ნუ დავაბრკოლებთ ტაძარში ახალმოსულებს
ნუ დავაბრკოლებთ ტაძარში ახალმოსულებს
სადაც სიყვარულს იგრძნობს, კაცი იქაურობას აღარასდეს განეშორება
თითოეული ჩვენგანის ტაძარში მისვლა უფლის ნებისა და ადამიანის გადაწყვეტილების თანხვედრაზეა დამოკიდებული. ღმერთს სურს, რომ ყველანი ეკლესიის შვილები ვიყოთ, მაგრამ ჩვენ სულ რაღაც გვაბრკოლებს. როცა შემოქმედი ხედავს, რომ გულში ბოროტება არ გვიდევს, უკიდურეს ხერხს მიმართავს ჩვენს გადასარჩენად - როგორც წმინდა მამები განმარტავენ, უფალი ჩვენზე უშვებს განსაცდელს: ზოგზე დიდს, ზოგზეც უფრო პატარას, - ვისაც რამდენის ზიდვა და დატევა შეგვიძლია. შესაძლოა, მოგვივლინოს ავადმყოფობა, რადგან სნეულება ყველაფერზე მეტად აფიქრებს ადამიანს საკუთარი ცხოვრების წესზე, ან რაიმე გადაულახავი პრობლემა ოჯახსა თუ სამსახურში. ეს პრობლემა ჯერ მოსვენებას გვიკარგავს, შემდეგ კი სულიერ სიმშვიდეს, და ნუგეშის საძიებლად ეკლესიას მივაშურებთ. იქ აუცილებლად ვპოვებთ სულიერ სიმშვიდეს და შემდეგ ვეღარც ვშორდებით ტაძარს - ასე ვხდებით ეკლესიის წევრები.

თუმცა ეკლესიის შვილობამდე რთული და ეკლიანი გზაა გასავლელი. ტაძარში პირველად რომ შევდივართ, ყველაფერი გვეუცხოება, არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. სხვებს ვაკვირდებით და ვცდილობთ, ყველაფერი სწორად დავიმახსოვოთ, რომ შეცდომა არ დავუშვათ. თუმცა სწავლის პერიოდში შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. მიუხედავად ჩვენი მონდომებისა, შეცდომის დაშვების შიში გვაბნევს და არ არის გამორიცხული, მაგალითად, ამბიონისა და ანალოგიას შორის გავიაროთ. ამ დროს ჩვენი ტაძარში დარჩენა ბევრად არის დამოკიდებული ეკლესიის წევრებზე. მათი უხეში შენიშვნა, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს და ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს.

მათ, ვინც უკვე ეკლესიის წევრები ვართ, დიდი სიფრთხილე გვმართებს ტაძარში. თუკი კვირას წირვაზე გვერდით მგდომი დაიჩოქებს, მაშინვე ნუ მივვარდებით და ყვედრებით ვეტყვით: "როგორ შეიძლება კვირას დაჩოქება!" ჩვენ ხომ მხოლოდ მის მოქმედებას ვხედავთ და არ ვიცით, რა ტრიალებს მის გულში - იქნებ დიდმა სინანულმა დააჩოქა. ამიტომ ნუ ავჩქარდებით. თუ საერთოდ არაფერს ვეტყვით, ამით დანაშაულს არ ჩავიდენთ. თუ ვერ ვისვენებთ და გვინდა, ჩვენი ცოდნა სხვასაც გავუზიაროთ, ვეცადოთ, ეს სიყვარულით გავაკეთოთ. დავუყვაოთ და მშვიდად ავუხნათ, რომ ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომაა, ამიტომ ეკლესიაში არ ვიჩოქებთ.

ვეცადოთ, ჩვენი სიტყვით არავინ დავაბრკოლოთ. ჯერ კარგად ავწონ-დავწონოთ სათქმელი და მერე ვუთხრათ: "აქ გავლა არ შეიძლება"; "ამ დროს თავი უნდა მოიდრიკო"; "ახლა კი თავის მოდრეკა არ შეიძლება, შენ ხომ კათაკმეველი არ ხარ"... და კიდევ მრავალი წვრილმანი. ნურც გულში განვიკითხავთ: "ტაძარში ასე მოქცევა როგორ შეიძლება!" ამ დროს გავიხსენოთ ტაძარში მისვლის პირველი დღეები და ჩვენი პირველი ნაბიჯები ეკლესიური ცხოვრების გზაზე. მერწმუნეთ, თუკი ასე მოვიქცევით, მაშინვე გაქრება განკითხვის სურვილი და უდიდესი სიყვარულით მივიღებთ იმ ადამიანს, რომლის საქციელმაც სულ რამდენიმე წამის წინ გაგვაღიზიანა. ჭეშმარიტ ქრისტიანს უნდა უხაროდეს ეკლესიის სამწყსოს გაზრდა, თითეული გზააბნეული ცხვრის უფლის ფარაში დაბრუნება. ამგვარი სიხარულით აღვსილნი, შეუძლებელია, სიყვარულით არ მოვეპყროთ მოყვასს, რომელმაც ტაძრის კარი შემოაღო. მეტიც, ჩვენ შეგვიძლია, მას მივეშველოთ, ხელი გავუწოდოთ და პირველი ნაბიჯების გადადგმა გავუადვილოთ.

თუ სიყვარულით ვასწავლით, როგორ უნდა მოიქცეს ტაძარში, ჩვენივე შეცდომების გახსენებით გავამხნევებთ და ვანუგეშებთ, რომ მის საქციელში დასაძრახი არაფერია, მას ანდამატივით მიიზიდავს ეკლესია. სადაც სიყვარულს იგრძნობს, კაცი იქაურობას აღარასდეს განეშორება. ხოლო თუ არ დავფიქრდებით და გვერდით მდგომს უხეშად მივცემთ შენიშვნას, ვაგრძნობინებთ, რომ მისი ადგილი აქ არ არის, ისიც გულდაწყვეტილი დატოვებს ტაძარს. წარმოიდგინეთ, ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ რამხელა უბედურება შეიძლება დაატრიალოს - უფლის ნებით ტაძარში მოსული ადამიანი სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც განაშოროს დედაეკლესიას! ის ხომ ტაძარში კეთილ, მოსიყვარულე ადამიანებს ელოდა. სინამდვილეში კი ქედმაღალი, მკაცრი ხალხი დახვდა და იმედგაცრუებული დაბრუნდა შინ...
ბეჭდვაელფოსტა
05.08. 2017
ანიდან ჰოემდე
იანვრის ერთ ყინვიან დილას სამების ტაძრის აღმართი ავირბინეთ მე და ჩემმა პატარა ქალიშვილმა 4-5 კლასში იქნებოდა გლდანის 8 მიკროდან მივდიოდით და რადგან ძალიან ციოდა განიერი შარვალი ჩავაცვი (შევცდი ალბათ მაგრამ ყინავდა და შემეშინდა). ერთერთმა მამაომ ისე გაგვლანძღა ხმამაღლა ახლაც მეტირება... სირცხვილი(ჩემი შვილის შემრცხვა) საკუთარი უმწეობა მანგრევდა იმ წუთებში ჩემმა პატარა დაბნეულმა შვილმა მაშინვე საოცარი სიმშვიდით მითხრა იმ მამაოზე აღარასოდეს მიხსენო-ო...წამოვედით არც მიხსენებია აღარც მივსულვარ....
03.05. 2017
marine
შარშან ჩემი და თავის ოჯახთან ერთად ამერიკიდან ჩამოვიდა სტუმრად, მისი მეუღლე ბაბტისტია და მოისურვეს წირვას დასწრებოდნენ. ძალიან აინტერესებდათ მართმადიდებელი წირვაზე დასწრება, მე გავგზავნე სამების ეკლესიაში და იმ ეზოში მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში შევიდნენ, ვინც სწირავდა მამაომ ეკლესიიდან გამოყარეს პირდაპირი მნიშვნელობით და ასე აუხსნეს რომ ამ მამაოს არ უყვარდა როდესაც უცხო ადამიან ესწრებოდა წირვას. ამ ადამიანმა სამი ადამიანი დააბრკოლა მე არ ვიცი კიდე როდის მოუნდება ჩემ დას ეკლესიაში შესვლა. ( მე მადლობა უფალს ძალიან კარგი მოძღვარი მყავს "მასეთი მამაო" ვერ დამაბრკოლებს)
24.10. 2016
xato
წლების წინ ახმეტის ერთ-ერთ ეკლესიაში ვიყავით ოჯახით.ბავშვები3-4 წლის იყვნენ.სანთელი დავანთეთ და პატარებმა მამაო ჩვენო თქვეს ხატის წინ და ერთს უნებურად სიტყვა შეეშალა.უცებ მამაო(რომელიც ვიღაცას ეჭორავებოდა,დიახაც ეჭორავებოდა)მოგვიბრუნდა და პატარებს უხეშად უთხრა-ჯერ წესიერად ისწავლეთ და მერე ილოცეთო.თქვენ პატრონს ფურცელზე დაუწერ და გასწავლოთო.იმის ნაცვალად რომ დაელოცა ჩემი შვილები და შეექო,ასეთი პატარები მამაო-ჩვემოს ზეპირად ყვებიანო, აი ასე აგრესიულად შეგვიტია.გავშრი და ბავშვების შემრცხვა,მარა მოვერიდე ეკლესიაში კამათს და უსიტყვოდ გამოვედით იქედან.კომენტარი თქვენთვის მომინდვია..
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat