დედამ შვილებს მამაზე აზრი არასოდეს არ უნდა წაუხდინოს, თუნდაც იგი დამნაშავე იყოს
დედამ შვილებს მამაზე აზრი არასოდეს არ უნდა წაუხდინოს, თუნდაც იგი დამნაშავე იყოს
მამა პაისი ათონელის დარიგებები
ღვთისთვის მინდობა. ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს - ადამს და ევას - მისცა უდიდესი კურთხევა, ყოფილიყვნენ მასთან ერთად შემოქმედნი. მამები, პაპები, პაპის პაპანიც, თავის მხრივ, ღვთის თანაშემოქმედნი იყვნენ, რადგან შვილებს სხეული მისცეს. ღმერთი, თუ შეიძლება ასე ითქვას, მოვალეა, ბავშვებზე იზრუნოს. როცა ბავშვი ნათელიღებს, უფალი მას მფარველ ანგელოზს დაუდგენს. ამგვარად, პატარას იცავს ღმერთი, მფარველი ანგელოზი და მშობლები.

მფარველი ანგელოზი ყოველთვის ყრმის ახლოსაა და ეხმარება მას. რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან მშობლები. თუ პატარას მშობლები გარდაეცვალნენ, მაშინ ღმერთი და მფარველი ანგელოზი განაგრძობენ მის პატრონობას.

მშობლები შვილებს დაბადებიდანვე სულიერად უნდა დაეხმარონ იმიტომ, რომ პატარას ნაკლიც პატარა აქვს და მშობელი მას ადვილად აღმოფხვრის.

ბავშვები თუ თოთო ასაკიდან აღივსებიან ქრისტეთი, ისინი სამუდამოდ მასთან დარჩებიან. შემდგომში გზას თუ აცდებიან ასაკის ან ცუდი წრის გამო, მალე გონს მოვლენ, რადგან ვერა მიზეზი ვერ გააქრობს მათ გულებში სიყრმით ჩანერგილ ღვთის სიყვარულსა და კეთილმოკრძალებას.

ყველაზე რთულ, გარდატეხის ასაკში მშობლები მეტს შიშობენ შვილების გამო. ეს მანამდე გრძელდება, ვიდრე მათ განათლებას არ მისცემენ და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე არ გაიყვანენ. ამ ასაკში მშობლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მათ დასახმარებლად. რის გაკეთებაც მათ ძალებს აღემატება, უნდა მივანდოთ ყოვლად ძლიერ ღმერთს. მაგალითად, ჯიუტი ბავშვის "მოსატეხად" ათასი ხერხი კი არ არის საჭირო, არამედ ღმერთზე მინდობა. დედამ უნდა შესთხოვოს უფალს: "ღმერთო ჩემო, ჩემი შვილები არ მიჯერებენ. მე აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია, შენ თვითონ იზრუნე მათზე".

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ერთმა დედამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო მონასტერში ღამისთევის ლოცვაზე (მამა პაისიმ ერში, თავის მშობლიურ სოფელში, დედათა მონასტერი დააარსა და ეს საუბრები იქაა ჩაწერილი - კ.კ.). მას დიდი ხანია ვიცნობ. მოვიდა. მომესალმა. თან მხოლოდ უფროსი შვილები ახლდა. ვკითხე: - პატარები სადღა არიან-მეთქი. შინ, მამაო, - მიპასუხა, - მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, ლოცვაზე მოვსულიყავით და ვთქვით: რახან ლოცვაზე მივდივართ და არა გასართობად, ღმერთი ანგელოზს გამოგზავნის ჩვენს არყოფნაში პატარების დასაცავადო. ასეთ რწმენას დღეს იშვიათად შეხვდები. ჩვენს დროში შემცირდა რწმენა შვილებისა - მშობლებისადმი და მშობლებისა - ღვთისადმი. ხშირად მოისმენთ მშობლების ჩივილს: - ჩვენ ხომ ტაძარში დავდივართ, რაღა ჩვენი შვილი ასცდა სწორ გზასო. ასეთი მშობლები არ აძლევენ ქრისტეს ქანჩს, მათ შვილებს ზოგიერთი ხრახნი რომ მოუჭიროს. სურთ, ყველაფერი თვითონ გააკეთონ. ასეთი მშობლები, ეგოისტური შიშის გამო, სნეულდებიან კიდეც. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნენი არიან, ისე იქცევიან, თითქოს არც ღმერთი არსებობდეს და არც მფარველი ანგელოზი, წინ აღუდგებიან ღვთაებრივ შეწევნას. არადა აუცილებელია, თავი დაიმდაბლონ და შეწევნა სთხოვონ ღმერთს. მაშინ მრავალმოწყალე უფალი დაიფარავს და დაიცავს მათ შვილებს.

ბავშვების სულიერი აღზრდა. ბავშვების აღზრდაზე პასუხს ძირითადად მშობლები აგებენ. მათზეა დამოკიდებული, როგორ გაზრდიან შვილებს, იქნებიან თუ არა ისინი კარგი მღვდლები, მასწავლებლები და ა.შ., რომლებიც, თავის მხრივ, დაეხმარებიან თავის თუ სხვის შვილებს... უნდა ითქვას, რომ შვილის აღზრდაზე დედას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე მამას.

ბავშვის მუცლად ყოფნისას თუ მშობლები ლოცულობენ, ცხოვრობენ სულიერად, მაშინ პატარა განწმენდილი იბადება. თუ შემდგომში ისინი სულიერად დაეხმარებიან ყრმას, იგი ღირსეული ადამიანი შეიქნება, რომელიც საზოგადოებას ყველგან გამოადგება. ჩვენ მოვალენი ვართ, ბავშვებს შევეწიოთ, რომ კარგი ადამიანები დადგნენ, ისეთი დვრიტა ჩავუდოთ, რომ მომავალ თაობებსაც არგოს. ახლა კი ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მათში ეს დვრიტა როგორმე განქარდეს და, ვინ იცის, სადამდე მიგვიყვანს ეს საქციელი...

რახან მშობლები აძლევენ შვილებს სხეულს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა იზრუნონ კიდეც მათი სულიერი აღზრდისათვის. კაცი თუ სულიერად არ აღორძინდება, მას ჯოჯოხეთის სატანჯველი ელის. შემდგომში მშობლებმა მასწავლებლებს უნდა მიანდონ შვილი, რათა მათ ის მისცენ პატარებს, რასაც დედ-მამა ვერ მისცემდა. ამიტომ ლოცულობს ჩვენი ეკლესია მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. მათთან ერთად ზრუნავენ სულიერი მამებიც. ამ ადამიანებს შეიძლება საკუთარი შვილები არც ჰყავდეთ, მაგრამ უფრო ღირსეული აღმზრდელნი გამოდგნენ, რადგან ყრმათა სულიერი აღორძინებისთვის იღვწიან.

ყველა თავისებურად, პირადი მაგალითით, მოვალენი ვართ, ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ აღზრდას, რათა მათ მშვიდად განვლონ ეს ცხოვრება და შევიდნენ სასუფეველში. თუ ბავშვები სულიერ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან, მათთვის საჭირო აღარ იქნება სჯულისმიერი კანონები, რადგან "მართალთა ზედა სჯული არა ძევს", კანონი უკანონობის მოქმედს სჭირდება. სულიერი ძალაუფლება უფრო მაღლა დგას, ვიდრე კაცთა ძალაუფლება.

მშობლის მაგალითი. თუ ბავშვი ურჩობს და ცუდად იქცევა, ამის მიზეზიც უთუოდ არსებობს. შეიძლება პატარამ შინ უწესო სცენები იხილა ან ურიგო საუბარი მოისმინა. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ ბავშვს სულიერად უფრო პირადი მაგალითით ვეხმარებით და არა ძალის დატანებით. დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე დედა - მეუღლის მიმართ მორჩილებით და პატივისცემით. თუ რაღაც საკითხზე დედას ქმრისაგან განსხვავებული აზრი აქვს, ბავშვების წინაშე არასოდეს არ უნდა გამოთქვას, რადგან შეიძლება ამით ბოროტმა ისარგებლოს. დედამ შვილებს მამაზე აზრი არასოდეს არ უნდა წაუხდინოს, თუნდაც იგი დამნაშავე იყოს. ცოლმა ქმარი აუცილებლად უნდა გაამართლოს. მაგალითად, თუ მამა უხეშად მოიქცა, დედამ უნდა უთხრას ბავშვებს: - მამა დაიღალა, მთელი ღამე მუშაობდა, რომ ერთი სასწრაფო საქმე დაემთავრებინა. ის ხომ თქვენთვის შრომობს.

ბევრი მშობელი ბავშვების თვალწინ ჩხუბობს და ამით მათ ცუდ მაგალითს აძლევს. ამგვარი დავიდარაბა თავზარს სცემს ბავშვებს, ტირიან, წუხან. შემდეგ კი მშობლები, დასამშვიდებლად, მათ ყველანაირ ახირებას უსრულებენ და საბოლოოდ ბავშვები ძალზე ჭირვეულები ხდებიან. ხოლო დიდობისას, თუ სურვილს არ შეუსრულებენ, შვილები მშობლებს მოკვლითაც კი ემუქრებიან.

რამდენად ეხმარება შვილებს მშობლების კეთილი მაგალითი. მშობლებთან ერთად ორი გოგონა მესტუმრა, სამი-ოთხი წლისანი. რამხელა სიხარული მომიტანეს ამ ნამცეცა ანგელოზებმა. ისხდნენ გვერდიგვერდ, კაბის კალთით იფარავდნენ მუხლებს. როგორი კრძალვა, რიდი ჰქონდათ მათ. პატარებმა ეს მშობლებისგან შეიძინეს. როცა მშობლებს ერთმანეთი უყვართ, პატივისცემით ეპყრობიან ერთურთს, გონივრულად იქცევიან, ლოცულობენ და სხვა სათნოებას აღასრულებენ, ყოველივე ეს პატარების სულში კეთილად აღიბეჭდება. ამიტომაც ვამბობ, თუ მშობლები შვილებს თავის კეთილმოკრძალებას გადასცემენ, ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა.

ავსტრალიაში, კანბერაში (ავსტრალიაში მამა პაისი სულიერი შვილების თხოვნით ჩავიდა მცირე ხნით - კ.კ.), ერთი პატარა გოგონა გავიცანი. რამხელა კეთილშობილება იყო მასში! გავისტუმრე ბოლო ორი ადამიანიც, რომელთაც ჩემი ნახვა სურდათ და ის იყო, წასვლა დავაპირე, რომ მანქანა გაჩერდა. ცოლ-ქმარი გადმოვიდა. თან პატარა გოგონა ახლდათ. მამაო, ძლივსღა მოგისწარით, - მითხრეს. დიახ, უკვე წასვლას ვაპირებდი-მეთქი. მამაო, მე რომ არ მიმიღო, არაფერი დაშავდება. ოღონდ, იქნებ ჩემს მეუღლეს გაესაუბროთ მცირე ხნით. ძალზე მგრძნობიარეა და არ შემიწუხდესო, - მთხოვა ქმარმა. მის მეუღლესთან ცალკე გავედი სასაუბროდ. დედას გოგონა გამოჰყვა. "დედიკო მალე მოვა, დაჯექი და დაუცადე", - ვუთხარი. ის მეკითხება: "შენ დედა გყავს?" "არა", - ვუპასუხე და დავინახე, როგორ აუწყლიანდა თვალები. "გინდა, ჩემს დედიკოს მოგცემ?" - მეკითხება პატარა. მაშინ მეც ვკითხე: "შენ პაპა გყავს?" - "არა", - მომიგო. "გინდა გყავდეს პაპა?" - "მინდა, მინდა, - წამოიძახა გახარებულმა, - შენ თვითონ გადმოხვალ ჩვენთან საცხოვრებლად თუ ჩვენ გადმოვსახლდეთ?" გესმით, რა კეთილშობილებაა! პატარა დედას გითმობს. მან ხომ ეს თავისი მშობლებისგან გადაიღო. მამამისიც დიდი კეთილგონიერებით გამოირჩეოდა. მოვეხვიე ამ კაცს, ვეამბორე, მივულოცე ასეთი კარგი შვილის ყოლა, ლოცვაც გავაყოლე. ასეთი ხალხი ყველაზე უსულგულოსაც გულს აუჩვილებს და რაღა უნდა ვთქვათ ღმერთზე?

მხოლოდ ალერსი და სიყვარული. ბავშვს ბევრი ალერსი, სიყვარული და ყურადღება სჭირდება. მას სურს, გვერდით დაუჯდე, გაგიზიაროს გულისნადები, პატარა საწუხარი. უნდა, მოეფერო, ეამბორო. თუ მოუსვენრობს, ხმაურობს, მაშინ დედამ უნდა აიყვანოს ხელში, მიეალერსოს, აკოცოს, ჩაიკრას გულში და დაამშვიდოს. თუ ადამიანი ყრმობაშივე სითბოთი და სიყვარულით აღივსება, მაშინ ეყოფა სულიერი ძალები ცხოვრების გზაზე შეხვედრილი დაბრკოლებების გადასალახად.

დღეს ბავშვები მშობლებს მცირე ხნით თუ ნახულობენ, ისიც - საღამოობით, და ვერ ძღებიან მათი სიყვარულით. ბევრი მშობელი, პედაგოგი თუ ექიმი სამსახურში სითბოს უცხო ბავშვებს აძლევს და შინ დაბრუნებულს საკუთარი შვილებისათვის აღარ რჩება... დაღლილი მამა ჩაესვენება სავარძელში, იღებს გაზეთს და სულაც არ აინტერესებს შვილები. პატარა მის გარშემო ტრიალებს, უნდა, მამა მოეფეროს, გაესაუბროს, ის კი ხელისკვრით იშორებს. დაქანცული დედა ამ დროს სამზარეულოში ტრიალებს, ჩქარობს საჭმლის მომზადებას, მასაც არ სცალია შვილებისთვის. და იზრდებიან სიყვარულს დანატრებული ბავშვები...

გნებავთ მაგალითი? ურჩი ჯარისკაცების დასჯას მიჩვეულ ზოგიერთ სამხედრო პირს უნდა, ოჯახის წევრებიც ჯარისკაცული დისციპლინით აცხოვროს. სასტიკად ექცევიან შვილებს, ყოველ წვრილმანზე ყურს უწევენ. ზოგიერთი მშობელი, ვინც სასამართლოში ან სამართალდამცავ ორგანოში მუშაობს, შინაც "სასამართლო პროცესებს" უწყობს შვილებს, თუ მათ რაიმე დააშავეს. ასეთი მშობელი ვერ მისცემს შვილს სიყვარულსა და ალერსს. ამის შედეგი კი ბავშვების ფსიქიკური აშლილობაა...
ბეჭდვაელფოსტა
25.01. 2017
Damateba
Dzalian gultan misatani statiaa
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat