ცდება. ასეთი ქცევით ის მაცხოვარსაც შეურაცხყოფს და მონაზვნობასაც.

მიწიერ ადამიანებს "მრავალი უფლება" აქვთ, - ამიტომაც არიან ამა სოფლისანი, - ხოლო ბერის ანდა უბრალოდ სულიერი ადამიანის უფლებებს ღმერთი იმქვეყნად დაიუნჯებს.

- მამაო, რით ვანუგეშოთ კაცი, რომელიც ამტკიცებს, რომ უსამართლოდ მოექცნენ? ვუთხრათ, რომ არსებობს ღვთაებრივი სამართალი? დაამშვიდებს მას ეს სიტყვები?

- უკეთესია, ასე ვუპასუხოთ: "შეხედე ამას სულიერი თვალით, სახარების მცნებათაებრ". სხვა რამ რომ ვუთხრათ, ირწმუნებს, მართლაც დამჩაგრესო, არადა, შეიძლება, თვითონვე იყოს დამნაშავე.

ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც რეგულარულად დადიოდა ტაძარში, მარხულობდა, ყველა ქრისტიანულ წესს აღასრულებდა და ფიქრობდა, რომ სულიერად ცხოვრობდა, და ეს მაშინ, როცა უშვილძიროს ხუთი ბინა ჰქონდა და ორი ხელფასი, მაგრამ ერთი დრაქმითაც არ განიკითხავდა ღარიბს. როცა ვკითხე: "რას უშვრები ამდენ ფულს? რატომ არ დაურიგებ ობლებს, ქვრივებს? ამდენი ღატაკი ნათესავი გყავს, რატომ არ ეხმარები?" - იცით, რა მიპასუხა? - "რაო, რაკი ჩემი და ქვრივია, ბინის ქირა არ უნდა გამოვართვაო?!" ამ სიტყვების გაგონებისას სისხლი ამივარდა თავში... აი, ეს არის მიწიერი სიმართლე. "ეს მშიერი ბავშვები სხვისები არიან და არა ჩემები, - ფიქრობს ამგვარი სულიერი წყობის კაცი, - მე მათ გამო პასუხს არ ვაგებ. მე ხომ არავის ვაწუხებ!" ასეთი ხალხი მხოლოდ თავს იმშვიდებს, ჭეშმარიტ სულიერ მყუდროებას კი ვერ პოვებს. ისინი ადამიანური ლოგიკისა და სამართლის თანახმად მოქმედებენ; როცა მათ თვალწინ რაღაც ხდება, ნაცვლად იმისა, რომ ჩაერიონ, თავს შორს დაიჭერენ ხოლმე. ამის შემდეგ როგორღა იგრძნობენ რაიმე სულიერს? არსებობს ხალხი, რომელიც მზად არის, სახლიც კი შესწიროს ეკლესიას, მოყვასს კი სასამართლოში უჩივლებენ ბინის ქირის გადაუხდელობის გამო. ამას კაცობრივ სამართალსაც კი ვერ დავარქმევთ; ისინი სწირავენ ამპარტავნებით, არა ღვთის, არამედ საკუთარი თავის სადიდებლად. ასეთმა ხალხმა შეიძლება მთელი ქონება გაიღოს, მაგრამ მათ სიყვარული არ აქვთ.

დღეს ადამიანთა შორის რაღაცნაირი მანკიერი სული ტრიალებს. თვით სულიერი კაცნიც იურიდიულ სამართლიანობას ესწრაფვიან და თან ირწმუნებიან, ღმერთი გვწამსო. "შენ ამის უფლება გაქვს, მე - იმისა". და კიდევ - ეს საშინელი "საღი აზრი", რომელიც ნეტავ საერთოდ არ ყოფილიყო! "სულელი ხომ არ გგონივარ", - იტყვიან ასეთები. ზოგი ქრისტიანი იქამდეც კი მიდის, რომ მოყვასს სასამართლოში უჩივის! მართლებიც რომ იყვნენ, მაშინაც კი არ აქვთ ამის უფლება, მით უმეტეს - უსამართლოდ. სწორედ ასეთ ქრისტიანთა გამო კარგავენ რწმენას. ხალხი ხედავს, რომ ზოგიერთი, თუმცა არც ტაძარში დადის და არც შუაღამიანს კითხულობს, იმას არ იკადრებს, რასაც აკეთებს ზოგიერთი ქრისტიანი, რომელიც ტაძარში დადის, ღამეებს ლოცვაში ათენებს და ყველა წესს აღასრულებს, მაგრამ მცირე ვალის გამო გლახაკს სასამართლოში მიათრევს. და ამას სჩადის მხოლოდ იმიტომ, რომ "თავისი უფლებები დაიცვას". ერთ ადამიანს, რომელიც უმნიშვნელო თანხისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებდა, ვკითხე: "ფული გიჭირს? თუ მოვალეზე მეტი შვილი გყავს? იქნებ ცოლი გაიძულებს ჩივილს?" "არა, - მიპასუხა მან, - მე მინდა, ამით სამართლიანობა აღვადგინო". ვერაფერს იტყვი! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ ხალხს სინდისი არ აწუხებს. ისინი ამბობენ: "მსხვერპლის გაღება ჩემი საქმე არ არის. ვისაც თავის შეწირვა სურს, დაე, შესწიროს, მე წყნარი, უშფოთველი ცხოვრება მირჩევნია". შეიძლება, ის კაციც განიკითხონ, ვისაც მსხვერპლის გაღება შეუძლია, თქვან, რომ ასეთი სულიერი მდგომარეობისთვის ჯერ არ მიუღწევია. მაგრამ ქრისტე ხომ იქ განისვენებს, სადაც კეთილშობილება და დიდსულოვნებაა, სადაც მსხვერპლის გაღების სულია და ჩრდილში დარჩენის სურვილი!

შევამჩნიე, რომ ზოგიერთი სულიერი ადამიანი მიწიერად ბრძნობს. მათ საკუთარი, ამსოფლიური სახარება შექმნეს. ისინი ამბობენ: "ქრისტიანს საკუთარი ღირსების გრძნობა უნდა ჰქონდეს, იგი სულელად არ უნდა მიიჩნიონ, სახეში ტალახის სროლა ვერ გაუბედონ". ასეთი ხალხი ყველაფერს ერისკაცული ლოგიკითა და სიმართლით უდგება. "მე ამის უფლება მაქვს, - ამბობენ ისინი, - მე ხომ არ ვაბრაზებ მას; დაე, ნურც ის მაწყენინებს!" თან გულისთქმას იმით იმშვიდებს, უსამართლოდ არ ვიქცევიო. მართალია, ერისკაცული სიმართლე ყველაფრით მჟღავნდება ამ კაცის ქმედებებში, მაგრამ მას არ გააჩნია მსხვერპლის გაღების სურვილი, კეთილშობილება. მან საკუთარი "სახარება" შექმნა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთთან. ყოველივე ამის შემდეგ განა მოიცავს და განაბრწყინვებს მას საღმრთო მადლი?!

ქრისტეს რომ იმ მიწიერი (ამსოფლიური) ლოგიკით ეხელმძღვანელა, რომელიც სუფევს დღეს ბევრ "სულიერ" ადამიანში, კი არ დატოვებდა ზეციურ საყდარს, რათა გარდამოსულიყო დედამიწაზე და დაეთმინა წამება და ჯვარცმა! ქრისტეს ამ ადამიანურ "უიღბლობაში" იმალება კაცთა მოდგმის ხსნის საიდუმლო. მან ხომ ყოველივე ჩვენი ხსნისთვის დაითმინა! ჩვენ კი ჯვარცმის გარეშე ქრისტიანობისკენ, "იმავწუთიერი აღდგომის ქრისტიანობისკენ" მივილტვით, ჩვენ ვასხვაფერებთ ქრისტიანობას ისე, როგორც გვსურს. ჩვენ არაფერში არ გვსურს თავის შეზღუდვა. თუმცა იმისთვის, რომ განვიცადოთ ზებუნებრივი, ვალდებულნი ვართ, ზებუნებრივადვე ვიცხოვროთ.
ბეჭდვაელფოსტა
18.04. 2019
ძნელია ასე იცხოვრო
ძალიან შემრცხვა ამი სტატიის წაკითხვისას.. მეც ესე ვაზროვნებ* მიყვარს ის ვისაც უყვარვარ, ვჩუქნი მას ვინც მჩუქნის, ან მადლობას მაინც მეტყვის! ვეხმარები ისეთს რომელიც ვიცი არ დამიკარგავს ამაგს! ფულს ვასესხებ იმას ვისაც აქვს დაბრუნების ტრ...! იმის შიშით რომ დახმარება არ მთხოვონ არავინ არ მინდა.. საიდან მოდის ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ რომ ადამინები მარტო ელიან სხვისგან დახმარებას და მერე ავიწყდებათ..ჩემს შემთხვევაში ესეა ვისაც პატივი ვეცი ზემოდან დამიწყო ყურება! ..აღარ ვიცი როგორ მოვიქცე ამიტომაც გავხდი გულგრილი .იხოგს რომ გადაყვე თან მაინც არ გთვლიან ადამიანად..რამდენი სითბოს და სიყვარულის გაცემა შეუძლია ადამიანს არაფრის ან კიდე საწინააღმდეგოს სანაცვლოდ?!ძნელია ძალიან.
17.12. 2014
სრული სიმართლეა
ასეთი კარგი წერილი, ამდენის მთქმელი და მსგავსი კარგა ხანია არ მინახავს. თვალების ახილვა თუ გვსურს, ქრისტიანობის მთავარი დედაძარღვის მიგნება, ეს სტატია უნდა გადაიკითხოს გილდასმით. აქ ყველაფერი ცხადად ნათქვამი
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat