ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ეშმაკები არ აპირებენ, გვასიამოვნონ
ეშმაკები გვატყუებენ, როცა ჩაგვაგონებენ, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა ძნელი და მწარეა, ვნებებს აყოლილის ცხოვრება კი - იოლი და საამო. იოლი და საამური მხოლოდ დასაწყისია. როცა მანიაკი პატარა ბიჭუნას შოკოლადით იტყუებს, ის კი არ სურს, ბავშვს აამოს, არამედ მისი ტანჯვით დატკბობა უნდა. ეშმაკებიც იმიტომ კი არ გვაცდუნებენ სიტკბოებით, რომ ჩვენთვის, თუნდაც ამქვეყნად, სიკეთე სურთ, არამედ უნდათ, მარადიულ სატანჯველში ჩაგვყარონ და, თუ შეძლებენ, აქაც ტანჯვა-წამების გზით სასოწარკვეთილებამდე მიგვიყვანონ.

წინ ნუ აღუდგებით ბოროტს
მაცხოვრის სიტყვები: "წინ ნუ აღუდგები ბოროტს" (მათე 5:39) ბევრისთვის საჯილდაო ქვად ქცეულა, თუმცა სულ ტყუილად! მართლაცდა, სანამ ძალა შეგვწევს, უნდა ვეცადოთ, რომ წინ არ აღვუდგეთ ბოროტს - სულგრძელად დავითმინოთ თავს დატეხილი სულიერი თუ ხორციელი განსაცდელი, იესო ქრისტეს სიტყვებით, მივუშვიროთ მეორე ყვრიმალი, სხვებს განვუბოძოთ სამოსი, მივცეთ მათ, ვინც გვთხოვს. მაგრამ როცა მოთმინებისა და მორჩილებისკენ მოგვიწოდებს, უფალი ცოდვასთან შეგუებას როდი გვთხოვს! თუკი მშობლები წინ არ აღუდგნენ ბოროტს, რომელიც მათი შვილების დაპყრობას ცდილობს, თუკი მრუშობისა თუ ქურდობის უფლებას აძლევენ და ცუდი საქციელის გამო კი არ სჯიან, არამედ, პირიქით, აქებენ, - ეს ღვთის სიტყვის აღსრულება კი არა, საკუთარი შვილების გარყვნაა.

თუ კაცი ცოლთან ერთად პარკში სეირნობს, უეცრად თავს დაესხმიან და ქალს გაუპატიურებას დაუპირებენ, ქმარი კი განზე გადგება და "წინ არ აღუდგება ბოროტს", ეს ან სულმოკლეობაა, ან გარყვნილება. იესო ქრისტეს ასეთი არაფერი უსწავლებია.

ნუ ენდობი ამპარტავან გონებას
ვინც საკუთარ გონებას ენდობა, იმ ადამიანს ემსგავსება, რომელიც წვეტიან ჯოხს დაყრდნობია: სანამ მსუბუქად ადებ ხელს, სასიამოვნოდ გჩხვლეტს, ხოლო თუ მთელი ძალით დააწვები, გაგიხვრეტს კიდევაც მტევანს.

რატომ არ შეიძლება, სულიერ ცხოვრებაში საკუთარი გონებით ვიხელმძღვანელოთ? ღმერთმა ხომ ის ფიქრისთვის მოგვცა?

იმიტომ, რომ გონება ყოველნაირი აზროვნებისთვის, ამაო ბრძნობისთვის არ მოუცია უფალს; ის იმისთვის გვებოძა, რომ, გულთან შეერთებული, ღვთის წინაშე წარდგეს და შეიცნოს იგი. ამ დროს გონება სულიერი განცდის უნარს იძენს და მას შეიძლება მივენდოთ. მაგრამ ასეთი განწყობა გონებას მუდმივად არ აქვს; პირიქით - ძალზე იშვიათადაა ასეთ მდგომარეობაში და შეიძლება, არც არასდროს იყოს. მას, როცა ამპარტავნება დაეუფლება, ღვთის წინაშე წარდგომა კი არა, მისი ადგილის დაკავება უნდა. სწორედ ამისთვის განიდევნა ის გულიდან, როგორც ადამი - სამოთხიდან. ცხადია, ასეთი გონება ნდობას არ იმსახურებს. პირიქით, მას უნდა ვუფრთხოდეთ კიდეც. ამას გარდა, ჩვენი გონება მოკლებულია მთლიანობასა და უბრალოებას; ის გულისსიტყვებითაა სავსე, რომელთა შორის მართალი რომც იყოს, თვით ადამიანი მას ვერ შეამჩნევს.

ყველაზე სახიფათო კი ისაა, როცა გულისსიტყვათა სიმრავლეში იმ ერთის მოძებნას ცდილობ, რომელიც ღვთისგანაა, რათა მას, როგორც უფლისგან მოვლენილს, მიენდო. საკუთარი გონების ასეთი ნდობა ეშმაკეულ ხიბლში ჩავარდნის საშიშროებას მალავს.

ერთი შეხედვით, ღმერთს შეეძლო დაგვხმარებოდა და აშკარად გამოეცხადებინა ჩვენთვის საკუთარი ნება, მაგრამ რა საშინელ ამპარტავნებაში ჩავარდებოდა უძლური ადამიანი, თვით უფალთან ურთიერთობა რომ შეძლებოდა!

ან დაუჯერებდა კი მას? ასე რომ, მადლობა უფალს, საკუთარი ნება აღთქმათა მეშვეობით რომ გაგვაგებინა და ახლაც წამდაუწუმ პირადად არ გვამცნობს.

ამავე მიზეზით, არც ღვთივსულიერი მოძღვრების ნაკლებობამ უნდა დაგვამწუხროს მაინცდამაინც. თითქოსდა რა კარგი იქნებოდა, ჭვრეტის უნარით დაჯილდოებული ბერის დარიგებათა თანახმად რომ გვეცხოვრა, ბერისა, რომელიც აღსარების გარეშეც თვალნათლივ ხედავს ადამიანის სულს; მაგრამ მისი რჩევები ხომ ჩვენი ვნებების დათრგუნვისკენ იქნებოდა მიმართული! ჩვენ კი განა გვსურს ამ ვნებებთან განშორება? არც არავინ იღებს ყურად ღვთივსულიერი მოძღვრის დარიგებას. ამიტომაც არც უფალი გვიგზავნის ასეთთ ანდა განგებ მალავს მათ არსებობას.

მაშ, როგორ მოვიქცეთ, არავის დავუჯეროთ? აქ გადაჭრით ვჩუმდები, რადგან ის, თუ როგორ უნდა იაროს კაცმა სულიერი გზით ღვთის მოცემული, თუმცა კი, შესაძლოა, არცთუ ღირსეული მოძღვრის წინამძღოლობით, დაწვრილებითაა აღწერილი თეოფანე დაყუდებულის წიგნში "რა სჭირდება მონანიე და ხსნის გზაზე დამდგარ ადამიანს".

ჯერ ღმერთი, შემდგომ მოყვასი
ღვთის სიყვარული მოყვასის სიყვარულს წარმოშობს, ისევე, როგორც შეყვარებული ჭაბუკია კეთილად განწყობილი საყვარელი ქალიშვილის ახლობლების მიმართ და როცა სატრფოს ვერ ხედავს, მათი დანახვა უხარია, რადგან მის თავს აგონებენ, ხოლო როცა საყვარელი ქალიშვილი გვერდით ჰყავს, ყმაწვილი კაცის გრძნობები მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ დიდი წმინდანები, რომლებსაც ახლობლები კი უყვარდათ, მაგრამ ღვთის სიყვარულის გამო ტოვებდნენ მათ.

ქრისტეს ქადაგება ქრისტეს გარეშე უნაყოფოა
ლუკას სახარებაში მოთხრობილია, როგორ თევზაობდნენ მოციქულები მთელი ღამე, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს, მერე კი მათთან იესო ქრისტე მივიდა და მისი სიტყვისთანავე ბადეს უამრავი თევზი ამოჰყვა. ასევეა ჩვენი ქადაგებაც: ვცდილობთ, ეკლესიას ახალი სულიერი შვილები შევძინოთ, მაგრამ სანამ თვითონ უფალი არ ჩაერევა, ქადაგება ნაყოფს ვერ გამოიღებს.

შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს
როცა იესო ქრისტე ჩავიდა ნაზარეთში - ქალაქში, სადაც გაიზარდა - და მშობლიურ სინაგოგაში დაიწყო ქადაგება, ხალხი, რომელიც მას ბავშვობიდანვე იცნობდა, გააოცა მადლით აღსავსე სიტყვებმა, იესოს ბაგეთაგან რომ მოედინებოდა (ლუკა 4:22-30). ისინი გრძნობდნენ ამ მადლის ძალას, მაგრამ ამბობდნენ, განა ეს იოსების ძე არისო?! იესო მათთვის მეტისმეტად შინაური იყო, ამიტომ მაინცდამაინც ვერ ენდობოდნენ, თუმცა კი ხედავდნენ ძალას, მისგან რომ მოდიოდა.

"არა ვინ წინასწარმეტყველი შეწყნარებულ არს თვისსა მამულსა" (ლუკა 4:24), - ამბობს მაცხოვარი. ამას ჩვენი სინამდვილეც ადასტურებს. მშობლიურ ეკლესიას სიყრმიდანვე ვართ შეჩვეულნი; ვხედავთ ჩვენს მღვდელმსახურთა სისუსტეებს, საკუთარ უძლურებას, მცირედმორწმუნეობას, გაორებულ რწმენას, ცრურწმენას, ამიტომ მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენთვის მიუღებელია. ოკეანის გაღმა კი არიან მოხდენილად გამოწყობილი, მოღიმარი, ლამაზი ბარათებით შეიარაღებული მქადაგებლები... ალბათ, იქაა ჭეშმარიტება! ქვეყნის მეორე მხარეს კი, აზიაში, ცხოვრობენ ნაჭერშემოხვეული, მხრებშიშველი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერი იციან და ფეხმორთხმით სხედან. ეგებ, იქ იყოს ჭეშმარიტება!

მაგრამ საჭიროა, საქმის არსს ჩავწვდეთ. თუ ავადმყოფმა ექიმის დანიშნულება არ შეასრულა და ის აკეთა, რაც აკრძალული აქვს, განა საავადმყოფოს უნდა დასდოს ბრალი, გამოჯანმრთელება რომ არ უწერია? მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტება რომ დავინახოთ, მისი უძლურებაში ჩავარდნილი შვილების ცოდვებს კი არ უნდა მივაპყროთ მზერა, არამედ იმ წმინდანთა სიმაღლეს, რომლებიც შორეულ წარსულშიც იყვნენ, არცთუ შორეულშიც და ჩვენს დროშიც არიან; უნდა ვუმზერდეთ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მათ ნაშრომებსა და ცხოვრებაში გამოსჭვივის და, ამასთანავე, ვუმზერდეთ მიუკერძოებლად.

თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ცრუ სწავლებებსაც, ყოველი მხრიდან რომ მოცოცავენ ჩვენსკენ, ჩავუკვირდეთ მათ არსს და გარეგნული მიზიდველობის ანკესზე არ წამოვეგოთ. მართლა მიგვიყვანს ჭეშმარიტებასთან სიმების ჩამოკვრა და სიმღერა: "ქრისტე ჩემი მეგობარია"? თუ ისინი გვეუბნებიან სიმართლეს, ვინც გვასწავლის, ცათა სასუფევლის დასაუნჯებლად საკმარისია, იესო ქრისტე საკუთარ, "პირად გამომხსნელად" ვაღიაროთო? ვინმემ რომ გითხრას, შენ მხოლოდ ჩოგანი იყიდე და ჩოგბურთში მსოფლიო ჩემპიონი გახდებიო, ხომ უპასუხებ: "ან მეხუმრები, ან მატყუებო"?! მაგრამ როცა გეუბნებიან: "წაიკითხე სახარება, ხელი მოაწერე, რომ ქრისტე შენი პირადი გამომხსნელია და უკვე წმინდანი ხარ", - რატომღაც გვჯერა.

აი, მოდის ადამიანი აღმოსავლეთიდან, ზანზალაკებს აწკრიალებს, ხტუნავს, პიკანტურ პოზაში ჯდება და ამბობს, რომ ამით დროებითი ჯანმრთელობა ეძლევა, შემდეგ კი ასჯერ გარდაისახება და ნირვანას მიაღწევს. ცხადია, უტრირებას ვახდენ. მერე რა? გგონიათ, ჩვენებურმა აღმოსავლეთის მოყვარულებმა უფრო მეტი იციან? მაგრამ როცა ხალხს ასეთი უცნაური რამეები ესმის, გულუბრყვილოდ ფიქრობს: მოდი, მეც დავჯდები ასეთ პოზაში, რათა ნირვანის მეშვეობით ჯანმრთელობა მივიღოო, იმაზე კი, რა არის ნირვანა, არავინ ფიქრობს. მას ცათა სასუფეველში ურევენ. სინამდვილეში ცათა სასუფეველი მარადიული სიცოცხლეა, ნირვანა კი - მარადიული სიკვდილი, უსასრულობაში გაფანტვა, გაქრობა.

ჩვენ არ გვსურს, მადლიერებით მივიღოთ ღვთისგან მისი უდიდესი ჯილდო - მართლმადიდებლობა, ქრისტეს ჭეშმარიტი გზა; არ გვსურს, რადგან ის ჩვენს წინაშეა, ჩვენ კი რაღაც ახალს, საინტერესოს ვეძებთ. ასევე უარყვეს იესო ქრისტე იმ ნაზარეთელებმა, რომლებიც ყველაზე ახლოს იყვნენ მასთან და რომელთაც, თითქოსდა, პირველებს უნდა მიეღოთ იგი.

სულიერი სიმაღლე მორჩილების გარეშე ცრუა
თუ მაღალ სულიერ მდგომარეობას მორჩილების გარეშე მივაღწევთ, ეს ცრუმაღალი მდგომარეობა იქნება, ხოლო თუ ღმერთი მართლაცდა მაღალ ნიჭს მოგვმადლებს, მორჩილების გარეშე ის დამღუპველი აღმოჩნდება ჩვენთვის.

ღმერთმა, შესაძლოა, დიდი მადლიც მოგვანიჭოს, - ჩვენ მას ვუყვარვართ და სიხარულით მოგვცემდა ყველაფერს, რაც გვსურს, იმასაც კი, რაზეც ოცნებასაც ვერ ვბედავთ, - მაგრამ ჩვენ თვითონ არ უნდა მიგვაჩნდეს საკუთარი თავი დიდი წყალობისა და მაღალი მდგომარეობის ღირსად. წმინდა მამები მადლით იყვნენ მოსილნი, მაგრამ საკუთარი თავი უღირსებო ადამიანებად, სულიერად გლახაკებად მიაჩნდათ, რის გამოც მათი გზა უხიფათო იყო. "ხოლო ვინც ფიქრობდა, რომ მასზე ღვთის მადლია, - წერს ღირსი მაკარი ოპტელი, - ის ამპარტავნებაში ვარდებოდა და ეცემოდა". ვინც ფიქრობს, რომ მართალი ცხოვრებით ცხოვრობს, ზნეობრივი ადამიანია და ყოველთვის ისე იქცევა, როგორც საჭიროა, მხოლოდ ამ ამპარტავნული აზრითაც კი მძიმე ცოდვაში ვარდება. ეს ჯერ მხოლოდ ყოფითი ამპარტავნებაა, მაგრამ ეშმაკები უფრო და უფრო მეტად ჩაგვაგონებენ, რომ წმინდანები ვართ, რომ უფალს მივუახლოვდით! ასეთი აზრები კი იმის ნიშანია, რომ უფალს კი არ ვუახლოვდებით, არამედ დამღუპველ უფსკრულს.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat