გულგრილობა
გულგრილობა
გულგრილობა ერთგვარი სილაჩრეა და ნელთბილი სიყვარული უფლისა და მოყვასისა
სიძულვილის დამალვა იოლია, სიყვარულის - ძნელი, ყველაზე ძნელი კი გულგრილობის დამალვაა. გულგრილობა სულის მძიმე ავადმყოფობაა. ერთ ბრძენს უთქვამს - ჯანსაღი სურვილი სიკეთის კეთებისა ნახევარი ცხოვრებაა, ხოლო გულგრილობა - ნახევარი სიკვდილიო.

გვესაუბრება თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე არსებული მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ლონდარიძე:

- გულგრილობის სათავე უსიყვარულობაში ძევს. გულგრილობა სიყვარულის დეფიციტია. რადგანაც სიყვარულის მოკლებაა, თავისთავად ბოროტებაა. მოგეხსენებათ, ბოროტება სუბსტანციურად არ არსებობს; ისიც სიყვარულის, სიკეთის მოკლებაა. სამწუხაროდ, დღეს მეტ-ნაკლებად ყველანი ვართ გულგრილობის ცოდვის მატარებელნი. ვთვლი, რომ გულგრილობის ცოდვა, საზოგადოდ, უფლის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებიდან მოდის. თუკი უფლის, სარწმუნოების მიმართ ხარ გულგრილი, ეს აუცილებლად აისახება სამშობლოს, ოჯახის, საკუთარი საქმის მიმართ გულგრილობაში. თანამედროვე საზოგადოებაში ეს ყველაზე ნათლად იგრძნობა - ქუჩაში წაიქცევა ადამიანი და შემხვედრი ისე აუქცევს გვერდს, თითქოს არც დაუნახავს. ღვთის მიმართ გულგრილობა ნებისმიერ საზოგადოებრივ სფეროში სხვადასხვა სახით ვლინდება.

გულგრილობა პილატეს სულია. პილატეც შეეცადა, არ მიეღო გადაწყვეტილება, რომელსაც შინაგანად არ ეთანხმებოდა, მაგრამ მისმა ლაჩარმა სულმა, რომელიც გულგრილობიდან იღებდა სათავეს, არ მისცა უფლება, დაეცვა თავისი შეხედულება. დიახ, გულგრილობა ერთგვარი სილაჩრეა და ნელთბილი სიყვარული უფლისა და მოყვასისა. წმინდა იოანეს გამოცხადებაში უფალი ბრძანებს: "ვიცი საქმენი შენნი, რამეთუ არც გრილი ხარ და არც თბილი, არამედ ნელთბილი ხარ და მეგულვების ამოგდება შენი პირისაგან ჩემისა". გულგრილი დამოკიდებულება დღეს ყველაფრის მიმართ და ყველაფერში ჩანს. ეტყობა, ჩვენი ერია სულიერების ამ საფეხურზე; თავისი შინაგანი მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას ქართველ ერს, მხურვალედ უყვარდეს უფალი, სამშობლო, მოყვასი.

- მამაო, რას გვეტყვით საზოგადოებრივ გულგრილობაზე?

- სამწუხაროდ, ქართველების სამშობლოს სიყვარულს ხანდახან მხოლოდ სადღეგრძელოების თქმით გამოვხატავთ. საზოგადოდ, გვახასიათებს მხოლოდ გარეგანი მსახურება უფლისა და სამშობლოსი. გვგონია, ჩვენი ქვეყნის ტვირთი ჩვენს ნაცვლად სხვამ უნდა იტვირთოს. სიტყვით გვიყვარს სამშობლო, მაგრამ როცა ჯერი საქმეზე მიდგება, უკვე აღარ გვყოფნის ეს სიყვარული. არადა, ვინც გიყვარს, ზრუნავ კიდეც მასზე. ეს ზრუნვაც საქმით გამოიხატება. დღევანდელი თუნდაც სამშობლოზე ზრუნვის ხარისხი იმდენად დაბალია, რომ ამას სიყვარულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. როგორ ვემსახუროთ სამშობლოს? ამას გულის სისხლი, სიყვარული და თავგანწირვა სჭირდება.

პავლე მოციქული გვასწავლის, რასაც აკეთებდეთ, უფლის სადიდებლად აკეთებდეთო. ესაია წინასწარმეტყველი კი ბრძანებს: "წყეულ იყოს აღმსრულებელი ღვთის საქმისა უდებებით" - დაწყევლილია ადამიანი, რომელიც ღვთის საქმეში დიდ სიყვარულს არ ჩააქსოვს. ჩვენ მიერ აღსრულებული ნებისმიერი საქმე ღვთის სადიდებლად უნდა კეთდებოდეს; თუ რაიმეს უგულოდ ემსახურები - ეს უკვე ფარისევლური სულის მოღვაწეობაა და არა მორწმუნე სულისა. შედეგიც შესაბამისი იქნება - ფუჭი და არაფრის მომტანი.

მადლობა ღმერთს, არის მეორე ნაწილიც ჩვენი ერისა, რომელიც თავდადებით ემსახურება საზოგადოებას. თუ აქტიურად იღვწი საზოგადოების გაჯანსაღებისთვის, სულიერებისთვის, კეთილზნეობისთვის, გაინტერესებს ქვეყნის მომავალი, ეს ყველაფერი ისე რთულია დღეს, იმდენ ენერგიასა და გულის სისხლს მოითხოვს, რომ აღმსარებლობას უთანაბრდება.

- როდესაც ჩვენს თვალწინ ბოროტება ხდება, აუცილებელია, ჩავერიოთ თუ სჯობს, განზე გავდგეთ?

- ეს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ვისაც მხურვალედ უყვარს უფალი, ეს საკითხი შინაგანად უკვე გადაჭრილი აქვს - მისთვის ბოროტებისთვის ხელის შეშლა ჩვეულებრივი, შესისხლხორცებული ვალდებულებაა. ასეთ ადამიანს შესაძლოა ვინმე ურჩევდეს კიდეც, არ ჩაერიოს სხვის საქმეში, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანს გული არ მისცემს უფლებას, გულგრილი დარჩეს ბოროტების მიმართ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხატია ღვთისა და მასში ამ ხატს ვერავინ წაშლის. მაშასადამე, თუ ხედავ, რომ ადამიანი იღუპება, დახმარების ხელი უნდა გაუწოდო, რათა მისი უკვდავი სული გადაარჩინო.

სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანი თავისი ღერძის გარშემო ტრიალებს; ის საოცრად ეგოცენტრული გახდა, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს. ჩვენი აზროვნებისა და მოქმედების ცენტრში ადამიანი (თუნდაც საკუთარი თავი) კი არა, უფალი უნდა იდგეს. თუკი ადამიანს დავაყენებთ ამ ადგილას, მივიღებთ ევროპულ ჰუმანიზმს, რომელიც ღმერთის დამვიწყებელია. სამწუხაროდ, ადამიანის ეგოცენტრულობა ქართულ საზოგადოებაშიც ნათლად ჩანს. ეს მდგომარეობა უნდა დავძლიოთ, ამით ხომ უფალს ვკარგავთ.

გვახსოვდეს: გულგრილობითა და ინდიფერენტულობით ბოროტებას ვზრდით ჩვენს გარშემო.

- მამაო, გვესაუბრეთ მოწყალე სამარიტელის იგავზე, რადგან ეს იგავი ცხადყოფს, რომ თუკი გული გაგრილებული გაქვს, აღარც ჭეშმარიტ მორწმუნეობაზე უნდა დებდე თავს...

- სჯულისმეცნიერი ებრაელის კითხვას - "ვინ არს მოყვას ჩემდა?" - მაცხოვარმა მოწყალე სამარიტელზე იგავით უპასუხა.

ავაზაკებისგან დაჭრილი ცოცხალმკვდარი ებრაელი, რომელსაც გვერდი გულგრილად აუარეს მღვდელმა და ლევიტელმა, სამარიტელმა შეიწყალა, თუმცა ებრაელებს სამარიტელნი სძულდათ; წყლულები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შემდეგ სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. სამარიტელისთვის მტერი იყო იუდეველი, მაგრამ მოყვასის სიყვარულმა, რომელიც გულში ჰქონდა, არ მისცა უფლება, გულგრილად ჩაევლო გაჭირვებულის გვერდით და არ შესწეოდა მას. როდესაც ვაღიარებთ, რომ მართლმადიდებლები ვართ, გვახსოვდეს მოციქულის სიტყვები: "გვწამს გულითა სიმართლედ და ვაღიარებთ ბაგითა საცხოვნებლად" - თუ ჩვენი ქრისტიანობა საქმით არ გამოჩნდა, მაშ, ფუჭი ყოფილა ყველაფერი.

ამ იგავში უფალი გვაძლევს მოყვასის ცნების განმარტებას: მოყვასია ჩვენთვის არა მარტო ის, ვინც დაგვეხმარა, არამედ ყველა, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

- ხშირად გულგრილნი ვართ ჩვენივე ცოდვების მიმართ. ვცოდავთ იმის იმედით, რომ მერე მოვინანიებთ...

- ცოდვები, პირობითად, მსუბუქ და მძიმე ცოდვებად იყოფა. ცოდვა, რომელსაც შეგნებულად ჩავიდენთ, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს, - ღალატია. მაცხოვარი ბრძანებს, სულიწმინდის გმობის გარდა ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანსო. ეკლესიის მამები კი გვასწავლიან, რომ შეგნებულად ჩადენილი ცოდვა სწორედ სულიწმინდის გმობაა. ჩვენ არა მარტო უნდა ვხედავდეთ ჩვენში ჩაბუდებულ ცოდვებს, არამედ უნდა გვძულდეს და ვებრძოდეთ მათ, ხოლო თუ ცოდვა არ გვაღელვებს და დავუმეგობრდით კიდეც, გვახსოვდეს - სული განსაცდელშია და მარადიული სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ჩვენი მოღვაწეობის ცენტრში სულის გადარჩენის საკითხი უნდა იდგეს, ეს კი სინანულით იწყება.

- მამაო, სინანულის გადადებასაც ერთგვარად ჩვენი გულგრილობა გვკარნახობს?

- გულგრილობა და უდებება - ეს ორი ცოდვა ერთმანეთს ფეხდაფეხ მისდევს. ხშირად გულგრილობა სულიერი სიზარმაცის შედეგია, ან პირიქით, გულგრილობას მოჰყვება ხოლმე უდებება. სინანულის გადადების განზრახვაში არ ჩანს ადამიანის ზრუნვა სულის გადარჩენისთვის, აქ უდებება მძლავრობს. ფეხში ეკალი რომ შეგვერჭოს, ხომ დაუყოვნებლივ შევეცდებით მის მოცილებას?! განა ცოდვაც შხამიანი ისარივით არ ესობა სულს?! განა მის სასწრაფოდ მოშორებას არ უნდა ლამობდეს ადამიანი?! თუკი ფიზიკურ სხეულზე, წარმავალზე, ხრწნადზე, ვზრუნავთ, რაოდენ გვმართებს ზრუნვა სულზე!

სინანული, პირველ ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა; ეს არის სწრაფვა სულისა, აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბუდებულ უარყოფით თვისებებს და თუ აღმოვაჩენთ ხოლმე მათ, ადამიანური სისუსტით ვამართლებთ. ასეთი განსჯა არასწორია და დაღუპვისკენ გვიბიძგებს.

- დღეს საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს ეკლესიის მრევლი, რაც, რაღა თქმა უნდა, სასიხარულოა, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც სრულ გულგრილობას ამჟღავნებს სარწმუნოების მიმართ...

- უფალმა ადამიანს სულიწმინდა შთაბერა და ამით აღამაღლა უკვდავებამდე. ადამიანი, რომელიც არ განიცდის ამ უკვდავ სულს, ვერ ამაღლდება თავის დანიშნულებამდე - იყოს ხატი და სახე ღვთისა, თუნდაც მაღალი ინტელექტით გამოირჩეოდეს. ყველას თავისი გზა აქვს უფლამდე მიმყვანებელი, თუმცა ყველა გზა შემოქმედამდე არ მიდის. არაეკლესიურნი ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ მის წიაღში ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ უფალი ჩვენი იესო ქრისტეს სიტყვები: "არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მთ. 9,13). დღეს განსაკუთრებით აქტუალურია საკითხი ხარისხობრიობისა. ჩვენმა უწმინდესმა მართლაც სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა. მაშინ თითზე ჩამოსათვლელი მამები მსახურობდნენ საქართველოს ეკლესიაში და მათი რაოდენობრივი ზრდა უპირველესი მნიშვნელობისა იყო. დღეს კი ხარისხობრივი ზრდა უნდა მოხდეს როგორც სასულიერო პირებისა, ასევე მრევლისა. მღვდლის ძირითადი მოვალეობა ხომ ის არის, რომ ადამიანის გულში ღვთის სიყვარულის ცეცხლი აღანთოს. მღვდლების ხარისხობრივი ზრდა მრევლის ხარისხობრივ ზრდასაც გამოიწვევს.

- ჩვენს ყოფაში გახშირდა გულგრილი დამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორისაც...

- სათავეს ესეც უფლის უსიყვარულობისგან იღებს - თუკი უფალი არ გიყვარს, შეუძლებელია მშობელი ან შვილი გიყვარდეს სათანადოდ. როგორც მოგახსენეთ, სიყვარული ქმედითია. არ შეიძლება, მშობელი გიყვარდეს და არ ზრუნავდე მასზე, ეს ზრუნვა საქმით არ გამოხატო. ხშირად შვილები უმადურობას ამჟღავნებენ მშობლების მიმართ. ამაში მხოლოდ შვილებს როდი ვადანაშაულებ, არამედ მშობლებსაც, რომლებმაც ვერ მოახერხეს ჩაენერგათ მათ გულში ის სიყვარული, რომელიც შემდგომში მათვე დაუბრუნდებოდათ. სამწუხაროდ, მშობლები შვილებს ხშირად მატერიალურს, ხორციელს უფრო მეტს აძლევენ, ვიდრე სულიერს, რაც შვილებში სულიერ დეფიციტს იწვევს, შემდგომ კი მშობლებსვე უბრუნდებათ ბუმერანგივით. სულიერებას საფუძველი ოჯახში ეყრება, ბავშვი ხედავს და ისმენს, როგორ ლოცულობენ მშობლები, აფასებს მათ პატიოსნებას...

- ხშირად მშობლებს ეგოისტურად უყვართ შვილები და ამასაც უარყოფით შედეგამდე მივყავართ...

- დღეს მშობლები ეგოისტები გავხდით. შვილი ჩვენი თავისთვის გვინდა, როგორც სამშვენისი. არ გვსურს, მის გულში ჩვენსას სხვისი სიყვარული სჭარბობდეს. დედები შვილებს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრდიან, რაც გაუმართლებელია. შვილი უფალმა მოგვცა და მისთვის უნდა აღვზარდოთ.

- რამდენად გამართლებულია მართლმადიდებელი ადამიანის გულგრილი დამოკიდებულება სექტებისა და სექტანტების მიმართ? არის თუ არა ყოველი ჩვენგანის ვალი მათი შეგონება და სწორ გზაზე დაყენება თუ ამას არავითარი აზრი არ აქვს?

- სექტანტები ცდილობენ, იქ შეიჭრან და დაიმკვიდრონ ადგილი, სადაც სულიერების დეფიციტია. ეს გარკვეულწილად ჩვენი ბრალიცაა. რაღაცნაირად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საზოგადოების არც ერთ ნაწილში არ იყოს სულიერი სიცარიელე. საზოგადოდ, ბუნებაში სიცარიელე არ არსებობს. ჭურჭელში წყალი რომ ჩაასხა და შემდეგ გადმოღვარო, მაინც ვერ ვიტყვით მასზე, ცარიელიაო, რადგან წყლის ადგილს ჰაერი დაიკავებს.

პატრიარქი გვასწავლის, რომ ვალდებულნი ვართ, მათ მოსვლას კი არ დაველოდოთ, არამედ ჩვენ მივიდეთ მათთან. უნდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვესაუბროთ მათ, როგორ შევაგონოთ. თუ გულმხურვალე სიყვარულით მიდიხარ გზააბნეულ ადამიანთან, ის აუცილებლად იგრძნობს ამას. ღვთის ცეცხლი, რომელიც შენს გულში ენთება, გაალღობს მის გაყინულ გულს. სექტანტები მკაცრად უნდა ვამხილოთ, თუმცა დაკვირვება გვმართებს: ზოგს ორი სიტყვა სჭირდება, ზოგს - ხანგრძლივი საუბარი, ზოგსაც - მოფერება. ხანდახან სამართლიანი მრისხანებაც გამართლებულია, ხოლო როცა საჭიროა, ლანძღვაც უნდა ავიტანოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქრისტიანი, პირველ ყოვლისა, საქმით ქადაგებს. ხშირად ათას სიტყვას ერთი მოქმედება სჯობს. შეიძლება ათასი სიტყვით უქადაგო სექტანტებს, მაგრამ ერთი უღირსი საქციელი შეგამჩნიონ და მაშინვე წყალში ჩაგეყრება ყველაფერი.

- მამაო, რა უნდა დავუპირისპიროთ გულგრილობას?

- სიყვარული, უფლის სიყვარული! ღმერთი ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც მან შეგვიყვარა - თავგანწირვამდე. ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო კარგავს სიყვარულსაც. ჩვენი გული ტაძარი უნდა იყოს ღვთისა. არ მივცეთ თავს უფლება, სისუსტე, უსიყვარულობა გამოვავლინოთ, გვერდით ჩავუაროთ გაჭირვებულს, სხვისი ტკივილი არ გვეტკინოს. ამგვარი ძალისხმევითა და ღვთის შემწეობით დავძლევთ გულგრილობას. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გულგრილობის დაძლევას მიდმივი ბრძოლა სჭირდება საკუთარ თავთან. შესაძლოა ბრძოლის ველზე დამთავრდეს ბრძოლა, მაგრამ ეკლესიაში ის არ სრულდება - ეს მუდმივი პროცესია. ჩვენი დემობილიზაცია არ ხდება, მუდამ ბრძოლის ველზე ვრჩებით. როდემდე? უკანასკნელ ამოსუნთქვამდე!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat