ამაოა ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა
ამაოა ლოცვა, რომელიც საქმედ არ გადაიქცევა
აპატიე ყველას და შეგინდობს უფალი, შეეწიე ყველას და შეგიწყალებს ღმერთი
წმინდა იოანე ოქროპირი წერს: "მრავალი მოდის ეკლესიაში, უამრავ ლოცვას წარმოთქვამს და საგალობელს გალობს, მაგრამ ტაძრიდან ისე გადის, არც კი იცის, რა წაიკითხა ანდა რა იგალობა. თვალნი მისნი იხედებოდნენ, დასანახი კი მაინც ვერ დაინახა; ყურნი ისმენდნენ ღვთის სიტყვას, გასაგონი კი მაინც ვერ გაიგონა. ჰოი, კაცო, თვითონ არ გესმის საკუთარი ლოცვა და გალობა და როგორ გინდა, ღმერთმა მოგისმინოს და გაგიგოს? თავს ხრიდი უწმინდესი ხატის წინაშე, გონება კი სხვაგან გაგირბოდა; სხეული შენი ტაძარში იყო, აზრები კი შორს, ძალზე შორს ფრენდნენ; ბაგენი შენნი ღვთის სიტყვას წარმოთქვამდნენ, გონება კი ქვეყნიური საქმეებით იყო გართული". ასეთი ლოცვა ამაოა და მას არც შეისმენს უფალი.

მართალია, შემოქმედმა ჩვენზე უკეთ უწყის ჩვენი სათხოვარი, იცის, რა გვიჭირს და რა გვილხინს, მაგრამ სურს, კაცი თვითონ ამაღლდეს ღმერთამდე. უფალს ადამიანის სულიერი განვითარება სურს, რაც მხოლოდ გულწრფელი და მხურვალე ლოცვით მიიღწევა. ბოროტმა ძალამ კი იცის, რომ ლოცვით დიდად წარვემატებით სულიერ საქმეში, ამიტომაც ყოველ ღონეს ხმარობს, კაცი ლოცვას რომ მოსწყვიტოს.

ხშირად მშვიდად ვართ, თავს კარგად ვგრძნობთ, თითქოს არც ავი ფიქრი გვაწუხებს, მაგრამ საკმარისია, ლოცვა მოვისურვოთ, დავიწყოთ კიდეც მისი შესრულება, რომ მყის ათასგვარი უგვანო ფიქრი და საზრუნავი მოგვეძალება. და თვითონაც ვხვდებით, რომ ჩვენი ლოცვა ამაო იყო. უგულოდ წარმოთქმულ თხოვნა-ვედრებას არ შეისმენს უფალი, ჩვენი სიტყვები ხომ თვითონაც არ გვესმის.

თუ გონება ამქვეყნიურ საზრუნავს მისჯაჭვია, წრფელად ვერასგზით ვერ ილოცებ, ლოცვა ხომ ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევებას ნიშნავს. როგორც შებორკილს არ ძალუძს რბოლა, ვერც ვნებით შეპყრობილი გონება პოვებს ადგილს სულიერი ლოცვისთვის - მას ვნებითი გულისთქმები ბოჭავენ.

ფარისეველმა გრძლად ილოცა, მეზვერემ კი ხუთად ხუთი სიტყვა წარმოთქვა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", თუმცა გამართლებული სწორედ ის გამოვიდა. ჭეშმარიტი ლოცვა მრავალსიტყვაობით, მუხლმოდრეკით, ხელაღპყრობითა და პირჯვრისწერით არ გამოიხატება; ჭეშმარიტი ლოცვა, უპირველესად, საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის შეცნობას გულისხმობს. როცა კაცი გრძნობს თავის უღირსებას და ცოდვილობას, შეწუხებული უნებლიეთ ღმერთს მიმართავს.

ჭეშმარიტი ლოცვისას სული ზეციური მამისკენ ისწრაფვის, ის ტოვებს სხეულს და ცად აღიწევა. ამ დროს ადამიანი ღმერთთან არათუ სიახლოვეს, ერთობასაც კი გრძნობს. როცა გულში ჭეშმარიტი ლოცვის მადლი გაჩნდება, იგი, როგორც მშიერ-მწყურვალი საზრდელისკენ, ისე მიილტვის ღვთისაკენ. ამ სწრაფვამ ათქმევინა დავით წინასწარმეტყველს: "ვითარცა სახედ სურის ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრეთ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო".

ჭეშმარიტი ლოცვა კეთილ ზრახვებს აღგვიძრავს, უკეთურ აზრებსა და სურვილებს კი სპობს, გვაიძულებს, საქმით ვადიდოთ უფალი. ლოცვა, რომელიც საქმედ არ იქცევა, ამაოა. ყოველი კეთილი საქმე კი, ჩვენგან აღსრულებული, იგივე ლოცვაა, რადგანაც ნაყოფია მისი.

თუ ცუდად ვცხოვრობთ, ცუდადაც ვლოცულობთ და პირუკუ, თუ ცუდად ვლოცულობთ, ცუდად ვცხოვრობთ.

ჩვენი ლოცვა ამაო რომ არ აღმოჩნდეს, აი, რა უნდა გვახსოვდეს:

* ლოცვისას ყოვლისმპყრობელ ღმერთს პირისპირ ხვდები.

* ლოცვის კეთილად წარმართვა გულით უნდა გწადდეს, სინდისიც სუფთა გქონდეს უფლის, მოყვასის, ყველასა და ყველაფრის წინაშე.

* როგორ ცოდვილადაც არ უნდა მიგაჩნდეს თავი, ნუ მიატოვებ ლოცვას, ნუ იფიქრებ უფალთან დაცილებას. ღმერთის უსაზღვრო სიყვარულთან შედარებით წვეთია ჩვენი ყველა ცოდვა.

* ლოცვას ყოველდღე ისე უნდა იწყებდე, თითქოს პირველად ლოცულობდე - სიმდაბლე მოიძიე...

* მიაჩვიე გული უფლის ხსოვნას, ლოცვა აუჩქარებლად წარმოთქვი, ყველა სიტყვას დაუკვირდი, თუ არადა ლოცვა ქარს გაჰყვება, შენ კი ბუტბუტიღა შეგრჩება. გონება გაგეფანტა? არ შეშფოთდე, მშვიდად დაუბრუნდი ლოცვის იმ ადგილს, საიდანაც ყურადღება წაგერთვა.

* განმარტოებულს ხმამაღლაც შეგიძლია ლოცვა და გულშიც.

* ლოცვისას არაფრის წარმოდგენა არ შეიძლება: არც უფლის ხატებისა, არც ზეციური საუფლოსი - არაფრის! წმინდა მამები გვმოძღვრავენ, რომ წარმოსახვა დიდი მშვინვიერი ძალაა და მისი გამოყენება ლოცვისას ყოვლად დაუშვებელია.

* ლოცვისას გაელვებულ ღვთისმგმობ აზრებსა და არაწმინდა წარმოდგენებს ყურადღებას ნუ მიაქცევ - ისინი უწმინდური სულის კუთვნილებაა. თუკი არ მივყვებით მას, გაქრება და დაიკარგება.

* ლოცვა უსათუოდ საჭიროებს საკუთარი თავის იძულებას, საკუთარ თავთან ჭიდილს, რომელიც ორიოდე წელი კი არა, მთელი ცხოვრება გრძელდება. ეს სწორედ ის ბრძოლაა, რომელზეც ბრძანებს მაცხოვარი: "სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11,12).

დაბოლოს, უმთავრესი: ნუ გააკარებ გულს ბოროტებას, შურს და განკითხვას, თუ გინდა, რომ გისმინოს უფალმა. აპატიე ყველას და შეგინდობს უფალი, შეეწიე ყველას და შეგიწყალებს ღმერთი. ამაოდ როდი ამბობენ მამები: "შენი მოყვასით ცხონდებიო".
ბეჭდვაელფოსტა
29.07. 2015
karibje
"karibje",gtxovt,gamomexmauret,iqneb gamogadget martlmadideblur azrovnebashi...
26.12. 2014
irine
გმადლობთ სტატიისთვის. საინტერესო წასაკითხია.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat