ზომიერება
ზომიერება
იმ ზომით ვიღვაწოთ, რაც ჩვენს სულიერ მდგომარეობას შეესაბამება
"ნუ მისდრკები მარჯულ, ნუცა მარცხულ, არამედ გზასა სამეუფოსა ვიდოდეთ", - გვაუწყებს წმინდა წერილი. სამეუფო გზაზე სვლა ყველაფერში ზომიერების დაცვას, "ოქროს კვეთის" არჩევას გულისხმობს. ადამიანს ღვთისგან იმიტომ ეძლევა მიწიერი ცხოვრება, რომ ეს დრო სულის ცხონების, ზეციური სასუფევლის მოსაპოვებლად ზრუნვას მოახმაროს. საამისოდ კი ღვთის მიერ მოცემული ყველა გზა და საშუალება უნდა გამოიყენოს. ერთ-ერთი საშუალება - ზომიერების დაცვა როგორც სულიერ, ასევე საერო საკითხებში - კეთილგონივრული, სამეუფო - ღვთისთვის მისაღები არჩევანის გაკეთებაა. როდესაც ადამიანი ზომიერებას კარგავს, უკიდურესობებში ვარდება და ღვთის ნების საწინააღმდეგო საქმეებს ამრავლებს.

გვესაუბრება თბილისის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე.

- რატომ უწოდებენ ზომიერებას სამეუფო გზას?

- სამეუფო გზას უწოდებენ ზეციური მეუფის, იესუ ქრისტეს მიერ გავლილ და გაკვალულ გზას, რომელსაც ადამიანი ზეციურ მეუფესთან მიჰყავს. სამეუფო გზა ყოველი მხრიდან ზეციური მხედრობითაა დაცული, ჯებირებად კი იესუ ქრისტეს მიერ მოცემულ მცნებებსა და სწავლა-მოძღვრებებზე დაფუძნებული საეკლესიო დოგმები და სწავლებები გვხვდება. სულიერ გზაზე სვლისას ადამიანი დარწმუნებული უნდა იყოს არჩეული გზის სისწორეში და საეკლესიო ცხოვრების წესების დაცვით "აღასრულოს სრბაი".

- ზოგჯერ ადამიანი ზედმეტ ღვაწლს ეჭიდება, იმაზე დიდი სულიერი ტვირთის ზიდვას ცდილობს, რაც მის სულიერ მდგომარეობას არ შეესაბამება და ზომიერებას კარგავს.

- ახალშობილს რძით ასაზრდოებენ, მერე ასაკის შესაბამისად აწვდიან შედარებით მაგარ საკვებს. წამოზრდილმა თვითონ უნდა მოიპოვოს საკვები და შეუძლია სხვებიც ასაზრდოოს. ასევეა სულიერი განვითარებაც. სულიერი ზრდა მუდმივი პროცესია. როდესაც პავლე მოციქული ამა თუ იმ ქალაქში შედიოდა სახარების საქადაგებლად, ხალხს ეუბნებოდა, - მე თქვენ სარწმუნოების რძეს გასმევთო, ანუ აწვდიდა ყველაზე მსუბუქ სულიერ საზრდოს.

სულიერ ზრდა-განვითარებასთან ერთად, ადამიანი თანდათან მიიწევს სრულყოფილებისკენ. სახარებაშიც წერია: "იყავთ თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს". ე.ი. სრულყოფილებისკენ სწრაფვა გვევალება კიდეც, მაგრამ რაც უფრო მაღლა ადის ადამიანი სრულყოფილების კიბეზე, მით რთულდება ყველაფერი და საღმრთო მადლი ძნელად მოსაპოვებელიც ხდება, ამიტომ არ უნდა ვიჩქაროთ, ზომიერება არ უნდა დავკარგოთ, იმ ზომით ვიღვაწოთ, რაც ჩვენს სულიერ მდგომარეობას შეესაბამება.

- სულიერი სრულყოფილებისკენ აღმავალი კიბის ყველა საფეხურზე ადამიანს სხვადასხვა, შესაბამისი სულიერი ღვაწლი მოეთხოვება. თუკი სულიერების დაბალ საფეხურზე მდგომს, მრევლის დამწყებ წევრს დღეში ფსალმუნთა რამდენიმე კანონის, დაუჯდომლების, ამა თუ იმ წმინდა მამათა თხზულებების კითხვა არ მოეთხოვება, გაცილებით მაღალ სულიერ საფეხურზე მდგომისთვის ეს საჭიროა. ამდენად, გასათვალიწინებელია, რა სულიერ საფეხურზე დგას ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს კაცი, რომელ სულიერ საფეხურზე რა ზომის ღვაწლი მოეთხოვება, რისი კეთება ეთვლება ზომიერად და რა შემთხვევაში უხვევს სამეუფო გზიდან?

- ცხადია, მოძღვარმა უნდა მიუთითოს და ასწავლოს სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვა.

- ქრისტიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა ლოცვა, მაგრამ ზოგიერთს ლოცვაშიც უჭირს ზომიერების დაცვა, გაცილებით მეტ დაუჯდომელსა და სხვა სახის ლოცვას კითხულობს, ვიდრე ერისკაცს მოეთხოვება.

- ქრისტიანობაში არსებობს მოთხოვნები, რომლებსაც ყველა ადამიანი უნდა ასრულებდეს. ეს არის დილის და საღამოს ლოცვითი კანონის, ფსალმუნების და წმინდა წერილის კითხვა.

სულისთვის საჭიროა დაუჯდომლებისა თუ სხვა ლოცვების კითხვა სულიერი მდგომარეობის შესაბამისად. ცხადია, ეს ყველაფერი ზომიერად უნდა ვაკეთოთ, მოძღვრის კურთხევითა და რჩევა-მითითებებით.

როდესაც ადამიანი მხოლოდ ლოცულობს და არ ასრულებს თავის ფუნქციას ოჯახში, ყურადღებას არ აქცევს სხვა სულიერი, ღვთივსათნო საქმეების კეთებას - არ ეხმარება გაჭირვებულებს და ა.შ., ეს არ არის ჯანსაღი სარწმუნოება, არც ზომიერი და კეთილგონივრულია.

თუკი ადამიანი ცხოვრებას სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით წარმართავს, უკიდურესობაში არ ჩავარდება. მოძღვარი აუცილებლად შენიშნავს სულიერი შვილის ნებისმიერ არაჯანსაღ სულიერ მიდრეკილებას და იზრუნებს მის სწორ გზაზე დაყენებისთვის.

- ზოგიერთს ფანატიკურად უყვარს თავისი სულიერი მოძღვარი. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ზომიერების დაკარგვასთან გვაქვს საქმე. როგორი ურთიერთობა ითვლება ზომიერად, კეთილგონივრულად მოძღვარსა და სულიერ შვილებს შორის?

- იოანე ნათლისმცემელი თავის მოწაფეებთან საუბრობდა. დაინახა ქრისტე. მიუბრუნდა მათ და უთხრა: - აჰა, ტარიგი ღმრთისაო. იოანემ თავის მოწაფეებს დაანახა ქრისტე, გაახედა ქრისტესკენ, გააცნო ქრისტე. ე.ი. მოძღვარი ვალდებულია, მრევლს გააცნოს ქრისტე, მისი მრევლი დააახლოოს ქრისტეს, ანუ მრევლის მსოფლმხედველობა, აზროვნება და სარწმუნოებრივი ცხოვრება დააშენოს იმ ლოდზე, რასაც ქრისტე ჰქვია სახარებაში. ამ ლოდზე დაშენებული მრევლი არასოდეს დაიშლება, მაგრამ თუ მოძღვარი მოინდომებს, რომ მრევლი თავის თავზე დააფუძნოს, ანუ ქრისტეს ნაცვლად მისცეს საკუთარი თავი, ის აუცილებლად დაიშლება. მრევლმაც უნდა იცოდეს, რომ ღვთისმსახურის, ამ შემთხვევაში სულიერი მოძღვრის, პატივისცემა გამომდინარეობს მისი სამღვდლო ხარისხიდან და არა პიროვნული თვისებებიდან. ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რომ მოძღვარი ქრისტეს მსახური, მისი ქრისტესთან დამაახლოებელია. როგორც ერისკაცთათვის, ღვთისმსახურთათვისაც მხსნელი არის იესუ ქრისტე. იერარქიულად მღვდელი ზრუნავს თავის მრევლზე, იღებს მათგან აღსარებას, აძლევს შენდობას, დამოძღვრას. ეპარქიის სამწყსოს, საეკლესიო ერს და სამღვდელოებას მწყემსავს ეპისკოპოსი. ეს ერთობა წარმართული უნდა იყოს ქრისტესკენ, უფლისკენ. ყველაფერი, რაც მათ სულიერ, სარწმუნოებრივ ცხოვრებას შეეხება, უნდა გამომდინარეობდეს ქრისტესგან და არა ღვთისმსახურის პიროვნებისგან და მისი პიროვნული თვისებებისგან.

- ზოგიერთი ადამიანი თითქმის ყველა ნაბიჯის გადადგმაზე ითხოვს კურთხევას მოძღვრისგან, სურს ცხოვრებისეული წვრილმანებიც კი უამბოს. ზოგი, პირიქით, მნიშვნელოვან საკითხებსაც დამოუკიდებლად წყვეტს.

- მართალია, ადამიანი თავის ცხოვრებას მოძღვრის კურთხევითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა წარმართავდეს, მაგრამ ყველა წვრილმანის მოძღვართან შეთანხმება საჭირო არ არის. ეს ზომიერების ზღვარს სცილდება. სჯულის კანონი და საეკლესიო მოძღვრება ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. ამისკენ მოძღვარმა უნდა მიუთითოს და ასწავლოს, მაგრამ შემდეგ თვითონ ადამიანმა მათზე დაყრდნობით ისე უნდა იაზროვნოს, როგორც ეკლესია აზროვნებს.

ცხადია, მნიშვნელოვანი სარწმუნოებრივი და ყოფითი საკითხები მოძღვრის კურთხევითა და რჩევის გათვალისწინებით უნდა გადავჭრათ. არ შეიძლება ადამიანი მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდეს და მოძღვარს არ მიმართოს, დაქორწინება გადაწყვიტოს და მისგან არ აიღოს კურთხევა, სადმე მიმავალმა გზა არ დაალოცინოს.

თუკი ზოგიერთი ცდილობს უმნიშვნელო საკითხებზეც კი მიმართოს მოძღვარს, ზოგი მეორე უკიდურესობაში ვარდება, ეკლესიის წინაშე არც პასუხისმგებლობას გრძნობს და არც ეკლესიასა და მის მსახურთ აძლევს თავის სულიერ ცხოვრებაში კეთილად ჩარევის უფლებას. ნებისმიერი არასარწმუნოებრივი ქმედების მთავარი მიზეზი უცოდინარობაა, რომელიც ან მარცხნივ გადაახვევინებს სამეუფო გზიდან, ან მარჯვნივ და უკიდურესობაში ჩააგდებს.

- ხომ ხდება, რომ უკიდურესობაში ჩავარდნის მიზეზად შინაგანი უხერხულობა, ზედმეტი რიდიც იქცევა ხოლმე.

- მართლაც არიან ზედმეტად მორიდებული ადამიანები და ამიტომ ღვთისმსახურს ვერაფერს ეკითხებიან. ესეც არაკეთილგონივრული და დამაბრკოლებელია, რადგან ასეთი დამოუკიდებლად წყვეტს, როგორ იმოქმედოს, რაც, შესაძლოა, სარწმუნოებრივ სწავლებას არ ეთანხმებოდეს, ეწინააღმდეგებოდეს ღვთის ნებას. ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია დედაეკლესიასთან, მოძღვართან სიახლოვე, როგორც სულიერ მასწავლებელთან და სულიერ მკურნალთან. უნდა სძლიოს თავს, უხერხულობას და მივიდეს ღვთისმსახურთან.

- მოეთხოვება თუ არა ღვთისმსახურს სიმკაცრე მრევლთან ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანთან?

- მოძღვარი მკაცრი უნდა იყოს თავის თავთან, მაგრამ დაუშვებელია მრევლთან ან ნებისმიერ ადამიანთან სიმკაცრე. მოძღვარი ქრისტეს და მოციქულთა მსგავსად ლმობიერი უნდა იყოს. მას სიმკაცრე მოეთხოვება ერესთან, მწვალებლობასა და ცოდვებთან, მაგრამ არა ცოდვილებთან. შენიშვნა და მხილება უნდა იყოს ლმობიერი, მოკრძალებული და სიყვარულით გაჯერებული და თან ახლდეს სურვილი მისი გამოსწორებისა. სამწუხაროდ, ზოგიერთს შენიშვნის მიცემა ჩვევად აქვს და ამას ხშირად უხეშადაც გამოხატავს. ცხადია, ასეთი სახის შენიშვნა არაკეთილგონივრულია და მას საფუძვლად ამპარტავნება, მრისხანება და სიძულვილი უდევს.

- ადამიანს ზომიერების დაცვა საერო ურთიერთობების დროსაც მართებს - ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, მათდამი სიყვარული იქნება ეს, ყურადღების გამოჩენა, დარიგება, განსაცდელის დროს მხარში ამოდგომა თუ სხვა.

- ცხადია, ადამიანებთან ურთიერთობისას ზღვარი არ უნდა დავკარგოთ, ნებისმიერი ურთიერთობა, დედაშვილური, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს შორის, მოძღვარსა და მრევლს შორის, მოითხოვს ზომიერებას. ხშირად ზედმეტი ფერებით გაზრდილი შვილები კეთილსინდისიერნი არ გამოსულან, ზედმეტად მკაცრად გაზრდილი ბავშვებიც ხშირად არ არიან მომზადებულნი ცხოვრებისთვის, უხეშები და ულმობლები ხდებიან. შვილის აღზრდისას ზედმეტი სიმკაცრეც და ზედმეტი ლმობიერებაც სიკეთის ნაცვლად ვნების მომტანია.

- უფალმა მოყვასის სიყვარული მცნებად დაგვიდო და უმთავრეს მცნებას - ღვთის სიყვარულს გაუთანასწორა, მაგრამ მოყვასის სიყვარულშიც არსებობს სხვადასხვაობა, მეტ-ნაკლებობა, რამდენიც არ უნდა ეცადოს ადამიანი, ოჯახის წევრები და ახლობლები მეტად უყვარს, ვიდრე უბრალო ნაცნობები თუ მისთვის სრულიად უცხო ადამიანები. ამ დროსაც ხომ არ ირღვევა კეთილგონიერების ზღვარი?

- ბიბლიიდან ვიცით, რომ იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰყავდა, მაგრამ მათ შორის გამორჩეულად ერთი უყვარდა. ადამიანურ ბუნებას ეს ეპატიება. ჩვენ არ ვიცით, ეს საიდან ან რატომ მოდის, მაგრამ როდესაც ახლობლებში, ოჯახის წევრებში რამდენიმე გამორჩეულად გვიყვარს, კეთილგონიერების ზღვარს არ გადავდივართ. მთავარია, არ შევიძულოთ მოყვასი.

უფალმა ღვთისა და მოყვასის სიყვარული ერთმანეთს გაუთანასწორა, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველება, მაგრამ უპირველესად მაინც ღმერთის სიყვარული მოგვეთხოვება.

საერთოდ ადამიანი სიყვარულს მოყვასის სიყვარულით იწყებს და სწავლობს. მას ჯერ მშობლები და ოჯახის წევრები უყვარს, მერე და მერე ეს წრე ფართოვდება და იწყებს ნათესავების, ახლობლებისა და ნაცნობების სიყვარულს. ამის შემდეგ მიდის ადამიანი ღვთის შემეცნებამდე, ვინც ეს სიყვარული მისცა, და აღწევს იმას, რომ უპირველესად უფალი უყვარდეს. ადამიანი ღმერთის სიყვარულს მოყვასის სიყვარულის გარეშე ვერ დაიწყებს, ადამიანი ღვთის სიყვარულისკენ მოყვასის სიყვარულით ვითარდება.

- ადამიანს ზომიერების დაცვა მართებს სიტყვის წარმოთქმის, მეტყველების დროსაც - ქადაგება იქნება ეს, პირადი თუ საზოგადოებრივი საუბარი.

- სიტყვა არის ადამიანის შინაგანი სამყაროს გამოხატულება. ჩვენ რასაც ვსაუბრობთ, ის რომ დაიხატოს, ეს იქნება ჩვენი ავტოპორტრეტი. როგორც ბუნებაში არსებობს რადიოტალღები და რადიო რომელ ტალღაზეც დავაყენებთ, იმას ახმოვანებს, ასევე ადამიანის გული, თვალი და გონება საითკენაცაა მიმართული, იმას ახმოვანებს, ისე მეტყველებს.

"სიტყვათა შენთაგან გამართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯოო", - ბრძანებს უფალი. ე.ი. სიტყვამ შეიძლება გვაცხონოს, ცხადია, თუკი ჩვენი სიტყვა და საუბარი იქნება კეთილგონივრული, ღვთივსათნო, და შეიძლება წარგვწყმიდოს კიდეც და საუკუნო სატანჯველს გვაზიაროს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენს საუბარს და სიტყვას ღვთის ნების საწინააღმდეგოდ მივმართავთ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მძაფრი გამოხატულება ადამიანში არის სიტყვა. სიტყვას უდიდესი ძალა შესწევს - სიტყვით ვამყარებთ ურთიერთობას, სიტყვით ვენდობით ერთმანეთს, სიტყვით ვუკლავთ გულს, სიტყვით ვვარდებით სიცრუის ცოდვაში, სიტყვით ვმრისხანებთ და ა.შ. ამიტომ თითოეული სიტყვის წარმოთქმისას დიდი დაფიქრება გვმართებს, თითოეული სიტყვა, ჩვენი ყველა საუბარი უნდა იყოს მოზომილი, რათა არც თავი დავიღუპოთ და სხვებსაც არ ვავნოთ. ადამიანის გულის და გონების განწმენდა, საიდანაც მომდინარეობს სიტყვა, ხდება ეკლესიასთან სიახლოვით, ლოცვით, მარხვით, ზიარებით, მოძღვართან ურთიერთობით...

- ზოგჯერ ადამიანი უმართებულო, არაკეთილგონივრული სიტყვის, საუბრისგან თავშეკავებას მდუმარებით ცდილობს.

- ეს იქნება არა თავშეკავება, არამედ სიტყვის შეგუბება, რომელმაც შესაძლოა ერთბაშად ამოხეთქოს. შესაძლოა ზოგჯერ ისეთი ფორმითაც მოხდეს, რომ აჯობებდა, ნელ-ნელა გადმოსულიყო. როდესაც ადამიანი ცდილობს თავი შეიკავოს, კარგია და ვერ ვიტყვით, რომ არაკეთილგონივრულად იქცევა, მაგრამ ეს ვერ განგვკურნავს, გულსა და გონებას ვერ განწმენდს, რადგან ეს არის მხოლოდ გრძნობების შეგუბება, რომლებსაც დიდხანს ვერ შევაჩერებთ. როგორც მოგახსენეთ, გულის და გონების განწმენდა უნდა მოხდეს ეკლესიური საიდუმლოებებით.

- ადამიანი მართალ სიტყვას ამბობს, მართალი სიტყვით ამხელს მოყვასს, მაგრამ მის ტონში სიმკაცრე, ზოგჯერ მრისხანებაც კი იგრძნობა...

- კარგად აქვს ნათქვამი შოთა რუსთაველს: "ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". თუ ადამიანმა არ იცის, როგორი ტონით, რა ფორმით უთხრას მოყვასს მართალი სიტყვა, უმჯობესია არაფერი უთხრას. ცხადია, ეს კეთილგონიერებისგან განგვაშორებს. ზომიერი და კეთილგონივრული იმ შემთხვევაში იქნება მოყვასის სამხილებლად ჩვენი მართალი სიტყვა, თუკი მას საფუძვლად სიყვარული და ადამიანის გამოსწორების სურვილი უდევს. ასეთ შემთხვევაში ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებიც თბილი, ლმობიერი და საამოდ მოსასმენია.

შესაძლოა, ადამიანის მართალი სიტყვით, მაგრამ მკაცრი ტონით მხილებისას მართლაც ვცდილობდეთ მის გამოსწორებას, მაგრამ ასეთი სახით გამოხატვა ძირითადად მაინც მაშინ ხდება, როდესაც არა გვაქვს ღვთის ჭეშმარიტი შიში და პატივისცემა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც ვამხელთ. აბა, ჩვენ თუ გავუბედავთ მკაცრ საუბარს ჩვენზე მაღლა მდგომს, რომელზეც ჩვენი მატერიალური კეთილდღეობაა დამოკიდებული? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი არის ღვთის ხატი და ვალდებულნი ვართ, ყველას ერთნაირი პატივისცემითა და მოკრძალებით მოვექცეთ.

როდესაც სხვის თვალში ბეწვს ვამჩნევთ და საკუთარში დირე გვაქვს, ცხადია, ეს გამაღიზიანებელია და არაკეთილგონივრული.

- ზომიერების დაცვა ადამიანს მაშინ უჭირს, როდესაც შეურაცხყოფენ. რა არის ამის მიზეზი?

- ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში ამპარტავნებაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანში ბუდობს. როდესაც კაცს წყენას და ტკივილს აყენებენ, თავმოყვარეობა ელახება და თავის გაკონტროლება უჭირს.

არა მხოლოდ წყენა და ტკივილი აკარგვინებს ადამიანს ზომიერებას, არამედ დადებითი ემოციებიც, დიდი სიხარული. ყველა გრძნობა, რომელიც ადამიანში შემოდის, უნდა კონტროლდებოდეს, ზომიერების ფილტრში უნდა გადიოდეს. არც მწუხარებამ და ტკივილმა უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთილებასა და მრისხანებაში და არც სიხარულმა უნდა დაგვაკარგვინოს თავი. სიმშვიდით, სიყვარულით, სარწმუნოებითა და კეთილგონიერებით შეიძლება ყველა გრძნობა ისე გამოიხატოს, რომ სხვებისთვის შემაწუხებელი არ იყოს და არც საკუთარ თავს ვავნოთ.

იმის განცდა, რომ ჩვენ ქრისტესთან ვართ და ქრისტე ჩვენთან არის, ყველაფერს აწესრიგებს, მაგრამ თუ ადამიანს ეს განცდა არ აქვს ან ძალზე სუსტია, ყველა გრძნობა, რომელიც მასში შედის, თავის ჭკუაზე ათამაშებს. უნდა მიაღწიოს, რომ მასში სარწმუნოებაზე დიდი გრძნობა, რაც თავისთავად კეთილგონიერებაა, არ არსებობდეს.

- ზომიერების დაცვა ადამიანს ჩაცმაშიც მოეთხოვება.

- გრიგოლ ღვთისმეტყველი ერთ-ერთ მდიდარ სულიერ შვილს სწერს: მე შენ გაქებ, რომ ისე მდიდრულად არ იმოსები, როგორც შეგიძლია, მაგრამ უფრო მეტად იმის გამო გაქებ, რომ მოღვაწეობის ნიშნად ღარიბულად არ იცვამო. ანუ ზომიერებას უქებს.

შეიძლება ითქვას, რომ შესამოსელი სულის გამოხატულებაა. იმის მიხედვით, თუ როგორ იმოსება ადამიანი, ვლინდება მისი შინაგანი რწმენა, შინაგანი მისწრაფება. ხშირად ადამიანები ეკლესიაში ქრისტიანისთვის შესაფერისად ჩაცმულები მოდიან, მაგრამ დანარჩენ დროს შეუფერებლად იმოსებიან. ასეთ შემთხვევაში, ის შესამოსელი, რომლითაც ეკლესიაში დადიან, ეტიკეტის ფორმად მოჩანს, მისი შინაგანი ცხოვრება კი იმ შესამოსელში ვლინდება, რომელსაც ნიადაგ იცვამს.

- ადამიანური ბუნება ზოგჯერ შექებას, წახალისებასაც ხომ საჭიროებს?

- თუკი ადამიანს ანგარებისა და პირადი სარგებლის მისაღებად ვაქებთ, ცხადია, არაკეთილგონივრულია და ზომიერების ზღვარს გადავდივართ, მაგრამ კარგი, კეთილი საქციელის გამო ზომიერად შექება არ გვეკრძალება. მაგალითად, როდესაც ბავშვს კარგად მოქცევისა და კეთილი საქმის ჩადენისთვის შევაქებთ, სასარგებლოც კია. ნებისმიერი ადამიანის კარგი, კეთილი საქციელი უნდა შევაქოთ, მაგრამ არა პიროვნება. ეკლესიაც გვაქებს სიკეთისთვის, ჩვენც წმინდანებს ქება-დიდებას ვასხამთ თავიანთი დამსახურების გამო, რითაც გაბრწყინდა მათი პიროვნება.

- შვილის აღზრდისას, მასთან ურთიერთობისას ბევრ მშობელს უჭირს სამეუფო, შუალედურ გზაზე სვლა.

- შვილის აღზრდისას საჭიროა სწორად, ზომიერად გამოყენებული სიმკაცრეც და ლმობიერებაც, შესაბამისად, დასჯაც და შექებაც, რათა დადებითი შედეგი მივიღოთ, ბავშვი კეთილგონიერ პიროვნებად ჩამოყალიბდეს. ცხადია, ბავშვი ცუდი საქციელისთვის უნდა დაისაჯოს, მაგრამ დასჯის სახეობა და ფორმაც სწორად, კეთილგონივრულად უნდა შეირჩეს. როდესაც ბავშვი კეთილ საქმეს აკეთებს, წახალისება, შექებაა საჭირო - სიკეთის სანაცვლოდ ადამიანი ჯილდოს და მადლიერებას იმსახურებს.

- შვილებსაც ხომ ევალებათ კეთილგონიერების გამოჩენა, ზომიერი დამოკიდებულება მშობლების მიმართ?

- ათი მცნებიდან ერთ-ერთი ხომ სწორედ მშობლების პატივისცემას, მათ მიმართ მოკრძალებასა და სიყვარულს გვავალებს. მშობლების პატივისცემა და მადლიერება მათი ღვაწლისადმი, ჩვენი დღეგრძელობისა და კეთილდღეობის საფუძველი და გარანტიაა. შესაძლოა მშობელმა დაკარგოს ზომიერება შვილის მიმართ, მაგრამ მსგავსი სახის დაპირისპირება არ გვაძლევს მათდამი უპატივცემულობის გამოჩენის მიზეზს. ასეთ შემთხვევაშიც კი პატივისცემით, ზომიერების დაცვით, კეთილგონივრულად უნდა მოვეპყროთ მშობლებს - ავუხსნათ, შევაგონოთ, ვილოცოთ მათთვის... გავიხსენოთ წმინდა ბარბარეს მაგალითი, მასა და მამამისს შორის მძაფრი მსოფლმხედველობითი დაპირისპირება იყო, თუმცა წმინდა ბარბარეს მშობლის მიმართ უპატივცემულობა არ გამოუჩენია.

- შვილთან სამეუფო შუალედის დაცვა ყველაზე მეტად გარდატეხის ასაკშია საჭირო, ყველაზე მეტად ამ პერიოდში ჭირს ბავშვთან საერთო ენის გამონახვა, მასთან ურთიერთობა.

- კათოლიკოს-პატრიარქი ხშირად ამბობს, - ოჯახი, სკოლა, ეკლესია - ეს მთელ საზოგადოებას მოიცავს, სწორედ ამ გარემოში უნდა ხდებოდეს ბავშვის ჩამოყალიბება. გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვის კეთილგონიერ, სწორ პიროვნებად ჩამოყალიბება ცალ-ცალკე ეკლესიასაც გაუჭირდება, ოჯახსაც და სკოლასაც. ამიტომ ერთობლივად უნდა იზრუნონ ბავშვის აღზრდაზე.

- მოწყალების გაცემის დროსაც ხომ გვმართებს სამეუფო გზაზე სვლა, კეთილგონიერების გამოჩენა?

- მოწყალების გაცემა მართლაც მოითხოვს კეთილგონიერებას. უპირველესად, მოწყალება საკუთარი შრომით მოპოვებული საფასურიდან უნდა გავცეთ, საფუძვლად კი რწმენა და მოყვასის სიყვარული უნდა ედოს. ადამიანს არც იმის უფლება აქვს, რომ საკუთარი ოჯახი უსახსროდ დატოვოს და ამის ხარჯზე გასცეს მოწყალება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ რასაც დახარჯავს მეგობრებთან, ახლობლებთან, სტუმრებთან და ა.შ. - ყველაფერი მოწყალებად ეთვლება. ცხადია, ზომიერად ადამიანს მეგობრებისა და ახლობლების პატივისცემაც ევალება, მაგრამ თუკი ზღვარს გადავალთ, ეს უკვე მფლანგველობაა. მოწყალება აუცილებლად მოითხოვს გონიერების გამოჩენას. მოწყალების გაცემა თავისთავად საკუთარის მოკლებას და განსაცდელში მყოფთა შეწევნას გულისხმობს, მაგრამ არა გადაყრას და გაფლანგვას.

- რომელ სათნოებებს აღმოაცენებს ზომიერება?

- ზომიერება კალაპოტს და მიმართულებას აძლევს ყველა სათნოებას. ზომიერება ის სათნოებაა, რომელიც ადამიანს ატარებს სამეუფო გზით და მიჰყავს უზენაეს მეუფესთან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat