თუ ქალი თავმდაბალია, აქვს შიში ღმრთისა, მაშინ მის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა
 თუ ქალი თავმდაბალია, აქვს შიში ღმრთისა, მაშინ მის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა
მამა პაისი ათონელის დარიგებანი
- უბრალოდ გიყვარდეს - ცოტაა. ადამიანი საკუთარ თავზე მეტად უნდა შეიყვარო. დედას შვილები თავზე მეტად უყვარს. ისინი რომ გამოკვებოს, ხშირად მშიერი რჩება, მაგრამ მის მიერ განცდილი სიხარული აღემატება შვილების სიხარულს. ბავშვები ხორციელად იღებენ საზრდოს, ხოლო დედა - სულიერად. ისინი გემრიელ კერძს შეექცევიან, დედა კი სულიერი სიხარულით ხარობს.

უნდა ითქვას ისიც, რომ დედას უფრო მეტად შეუძლია სიყვარული და მსხვერპლის გაღება, ვიდრე მამას, ვინაიდან მამას არ მისცემია ამდენი ხელსაყრელი შემთხვევა თავდადებისთვის. დედა უფრო მეტ დროს ატარებს შვილებთან, ვიდრე მამა და უფრო მეტადაც იქანცება, გასცემს ყველაფერს და იმავდროულად მათგანვე იღებს მუხტს. მამას ნაკლები დრო რჩება შვილებისთვის და არ "იმუხტება" მათგან, ამიტომაც მისი სიყვარული ისეთი არ არის, როგორიც დედისა. რამდენი აცრემლებული ქალი მოსულა ჩემთან და შემვედრებია: "ილოცეთ ჩემი გზას აცდენილი შვილისთვის!" აი, დღესაც მესტუმრა ერთი დედაკაცი თავისი რვა შვილითურთ (მამა პაისმა ერში დედათა მონასტერი ააშენა და ეს საუბარიც იქ არის ჩაწერილი - ავტ.). უნდა გენახათ, როგორი კრძალვით აყენებდა პატარებს რიგში, რათა ჩემგან კურთხევა აეღოთ. იშვიათად ნახავ მამას, ასე რომ იქცეოდეს... მამის მოფერება, თუ მასში ღვთის მადლი არ არის, მშრალია, უსიცოცხლო, დედის ალერსს კი უფლის მადლის გარეშეც რძის გემო აქვს. ბავშვს უყვარს მამა და პატივს სცემს მას, მაგრამ ამ სიყვარულს ზრდის და განავრცობს სინაზე, სითბო დედაშვილური სიყვარულისა.

დედაკაცის სხეული შესაძლოა მამაკაცისაზე სუსტი იყოს, მაგრამ მას ძლიერი გული აქვს და მისი მეოხებით ისეთ ცხოველმოსილებას იღებს, რომელიც მამაკაცის ძალას აღემატება. მამაკაცი ფლობს ფიზიკურ ძალას, მაგრამ მას არ აქვს ისეთი გული, როგორიც ქალს... დედას არაქათი ეცლება, მაგრამ არც მწუხარებას და არც დაღლას არ განიცდის. ის თავს აიძულებს, იშრომოს, მაგრამ მას უყვარს შვილები და ამიტომ ყველაფერს სიხარულით აკეთებს. ის უფრო ნაკლებად იღლება, ვიდრე კაცი, მთელი დღე მხართეძოზე რომ წევს. მახსოვს, დედაჩემს წყალი შორიდან უნდა მოეტანა, პური გამოეცხო, ტანსაცმელი გაერეცხა, მინდორში ემუშავა. ამას გარდა, შვილებიც არ ვაძლევდით მოსვენებას: როცა ერთმანეთს ვეკამათებოდით, მის უთვალავ საქმეს ემატებოდა მსაჯულის მოვალეობაც. მაგრამ ის ამბობდა: "ეს ჩემი ვალია. მე უდრტვინველად უნდა აღვასრულო ყველაფერი". ის ამ სიტყვებში კეთილ აზრს დებდა. მას უყვარდა სახლი, შვილები და საქმე, ამიტომაც საზრუნავი არ ღლიდა. ის ყველაფერს გულით და სიხარულით აკეთებდა.

რაც უფრო ემატება ასაკი დედას, მით უფრო მეტად უყვარს ოჯახი. ადრინდელი ძალ-ღონე აღარ მოსდევს, მაგრამ უფრო და უფრო მეტად იხარჯება, რათა შვილიშვილებიც აღზარდოს. უფრო და უფრო სუსტდება, მაგრამ რაკი ყველაფერს გულით აკეთებს, მისი ძალა აღემატება ქმრისა და თვით მისსავე ძალას, ახალგაზრდობისას რომ ჰქონდა.

* ბავშვის აღზრდა დედამ ორსულობიდანვე უნდა დაიწყოს. თუ ის ყრმას მუცლით ატარებს და ამ დროს ნერვიულობს, დედის წიაღში მოთავსებული ყრმაც შფოთავს. მაგრამ თუ დედა ლოცულობს და სულიერად ცხოვრობს, მაშინ ყრმა დედის მუცელშივე იწმინდება. ამიტომაც ორსულმა დედაკაცმა უნდა წარმოთქვას იესოს ლოცვა, იკითხოს წმინდა სახარება, იგალობოს და იყოს მშვიდად. მისი ახლობლებიც ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ ქალი არ გააბრაზონ. ასეთ შემთხვევაში ბავშვი განწმენდილი დაიბადება და მისი მშობლებიც მისგან არასოდეს შეწუხდებიან, არც მანამდე, სანამ პატარაა და არც მაშინ, როცა წამოიზრდება.

ბავშვი რომ დაიბადება, დედამ ის უთუოდ ძუძუთი უნდა გამოკვებოს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უკეთესი. დედის რძე ბავშვს ჯანმრთელობას აძლევს. პატარები ძუძუს წოვისას იღებენ არა მარტო დედის რძეს, არამედ სიყვარულს, სინაზეს, ნუგეშს, უსაფრთხოების განცდას და ამის წყალობით ძლიერ ადამიანებად ყალიბდებიან.

ძუძუთი კვება დედასაც ეხმარება. თუ ქალი შვილს ძუძუს არ აჭმევს, მის ორგანიზმში წარმოიშობა ანომალია, რომელმაც შეიძლება კიბომდე და მკერდის მოკვეთამდე მიიყვანოს.

ძველად თუ დედას ძუძუში რძე ჰქონდა, შეეძლო, თავისი პატარაც გამოეკვება და მეზობლისაც, დღეს კი ქალებს საკუთარი შვილის ძუძუთი კვებაც უმძიმთ. დედა, რომელიც მთელი დღე უსაქმურობს და ბავშვს ძუძუს არ აჭმევს, თავის პატარას უსაქმურობის ამ მიკრობებს გადასცემს. ადრე შესქელებული რძის ქილებზე ეხატა დედა, რომელსაც შვილი ჰყავდა ჩახუტებული. ახლა იმავე ქილებზე გამოსახულია "დედა" ყვავილებით ხელში. დედები შვილებს ძუძუს არ აჭმევენ, ამიტომ ბავშვები ნუგეშის გარეშე იზრდებიან. ან ვინ მისცემს მათ სიყვარულსა და ალერსს? ძროხის რძით სავსე ქილა? პატარა წოვს მოჭირხლულ შუშის ბოთლზე წამოცმულ საწოვარას და გულიც ეჭირხლება. შემდგომ კი, როცა გაიზრდება, ნუგეშს ბოთლებში ეძიებს, სულიერი წუხილის დასავიწყებლად იწყებს სმას და ლოთდება. თუ ბავშვები თვითონ არ მიიღებენ სითბოსა და ალერსს, მომავალში თავიანთ შვილებსაც ვეღარაფერს მისცემენ. ასე მოჰყვება ერთი მეორეს, მერე კი დედები მოდიან და გვევედრებიან: მამაო, შვილსა ვკარგავ, ჩემთვის ილოცეო.
* დედამ უნდა დაუტევოს სამუშაო და მთელი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას. მათ სურთ ჰქონდეთ ტელევიზორი, ვიდეომაგნიტოფონი, პირადი ავტომობილი და სხვა ასეთები. ამისთვის უნდა იმუშაონ, შედეგი კი ის არის, რომ საკუთარი შვილებისთვის ვეღარ იცლიან და კარგავენ მათ. თუ მხოლოდ მამა მუშაობს და ოჯახი მცირედით კმაყოფილია, მათ ეს პრობლემები არ აქვთ. როცა ქმარიც მუშაობს და ცოლიც, აქაოდა, ფული არ გვყოფნისო, ოჯახი კარგავს თავის ნამდვილ აზრს და იხლიჩება. რა ქნან ასეთ დროს ბავშვებმა? დედები რომ უფრო უბრალოდ ცხოვრობდნენ, არაქათი აღარ გამოელეოდათ და მათი შვილებიც მხიარულნი იქნებოდნენ... ამიტომაც ვურჩევ ხოლმე დედებს, გაიუბრალოონ ცხოვრება, რათა უკეთ შეძლონ ბავშვების ყურისგდება; მათ ხომ ასე სჭირდებათ ყურადღება.

სხვა საქმეა, თუ დედა შინ საქმიანობს. ამ დროს მას შეუძლია, ბავშვებსაც ადევნოს თვალი და თავისი საქმეც აკეთოს. ეს ოჯახს არევ-დარევას გადაარჩენს. დღეს ბავშვებს დედის სიყვარული შიათ...

* ქალებმა, როგორც ყოველთვის, ზომა არ იციან, თავიანთ საზრუნავს სულ ახალსა და ახალს უმატებენ, გულს უმნიშვნელო საგნებში ფლანგავენ. მაგალითად, ფინჯანი თუ ზოლებით და სახეებით არ იქნა გამშვენებული, ეს მის დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ხელს არ შეგვიშლის, მაგრამ მაღაზიაში შესული ქალი გამყიდველს დაჟინებით უხსნის, რისი ყიდვა სურს: "არა, არა, მე მინდა, ზოლები აქედან აქამდე გასდევდეს, ასე კი არა, ასე". ხოლო თუ ფინჯანს ყვავილიც ახატია, მაშინ ხომ სიხარულით გული აუფანცქალდებათ. აი, ასე ფლანგავენ ქალები მთელ თავიანთ პოტენციალს. იშვიათად შეხვდები მამაკაცს, ასეთ რამეებს რომ აქცევდეს ყურადღებას. მისთვის სულერთია, მაგიდის ნათურა ყავისფერი იქნება თუ შავი - მამაკაცი ამას ვერც შეამჩნევს. ქალებს კი, პირიქით, რაღაც ლამაზი სურთ და ამ "ლამაზს" თავიანთი გულის ნამცეცს უთმობენ, მეორე ლამაზ საგანს - გულის მეორე ნამცეცს. სადღა რჩება ადგილი ქრისტესთვის? რაც უფრო მეტი ლამაზი ნივთი გამოძევდება ქალის გულიდან, მით უფრო მიუახლოვდება ის ქრისტეს. როცა გული ქრისტეს მიეცემა, ის უდიდესი ძალით აღივსება.

დედამ ცხოვრება უნდა გაიმარტივოს. ასე ლოცვისთვისაც დარჩება დრო. ამ სიმარტივის წყალობით მას ძალუძს, სულიერად დიდად წარემატოს. დედას მაშინ აქვს უფლება თქვას, ვიღლებიო, თუ ცხოვრება გაიმარტივა და მხოლოდ იმიტომ იქანცება, რომ ბევრი შვილი ჰყავს. მაგრამ თუ ის მთელ დროს იმისთვის ხარჯავს, რომ მისმა სახლმა უცხო ხალხზე შთაბეჭდილება მოახდინოს, მაშინ რაღა აქვს სათქმელი?! ზოგიერთი დედა თავგამოდებით ცდილობს, სახლში ყველაფერი თავ-თავის ადგილას, ლამაზად ეწყოს, ზღუდავს და ლამის სულს ხდის თავის პატარებს, სკამის გადადგმის ნებასაც კი არ აძლევს და ყაზარმული დისციპლინით აცხოვრებს. ამის გამო ბავშვები მთლად ნორმალურად ვეღარ იზრდებიან. მათ გულში შიში სახლდება, რომელიც მკაცრი დისციპლინის დაცვას აიძულებს.

ერთხელ ერთ მრავალშვილიან ოჯახში მოვხვდი. როგორ გამახარეს პატარებმა თავიანთი ონავრობით, რომელიც ამსხვრევდა ამსოფლიურ წესს, რომ "ყველა ნივთი თავის ადგილას უნდა იდოს"! ეს წესი ის სულიერი უწესრიგობაა, რომელიც ძალას აცლის თანამედროვე ადამიანს.

ჯობს, დედებმა უსულო საგნებზე ფიქრს თავი ანებონ და შვილების აღზრდაზე იფიქრონ. უამბონ ქრისტეს შესახებ, უკითხონ წმინდანთა ცხოვრება. ამავდროულად დედა საკუთარი სულის განწმენდაზეც უნდა ზრუნავდეს, რათა თვითონაც სულიერად ბრწყინავდეს. დედის სულიერი ცხოვრება სხვათა თვალისთვის შეუმჩნევლად ეხმარება შვილების სულიერ ცხოვრებას. მაგრამ თუ დედა "წმინდაო ღმერთოს" წასაკითხადაც ვერ მოიცლის, როგორ განიწმინდებიან მისი შვილები? განა ქალს არ შეუძლია, შინ საქმეც აკეთოს და იმავე დროს ილოცოს კიდეც? მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. როცა პატარები რამეს ჩავიდენდით, მეტისმეტად ვიცელქებდით და დედას გავაჯავრებდით, ის ხმამაღლა იწყებდა ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ღუმელში პურის ჩასმისას წარმოთქვამდა: "სახელითა უფლისაითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაითა", ხოლო ცომის ზელისა თუ კერძის კეთებისას გამუდმებით წარმოთქვამდა იესოს ლოცვას. ასე განიწმენდდა თავს, განწმენდდა თავის გამოცხობილ პურს და მომზადებულ კერძს და მათაც, ვინც მის ნამზადს მიირთმევდა.

რამდენ დედას უცხოვრია წმინდა ცხოვრებით და ამით მათი შვილებიც განწმენდილან! ავიღოთ, მაგალითად, ჰაჯი გიორგის (XIX საუკუნის ათონელი წმინდა მამის - კ.კ.) დედის ცხოვრება. ამ კურთხეული ქალის რძეც კი, რომლითაც ის ყრმა გაბრიელს კვებავდა (ასე უწოდებდნენ ერში ჰაჯი გიორგის), მადლმოსილი იყო. ამ დედაკაცმა ორი ბავშვი შვა და მას შემდეგ ის და მისი მეუღლე წმინდად, მოყვარული და-ძმასავით ცხოვრობდა. ჰაჯი გიორგის დედა მოღვაწე სულით გამოირჩეოდა. მისი მონაზონი დაც დიდად მოღვაწე იყო. ქალი შვილებითურთ ხშირად ეწვეოდა ხოლმე დას.

ყრმა გაბრიელის მამაც ძალზე კეთილმოკრძალებული გახლდათ. ის ვაჭრობდა და ამიტომ უმეტესად მოგზაურობდა. ეს დედას საშუალებას აძლევდა, უბრალოდ ეცხოვრა, არ ეზრუნა ფუჭ საგნებზე. მოჰკიდებდა ხოლმე ხელს თავის ვაჟს და სხვა ქალებთან ერთად ღამისთევის ლოცვაზე მიდიოდა, რომელსაც ხან მღვიმეში აღასრულებდნენ და ხან - რომელიმე სამრეკლოში. ამიტომაც მიაღწია მისმა ვაჟმა წმინდანობის ასეთ საფეხურს.

დიდი მნიშვნელობა აქვს დედის კეთილმოკრძალებას. თუ ქალი თავმდაბალია, აქვს შიში ღმრთისა, მაშინ მის სახლში ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა.

მე ვიცნობ ახალგაზრდა დედებს, რომელთაც სახე უბრწყინავთ, მიუხედავად იმისა, რომ არსაიდან იღებენ შეწევნას. ბავშვებთან ურთიერთობისას მათი დედების სულიერ მდგომარეობას ვხვდები.
ბეჭდვაელფოსტა
09.05. 2019
მარი
ეჰ, დედობის მადლს რომ ვერასოდეს ეღირსები, სასჯელია თუ განსაცდელი? :-(
03.05. 2018
ნუგზარი
მოკლედ, ღმერთის ნების გარეშე, ადამიანის თავიდან 1 ღერი თმაც არ ვარდება. ჭეშმარიტება სახარებაშია მხოლოდ, დანარჩენი წმ. მამების მოძღვრება მხოლოდ ბოროტის წინააღმდეგ ბრძოლის ამ ქვეყნიური გამოცდილებაა, რომელიც ინდივიდუალურია
12.07. 2015
elene
didi madloba aseti werilebis gamoqveynebistvis,yvela dedam da momavalma dedam unda waikitxos da miigos,aucileblad miitanos gultan
17.03. 2015
კობა
თავმდაბლობა ყველას უხდება კაცსაც და ქალსაც, მაგრამ როდესაც ეს თავმდაბლობა გააზრებული გაქვს და ამას ღმერთის შიშს გამო არ აკეთებ მაგასა აქვს ფასი, შიშთ გაკეთებულს რა ფასი აქვს , და საერთობ საზოგადოებაში არსებულ ზნეობრივ კრიტერიუმებს რატომ აბრალებსთ ეკლსიას და ღმერთებს , მე არ მწამს მაგრამ ძალიან ვაფასებ თვმდაბლობას
30.12. 2014
ეკატერინე
მოგესალმებით! შობა-ახალწლის მადლი შეგვეწიოს ყველას. რამე ცუდად ვთქვი? რომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?! :) როგორც გადაწყვეტთ, ნება თქვენია. უბრალოდ, დედებს და ზოგადად ქალის საზოგადოებაში ე.წ. ჩართულობას ხელშეწყობა სჭირდებოდა, სჭირდება და დასჭირდება. შესაბამისად - დეკრეტი 3 წლამდე და სუუულ ცოტა სულიერება, ბუნებრივია
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler