ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
სასწაულს ვითხოვთ და სიბრძნეს ვეძიებთ
"ურიანიცა სასწაულსა ითხოვენ და წარმართნი სიბრძნესა ეძიებენ" (1კორ. 1:22). ამის შესახებ იესო ქრისტემ თქვა: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს და სასწაული არა ეცეს მას" (მთ. 12:39). ეს ყველაფერი ჩვენზეა ნათქვამი: გვიყვარს, ვეძებთ, მოვითხოვთ სასწაულს. გვგონია, რომ თუკი რაიმე განსაკუთრებულ ნიშანს მივიღებთ, რწმენა მოგვემატება და ჩვენი ცხოვრებაც გაუმჯობესდება; მაგრამ სინამდვილე არ ადასტურებს ჩვენს ამ წარმოდგენას და სახარებაშიც ასე წერია: "უკეთუ მოსესი და წინასწარმეტყველთა არა ისმინონ, არცაღა მკუდრეთით თუ ვინმე აღჰსდგეს, ჰრწმენეს მათ" (ლკ. 16:31).

ვითხოვთ სასწაულებს და ცრუ სასწაულებით ვტყუვდებით; ვეძიებთ სიბრძნეს და ცრუ სიბრძნეს ვიძენთ. ვეძებთ მტკიცებულებებს, დასაბუთებებს, განმარტებებს მანამ, სანამ სულიერ ცხოვრებას შევუდგებით, მაგრამ ასე შეიძლება სულაც ვერ შევუდგეთ. ფიქრსა და მსჯელობაში შეიძლება დავაგვიანოთ და ჩვენი დროებითი ცხოვრება უფრო ადრე დასრულდეს, ვიდრე სულიერის დაწყებას შევძლებთ.

ცრუ სიმართლე ცოდვაზე უარესია
მეფე ჰეროდე, სანამ იოანე წინასწარმეტყველს თავს მოჰკვეთდა, ცუდად სულაც არ ექცეოდა მას, იცავდა კიდეც, პატივსაც სცემდა და ჯეროვნადაც უსმენდა (მარკ. 6:20). როცა ჰეროდეას ასულმა ჰეროდეს იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვა, მეფე დამწუხრდა, მაგრამ "ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა, არა ინება შეურაცხყოფაი ქალისა მის" (მარკ. 6:26). აი, ასე, "ფიცისა მისთვის და მისთანა მეინახეთა". ამ მოტივებმა - ცრუ ზნეობამ და კაცთა მაამებლობამ იმძლავრეს ჰეროდეს სულში. მან იცოდა ღვთის მცნებები (იუდეის მეფეს, შეუძლებელია, არ სცოდნოდა ისინი), უბრალოდ, დადებითი ადამიანური გრძნობებიც ჰქონდა (ამის შესახებ სახარებაში წერია), მაგრამ ყოველივე ამაზე მნიშვნელოვანი ცოდვილი ფიცისადმი (განა ცოდვა არ არის, როცა ნახევარ სამეფოს გარყვნილ გოგოს ჰპირდები და, მით უმეტეს, უბოძებ?!) ცრუ ერთგულება და თანამეინახეთა წინაშე ამპარტავნული თავმოწონება აღმოჩნდა.

იგივე ხდება შავ სამყაროშიც. მისი წარმომადგენლები არა მარტო არღვევენ ღვთისა და ადამიანურ კანონებს, არამედ მათ თავიანთი ბოროტი და ძალზე წვრილმანი კანონებით ანაცვლებენ, რომლებსაც სიწმინდესავით ზედმიწევნით იცავენ და საამისოდ ახალ-ახალ და ხშირად სრულიად უაზრო დანაშაულს სჩადიან.

ცრუ სიმართლე ბევრად უარესია უბრალო ცოდვასთან შედარებით. თუ ორმა ადამიანმა იმრუშა, მაგრამ ერთმა იცის, რომ ღვთის მცნება დაარღვია, მეორე კი თავს იმით იტყუებს, მოყვასის სიყვარულის მცნება დავიცავიო, ამათგან პირველს, თუ მოისურვებს, შეუძლია შეინანოს, მეორეს კი თითქოსდა არაფერი აქვს შესანანი.

ეშმაკის მეორე გაიძვერობა ისაა, რომ ჩაგვაგონებს, თითქოს მცნებები ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებისთვისაა, ჩვენ კი, სუსტებს, მათი დაცვის ძალა არ შეგვწევს და, შესაბამისად, არც დავიცავთ.

ღვთის სიმართლის უარყოფა იგივეა, რომ ლიანდაგზე დადგე და იქით წახვიდე, საიდანაც მატარებელი მოდის. ყველაფერი კარგად არის მანამ, სანამ ერთმანეთს შეხვდებით. ამიტომ ყოველმა ქრისტიანმა ზუსტად უნდა იცოდეს ღვთის მცნებები, ეკლესიაში, წმინდა მამათა გამოცდილებაში ეძიოს მათი განმარტებები, ეცადოს, მათ თანახმად იცხოვროს და საკუთარი თავი მათ მიხედვით განსაჯოს; თორემ ძალიან იოლად მოვტყუვდებით "ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით", რომლებიც, სინამდვილეში, სრულიად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტ ქრისტიანულ ღირებულებებს.

შინაურები და უცხოები
ჩვენ გვიყვარს ახლობელი ადამიანები, როგორც ხშირად ვამბობთ, შინაურები. მათთან ურთიერთობა გვიხარია, გვერდზე ყოფნა გვსიამოვნებს, მაშინაც კი, როცა გვზღუდავენ, რაიმე უსიამოვნებას გვაყენებენ. უცხოსთან, ხშირად ყოველმხრივ დადებით პიროვნებასთან, ურთიერთობა გვიჭირს. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთათვისაც უცხო არავინაა, მათი გული ყველასთვის ღიაა, თუმცა, შესაძლოა, მდგომარეობისა და მოვალეობის გამო ბევრთან სულაც არ იყვნენ დაკავშირებული.

ეკლესია იესო ქრისტეს ერთი მთლიანი სხეულია. როგორ შეიძლება ერთ სხეულში ერთმანეთისთვის უცხო წევრები იყვნენ! აი, თავისიანად და უცხოდ დაყოფის სანიმუშო მაგალითი: ქალს შვილიც და სიძეც უზნეო ჰყავს, ვთქვათ, ორივე ლოთია და ცოლს სცემს. მაგრამ დედას არ უნდა, კეთილმა რძალმა მიატოვოს მისი უხეში შვილი, სურს, ვაჟმა სმას თავი დაანებოს და გამოსწორდეს; ქალიშვილს კი უჩიჩინებს, ქმარს დაცილდეს. ამ შემთხვევაში დედის მხრიდან მოყვასის ღვთის მცნებისეულ სიყვარულს კი ვერ ვხედავთ, არამედ შვილის როგორც ხორციელი ნათესავის, შინაურის სიყვარულს.

როგორ შეიძლება, რომ ამა სოფლად მცხოვრები არ იყოს მომხვეჭელი
რამდენად არის შესაძლებელი, ამ სოფელში მცხოვრები კაცი არ იყოს მომხვეჭელი?

რახან მონასტერში ან უდაბნოში არ ვცხოვრობთ, შეუძლებელია, გარკვეული საკუთრების გარეშე ვიყოთ, მაგრამ შეგვიძლია, ვმადლობდეთ უფალს იმისთვის, რასაც გვაძლევს და არ ვისწრაფოდეთ მატერიალური კეთილდღეობისაკენ. ის, ვინც მომხვეჭელობის ვნებისგან თავისუფალია, ქალაქშიც და უდაბნოშიც ერთნაირად მადლობს უფალს როგორც შენაძენის, ისე დანაკარგის გამო.

საკუთარ ბედს ყველა თვითონ ჭედს
სანამ სოდომს პირისაგან მიწისა აღგვიდნენ, ანგელოზებმა ლოთს აუწყეს, სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი და ყველა თავისი ნათესავი თან წაეყვანა, მათ შორის სიძეებიც (შეს. 19:12).

როგორც ჩანს, ლოთის სიძეები ხორციელად არ მონაწილეობდნენ სოდომელთა გარყვნილებაში, მაგრამ ცოდვის ჭაობი, რომელშიც მთელი სოდომი იყო ჩაფლული, მათ არ აწუხებდათ და არც გაქცეულან, მიუხედავად იმისა, რომ ეუწყათ - ცოდვილთა მთელ ქალაქს მალე დაღუპვა ელოდა.

მართალია, მათ გარეგნულად არ შეუცოდავთ, მაგრამ სულის სიღრმეში თანაუგრძნობდნენ უზნეობას და ამიტომ თვითონ გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი - თავი სოდომელებს მიაკუთვნეს. ჭეშმარიტად! ჩვენი დაღუპვის მიზეზი მხოლოდ ჩვენივე ბოროტი ნებაა. საყურადღებოა ისიც, რომ საზღაური ერთნაირად მიეზღოთ იმათაც, ვინც საქმით ცოდავდა და მათაც, ვინც ცოდვილთა საქციელს არ გმობდა.

ვეძებთ საზიანოს, სასარგებლოს კი გავურბივართ
რატომ არის ჩვენი გული მიჯაჭვული მიწიერ საგნებს? მიზეზი აშკარაა: არ გვახსოვს, რომ სიკვდილი გველის. ან არ გვჯერა. იმათთვის, ვისაც მარადიული ცხოვრებისა არ სწამს, სათქმელი არაფერი მაქვს, ჩვენ კი, მორწმუნენი, რატომ ვართ მთლიანად ჩაფლულნი მიწიერში? იმიტომ, რომ გონებით გვწამს, რწმენით კი არ ვცხოვრობთ. უარესი - არ გვსურს რწმენით ცხოვრება და არც ვნანობთ ამას. წმინდა მამები ამბობენ და ჩვენი მცირედი სულიერი გამოცდილებაც გვიდასტურებს, რომ ღვთის მიერ მოვლენილ ყოველგვარ განსაცდელს, თუკი მას უდრტვინველად ვიღებთ, სულიერი ნაყოფი მოაქვს, სამაგიეროდ, ყოველგვარი გართობა - არამცთუ ცოდვილი, არამედ სრულიად უმანკოც კი - გვაამპარტავნებს და თუ მას უყურადღებოდ, საკუთარი თავის შინაგანი კიცხვის გარეშე მივიღებთ, გვავნებს. ხოლო ყოველგვარი შექება, ყოველნაირი წარმატება, ყოველი ჩვენი კეთილი საქმე პატივმოყვარეობისკენაც გვიბიძგებს.

აღსასრული ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს და მაშინვე დასრულდება ჩვენი ილუზიებიც. ყველაფერი, რაც არ მოგვწონდა, რის გამოც ვდრტვინავდით, რაზეც გული გვწყდებოდა, თურმე ჩვენთვის სასარგებლო ყოფილა. თუ ვინმემ შეურაცხყოფა მოგვაყენა, პატივი არ მოგვაგო, სიკეთეზე ბოროტებით გვიპასუხა, მაგრამ ყველაფერი მადლიერებით მივიღეთ, როგორც ღვთით მოვლენილი და დავითმინეთ, ეს ჩვენი სულის ხსნას ემსახურებოდა და მარადიული ნეტარებისთვის გვამზადებდა; ხოლო ყოველი გართობა, რომელსაც გაუაზრებლად და სინანულის გარეშე მივეცით, პირიქით, გვხრწნიდა და მარადიულ ნეტარებას გვაცილებდა.

და აი, ახლა რომ ჩვენი ბოლო წუთი დადგეს, მაშინვე მივხვდებოდით, რომ ყველაფერი, რაც გვახარებდა, რისკენაც მივისწრაფოდით, რასაც, შესაძლოა, დროსა და ძალ-ღონეს ვწირავდით, ჩვენთვის საზიანო ყოფილა იმიტომ, რომ ვეძებდით ხორციელს და არა სულიერს, დროებითს და არა მარადიულს.

თუკი ყოვლადკეთილი ღმერთი კეთილ თხოვნას არ გვისრულებს, როგორც ჩანს, ჩვენთვის რაღაც უკეთესი განუმზადებია.

მორჩილება ყველას შეუძლია
სულიერი ღვაწლი (მკაცრი მარხვა, მღვიძარება და ა.შ.) ყველას არ შეუძლია და არც ყველაა ღვთისგან ამისთვის მოწოდებული, მორჩილება კი ყველას ძალუძს. საკუთარი თავისა და ღვთის წინაშე შენი სულიერი უსუსურობა რომ აღიარო, დიდი არაფერი ძალისხმევა სჭირდება. მარადიული სასჯელის მოლოდინში დროებით თავმოწონებას აქ დროებით მორჩილება უნდა ვამჯობინოთ, რითაც ზეციურ სასუფეველს დავიმკვიდრებთ.

ნუგეშისმცემელი გვიყვარდეს და არა ნუგეში
არ მინდა, ჩემს შვილს საჩუქრები უყვარდეს; მინდა, მე ვუყვარდე, საჩუქრები კი იმიტომ უხაროდეს, რომ ჩემი ნაჩუქარია. ასევე, ღმერთსაც სურს, რომ მის მიერ მოცემული ნუგეში კი არ გვიყვარდეს, არამედ თავად ნუგეშისმცემელი ღმერთი.

ექსტრასენსისგან მიღებული შემსუბუქება
როცა განსაცდელსა თუ უძლურებაში მყოფი ადამიანი მკითხავთან ან ექსტრასენსთან მიდის და მასთან პოულობს შვებას, ეს ამ ამბავს ჰგავს: ბებოს ახალაღებული პენსია ედო ჩანთაში და შინ მიდიოდა; გზად ახალგაზრდამ დახმარება შესთავაზა, ჩანთა გამოართვა და გაიქცა. ტვირთის გარეშე ბებია უფრო მსუბუქად ივლის, მაგრამ საკითხავია, უნდა უხაროდეს და მადლობდეს იმ ყმაწვილს თუ არა? ხომ არ აჯობებდა, თვითონ ეტარებინა თავისი ჩანთა, სამაგიეროდ, მშვიდობიანად მისულიყო შინ და დროებითი შვების გამო მთელი პენსია არ დაეკარგა? ასევე, ხომ არ სჯობს, თვითონ ვზიდოთ ჩვენი ცხოვრებისეული ჯვარი და არ დავთანხმდეთ ღვთის მიერ აკრძალული მეთოდებით შვების მიღებას?

ფაქიზი სულიერი ვნება
ჩვენში სულიერი სიბრძნის ნაკლებობა ხშირად იმგვარი ფორმით ვლინდება, რომ გარეგნულად სავსებით კეთილსახიერი ელფერი აქვს. მაგალითად, ხშირად ვაძლევთ ერთმანეთს ყოფით თუ სულიერ რჩევებს. ვუჩიჩინებთ ახლობელს: წადი ეკლესიაში, ეზიარე, გადაეცი მოსახსენიებელიო. ვცდილობთ, ჩვენი შეხედულებისამებრ მოვაწყოთ მათი ცხოვრება. გვეჩვენება, რომ სიყვარული გვამოძრავებს, სინამდვილეში კი, როგორც წესი, ამგვარ რჩევებში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ჩვენი ფაქიზი, ძნელად შესამჩნევი სულიერი ვნება ვლინდება. ეს - ერთი შეხედვით. ხელმძღვანელობის, მართვის, რჩევების მიცემის სურვილი ხომ ფლობის სურვილია! ჩვენ გვსურს, მოყვასი ჩვენი საკუთრება იყოს და სრულიად უგულებელვყოფთ იმას, რომ არაფერი ვიცით მისი სულის საიდუმლოების შესახებ.

თუმცა ზოგჯერ სულიერი ვნება კი არ გვამოძრავებს, არამედ ღვთის სიყვარული, როცა გულიდან მოულოდნელად ამოიჭრება რამდენიმე, თუნდაც სულ უბრალო სიტყვა, რომლებიც ადამიანის სულს ჩასწვდება და იქ ღვთის სასუფევლის თესლად იქცევა. მაგრამ ეს ძალზე იშვიათად ხდება! ჩვეულებრივ, ჩვენ მოყვასის სიყვარული კი არ გვამოძრავებს, არამედ მისადმი ლტოლვა და მას ღვთის ჭეშმარიტებას კი არ ვთავაზობთ, არამედ ჩვენს მიერ შეთხზულ სიცრუეს. უდროოდ, ღვთის კურთხევის გარეშე, ჩვენი კაცური ბუნებიდან გამომდინარე, სიტყვა ადამიანს კი არ იხსნის, არამედ მისი სულის დამღუპველ ძალმომრეობად იქცევა.

სუსტს ძლიერთან ერთობა გადაარჩენს
პატარა ბიჭუნას სადღესასწაულო კონცერტზე მოსაწვევი კი აქვს, მაგრამ დამოუკიდებლად არ შეუძლია დანიშნულების ადგილზე მისვლა და კუთვნილი ადგილის დაკავება. უფროსების შემწეობით კი (თუკი დაუჯერებს მათ და შუა გზიდან არ გაიქცევა) ეს შესაძლებელია. ასევე ჩვენც, საკუთარი ძალებით არ ძალგვიძს შევიდეთ ცათა სასუფეველში, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება, თუ ეკლესიის მორჩილებას შევინარჩუნებთ.

არის თუ არა თვალთმაქცობა ვნებების დაფარვა
ზოგჯერ ადამიანს კითხვა უჩნდება: "ვგრძნობ, რომ არც ღვთის და არც მოყვასის ჭეშმარიტი სიყვარული არა მაქვს, მაგრამ ყოველნაირად ვცდილობ, ეს გარეგნულად არ გამოვხატო და სიკეთე ვაკეთო. ხომ არ არის ეს თვალთმაქცობა?" თვალთმაქცობაა თუ არა, ყოველი ადამიანის შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული: თუ მოწყალების გაღება მენანება, მაგრამ მაინც გავცემ; თუ გულში მრისხანება ბობოქრობს, მაგრამ თავს ვიკავებ; თუ თავს მრუში აზრები დამტრიალებს, მაგრამ მათ თანახმად არ ვმოქმედებ და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი რიგზეა და თანაც სხვებსაც განვიკითხავ, ეს თვალთმაქცობაა. ხოლო თუ ვცდილობ, კარგად მოვიქცე, შინაგანი უწმინდურების გამო თავს ვიკიცხავ, ეს უკვე სულიერი ბრძოლაა; ოღონდ თავი არ უნდა მოვიტყუოთ გარეგნული კეთილი საქმეებით და არც სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ, როცა საკუთარი დაცემის უფსკრულში ჩავიხედავთ ხოლმე.

ჩვენ მარადიულობის უგულებელყოფა გვღუპავს
"სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს" (ლკ 17:21), - გვეუბნება უფალი. უბედურება ისაა, რომ ჩვენ თვითონ არ ვიმყოფებით საკუთარ თავში, ვივიწყებთ მარადიულობას და გულს დროებითი ნუგეშით ვიამებთ. სწორედ ეს გვღუპავს. თვით ყოვლისშემძლე ღმერთსაც არ ძალუძს ჩვენი ხსნა, რადგან მას არა მარტო ვუყვარვართ, არამედ, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, პატივსაც გვცემს. ჩვენ თავისუფლები ვართ, ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ეს თავისუფლება არასოდეს გვერთმევა, მოქმედების თავისუფლება კი არა (აქ, რა თქმა უნდა, ძალზე შეზღუდულნი ვართ), არამედ თავისუფლება იმისა, თუ ვინ და რა გვიყვარდეს. ამიტომ თუ ჩვენს სიყვარულს დროებით ცხოვრებას, მის გასართობებს მივუძღვნით, მარადიულობასა და ღმერთს კი უგულებელვყოფთ, ამის საზღაურიც მოგვეკითხება.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat