ცოლთან საერთო ენას ვერ ვპოულობ... ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით ხასიათით...
ცოლთან საერთო ენას ვერ ვპოულობ... ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით ხასიათით...
მამა პაისი ათონელის დარიგებები
მამა პაისი ათონელი უამრავ წერილს ღებულობდა. განსაცდელით გატანჯული ხალხი მისგან რჩევას, ნუგეშს ელოდა. უამრავი სტუმარი მიდიოდა მის სენაკში. მათი საუბრებიდან ღირსი მამა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ სოფელს ძირითადად სამი რამ ტანჯავს: კიბო, ნერვული აშლილობა და ოჯახური უთანხმოება, რომელიც ხშირად გაყრამდეც მიდის. რატომ ებრძვის ეშმაკი ქრისტიანულ ოჯახს? ალბათ იმიტომ, რომ მცირე ეკლესიაა და თავი მისი ქრისტეა. ამიტომაც მნიშვნელოვანია მამა პაისის დარიგებანი, რომლებიც ცოლქმრულ ურთიერთობებს ეხება.

ერთმა კაცმა მკითხა: მამაო, რა აერთებს ცოლ-ქმარს ყველაზე მეტად? მადლიერება, პატივისცემა-მეთქი, ვუპასუხე. ერთ ადამიანს უყვარს მეორე იმის გამო, რასაც ის ჩუქნის. ცოლი ქმარს ჩუქნის ერთგულებას, მორჩილებას, სჯერა მისი. ქმარი კი ცოლს არწმუნებს, რომ იგი მისი მფარველია. ქალი დიასახლისია და მთავარი მსახური მისი, ხოლო ქმარი - მმართველი სახლისა და მისი ტვირთის მტვირთველი.

ცოლ-ქმარს შორის უნდა იყოს წმინდა სიყვარული, რათა ურთიერთინუგეშონ და თავიანთი სულიერი მოვალეობების აღსრულება შეძლონ. თანხმობით ცხოვრებისთვის თავიანთ ურთიერთობას პირველ რიგში საფუძვლად უნდა დაუდონ სიყვარული, უძვირფასესი სიყვარული, რომელიც გამოიხატება სულიერი კეთილშობილებით, მსხვერპლის გაღებით და არა ამსოფლიური ცრუ, ხორციელი სიყვარული. როცა სიყვარული და თავგანწირვაა, ერთი ადამიანი ყოველთვის აყენებს თავს სხვის ადგილას, ესმის მისი, სტკივა მის გამო. მიიღებს რა მოყვასს თავის გატანჯულ გულში, ადამიანი იღებს ქრისტეს, რომელიც აღავსებს მას ენით უთქმელი სიხარულით. როცა ცოლ-ქმარს უყვარს ერთმანეთი, თუნდაც გარემოებათა გამო განშორებულნი იყვნენ ერთურთს - ისინი მაინც ახლოს არიან, რადგან ქრისტესმიერი სიყვარულისთვის მანძილი არ არსებობს. მაშინ კი, თუ, ღმერთმა დაგვიფაროს და, ცოლ-ქმარს შორის არ არის სიყვარული, შეიძლება გვერდიგვერდ იყვნენ, მაგრამ სულით განშორებულნი. ამიტომ თითოეული მათგანი უნდა ცდილობდეს, მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს სიყვარული მეორის მიმართ, მსხვერპლადაც კი შეეწიროს.

ერის ადამიანები გარეგნულად ამქვეყნიურ ღირსებას ფლობენ. როცა ეს ამა სოფლის ფასეულობა იკარგება, ხორციელი სიყვარული განჰყოფს ადამიანებს და ისინი უფსკრულისკენ მიექანებიან. ხოლო როცა ცოლ-ქმარს შორის ნამდვილი სულიერი სიყვარულია, თუნდაც ერთმა დაკარგოს თავისი ამასოფლიური ფასი, ეს არათუ არ განაშორებს მათ, არამედ უფრო შეკრავს. თუ მხოლოდ ხორციელი სიყვარულია, ცოლი, როცა შეიტყობს, რომ მისი ცხოვრების თანამგზავრმა სხვა ქალისკენ გაიხედა, თვალებში გოგირდმჟავას შეასხამს და დააბრმავებს, მაგრამ თუ ქალს ქმარი წმინდა სიყვარულით უყვარს, მაშინ მასზე მეტად წუხს და ნაზად ცდილობს, დააბრუნოს იგი მართალ გზაზე. აი, ამგვარად გადმოდის მათზე ღვთის მადლი.

თუ ადამიანი მრისხანებისგან დუღს, რაც არ უნდა უთხრა, აქედან ხეირი არ იქნება. ასეთ დროს სჯობია გაჩუმდე და იესოს ლოცვა წარმოთქვა. ლოცვით ის დაწყნარდება, დამშვიდდება, ამის შემდეგ შეიძლება ერთმანეთს გაუგოთ კიდეც. ხომ ხედავ, როცა ზღვა ღელავს, მეზღვაურებიც კი არ გადიან სათევზაოდ. ისინი მოთმინებით ელიან ამინდის გამოსვლას.

მოთმინება კი სიყვარულით იწყება. ადამიანს რომ უთმენდე, მასზე გული უნდა შეგტკიოდეს. მოთმინება იხსნის ოჯახს დანგრევისაგან. მე მინახავს, ველური მხეცები ცხვრებად როგორ გადაქცეულან. მიენდე ღმერთს და შენი პრობლემები სულიერად გადაწყდება.

როგორც მივხვდი, ყველაზე დიდი უსიამოვნებანი ოჯახებში თუ სახელმწიფოთა ცხოვრებაში მცირედ ფასეულ საგანთაგან იწყება. ოჯახში ერთმა მეუღლეთაგანმა უნდა დაიმდაბლოს თავი მეორის მიმართ, უნდა მიბაძოს კეთილის ქმნაში, არამედ უნდა დაითმინოს მისი უცნაურობანიც. რაიმე შემთხვევას რომ ამგვარად შევხედოთ, ამაში ძალზე გვეხმარება ფიქრი იმაზე, რომ ქრისტე ჩვენი ცოდვების გამო შეეწირა მსხვერპლად. და თვით უცოდველი, ჩვენ, მილიარდობით ადამიანს, გვითმენს. როცა სხვათა უცნაურობებისგან ვიტანჯებით, ამით ვფარავთ ჩვენს თანანადებს ღვთის წინაშე. სახიერმა ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ კაცი, რომელსაც რისამე ნიჭი აქვს, ამით სხვას დაეხმაროს და თუ რაიმე აკლია, დამდაბლდეს სხვის წინაშე. ყველას თავისი ნიჭი აქვს და თავისი ნაკლიც, უნდა ვიღვაწოთ, რომ ისინი მოვიკვეთოთ.

მამა პაისის შეეკითხნენ, როგორ მოიქცეს ქალი, თუ ქმარმა უღალატაო. ამაზე წმინდა მამამ მიუგო: უთხარი მას, რომ დაითმინოს, რამდენადაც შეუძლია, ილოცოს მასზე და კეთილად მოექცეს. დაე, დაიცადოს და ქორწინებას თვითონ ნუ დაარღვევს. ერთი კაცი ცოლს აგდებით ექცეოდა, სცემდა და ლანძღავდა, ის კი ყველაფერს მოთმინებით და სიკეთით იტანდა. ქალი ახალგაზრდა გარდაიცვალა. როცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი საფლავი გახსნეს, ყველამ იგრძნო კეთილსურნელება მის ძვალთაგან (საბერძნეთში მიცვალებულთა საფლავს გარდაცვალებიდან 3-4 წლის შემდეგ ხსნიან)... ხედავთ, ამ ცხოვრებაში ეს ქალი ყველაფერს დაითმენდა და განმართლდა სხვა ცხოვრებაში.

***
ოჯახები დღეს არაფრის გამო იშლება.. და აი, იღუპებიან საცოდავი ბავშვები (ასეთი ოჯახების შვილები - კ.კ.) მათ შორის ვინც მგრძნობიარეა და ვერ ითმენს მოწეულ უბედურებას, სასო წარეკვეთება. ზოგიერთი მათგანი თავსაც კი იკლავს. ზოგიც, რომ დაივიწყოს განსაცდელი, იწყებს სმას. მესამენი კი ნარკოტიკებს გადაეკიდებიან... რამდენი ნარკოტიკების მიმღები ახალგაზრდა იყო გასულ ზაფხულს ჩემს კალივაში. ამ საცოდავების უმეტესობა დანგრეული ოჯახის შვილია. მათ ხომ შორიდანაც ცნობ. ჩემი კალივის ახლოს დგას ლუქუმით სავსე ქილა. როცა ასეთი ოჯახის შვილები მოდიან, იღებენ ქილიდან ლუქუმის ნატეხს და იწყებენ ჭამას. ამ დროს გამოვდივარ მე კალივიდან. დამინახავენ და შეჭმულიც არა აქვთ ტკბილეული, ჩემკენ გამორბიან, საამბოროდ. ხელები ლუქუმის შაქრის მტვრით აქვთ დასვრილი... ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სიყვარულსა და ალერსს. მათთვის არანაირი გასხვავება არა აქვს, მშობლები ჰყავთ თუ არა ჰყავთ, მამა მოდის სახლში თუ არ მოდის, ცხოვრობს მათთან თუ არ ცხოვრობს - ამ საცოდავთათვის არაფერი იცვლება.

***
არასოდეს განამართლოთ დედაკაცები, რომლებიც მოდიან თქვენთან და ქმრებზე ჩივიან. მე ასეთ დროს არც ერთს არ ვამართლებ. ვცდილობ დავაფიქრო ორივე მხარე. მაგალითად, როცა ქალი იწყებს ჩივილს: "ჩემი ქმარი სვამს, გვიან მოდის სახლში, ბილწსიტყვაობს" - ვეუბნები: როცა შინ ნასვამი დაბრუნდება გვიან, თბილად მოექეცი. თუ მას მჟავე სახით შეხვდები და ტვინის ბურღვას დაუწყებ: "რატომ მოხვედი შინ ასე გვიან? განა შეიძლება ასე გვიან შინ მოსვლა? როდისღა შეიცვლები? ეს რა მწარე ბედი მხვდა წილად, ასე ხომ წლებია გრძელდება? რამდენ ხანს უნდა ვითმინო?" - ამ დროს ეშმაკი წასჩურჩულებს: "შენ რა, ავადმყოფი ხარ? რატომ არ გაშორდები ასეთ სულელს? არ სჯობია, წახვიდე და სხვასთან მხიარულად გაატარო დრო?" შეიძლება, შენ მართალი იყო, მაგრამ ეშმაკი მას სხვა მხრივ მოინადირებს. მაგრამ თუ თბილად შეხვდები, დაითმენ მომხდარს, ილოცებ და საყვედურებით არ აიკლებ, ის დაინახავს შენს სითბოსა და სიყვარულს, დაფიქრდება და გამოსწორდება.

ხოლო როცა მოდის ჩემთან ქმარი და მეუბნება: "ჩემი ცოლი ტვინს მიბურღავს, გულს მიწვრილებს თავისი ლაპარაკით.." "ოხ შე უსირცხვილოვ, - ვეუბნები მას, - შვილები და გატანჯული ცოლი მოუთმენლად გელიან შუაღამემდე. შენ კი სახლში გატრეტილი მთვრალი მიდიხარ, იგინები. გრცხვენოდეს, განა იმისთვის დაქორწინდი, რომ ოჯახი აწამო?"

თუ ცოლ-ქმარს შორის ერთ-ერთი სულიერად ცხოვრობს, თუნდაც მართალი იყოს, მას გარკვეულწილად არა აქვს უფლება, რომ ჰქონდეს უფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი, როგორც სულიერებით სავსე ადამიანი, მოვალეა, უსამართლობასაც სულიერი თვალით შეხედოს, ამ ყველაფრის მიმართ ისე მოიქცეს, როგორც მოითხოვს საღმრთო სიმართლე. ის უნდა ცდილობდეს, სხვა ადამიანს სიმშვიდეს ანიჭებდეს, განუსვენებდეს. ვინმე უძლური თუ რაიმეში შეცდება, მას ხომ აქვს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება. სამაგიეროდ, მეორე, რომელიც უკეთეს სულიერ მდგომარეობაშია და პირველს გაგებით არ მოეპყრობა, არ გადადგამს მისკენ ნაბიჯს, ის უფრო მეტად სცოდავს. თუ სულიერი ადამიანები ყველაფერს ამა სოფლის პოზიციით და ადამიანური სიმართლით მიუდგებიან, სადამდე მიგვიყვანს ეს? ამიტომაც დაიწყებენ ამა სოფლის მსაჯულებთან გამუდმებულად სირბილს და იტანჯებიან.

***
"ცოლთან საერთო ენას ვერ ვპოულობ, - შემომჩივის ზოგიერთი ქმარი, - ჩვენ აბსოლუტურად განვსხვავდებით ხასიათით... განა არ შეეძლო ისე მოეწყო უფალს, რომ ერთი ხასიათისა შემხვედროდა, რათა სულიერად გვეცხოვრა?" "ნუთუ არ გესმის, - ვპასუხობ მას, - ამ განსხვავებულ ხასიათებში იმალება საღმრთო ჰარმონია, განსხვავებული ხასიათები ერთმანეთს ჰარმონიულად ეწყობიან. წარმოიდგინე, რომ შენ და შენს ცოლს ერთნაირი ხასიათი გქონდეთ... მაგალითად, ორივე ადვილად ბრაზდებოდეთ. მაშინ სახლში ქვას ქვაზე არ დატოვებდით. ანდა ორივე რბილი, წყნარი ხასიათისანი იყოთ; ხომ სიარულისას დაგეძინებოდათ? ორივე წუწურაქები და ხელმოჭერილები რომ ყოფილიყავით, აი, მაშინ ნამდვილად შეეწყობოდით ერთმანეთს და ჯოჯოხეთის ცეცხლისთვის განიმზადებდით თავს. ანდა ორივეს ფლანგვა და გაცემა რომ გიყვარდეთ, ოჯახს ხომ ვეღარ გაუძღვებოდით და ბავშვებს ღია ცის ქვეშ დატოვებდით! თუ მძიმე, თვითნება კაცი მოძებნის თავისნაირ ქალს, ისეთს, თმებითაც რომ მოქაჩო, მაინც თავისას აკეთებდეს, ისინი ერთმანეთს, რა თქმა უნდა, შეეწყობიან, მაგრამ თანაცხოვრებიდან ერთი დღის შემდეგ ერთმანეთს თმით დაითრევენ. ამიტომ შეხედე, როგორ მოაწყობს ხოლმე ღმერთი: როცა კეთილი ადამიანი ანჩხლზე ქორწინდება, მაშინ მეორეს პირველი ეხმარება, რადგან მეორე თავიდან შეიძლება კარგი ბუნებისა ყოფილიყო, მაგრამ ახალგაზრდობისას მასზე ბოროტს ემოქმედა.

განსხვავებული ხასიათები ცოლ-ქმარს ბავშვების აღზრდაში შეიძლება დიდად დაეხმაროს. ერთი მათგანი თუ ბავშვებს მცირეოდენ ამუხრუჭებს, მეორე ეტყვის: "მივცეთ ბავშვებს ცოტა თავისუფლება". თუ მშობლები ბავშვებს ყველა ქანჩს მოუჭერენ, დაკარგავენ მათ. დაკარგავენ მაშინაც, თუ ყველაფრის ნებას მისცემენ, რაც თავში მოუვათ. როცა მშობლები სხვადასხვა ხასიათისანი არიან, მათი შვილები წონასწორობას ინარჩუნებენ.

***
როგორც ბრძანებს საღმრთო წერილი, "თავი ცოლისა" არის ქმარი. ასე განაწესა ღმერთმა, რომ ქმარი უფლებდეს ცოლზე. ცოლის მბრძანებლობა ქმარზე ღვთის შეურაცხყოფაა. თავდაპირველად ღმერთმა ადამი შექმნა, რომელმაც თქვა ცოლზე: "ესაა ძვალი ძვალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი". როგორც წმინდა სახარება ამბობს, ცოლს ქმრისა უნდა ეშინოდეს ანუ პატივს უნდა მიაგებდეს, ხოლო ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი. სიყვარულშია პატივისცემაც. მე ვინც მიყვარს, იმავდროულად პატივს ვცემ და ვისაც პატივს ვცემ, ის მიყვარს კიდეც. ამგვარად, სიყვარული და პატივისცემა ერთი და იგივეა.

მაგრამ ადამიანები დაუტევებენ ხოლმე ამ საღმრთო ჰარმონიას, ვერ იგებენ რა სახარების სიტყვებს. ასე მაგალითად, ქმარი მცდარად თარგმნის სახარების სიტყვებს და ცოლს ეუბნება: "შენ ჩემი უნდა გეშინოდეს!" რას ამბობ, კაცო, მას რომ შენი შინებოდა, ცოლად კი არ გამოგყვებოდა! ზოგიერთი ქალი კი ამბობს: "ეს რანაირი რელიგიაა, არა, ამას ვერ მივიღებ, ეს ხომ დისკრიმინაციაა". მაგრამ რას ამბობს საღმრთო წერილი? "დასაწყისი სიბრძნისა არის შიში ღმრთისა". ღვთის შიშია პატივისცემა ღმრთისა, კეთილმოკრძალება, სულიერი თავმდაბლობა. ეს შიში კეთილმოკრძალებით გათრთოლებს. ეს რაღაც ძალზე წმინდაა.
ბეჭდვაელფოსტა
18.02. 2015
SimRtle
Ise tu sheiyvarebs qmari cols rogorc eklesia uyvars iesos! Vis uyvars egre coliii???? Cxovelebivit eqcevian colebs! Visgan unda daicvan ? Sakutari tavisgan????? Bevrs scodavt mamaoebi
18.02. 2015
Simartle
Mapatiet magram dzalian advilia ase ikadago da realurad ver iazrebde am simwares rasac qali ganicdis, qmarma uhalatao da moitminoso, aba qalma uhalatos igives etyvis mamao? Visac rogor unda ise aqvs gadmotargmnili da gagebuli saxareba! Halati halatia! Da qalsa da kacs ansxvavebs upali???
18.02. 2015
nata
და მაშინ რა უნდა ვქნათ,როცა ქმარი მთვრალი მოდის,არანაირ საყვედურს არ ვეუბნები,პირიქით თბილად ვხვდები და მაგაზე მიშარდება,რატომ ხმას არ იღებო და ასე თბილად რატომ მხვდებიო?და მერე იწყება უბედურობები უკვე 9 წელია თითქმის ყოველდღე ერთიდაიგივე მეორდება.როდემდე მეყოფა მოთმინება ღმერთმა იცის და მერე ნეტავ,მე ვიქნები ისევ დამნაშავე.
19.11. 2014
iri
dznelia motmineba
18.11. 2014
inco
tu erti ketiladaa ganwyobili da meores gashoreba unda sruliad umizezod, da unda gayra, au ubralod ar unda mizezis tqma mashin rogor unda moiqce?
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat