საკმარისია, უფალთან მიხვიდე, გული გადაუშალო და ის არასოდეს მიგატოვებს
საკმარისია, უფალთან მიხვიდე, გული გადაუშალო და ის არასოდეს მიგატოვებს
ხაშურის წმინდა ქალწულმოწამე მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა ნიკოლოზი (აბრამიშვილი) ბორჯომში, მწვანე მონასტრის მოლოცვის დროს გავიცანი. მეტად მოკრძალებული მოძღვარი გაჭირვებით დავითანხმე ინტერვიუზე - საქვეყნოდ საუბარს ვერიდებიო...

- ერისკაცობაში ნუკრი მერქვა, თუმცა ნიკოლოზსაც მეძახდნენ. ორი თვის ვყოფილვარ, როცა ჩემი მშობლები საცხოვრებლად ბორჯომიდან ბიჭვინთაში გადასულან. იქ გავატარე სიცოცხლის საუკეთესო წლები. 27 წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო და ჩემი მშობლიური კუთხე დავტოვე. წამოვედი და მას შემდეგ თვალითაც აღარ მინახავს იქაურობა. მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ხშირად მითქვამს, - მადლობა ღმერთს, რომ იქიდან გამოგვრეკეს და ცოტა გონს მოვედით, თორემ ყველანი სულიერადაც დავიღუპებოდით-მეთქი. აფხაზეთში ცხოვრების დროს მაინტერესებდა ყველაფერი, რაც სულიერებას ეხებოდა. "ახალი აღთქმა" შევიძინე და ხელიდან აღარ ვუშვებდი. ვკითხულობდი, მაგრამ აზრი არ მესმოდა. ბიჭვინთიდან ოჯახითურთ რუსეთში გადავედი. შვილები დამყავდა ეკლესიაში. ეზიარებოდნენ კიდეც...

ერთი ზამთრის საღამოს მანქანით მივდიოდი. ნაცნობმა ამიწია ხელი. ჩემდა უნებურად გავუჩერე. ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. თურმე მას ცოტა არასწორი ცხოვრებით უცხოვრია, შემდეგ ღვთისკენ შემობრუნებულა და მონასტრების მოლოცვას შესდგომია. დივეევოში - წმინდა სერაფიმ საროველის საფლავის მოსალოცად მიდიოდა. ეს რომ გავიგე, უამრავი კითხვა დავაყარე. როგორც შეეძლო, მპასუხობდა. მერე მირჩია, წმინდა მამის, სერაფიმ როუზის წიგნში იპოვი პასუხს კითხვებზეო. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რა არის ჭეშმარიტი ცხოვრების გზა. დავიწყე ეკლესიური ცხოვრება... ჯერ წიგნის მკითხველად მაკურთხეს, მერე დიაკვნად. ბოლოს, მოძღვარიც გავხდი.

- მამაო, ხაშურში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი მეუღლე წარმოშობით ქვიშხეთელია. აქ ხშირად ჩამოვიდოდი და წირვა-ლოცვასაც ვესწრებოდი. მამა ანდრიას ვაბარებდი ხოლმე აღსარებას. აქედან დავუკავშირდი ურბნისისა და რუისის მღვდელმთავარს მეუფე იობს. ასე აღმოვჩნდი ამ ეპარქიაში, რისთვისაც ვმადლობ უფალს.

- მამაო, როგორ უნდა გადავდგათ უფლისკენ პირველი ნაბიჯი?

- ცხოვრებაში ყველაფერი ამაოა, მით უმეტეს, როცა უფალთან სიახლოვეს გაურბი. უზრუნველად ვცხოვრობდი აფხაზეთში და უცებ ღია ცის ქვეშ აღმოვჩნდით. წუთია ეს სოფელი და ამის გამო ადამიანმა დიდი დრო არ უნდა დაახარჯოს. საკმარისია, უფალთან მიხვიდე, გული გადაუშალო და ის არასოდეს მიგატოვებს. კაცმა ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას და ერთი კვირადღე დაუთმოს უფალს. ფაქტობრივად, ადამიანები თავისი უსუსურობის გამო არღვევენ ღვთის მცნებებს და უფალს იმ ერთ დღესაც პარავენ, რომელიც მას ეკუთვნის. ვქურდობთ და გვგონია, კეთილდღეობას ამაზე ავაწყობთ. არადა უფლის გარეშე ამაზე ფიქრიც შეუძლებელია.

- როგორ უნდა გავანაწილოთ დრო, როგორ შევძლოთ ეკლესიური ცხოვრება?

- როცა ადამიანი ეკლესიურად დაიწყებს ცხოვრებას, დრო თავისით, ნელ-ნელა ნაწილდება. მერე შინაგანად უჩნდება მოთხოვნილება ღვთისმსახურებაში ჩართვისა. თავიდან შესაძლოა ბრძოლებიც ჰქონდეს, მსახურების დროს გაუჭირდეს ტაძარში დგომა, მაგრამ უბრძოლველად დაბრკოლების გადალახვა შეუძლებელია. ბოროტი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ადამიანი არ მივიდეს ღვთის სახლში. ათასგვარ ხრიკს იგონებს, ხაფანგს უგებს, მაგრამ ამ დროს უფლის წყალობა ხომ თან დაგვდევს - მფარველი ანგელოზი გვიფარავს. ასე რომ, დროს თვითონ ადამიანი განსაზღვრავს შინაგანად. კიდევაც უნდა ვიშრომოთ, ვაკეთოთ საქმე, მაგრამ უფალი არ უნდა გვავიწყდებოდეს. თუ კვირა დღეს უფალს თუ არ მოვპარავთ და უფალთან მივალთ, ყველაფერი კარგად იქნება.

KARIBCHE- მამაო, მწუხარებას და სიხარულს ყოველი კაცი ინდივიდუალურად გამოხატავს. როცა ეკლესიურად ცხოვრობ, მაშინ როგორ უნდა გადმოსცე შინაგანი განწყობა?

- ზომიერება ყველაფერში საჭიროა. ბევრი სიხარულიც განმიცდია და ბევრჯერ გულიც დამწყვეტია. მაგრამ უკიდურესობიდან უკიდურესობაში არ უნდა ჩავვარდეთ. გასახარელიც უნდა გვიხაროდეს და მწუხარებაც უნდა ვიცოდეთ. ამ ყველაფერს უფალი უშვებს ჩვენზე და როგორც ღმერთს უნდა, ისე უნდა მოვიქცეთ. ძალიან რთულია უფლის გზის შეცნობა. მაგრამ ამის სწავლა აუცილებელია და მის დანახვას და გულისხმიერებას უნდა ვცდილობდეთ. ჩვენს თავს დამტყდარი განსაცდელის დანახვას თუ შევძლებთ, ამით საკუთარ ცოდვებსაც ნათლად გავიაზრებთ. კაცი თუ ფეხს მოიტეხს, ამბობს, - ცუდად გადავხტი ან ცუდად გადავდგი ნაბიჯიო. იმაზე კი არ ფიქრობს, რომ გულში ან გონებაში რაღაც არასწორად გაივლო. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ საკუთარ ნაკლოვანებებს. ადამიანის დანიშნულება ხომ ცხონებაა და ამიტომ უფალს მივყავართ ცხონების გზაზე. ამ დროს ხან განსაცდელი მოაწევს ჩვენზე, ხან რაიმე სენი. ზოგჯერ ისეთ რამეს დაუშვებს, გაგვიკვირდება. ჩვენ რომ იმის განჭვრეტა შეგვეძლოს, თუ რატომ ხდება ეს ჩვენს თავს, ამ შეკითხვას საკუთარ თავს აღარ დავუსვამთ და განსაცდელებს მადლობით შევხვდებით. რთულია უფლის ნების გაგება, მაგრამ უნდა ვეცადოთ მაინც მივხვდეთ - სად არის ნება უფლისა და რა არის მისთვის სათნო. გზაჯვარედინზე არჩევანი თავად უნდა გააკეთო, საით წახვიდე. ჩემგან დამოუკიდებლად ზოგჯერ ისეთი გადაწყვეტილება მიმიღია, რომ გამკვირვებია კიდეც. გონება ერთს მეუბნებოდა და გული სულ სხვას მკარნახობდა.

- ასეთ დროს გულის კარნახს უნდა დავუჯეროთ?

- გულის წვდომა სულ სხვაა. გონებაზე კი შეიძლება ბოროტმა იმოქმედოს. არ გაგიკეთებიათ ულოგიკო რამ, მაგრამ გულს მოუსვენია და შედეგი უკეთესი მიგიღიათ? ერთხელ, ერისკაცობაში, ისეთი რამ ჩავიდინე, რომ მერე საკუთარ თავს გავუწყერი კიდეც - დავთმე რაღაც პოზიცია, სამაგიეროდ, გულმა მოისვენა. ცოტა ხანში ამას უკეთესი შედეგი მოჰყვა.

- მამაო, მოძღვარი ბრძანდებით და ალბათ თქვენ უკეთ იცით, ვის როგორ უნდა მიუდგეთ.

- ორ ადამიანს ერთსა და იმავე საქციელზე ერთნაირად ვერ მოსთხოვ პასუხს - ერთს უნდა მოეფერო, მეორე უნდა დასაჯო... ეს უკვე ინდივიდუალურია. კარგად უნდა იცნობდე ადამიანის ხასიათს, ცხოვრების წესს და მერე მიიღო გადაწყვეტილება. ერთხელ ჩემდაუნებურად ხმამაღლა მივეცი შენიშვნა ტაძარში შილიფად შემოსულ მანდილოსანს. შეცდომა დავუშვი. იმას რომ სცოდნოდა, ტაძარში ასე არ შემოვიდოდა. აჯობებდა, შენიშვნა ჩუმად მიმეცა. ხმამაღალი საყვედურის შემდეგ ის ქალბატონი ტაძარში აღარც მინახავს.

- როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ნაკლებად დავუშვათ შეცდომები?

- რთულია უშეცდომოდ ცხოვრება. შეუმცდარი მხოლოდ უფალია. მთავარია ჩვენ დავინახოთ ჩადენილი დანაშაული ისე, რომ მერე გამოსწორება შევძლოთ. რაც უფრო თავმდაბლები ვიქნებით, მით ნაკლებად შევცდებით.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ.
ბეჭდვაელფოსტა
01.07. 2017
მარინე
მართალი გულით უყვარდა ის გზა, რომელზეც იდგა და უფალს მსახურებდა. იყო უხმაურო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გამორჩეული პიროვნება. იყო თავმდაბალი. ძალიან ადრე წავიდა უფალთან, მაგრამ ძალიან ბევრი სიკეთე დატოვა.
30.06. 2017
ana
ყველა სიტყვაში, ყველა ფრაზაში შენს პიროვნებას ვხედავდი ... მართალია არ გესმის რასაც ახლა ვწერ, არც მე ვიცი რატო ვწერ აქ... ალბათ იმიტომ რომ დიდი დრო გავიდა ამ ინტერვიუს შემდეგ დღევანდელობამდე
16.03. 2017
კომენტარ.
ძალიან გთხოვთ რომ ეს სტატია არ წაშალოთ. მართალია ჯერ ისევ თქვენს საიტზეა, მაგრამ იქნებ დრო რომ გავა ვინმემ მისი წაშლა მოინდომოს.ხშირად ვკითხულობ ხოლმე :))
25.03. 2015
ოზი
ღმერთმა აცხონოს ჩემი მამა ნიკოლ
25.12. 2014
mariam abramishvili
menatrebi
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat