უფლისა და მის საქმეთა განდიდებით ღვთის მორჩილნი ვხდებით
უფლისა და მის საქმეთა განდიდებით ღვთის მორჩილნი ვხდებით
სიტყვა "მართლმადიდებლობა" ღმერთის მართლად, სწორად დიდებას ნიშნავს, სწორედ ღმერთის დიდებაა ადამიანის უმთავრესი საქმე, მთელი ცხოვრება უფლის დიდებას უნდა მიუძღვნას. როგორ ვლინდება უფლის დიდება ადამიანში? რატომ უნდა ვადიდოთ შემოქმედი? რატომ აქებენ და ადიდებენ განუწყვეტლივ უფალს ანგელოზები? როგორ მივიღოთ ადამიანური პატივი და დიდება და ღვთის სადიდებლად მივმართოთ? - ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე).

- ღმერთს ჩვენი დიდება არ სჭირდება, უფლის დიდება ჩვენივე სულის ცხონებისთვისაა აუცილებელი. უფლისა და მის საქმეთა განდიდებით ღვთის მორჩილნი ვხდებით.

ღმერთმა ხილული თუ უხილავი სამყარო თავისი ზეაღმატებული სიყვარულით შექმნა. უფალს თავად სამყაროც არაფრად სჭირდება, მაგრამ მაინც შექმნა უსაზღვრო სიყვარულისა და განუზომელი მოწყალების გამო. უფლის გულმოწყალების შეგრძნება და იმის გააზრება, შემეცნება, რაოდენ მცირეა ადამიანი ან ნებისმიერი ქმნილება უფალთან შედარებით, თავისთავად იწვევს ღმერთის დიდებას.

- როგორ ვლინდება ადამიანში უფლის დიდება?

- უფალი უპირველესად გულით უნდა ვადიდოთ, უფლის დიდება გულიდან უნდა მოდიოდეს, გარეგნულად კი ქრისტეს მცნებათა დაცვა-აღსრულებით უნდა გამოვხატოთ. გარეგნული დიდება უფლისა შინაგანი, გულითა და მთელი არსებით მისი დიდების გამოხატულება უნდა იყოს.

- ალბათ კაცთაგან უფლის სრულყოფილ დიდებას წმინდა მამები აღწევდნენ. ისინი ხომ მთელ მიწიერ ცხოვრებას სრულად უძღვნიდნენ ღმერთს...

- სწორედ ამის გამო შეიქმნენ ღირსნი უფალთან სიახლოვისა: მიწაზევე მოიპოვეს ის, რასაც ადამიანები წუთისოფლიდან გადასახლების - გარდაცვალების შემდეგ მივაღწევთ მართალი ცხოვრების სანაცვლოდ - უფალთან სიახლოვე. წმინდა მამებს ასეც მოიხსენიებენ - ხორცითა ანგელოზნი. ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ ანგელოზთაგან, რომ ხორცში იმყოფებოდნენ. ყოველი აზრი, ქმედება თუ საქმე უფალს მიუძღვნეს. იყვნენ სრულყოფილებას მიღწეული მამებიც, რომელთა გონებას ღვთის დიდების, უფლის სადიდებელი საქმეებისა და აზრების გარდა არაფერი ეკარებოდა.

- ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში გაცილებით მეტად ადიდებდნენ ქრისტიანები უფალს თავიანთი ცხოვრებით, ვიდრე ეს თანამედროვე ეპოქაში ხდება... შემოქმედმა ხომ ყოველ ჩვენგანს მოგვცა უნარი, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ გარემოში ვადიდოთ უფალი ჩვენი ცხოვრების წესით?

- დროზე, გარემოებასა თუ სხვა მიზეზებზე ჩვენი უმოქმედობის გადაბრალება მხოლოდ თავის მართლებაა, ხიბლის გარკვეული მდგომარეობაა. ხიბლი, წმინდა მამების განმარტებით, არის რეალობის ცრუ შეგრძნება. სწორედ ხიბლში იმყოფებიან ისინი, ვინც თვლის, რომ დროის ამ მონაკვეთში უფრო ძნელია იმ საქმეების აღსრულება, ქრისტიანები საუკუნეების წინათ რომ ღასრულებდნენ. ღმერთი ისევე შეგვეწევა ჩვენც, თანამედროვე ადამიანებს, როგორც ძველ ქრისტიანებს შეეწეოდა. უბრალოდ, დღეს გაცილებით ნაკლები სურვილი გვაქვს უფლის შეწევნისა. სამწუხაროდ, უმეტესობამ სრულიად დაივიწყა ღმერთი, აღარ ენდობა მას.

დღეს ადამიანის გონება უამრავი ინფორმაციითაა დატვირთული, რამაც მათ გონებას ღმერთის ხსოვნა დაავიწყა. როცა გონება ღმერთით უნდა ყოფილიყო დაკავებული, მიწიერი ფიქრებითა და საზრუნავებით აივსო. თანამედროვე ადამიანს ისე აღარ უჭირს ყოფითი ცხოვრება, როგორც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, და ისიც მიწიერებაშიც აღარ საჭიროებს ღმერთს, ამიტომ სულიერებაც უკვე სრულიად მიავიწყდათ და მიწიერ საზრუნავში ჩაეფლნენ - ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დასცილდნენ უფალს.

- კაცთაგან განსხვავებით, ანგელოზები ხომ მხოლოდ ღვთის დიდებით არიან დაკავებული, უფლის სრულ დიდებაში იმყოფებიან...

- ანგელოზები, ადამიანთა დარად, ღვთის ხატებები არიან, მაგრამ მათგან განსხვავებით არ აქვთ მიცემული ღვთის მსგავსება. ხატება ღვთისა თავისუფალი ნებაა, მსგავსება კი, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ადამიანში თავიდანვე სრულად არ არის მოცემული, არამედ თვითონ ადამიანმა უნდა განავითაროს იგი. მსგავსებაში უპირველესად იგულისხმება შემოქმედების უნარი. ანგელოზებს ეს უნარი არ გააჩნიათ, ისინი თავისუფალი ნების მქონე არსებები არიან, ამიტომაც მარად ადიდებენ უფალს. ადამიანი კი, რადგან ღვთის ხატებასთან ერთად მსგავსებაც აქვს მიცემული, არა მხოლოდ სიტყვით და აზრით, საქმეებითაც ღვთის მადიდებელი უნდა იყოს - მისი საქმენი უფლის საქმეებს უნდა მიემსგავსოს.

სამწუხაროდ, უმეტესობა ღვთის მსგავსებას იმ დანიშნულებით არ იყენებს, რისთვისაც უფალმა მიანიჭა; მისი გონება მიწიერებას მიეჯაჭვა და შემოქმედების უნარს ღვთის სადიდებელი საქმეების კი არა, მიწიერი საქმეების ქმნას ახმარს. ასე სცილდება უფალს.

როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ანგელოზების ბუნება უფრო მტკიცეა, ვიდრე ადამიანებისა. ანგელოზები არ დაეცემიან, ან თუ დაეცემიან, აღარ ადგებიან. ისინი ერთხელ განიცადნენ და განიყო ანგელოზთა დასი - ისინი, ვინც არ დაეცა და ღვთის დიდებაში დარჩა და დაცემული ანგელოზები, ბოროტი სულები ­- ვინც დაეცა და ვეღარ ადგა. ადამიანის ბუნება კი რბილია - დაცემა და კვლავ აღდგომა ახასიათებს. სწორედ მტკიცე ბუნების გამო ადიდებენ ანგელოზები მარადიულად უფალს. მოგახსენეთ, რომ ამის უნარი ადამიანსაც შესწევს. გავიხსენოთ წმინდა მამები, რომლებმაც დედამიწაზევე მიიღეს განღმრთობა, მათი ბუნება ანგელოზთა ბუნების მსგავსად განმტკიცდა და ანგელოზთა დარადვე მარადიულად ადიდებდნენ უფალს. მეორედ მოსვლის შემდეგაც, როცა საბოლოოდ განიყოფა სიკეთე და ბოროტება, ისინი, ვინც ზეციურ იერუსალიმში ცხოვრების ღირსი შეიქმნება, ანგელოზებივით მარადიულად ადიდებენ ღმერთს. ადამიანს არც მაშინ წაერთმევა თავისუფალი ნება, მაგრამ იმდენად განმტკიცდება მასში, რომ აღარ დაეცემა. ამის გამო ანგელოზთაებრ მარად განადიდებს უფალს.

- ადამიანი ღვთის დიდებაში რომ განმტკიცდეს, ამისთვის ალბათ მადლის მოქმედებაც არის აუცილებელი...

- რა თქმა უნდა. განღმრთობა - ღვთისგან მოცემული მადლია. უფლის მადლისა და შეწევნის გარეშე სულიერებაში ვერ წარვემატებით.

- კაცმა ნებისმიერი ნიჭი და უნარი ღვთის სადიდებლად უნდა მიმართოს, ისე წარმართოს და გამოიყენოს, რომ სათნოეყოს უფალს...

- თუკი ადამიანს რაიმეს ქმნა შეუძლია, ეს ღვთისგან ბოძებული ნიჭია. როცა მას ღვთისა და მოყვასის შეწევნისთვის არ იყენებს, დაუფლავს უფლისგან ბოძებული ტალანტი, რისთვისაც პასუხს მოეთხოვება.

- ბრძანეთ, ადამიანმა უფალი მთელი არსებით უნდა ადიდოსო. რა იგულისხმება მთელი არსებით დიდებაში და როგორ მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?

- უფალი სულითაც (გულითა და გონებით) უნდა ვადიდოთ და სხეულითაც ანუ საქმეებით. სწორედ ეს არის უფლის მთელი არსებით დიდება, რაც, ცხადია, ერთბაშად არ მიიღწევა. ადამიანმა მთელი ცხოვრება ქრისტიანული მცნებების აღსრულებით, ლოცვით, მარხვით, უფალზე ხშირი ფიქრით უნდა გაატაროს - ამით კი გონებით მუდამ შემოქმედთან ყოფნას მიაღწევს. მხოლოდ ასე შეძლებს, სრულად მიუძღვნას თავი უფალს - მთელი არსებით ადიდოს იგი.

- უფალს ხშირად განადიდებენ სიტყვებით: "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი"...

- უფალი თავისთავად დიდია იმით, რომ უსაზღვროდ აღმატებულია ნებისმიერ ქმნილებაზე - ყველაფერი, რაც სამყაროში არსებობს, მისი ქმნილებაა. შემოქმედის ყველა საქმე აბსოლუტურად საკვირველია. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ყოველ გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს, ყოველ დილა-საღამოს მზე ამოდის და ჩადის. თუ არა ღვთის ხელი, შეუძლებელია, სამყარო ასეთი მოწესრიგებული იყოს, მილიონობით კოსმოსურ სხეულებს შორის ჰარმონია სუფევდეს. ამიტომაცაა ღვთის საქმეები საკვირველი. მაგრამ მათ შორის ყველაზე საკვირველი ადამიანის არსებობაა. უფალმა შექმნა ადამიანი და მისცა ის, რაც მხოლოდ თავად ჰქონდა - თავისუფალი ნება, ანუ შემოქმედმა ქმნა თავისნაირი კაცი. როცა ადამიანი უფლის სიდიადეს და მის საქმეთა საკვირველებას შეიგრძნობს - ადიდებს უფალს.

- მართლმორწმუნე ქრისტიანები უფლის გარდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდანებსაც განვადიდებთ.

- წმინდანებს განვადიდებთ იმ საქმეთა გამო, ღვთის წინაშე რომ აღასრულეს, ამით კი უფალს განვადიდებთ, რამეთუ მათ მიერ ქმნილი კეთილი საქმეები ღვთისგან იყო ბოძებული; თავისთავად, უფლის შეწევნის გარეშე ადამიანს სიკეთის ქმნა არ შეუძლია, საკუთარი ძალისხმევით ის მხოლოდ უკეთურობას, ცოდვას იქმს.

- ზოგჯერ ადამიანები უფლის ნაცვლად საკუთარ თავს განადიდებენ...

- ეს მაშინ ხდება, როცა კაცი კარგავს უფალს და მის ადგილას საკუთარ თავს აყენებს. ეს ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის უმაღლესი გამოხატულებაა. შესაძლოა, ადამიანი ამას შეგნებულად არ აკეთებდეს, - წარმართი იმპერატორებივით, თავს ღმერთებად რომ აცხადებდნენ და სურდათ, ღმერთივით ედიდებინათ ადამიანებს, - მაგრამ ცდილობს, მისი აზრები გაიზიარონ, ისე მოიქცნენ, როგორც მას სურს, - პირად დიდებას ეძიებს. და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამას შეგნებულად აკეთებს თუ შეუგნებლად; შედეგი ორივე შემთხვევაში ერთნაირია - ადამიანი თავის თავს ღმერთის ადგილას აყენებს. ასეთი დიდება მისი სულისთვის დამღუპველი იქნება.

არიან ადამიანები, რომლებსაც მართლაც სამართლიანად განადიდებენ, მაგრამ თვითონ არ განიდიდებენ თავს, არამედ თავიანთ დიდებას უფალს უძღვნიან, თვლიან, რომ ის უფალს ეკუთვნის. ასეთნი უფლის წინაშე განდიდდებიან.

- გამოდის, ადამიანს მიწიერი დიდებისა და პატივის მოპოვება არ ეკრძალება; მთავარია, ის უფალს მიუძღვნას, თავის მხრივ ღვთის სადიდებლად გამოიყენოს. ისტორიიდან არაერთი მაგალითი ვიცით - მიწიერი დიდებითა და პატივით შემოსილი ადამიანები წმინდანთა დასში შერაცხულან...

- ნებისმიერი რამ, რაც კაცს წუთისოფელში განადიდებს, ღვთისგან ეძლევა - მატერიალურიც და სულიერიც. მაგრამ ეძლევა ისევ და ისევ სულის საცხოვნებლად. ადამიანს კი თავისუფალი ნებით შეუძლია, ეს ყოველივე საცხოვნებლადაც გამოიყენოს და სულის დასაღუპავადაც.

სოლომონ ბრძენი გავიხსენოთ. მას ღვთისგან მიეცა ყველაფერი, რაც ადამიანს კაცთა წინაშე განადიდებს - სიბრძნეც, სიმდიდრეც, პატივიც, მაგრამ საკუთარი თავის განსადიდებლად არ გამოუყენებია - თვლიდა, რომ ყოველივე უფალს ეკუთვნოდა.

ერთ-ერთ წმინდა მამას ჰკითხეს: მამაო, როცა ადამიანები ასეთ პატივს მოგაგებენ, ასე გადიდებენ, თქვენზე არ მოქმედებსო? წმინდა მამამ კაცი საფლავთან მიიყვანა და უთხრა, ჯერ ეგინებინა, შემდეგ კი ექო. ბოლოს ასე შეაგონა: როგორც მიცვალებულს არ გაუცია ხმა არც ქების, არც შეურაცხყოფის სანაცვლოდ, ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენცო. შემდეგ კი დასძინა: დიდება, რომელიც მე მაქვს, უფალს ეგებისო.

- უფალი ყველანაირ პირობას გვიქმნის, რომელთა მეშვეობითაც ყველაზე იოლად შევძლებთ მის დიდებასა და სულის ცხონებას...

- ყველაფერი - დროც, მდგომარეობაც, ადგილიც და პირობებიც განსაზღვრავს სულის ცხონებას. ადამიანები სწორედ იმ დროს, იმ ადგილას იბადებიან, იმ ეპოქასა თუ პირობებში ცხოვრობენ, რომლებიც საუკეთესოა მათი ცხონებისთვის. თუ ამას ვერ გამოიყენებენ, სასჯელს მიიღებენ. უფალს არავის დასჯა არ სურს, მას ყველას ცხონება უნდა. ადამიანი თვითონვე ისჯის თავს, როცა ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებს სჩადის.

გარდაცვალებისა და ღვთის წინაშე წარდგომის შემდეგ ადამიანისთვის ყველაფერი ხილული ხდება - როდის რა არ უნდა გაეკეთებინა, სად როგორ გადაუღობა უფალმა გზა ბოროტების ჩადენამდე და სიკეთისკენ მოუწოდა. როცა ამ ყველაფერს გაიაზრებს, მწუხარება იპყრობს იმის გამო, რაც დაკარგა და თავს აყვედრის. თავის ყვედრება, რომელიც სინანულში გადადის და არა სასოწარკვეთილებაში, ამქვეყნად მაცხოვნებელია, მაგრამ იქ ცხონების შესაძლებლობა აღარ არსებობს. ადამიანი იტანჯება და ეს ტანჯვა განაცდევინებს მწუხარებას, რომელშიც სამარადჟამოდ რჩება.

- ზოგი ეკლესიურად არ ცხოვრობს, ეკლესიის წიაღში არ იმყოფება, მაგრამ მრავალ სათნოებას ავლენს - სიკეთეს, მოწყალებას, სულგრძელობას, თავმდაბლობას... ადიდებს თუ არა ასეთი სათნოებებით ადამიანი უფალს, წაადგება თუ არა ისინი სულის ცხონებაში?

- ასეთ სათნოებებს კაცი ხშირად ჭეშმარიტებამდე მიჰყავს. თუ ასე არ მოხდა, ღვთის წინაშე ისინი ფუჭი და ამაოა. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა უფრო მეტი სასჯელიც მიიღოს იმის გამო, რომ უფლისგან ბოძებული კვლავ უფალს არ დაუბრუნა. თუ სათნოებებს საფუძვლად ღვთის სიყვარული, რწმენა და დიდება, ასევე მოყვასის სიყვარული არ უდევს, სათნოებად არ შეგვერაცხება.
ბეჭდვაელფოსტა
18.02. 2017
nana
satnoebit da siyvarulit gamorcheulia mama makari.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat