ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
იქადაგე სულითა და კეთილმორწმუნეობით
ჩვენ ხშირად უხეშ ძალმომრეობას ვახორციელებთ ჩვენი ნათესავებისა თუ ნაცნობების სულებზე, როცა მათ ტაძარში შეტყუებას ვცდილობთ. ისინი ბრაზობენ, არ გვიჯერებენ, ჩვენ კი გვწყინს, განვიკითხავთ მათ: "მე ასე ვეუბნები, ის კი სხვაგვარად იქცევაო..." მაგრამ სიტყვა ღვთის შესახებ და ღვთის სიტყვა ორი სხვადასხვა რამაა. როცა ღმერთზე ჩვენს ვნებიან სიტყვას ვამბობთ, ეს ჩვენი სიტყვაა და არა ღვთისა, მაშინაც კი, თუნდაც შეუჩერებლად მოგვყავდეს ციტატები წმინდა წერილიდან, როგორც ამას, სხვათა შორის, ყველგან და ყოველთვის აკეთებენ იეღოველები და სხვა ჯურის მწვალებლები. ხოლო ის ხალხი, ვინც არ იღებს ასეთ მადლს მოკლებულ ციტირებას, სულაც არ ამბობს უარს თვით სახარებაზე; ისინი, უბრალოდ, წინააღმდეგობას უწევენ ჩვენს ძალმომრეობას მათი სულების მიმართ, რაც სავსებით მართებული რეაქციაა ჩვენს ურცხვობაზე. ჩვენ კი ამპარტავნულ ოცნებებსა და წარმოდგენებში საკუთარი თავი ლამისაა მოციქულებად და მოწამეებად შევრაცხოთ.

ჩვენს ქადაგებას ყველაზე მეტად ჩვენივე საკუთარი, კეთილმორწმუნეობას მოკლებული ცხოვრება ვნებს. ვბილწსიტყვაობთ, ვმრისხანებთ, ნაყროვანებით ვცოდავთ, ფულისა და ნივთებისაკენ მივილტვით, იოლად გვწყინს და ვთავმოთნეობთ, კეთილგონიერება აკლია ჩვენს ჩაცმულობას, ჟესტებსა და სიტყვებს. ყველაფერ ამას კარგად ხედავენ ჩვენი ახლობლები და როცა მათ ეკლესიისკენ მოვუწოდებთ, გაგვირბიან და ამით ეკლესიასაც აქცევენ ზურგს. ჩვენს გამო იბღალება ღვთის სახელი. ვთქვათ, დედა მთელი დღე ლანძღავდა თავის ქალიშვილს იმის გამო, რომ მან ჩაიდანი ტელევიზორზე დადგა, დილით კი ეუბნება: "წადი ეკლესიაში, ეზიარე". რას იფიქრებს გოგონა? - დედაჩემი თუ ეზიარება და ასეთი აუტანელია, ჯობია, სულ არ ვეზიარო, რათა მეც ასეთივე არ გავხდეო. ჯერ ჩვენ თვითონ უნდა დავადგეთ სინანულის გზას და მერეღა მოვუწოდოთ მისკენ სხვებს.

რას ნიშნავს დევნილობა სიმართლისათვის
უდიდესია ღვთის წყალობა ადამიანის მიმართ, თუკი მას იესო ქრისტეს აღმსარებლობის ან ღვთის მცნებების აღსრულებისთვის განსაცდელის დათმენა უწევს. "ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა" (მათე 5:10). მაგრამ განა მაინცდამაინც ჩვენი რწმენისა და სათნოების გამო ვძულვართ ამა სოფელს? ეგებ, პირიქით, ბოროტების, სულიერი და ცოდვილი საქმეებისთვის? დიდი განსხვავებაა, რისთვის გდევნიან - სიმართლისთვის თუ საკუთარი ცოდვის გამო.

თუკი განრისხებულმა ვიღაც გავლანძღე, უღმერთო ვუწოდე და ამის გამო იმ კაცმა შემიძულა, ეს სიძულვილი ჩემი მართლმორწმუნეობისთვის მიღებული ჯილდო კი არ იქნება, არამედ სასჯელი ბოროტებისა და მოუნანიებლობისთვის. უნდა ვცდილობდეთ, არ გავაღიზიანოთ და ცოდვაში არ ჩავაგდოთ ახლობლები. ხოლო თუ ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით აღვივსებით, ისინი კი, უფლის დაშვებით, დაგვიპირისპირდებიან, მაგრამ საპასუხოდ მათდამი წყენას გულში არ ჩავიდებთ და უფლის წინააღმდეგ დრტვინვას არ დავიწყებთ, ღვთის სიტყვები: "ნეტარ არიან დევნილნი სიმართლისათვის", - ჩვეზე იქნება ნათქვამი.

რით განსხვავდებიან მწვალებლები მართლმადიდებლებისგან
რით განსხვავდებიან მწვალებლები მართლმადიდებლებისგან? ისეთებისგან, როგორებიც ჩვენ ვართ - მხოლოდ არასწორი აღმსარებლობით, ცხოვრების წესით კი - იოტისოდენადაც არა. მათ არ იციან ჭეშმარიტი გზა, ჩვენ კი გვეზარება ამ გზით სიარული, ჩვენს გამო ღვთის სახელი იბილწება. თუმცა მწვალებლებისთვის არცოდნა გამართლება არ არის, ვინაიდან მართლმადიდებლობა ისე შორსაა მათგან, როგორც ცა - დედამიწისაგან.

გალილეის კანა
"ქორწილი იყო კანას გალილეისასა" (ინ.2,1-11). ჩემი სული ჯერ არ არის მზად იესო ქრისტეს მისაღებად და არ არის მადლით აღსავსე ნუგეშის ღირსი. ამა სოფლის საქმეებით ვარ დაკავებული და საკუთარი სულიერი და ხორციელი გასართობების ღვინით ვკმაყოფილდები. "მუნ იყო დედა იესოსი". ღვთისმშობელი არასდროს ტოვებს ქრისტიანებს, ისეთ უღირსებსაც კი, როგორიც მე ვარ. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, თუმცა მე, მიწიერ საზრუნავში ჩაფლული, ჯეროვან ყურადღებას არ ვუთმობ. "მიჰხადეს იესოს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას". როგორც მორწმუნეს, არ მავიწყდება ღმერთი და მიწიერი საქმეების აღსრულებისას მის კურთხევას ვითხოვ. ვევედრები ღმერთსა და წმინდანებს და ისინიც, რამდენადაც ბოროტს არაფერს ვთხოვ (თუმცა კი ეს ამქვეყნიური საზრუნავია), მეწევიან და კურთხევას მაძლევენ. "და ვითარ მოაკლდა ღვინო, ჰრქუა იესოს დედამან მისმან: ღვინო არა აქუს". ჩემი სული სწრაფად კარგავს ბუნებრივ ძალებს და მწუხრდება. ღვთისმშობელი განიცდის ჩემს უძლურებასა და მწუხარებას, ევედრება ღმერთს ჩემი სავალალო მდგომარეობის გამო. "ჰრქუა მას იესო: რაი არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი". მაცხოვარი ხედავს, რომ მზად არ ვარ ახალი სასმლის მისაღებად - მზად არ ვარ უფლის მისაღებად (წინააღმდეგ შემთხვევაში მის ფერხთით ვიჯდებოდი, როგორც მარიამი, ან ვეცდებოდი, მისთვის მეამებინა, როგორც მართა, და წარმავალით არ ვინუგეშებდი თავს, როცა მარადიული სიცოცხლის წყარო აქვეა) და ღვთისმშობელს მისი ლოცვის პასუხად ეუბნება, - მისთვის ჯერ არ დამდგარა ჩემი დროო. მაგრამ სრულყოფილი რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ღვთისმშობელმა იცის, უფალი მის სულში არ ჩასახავს მისთვის (უფლისთვის) არასათნო არც ერთ სურვილს და ამიტომ "ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ (ე.ი. ანგელოზებს. რამდენად დიდია ადამიანის ღირსება - თვით ანგელოზები გვემსახურებიან! მე კი ამქვეყნიურ საზრუნავს მივცემივარ!) ვითარმედ: რაცა გრქუას თქუენ, ჰყავთ".

"იყუნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი" - ეს ჩემი გაქვავებული, ღვინის, მადლისა და სინანულის ცრემლებისგან დაცლილი გულია. "და ჰრქუა მათ (ანგელოზებს) იესო: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა. და მათ აღავსნეს იგინი პირის-პირ". ანგელოზები, ღვთის მოწყალე ნებით, გულისხმიერ ტირილს მაძლევენ, უფალი კი ცრემლებს სასწაულებრივად მადლისა და სიხარულის ღვინოდ აქცევს.

"და ვითარცა გემო იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღვინო იქმნა, და არა უწყოდა, ვინა იყო; გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა" - ხორციელი ნადიმის ბატონი - გონება, ხედავს რა მადლისმიერ სიხარულს, ვერ ხვდება (ანგელოზებისგან განსხვავებით), რომ ეს ღვთის სასწაულია და არა ბუნებრივი მოვლენა. თავად მე, სიძე, კი არ წარვმართავ საკუთარ ცხოვრებას, არამედ ყველაფერი გონებისათვის გადამიბარებია, რომელიც მბრძანებლობს ჩემზე და მაშინაც კი, როცა იესო ქრისტე ჩემთანაა და მადლით ვარ აღსავსე, მბრძანებლურად (მე ხომ მას მივენდე) მიპყრობს და სულელური და ღვთის საწინააღმდეგო აზრებით მაფორიაქებს. "მოუწოდა პურისა უფალმან მან სიძესა და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღვინო პირველად წარმოჰსდგის, და ოდეს დაითურნენ, მაშინ - უჯერესიცა; ხოლო შენ დაჰმარხე ღვინოი კეთილი აქამომდე". როცა მე ჩემი სიბნელის გამო ამაო განსჯას მივეცემი ხოლმე, უფალი მტოვებს. ახია ჩემზე! მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ უფალი მოვიდა და სასწაული მოახდინა. "ესე ჰქმნა დასაბამად სასწაულთა იესო კანას გალილეისასა, და გამოუცხადა დიდება თვისი; და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა". "დროზე ადრე" გადმოსული მადლის წყალობით ასე ირწმუნებს ღვთის მადლსა და უფლის მიერ აღთქმული სიკეთის ჭეშმარიტებას ცოდვილის სული, რომლის გულისთვისაც მას ჯერ კიდევ ბევრის დათმენა და ბევრი შრომა უდევს წინ.

ჯოჯოხეთში ნუგეშს ვერ ჰპოვებთ
ზოგიერთი უგუნური ადამიანი ფანტაზიორობს (ასეთი ლიტერატურული სიუჟეტებიც კია), რომ თითქოსდა სამოთხეში მოსაწყენია და სჯობს, საყვარელთან ერთად ჯოჯოხეთში იყო, ვიდრე სამოთხეში - მარტო. ეს სატანისეული ფანდია. ჯოჯოხეთში ვერანაირ ნუგეშს ვერ ჰპოვებთ. ყველა ცოდვილი იქ მარტოობაში იტანჯება იმიტომ, რომ ცოდვა ადამიანებს არა მარტო ღმერთისგან აშორებს, არამედ ერთმანეთისგანაც. აი, მართალნი კი სამოთხეში მართლა ერთად ხარობენ, რადგან მათ, ვისაც ამქვეყნად უყვარდა ერთმანეთი სულიერი სიყვარულით, კიდევ უფრო მეტად უყვართ და ერთად იმყოფებიან ზეციურ სასუფეველში.

ამაოებაცაა და ამაოებაც
რახან ამა სოფელში ვცხოვრობთ, გვინდა თუ არა, ამაო საქმეებს ვაკეთებთ: საზოგადოებრივი და ოჯახური მოვალეობები გვაკისრია, ჩვენს ირგვლივ ბევრი ხალხი ტრიალებს და შეუძლებელია მათთან ურთიერთობისას გონება სხვადასხვა საზრუნავით არ იყოს დაკავებული. ამგვარი ამაოება ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ღვთისგან მის გამო არ მოგვეკითხება. მაგრამ დარჩენილ თავისუფალ დროსაც ამაოებას რომ ვუთმობთ, უკვე ჩვენი ბრალია. საშინელ სამსჯავროზე მოხვედრილნი კი მწარედ ვინანებთ, რომ გვქონდა საშუალება, რაიმე დაგვეუნჯებია მარადიული ცხოვრებისათვის, გვქონდა დრო და უქმად დავკარგეთ.

რაც გვაქვს, არ ვაფასებთ, დაკარგულს კი მივტირით
ჩვენ ნაკლებად ვუფრთხილდებით ღვთის მიერ ბოძებული ადამიანური ურთიერთობების ბედნიერებას და მაშინღა ვხვდებით, რაოდენ დიდი დანაკლისი განვიცადეთ, როცა მას უკვე სამუდამოდ დავკარგავთ. როგორც ამბობენ, რაც გვაქვს, არ ვაფასებთ, დაკარგულს კი მივტირით. ძალიან ხშირად ნორმალური ოჯახური ურთიერთობა ლოთობისა და სიძვის გამო კი არ იშლება, არამედ ბოღმის, შარიანობის მიზეზით, როცა არც ერთს არ სურს, პირველმა ითხოვოს შენდობა.

ადამიანი მთელი ცხოვრება ეჩხუბება თავის მეუღლეს, ხოლო როცა ეს უკანასკნელი გარდაიცვლება, უმალ ხვდება, როგორი ბედნიერი იქნებოდა, ის, თუნდაც ასეთი ცუდი, გვერდით რომ ჰყოლოდა, მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლის. ერთია - შეინანო და მეორეა - გამოსწორდე. ზოგჯერ ნარკომანიც გულწრფელად ნანობს, რომ ოდესღაც "გაჩხერა" დაიწყო, მაგრამ თავს ვეღარ ერევა. არ ვემორჩილებით შუქნიშანს, გადავდივართ წითელ შუქზე, შემდეგ მანქანა გვეჯახება და როცა საავადმყოფოდან გამოვდივართ, მოძრაობის წესებს ვიცავთ, მაგრამ უკვე ინვალიდის სავარძელში მსხდომნი.

ცრუ უბრალოება და ცრუ მორჩილება
აი, ორი ცხოვრებისეული პოზიცია: "მე პირდაპირი და გულღია ადამიანი ვარ. თუ ვინმე გამაბრაზებს, ყველაფერს მაშინვე პირში ვეტყვი. ბოღმის შენახვა არ მიყვარს, მხოლოდ გულს მიმძიმებს. უცბად ავფეთქდები, ვიჩხუბებ და მალევე გადამივლის ხოლმე". "მე კი ვუსენ ამ ყბედს და მეზიზღება. სიფიცხე დიდი ცოდვაა. თუ ვინმე არანორმალური შეურაცხყოფას მომაყენებს, ლანძღვას არ დავუწყებ, მირჩევნია, ჩუმად დავუკრა თავი. დაე, ღმერთმა დასაჯოს. სჯობს, ღვთისმოსაობა შევინარჩუნო და დამსახურებულად შევიდე ცათა სასუფეველში, ვიდრე ზოგიერთებივით გავბოროტდე. წესიერი ხალხი თითქმის აღარც დარჩა, ადამიანურადაც კი ვერავის დაელაპარაკები. მართალია, ხალხი ხედავს ჩემს მორჩილებას და პატივს მცემს, მაგრამ მე არ ვცემ მათ პატივს მათი უზნეობისა და უკულტურობის გამო".

ორივე ეს ადამიანი ამაოდ იმართლებს თავს. უბრალოება და გულღიაობა ხასიათის თავისებურებებია, მრისხანება კი ცოდვაა, რომელსაც უნდა ებრძოლო. ნამდვილი ბრძოლა მასთან მხოლოდ მაშინ იწყება, როცა ადამიანი მისი გარეგნული გამოვლინებისგან იკავებს თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა იმ განწყობით, რომ ამ დროს თავს წმინდანად თვლიდეს. როცა გარეგნულად ვიკავებთ თავს, ამავე დროს თავს უნდა ვკიცხავდეთ შინაგანი უწმინდურობის გამო - ამ შემთხვევაში ვნებები თანდათანობით დასუსტდება. ეს მარტო მრისხანებას კი არ ეხება, არამედ ყველა ვნებას.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat