გვესაუბრება ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კირიონ ფერაძე:
- თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა
, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება. აქედან გამომდინარეა აღსარებაც დაწეებული. როცა ადამიანს სინანული აწუხებს, განცდა თავისი ცოდვისა, ყველას მიმართ არის მიმტევებელი, რადგან ღმერთმა მასაც მიუტევოს. თუ თავად ადამიანი არ იქნება მიმტევებელი და იქნება პასუხის მომთხოვნი, ასეთივე პასუხის მომთხოვნი იქნება ღმერთი თითოელი ადამიანისადმი. რამდენადაც აპატიებ სხვას, იმდენად გაპატიებს შენ უფალი. რამდენადაც მოწყალე იქნები სხვის მიმართ, ისეთივე კეთილმოწყალე იქნება უფალი შენდამი.
არიან ადამიანები, რომლებიც სხვის თვალში ბეწვს ხედავენ, საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევენ. ასევეა ცოდვაც. შეიძლება სხვისი ცოდვა მეტად შესამჩნევი იყოს და თვალით დასანახი, ხოლო თავად შეიძლება მეტად სცოდავდე. ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი ცოდვა უნდა დაინახოს. თუ საკუთარ თავში ცოდვას ეძიებს, აუცილებლად იპოვის. თუ ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას იპოვის, მას სინანულიც ექნება. თუ ადამიანი საკუთარ თავში ცოდვას არ ეძებს, ანუ სხვის თვალში თუ ბეწვს ეძებს, საკუთარ თავში დირესაც ვერ დაინახავს.
ყველზე მთავარი ღვთის სიყვარულია. ადამიანს ღმერთთან უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ღმერთთან დამაკავშირებელი კი მხოლოდ მოძღვარია, სულიერი მოძღვარი. ადამიანი უნდა ეძიებდეს და პოულობდეს მოძღვარს, რომელიც მას ღმერთთან დააკავშირებს. ღმერთთან კავშირი მხოლოდ მოძღვრით არის შესაძლებლი. მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის ანუ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავამალი, მოძღვარია. მოძღვრის გარეშეც შენს თავში ცოდვასაც ვერ დაინახავ. აღსარების სათქმელადაც მოძღვართან უნდა მიხვიდე. Pპატიება, შენდობა, ლოცვა-კურთხევა ზიარებისა მოძღვრისგან უნდა მიიღო.
***
ღმერთთან მიახლოვების საუკეთესო მაგალითი მოგვცა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა, სადაც ნათლად არის აღწერილი თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვლოს კიბის საფეხურები Kთითოეულმა ადამიანმა და ღმერთს ისე მიეახლოს.. თუ პირველ საფეხურზე ფეხს არ დაადგამ, ერთბაშად მეათეზე ვერ ახვალ.
უფალი მოწყალეა მაშინ, როცა ადამიანი აღიარებს ღვთის წინაშე საკუთარ ცოდვებს. მხოლოდ აღიარებული ცოდვა მიეტევება ადამიანებს. უღიარებელი ცოდვა არ ეპატიება. როგორ მიეტევება თუ არ აღიარებს ღვთის წინაშე. ღმერთი გვპატიობს იმას, რასაც ვაღიარებთ. ადამიანი პირველ რიგში საკუთარ უძლურებას უნდა აღიარებდეს და არა სხვისას. სხვისი ცოდვის აღიარება განკითხვაა, რომელიც ადამიანისთვის დამღუპველია.
საშველი მხოლოდ ღმერთშია, სწორედ ეს არის დედა აზრი ცხონებისა. ცხონებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღვთისგან პატიებას ვითხოვთ. თუკი საკუთარ თავში ცოდვას ვიპოვით. მაგრამ თუ საკუთარ თავში ცოდვას ვერ ვიპოვით, მაშინ არც სინანული გვექნება, არც პატიებას ვითხოვთ და სწორედ ეს დაგვღუპავს. ადამიანს ის გადაარჩენს როცა საკუთარ თავში ცოდვას იპოვის. საკუთარი ცოდვის მიმართ სინანული ექნება, მივა მოძღვართან და შენდობას, პატიებას ითხოვს ღვთისგან. ჩვენთვის ეს არის მთავარი. ცოდვა სამ ნაწილად იყოფა-როდესაც ადამიანი მიდის მოძღვართან ერთ მესამედს ცოდვისას უფალი პატიებს, ერთი მესამედი მოძღვარზე და მის ლოცვაზეა დამოკიედბული. ერთი მესამედით მოძღვარი შეუნდობს და ერთი მესამედი კიდევ ადამიანზეა დამოკიდებული თუ როგორი სინანული ექნება საკუთარი ცოდვებისა.
***
მარხვა არის მოთმინება, უარის თქმა. არტო საკვებზე არ არის დამოკიდებული რომ საკვები არ მივიღოთ. მარხვა ადამიანს ძალას ჰმატებს იმისთვის, რომ მან სულიერი სიმტკიცე შეიძინოს და მარხვაში ადამიანის სული თავშეკავებით გაძლიერდეს. მარხვაში ადამიანი უნდა შეეცადოს განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვა და სულიერად გაძლიერდეს. თუ ადამიანი ცდილობს მოაკვდინოს ხორცი, ამით გააძლიერებს სულს. მარხვა მოთმინებაა, თავშეკავებაა. როდესაც ადამიანი რაღაცაზე უარს ამბობს უკვე ამაზე ფიქრობს. ამაზე რომ ფიქრობს ადამიანი უკვე ფიქრობს რა თქმა უნდა ეძიებს საკუთარი სულის სიღრმეში თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს, რა შეცდომები დაუშვა, თუ რა არის მისთვის შესაძლებელი. თუ როგორ შეიძლება უკეთესად გააკეთოს ის, რისი გაკეთების სურვილიც აქვს. მარხვაში ადამიანი ცდილობს ღმერთთან ახლოს იყოს.
***
აღდგომის მარხვა იმით არის განსაკუთრებული, რომ მაცხოვრის აღდგომის სიხარულს ველოდებით.. აღდგომის მარხვას წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი. ხორციელის, შემდეგ ყველიერის კვირა.Aამ მარხვაშია დააწესებული მიტევების დღე.
ძველად მონასტრებში ასეთი წესი არსებობდა. როდესაც მძიმე მარხვა იწყებოდა მონასტრის წევრები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, პატიებას სთხოვდნენ და შემდეგ გადიოდნენ უდაბნოში, რადგან აღდგომის დღესასწაულზე შეიძლება ერთმანეთი ვერ ენახათ. ზოგი უკან ვეღარცკი ბრუნდებოდა. თუკი ადამიანი ემზადება იმისათვის, რომ ღირსულად შეინახოს მარხვა და ღირსეულად შეხვდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველას მიმართ მიტევება უნდა გამოხატოს. ვინც მიუტევებს იმას მიეტევება, ვინც არ მიუტევებს, იმას არც მიეტევება,- ასე გვასწავლის სახარება. სახარება არის ღვთის სიტყვა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიმეცნოს და გაითავისოს. ჩვენთვის ეს არის მთავარი. მიუტევებთ? მოგვეტევება. არ მიუტევებთ? Aარ მიგვეტევება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შეხვედრისთვის, უფალთან შეხვედრისთვის უნდა ემზადებოდეს ადამიანი.. აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, ზეიმია და ამისთვის განსაკუთრებულად უნდა ვემზადებოდეთ.
მიტევების დღეს ადამიანები მიდიან ტაძარში და ერთმანეთს შენდობას სთხოვენ. ტაძრიდან წასვლის შემდეგაც თუკი ვინმემ გაწყენინა ან თუკი ვინმეს აწყენინე მისგან პატიება უნდა ითხოვო. თუკი განსაკთრებით გინდა მოემზადო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, პირველ რიგში ის ადამიანი უნდა ეძებო ვისაც აწყენინე, მიხვიდე პატიება სთხოვო.. სულის სიღრმეში ვერასოდეს მოგასვენებს ვიღაც შენზე რომ არის ნაწყენი ან ვიღაცაზე შენ ხარ ნაწყენი. შინაგან სიმშვიდეს არ მოგანიჭებს. თუკი ვიღაც შენდობას გთხოვს და არ პატიობ, შენ როგორ გეპატიება?
***
მორჩილება, სიმდაბლე და სიყვარული არის გზა მიმავალი ქრისტესკენ. თუ ადამიანს არ აქვს მორჩილება, სიმდაბლე, იმას სიყვარული ვერ ექნება. სიყვარულია ღმერთი. მორჩილება თუ არ გაქვს სიმდაბლე ვერ გექნება. მორჩილება თუ გაქვს სიმდაბლეც გექნება. მორჩილებაც და სიმდაბლეც თუ გაქვს, სიყვარულიც თავისთავად მოდის. Eეს არის გზა ცხონებისა. შევეცადოთ განვიცადოთ ღმერთი და მასთან ყოფნა გვინდოდეს. ღმერთთან ყოფნა თუ არ უნდა ადამიანს ამას ვერ აიძულებ და ვერც ვერავის ასწავლი. ადამიანს ღმერთთან ყოფნის სურვილი თავად უნდა ჰქონდეს. ღმერთი ყველა ადამიანთან არის. ეს უხილავია. ამას უნდა განიცდიდეს ადამიანი, თუ გინა ეს განცდა ყოველთვის შენთან იქნება და შენც ყოველთვის ღმერთთან იქნები. თუ გექნება უფალთან ყოფნის სურვილი, მაშინ პატიებასაც ღმერთს სთხოვ, ყველაფერს მას სთხოვ, იმიტომ, რომ მასზე აღმატებული არავინაა. ღმერთთან ყოფნა უნდა გინდოდეს. მას ყველაფერი შეუძლია.
ღმერთმა დაგლოცოთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი