თუკი ვინმემ გული გატკინა, იცოდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, რამეთუ თუ წარსულს გაიხსენებ, შენც გექნება ვიღაცისთვის გული ნატკენი
თუკი ვინმემ გული გატკინა, იცოდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, რამეთუ თუ წარსულს გაიხსენებ, შენც გექნება ვიღაცისთვის გული ნატკენი
ხშირად მცირედი გაუგებრობების გამო ერთმანეთს უმოწყალოდ ვტკენთ გულს. თითქოს გვგონია, რომ რაც უფრო მეტ სიმკაცრეს და უკომპრომისობას გამოვიჩენთ მოყვასის მიმართ, მით უკეთესები გამოვჩნდებით სხვის თვალში და მეტი კრძალვით მოგვეპყრობიან. მართლაც, საბრალოა ის ღვთისშვილი, რომელიც ამგვარ მცდარ აზრს შესდგომია და თავგზააბნეულს ვეღარ გაურკვევია ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა.

უსაზღვროდ მოწყალეა უფალი. თითოეულ ადამიანზე ზრუნავს და ლოცულობს. ასევე გვთხოვს ამ ქვეყნის შვილებს მოვიქცეთ ისე, როგორც თავად უფალს სურს, ვიცხოვროთ უფლის მცნებების დაცვით და აღვასრულოთ სჯული ესე.

გვესაუბრება დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოს წინამძღვარი მამა ლუკა სუპატაშვილი.

- უფალი გვასწავლის: "გიყვარდეს მტერი შენი". ნათელია, რომ უფალი ჩვენი მტრის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ლოცვებში ასევე ვიხსენიებთ მაჭირვებლებს და მოძულეებს. ეკლესიის სწავლების მიხედვით, რა განსხვავებაა მათ შორის?

- მაჭირვებელი არის ის, ვინც განსაცდელს გვიქმნის. მოძულეს, რა თქმა უნდა, არ უყვარხარ, მაგრამ კონკრეტულ მომენტში შეიძლება არ შეგაჭირვებდეს. მაჭირვებელსაც და მოძულესაც უსიყვარულობა აერთიანებს.

უფალი პირადი ცხოვრებით გვასწავლის, რომ უსიყვარულობისადმი უსიყვარულობის დაპირისპირება უფრო დიდ განსაცდელს წარმოქმნის.

მაცხოვარი ბრძანებს, თუ მხოლოდ შენი მოყვასი გიყვარს, ამაში არაფერია საკვირველი, რამეთუ უკეთურნიც ასე იქცევიან. თუ პატივს სცემ მხოლოდ შენს პატივისმცემელს, ესეც ჩვეულებრივია, რადგან ურწმუნონიც ასე იქცევიან. თუ გინდა ქრისტიანი გერქვას, მაგალითი უფლისგან უნდა აიღო და შეიყვარო მტერი შენი. წმინდა მამები ასე განგვიმარტავენ ამ არცთუ ადვილად გასაგებ უფლის სწავლებას: "შეიძულე ადამიანში მოქმედი ცოდვა და არა თვით ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი". როდესაც ის არაფრის გამო სასტიკი ტანჯვისა და სიკვდილისთვის გაიმეტეს და ჯვარს აცვეს, თავისი მაჭირვებლებისთვის ლოცულობდა: "შეუნდე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იქმან". ქრისტეს მსგავსად მოიქცა წმინდა სტეფანე პირველმოწამე. როდესაც მას ქოლავდნენ, სულის ამოხდამდე ლოცულობდა თავის მაჭირვებელთათვის. პირველმოწამის ამგვარ წამებას ესწრებოდა ერთ-ერთი იუდეველი სავლე, ქრისტიანთა მდევნელი, თუმცა შემდგომში ღვთის მადლით მოინათლა და მოციქულიც კი შეიქნა - სახელად პავლე. წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: სტეფანე პირველმოწამის ლოცვის ერთ-ერთი შედეგი ისიცაა, რომ ქრისტიანულ ეკლესიას ჰყავს ისეთი სრულყოფილი მოძღვარი, როგორიც პავლე მოციქულია. წმინდა პავლე მოციქულმა ნამდვილად არ იცოდა, რას იქმოდა, როდესაც ქრისტიანებს დევნიდა. ეგონა, ქრისტიანები მისი სამშობლოსა და ჭეშმარიტების მტრები იყვნენ.

ასე რომ, ჯვარცმული უფლისა და ჩაქოლილი პირველმოწამის ლოცვა ზუსტად ასახავს სიძულვილით შეპყრობილ და გონდაბინდულ ადამიანთა სულიერ მდგომარეობას. წმინდანებს უსაზღვროდ სძულთ ბოროტება, ცოდვა, მაგრამ ადამიანთა დიდი გულშემატკივრები არიან.

ერთმა ავაზაკმა ყაჩაღობისას სასულიერო პირი მოკლა. მომაკვდავმა დაუბარა: "შეინანე, შვილო ჩემო". ცოდვილი ამის მერეც აგრძელებდა უკეთურ ცხოვრებას, მაგრამ ხშირად ახსენდებოდა ეს საოცარი სიტყვები და გულს უკლავდა. საბოლოოდ მონასტერში დამკვიდრდა და ცხარე ცრემლებით ინანიებდა უკეთურ წარსულს.

როდესაც რაიმე ვნება მოქმედებს ადამიანში, მისი საქციელი არაბუნებრივია. კარგავს თავისუფლებას, ათასგვარ ვნებებში იხლართება და ცოდვის მონა ხდება. ღვთის მადლით თუ ადამიანის მცდელობით ვნება განიდევნება, იგი თვითონ შეინანებს და გაკიცხავს საკუთარ თავს. ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი, გვიყვარდეს მაჭირვებელიც, მოძულეც და მტერიც.

- ხშირად ღვთის წინაშე მრავალი ცოდვა მიუძღვით, მაგრამ გამუდმებით თავს იმართლებენ. ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ ხომ შეიძლება ადამიანი სასოწარკვეთილებამდეც კი მიიყვანოს?

- თუკი ვინმემ გული გატკინა, იცოდე, რომ ეს შემთხვევით არ ხდება, რამეთუ თუ წარსულს გაიხსენებ, შენც გექნება ვიღაცისთვის გული ნატკენი. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. გარდა ამისა, ესაა მწარე წამალი ცოდვისგან თავის დასაღწევად. თუ სულგრძელებით, მოთმინებით გადაიტან პირად შეურაცხყოფას, განიკურნები ისეთი უმძიმესი ცოდვებისგან, როგორიცაა ამპარტავნება. ქრისტიანული ცხოვრების მთავარი პრინციპებია: - შეიყვარო ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა, და შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი. ამპარტავნება კი განგვაშორებს ღვთისგან და ადამიანისგან. უნდა ვაჯობოთ ყოფით პრობლემებს, თუნდაც ყოველდღიურ გულისტკენებს და არ განვეშოროთ მთავარ მიზანს - სვლას სულიერი სრულყოფისკენ.

პეტრე მოციქული მოგვიწოდებს, რომ რწმენით მოვიპოვოთ სათნოება, სათნოებით - მეცნიერება, მეცნიერებით - მარხვა, მარხვით - მოთმინება, მოთმინებით - ღვთისმსახურება, ღვთისმსახურებით - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობით კი სრული სიყვარული. ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე სრულყოფილი ადამიანია, რომელსაც ღმერთი არასდროს განეშორება.

სამყაროში ადამიანები ძირითადად უღმერთოდ ცხოვრობენ. იგონებენ ურთიერთობის, გართობის სხვადასხვა ფორმას. ერთ იდეოლოგიას მეორე ცვლის, მეორეს - მესამე, უღმერთობა კი უღმერთობად რჩება. როდესაც ჩვენთან არ არის ღმერთი, ვრჩებით ერთმანეთთან პირისპირ ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში, ნაცნობთან, უცნობთან. ასეთ მდგომარეობაში ყოველთვის შეიძლება არ მოგვეწონოს ერთმანეთი და ურთიერთდაპირისპირებისთვის მრავალი საბაბი აღმოვაჩინოთ. ასე რომ, გვიჭირს თუ გვილხინს, ყოველთვის ღმერთთან ერთობა უნდა ვეძიოთ.

- წმინდა მამები ამბობენ, როგორ იტყვი, "უფალო, შემიწყალე", როდესაც თვითონ შემწყალებელი არა ხარო...

- ადამიანი თუ გულმოწყალე არაა, ის ქრისტიანად არც ითვლება. ძალიან დიდი გამოცდა უნდა ჩააბარო, სახელად ქრისტიანი რომ გეწოდოს ღვთის წინაშე. ერთხელ ალექსანდრე მაკედონელმა მხდალი მეომარი ბრძოლის შემდეგ მწყობრიდან გამოიყვანა და სახელი ჰკითხა. მასაც ალექსანდრე ერქვა. მაკედონელმა საოცარი სასჯელი მოუგონა - ჩამოართვა სარტყელი, რითაც მეომრობის პატივი დააკარგვინა და სიმხდალის გამო აუკრძალა სახელად ალექსანდრეს ტარება. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებს: თუ ალექსანდრემ მხდალ მეომარს აუკრძალა სახელად ალექსანდრეს ტარება, არც შენ გაქვს უფლება, ატარო ქრისტიანის სახელი, თუ ქრისტიანული ცხოვრების წესებს არ იცავო.

წმინდა პავლე მოციქულიც ხომ ამბობს: "ნუ იტყვი, რომ მორწმუნე ხარ, მაჩვენე შენი საქმეები და გეტყვი, როგორი მორწმუნე ხარო". ასე რომ, ჩვენი საქმეები მეტყველებენ ჩვენზე.

- როგორ უნდა ვიცხოვროთ ღვთის სათნოდ?

- უფალი ამბობს: "ვისაც მე ვუყვავარ, ჩემი მცნებები დაიცვასო". რამდენადაც იცავ მცნებებს, იმდენად ხარ ერთგული ღვთისა. ადამიანი დაისჯება არა ცოდვის ჩადენის გამო, არამედ იმიტომ, რომ არ გამოიკვლია საღვთო სამართალი, არ ჩათვალა საჭიროდ ღვთის სიტყვის გულისყურით მოსმენა, აირჩია უღმერთო ცხოვრების წესი, განეშორა უფალს.

სამი წლის წინ ჩვენს მრევლში სტუმრად ბრძანდებოდა ჰოლანდიელი მართლმადიდებელი მღვდელმონაზონი ონოფრე, რომელსაც უყვარს საქართველო, დაინტერესებულია ჩვენი კულტურით, ყოფა-ცხოვრებით. წასვლის წინ თქვა: საოცარი ხალხი ხართ ქართველები, მთავარია, ისურვოთ ქრისტიანული ცხოვრება და ყველაფერი ადვილად გამოგდით, ძალიან დიდი შინაგანი ცოდნა გაქვთო. ჩვენი აღქმა გარესამყაროსი, ყოფა-ცხოვრება, მსოფლმხედველობა მრავალი საუკუნე ყალიბდებოდა. ქრისტიანობამ უმთავრესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა ჩვენი კულტურის სრულყოფისთვის. "ოქროს ხანაც" ჩვენი ერის ისტორიაში დადგა მაშინ, როდესაც ქრისტიანობა მთელი გულითა და შეგნებით მივიღეთ. წმინდა დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი წერს: "ყოველი ადამიანი ცხოვრობდა თვისსა სავენახესა ზედა ოდენ ღვთისა და საკუთარი მარჯვენის იმედით". ხსნას პირველ რიგში ღმერთისგან უნდა ველოდეთ და არა რომელიმე სახელმწიფოსა თუ ადამიანისგან. ჩვენ დაგვავიწყდა ცხოვრების ეს წესი, რომლითაც ჩვენს მამა-პაპას უცხოვრია, თავიც გადაურჩენია, კულტურაც და რელიგიაც. თუ ასე მოვიქცევით, ვიხარებთ "ორსავ სოფელსა შინა".

- სამწუხაროდ, ჩვენს გარშემო ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც თითქოსდა თავს მორწმუნეებად თვლიან, მაგრამ მუდამ დამაბრკოლებლად მოქმედებენ და მაჭირვებლები ხდებიან ოჯახის მიმართ.

- პასკალი ამბობს: - არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთი სწამთ, მაგრამ არ ემსახურებიან მას. ასეთებს მუდმივად ექნებათ განსაცდელებიო. ბევრი ეკლესიაში დადის, მაგრამ არა აქვს სიმშვიდე, მუდმივად ვიღაცას განიკითხავს.

პავლე მოციქული ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ ადამიანმა უნდა გამოიღოს "ნაყოფი სულისა" - სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, მარხვა, მყუდროება. თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიურად და ასეთი თვისებები არ უყალიბდება, ემსგავსება უნაყოფო ხეს, რომელსაც ჭრიან და წვავენ. ეგრეთ წოდებული ქრისტიანები შინაგანად ღმერთს არ იცნობენ და არც ემორჩილებიან მას. შეიძლება გარეგნულ წესებს ასრულებენ და ამით კმაყოფილდებიან, მაგრამ გული მათი შორსაა უფლისგან. ასეთებს ფარისევლებს ვეძახით. ამიტომ დიდი ყურადღებაა საჭირო საკუთარი თავის მიმართ, ვისწავლოთ ერთგულება, სიყვარული უფლისა და გამოვავლინოთ იგი მოყვასთან კეთილი დამოკიდებულებით.

- ხშირად ერთმანეთის მაჭირვებლები ოჯახის წევრებიც ხდებიან, ამის შედეგად უთანხმოებაც მრავლადაა...

- ოჯახს დიდი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერი, ზნეობრივი, ფიზიკური ძლიერებისთვის. მას "მცირე ეკლესიასაც" უწოდებენ, სადაც მშვიდობა, სიხარული და სიყვარული უნდა სუფევდეს. უწმინდესი ბრძანებს: "ჩვენ შვილებს ვასწავლით სხვადასხვა საგნებს - ალგებრას, გეომეტრიას, ქიმიას, უცხო ენებს, მაგრამ არ ვასწავლით სიყვარულს, მეგობრობას, თავდადებას ღვთისა და მამულისათვის". ხშირად ოჯახის წევრთა ნაწილი მხოლოდ ამქვეყნიური მისწრაფებებით ცხოვრობს, ნაწილი მარადიული ღირებულებებით ხელმძღვანელობს და ცდილობს, იყოს "ქვეყნის ანგელოზი და ზეცის მოქალაქე", რაც დიდ გაუგებრობას იწვევს ოჯახში. უფალი ამბობს, "მე არ მოვსულვარ მშვიდობის მოსატანად. გაიყოფიან ადამიანები ორი სამის წინააღმდეგ და სამი ორის წინააღმდეგ". ან კიდევ: "მტერ ექმნებიან კაცს სახლეული (ოჯახი) თვისი". თუ ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს, ის ვერ გაუგებს მას, ვინც გულით უფალს ატარებს და მასთან ერთად ცხოვრობს. ასეთ დროს სხვადასხვა მისწრაფებების გამო ადამიანები სხვადასხვა ენაზე იწყებენ საუბარს და ვეღარ უგებენ ერთმანეთს. მთავრდება კი იმით, რომ სტკენენ გულს ერთმანეთს, სიკეთეს ეწინააღმდეგებიან.

უღმერთობაა ყველანაირი განსაცდელის სათავე. ადამიანს უნდა, რომ იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, მდიდარი, წარმატებული, უნაკლო, ოღონდ უღმერთოდ. ხანდახან კაცი დროებით წარმატებებს მიაღწევს, რომელიც კვამლივით მცირე ხანში განქარდება.

ოჯახი ის ადგილია, სადაც ღვთისა და მოყვასის სიყვარული უნდა სუფევდეს.

- წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: მშვიდად გადაიტანეთ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ პირველ წყენას, მიუტევეთ მეორეც, მაშინ მესამემდე საქმე არ მივა. მამაო, მაინც როდემდე უნდა დავითმინოთ?

- უფალს ხომ ეკითხებიან მოციქულები, - შვიდჯერ მივცეთ შენდობა მოყვასს შეცოდებისთვისო. უფალი კი პასუხობს, არა შვიდჯერ, არამედ დღეში შვიდგზის სამოცდაათჯერო. ჩვენი სულგრძელობა უსაზღვრო უნდა იყოს. სახარების "ოქროს კანონია", მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა მოგექცნენ.

ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ყოველთვის იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ სხვადასხვა სიტუაციაში. წმინდა ვახტანგ გორგასალმა საოცარი ანდერძი დაგვიტოვა: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს". ცნობილია, რომ იგი იყო დიდი მლოცველი ღმერთის წინაშე, ჰქონდა უდიდესი სიყვარული ერისა და ქრისტიანობისა. როცა საჭირო იყო, ლოცულობდა, როცა შენება იყო საჭირო, აშენებდა, როცა ბრძოლა - იბრძოდა. ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც, ვისაც ქრისტეს სახელი გვქვია. ყოფით წვრილმანებზე კინკლაობა ქრისტიანს არ ეკადრება. მისი ყურადღება ღვთისა და სამშობლოს მსახურებისკენ უნდა იყოს მიპყრობილი, რათა შევძლოთ დიდი მეფის ანდერძის შესრულება და ვიყოთ ჭეშმარიტებისთვის თავდადებული მებრძოლნი.

- დაგვლოცეთ, მამა ლუკა.

- მკითხველს და სრულიად საქართველოს სრულყოფისკენ სვლას ვუსურვებ. ღმერთმა დაგლოცოთ!
ბეჭდვაელფოსტა
21.05. 2017
თამუნა
ჩვენი საყვარელი მოძღვარი!
15.05. 2017
codvili
gmerto momeci zala mitevebisa!
24.07. 2016
ლიკა
მამა ლუკავ!ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი გურჯიევის შესახებ...
23.07. 2016
მარინა
ღმერთმა გვიმრავლოს თქვენნაირი სასულიერო პირები...
12.07. 2016
ნატალია
უფალმა დაგლოცოთ მამაო დამაფიქრებელია ყოველი სიტყვა და ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული! გმადლობთ!
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler