გვახსოვდეს, რომ მას ძალიან ბევრი ჩვენნაირი შვილი ჰყავს და დრო ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს
გვახსოვდეს, რომ მას ძალიან ბევრი ჩვენნაირი შვილი ჰყავს და დრო ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს
ვაგრძელებთ საუბარს მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობებზე. გვესაუბრება გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი.

- მამაო, აღსარების საიდუმლო მოძღვართან ურთიერთობის ძირითადი ფორმაა. ზოგს მეტად უჭირს აღსარებაზე მისვლა და ცოდვათა დაუფარავი აღიარება. როგორ უნდა მოვიქცეთ აღსარებისას და რისი თქმა შეიძლება ამ საიდუმლოში?

- აღსარების საიდუმლო განსაკუთრებული საიდუმლოა, ადამიანი მიდის იქ სინანულით და ცოდვათა შენდობის სურვილით. რა თქმა უნდა, აღსარებაში უნდა აღიაროს თავისი ცოდვები, უნდა ხვდებოდეს, იაზრებდეს, განიცდიდეს საკუთარ დაცემულობას და უნდა ჰქონდეს სურვილი გამოსწორებისა. ყველაფერი, რაც პიროვნებას ადარდებს, აწუხებს და სინდისზე აწევს, აღსარებაში უნდა მოინანიოს.

ზოგჯერ მოდიან და თავიანთ დამსახურებებზე საუბრობენ, ამბობენ, რომ წმინდად იცხოვრეს და არანაირი ბრალი არ მიუძღვით ღვთის წინაშე. ამას არაფერი აქვს საერთო აღსარებასთან.

ზოგჯერ რაღაც გრძნობების გამო ვერ მიდიან აღსარებაზე. ან ეშინიათ, ან ერიდებათ, ან რცხვენიათ ხოლმე. ასეთი მომენტი აუცილებლად უნდა გადაილახოს. ვის აკლდება საბოლოოდ, თუ არა თავად ამ პიროვნებას? ის, რაც მან ჩაიდინა, უფალმა ისედაც იცის. აღსარებაში თქმით ჩვენ ღვთის წინაშე ვაღიარებთ ჩვენს შეცოდებებს, ვაცხადებთ, რომ თავადაც ვხვდებით ჩვენს დანაშაულს და გამოსწორება გვსურს. ღმერთი კი მხოლოდ ამის შემდეგ მოგვიტევებს. სანამ გვაქვს დრო, გამოვიყენოთ ეს უნიკალური საშუალება და სხვათა განსჯას თავი დავანებოთ.

- რამდენად გვევალება მოძღვრის სრული მორჩილება?

- მოძღვარი არის მრჩეველი, მას არა აქვს ძალდატანების უფლება. თვით უფალმა მისცა ადამიანებს თავისუფალი ნება და მისი წართმევის უფლება არავის, მათ შორის არც მღვდელს, აქვს. მღვდელმა აღმსარებელს უნდა ურჩიოს, აუხსნას, მიიყვანოს ამ აზრამდე, გააგებინოს, ილოცოს მისთვის, იხმაროს ნებისმიერი საშუალება, გარდა ნების შეზღუდვისა, რადგან ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება, პირიქით, ასე საქმე უფრო უკან მიდის.

შესაბამისად, მორჩილებაც საკუთარი ნებით უნდა იყოს. ადამიანს უნდა სურდეს იყოს ღვთის მორჩილებაში და ამის შემდეგ შეასრულოს მღვდლის მითითებები, მაგრამ ეს, ცხადია, არ იქნება პირადი ნების მოკვეთა. ასეთ დროს მღვდელს შეუძლია გარკვეული ცოდვის გამო სულიერ შვილს სასჯელიც დაადოს. ეს არის არა მკაცრი, დესპოტური აღზრდის წესი და ულმობელი კანონი, არამედ ისევ და ისევ პიროვნების გამოსწორებისაკენ მიმართული ქმედება. ეპიტიმია თავის თავში მორწმუნის სწორ გზაზე დაყენებას გულისხმობს. სასჯელი არ ნიშნავს პიროვნების იძულებასა და იზოლაციას. მღვდელს აქვს ღვთისაგან მინიჭებული შეკვრისა და განხსნის უფლება. აქედან გამომდინარე, შეუძლია ამა თუ იმ ადამიანს სასჯელი დაადოს. ოღონდაც ეს უნდა იყოს გააზრებული, სწორად განსაზღვრული ეპიტიმია.

- აქედან გამომდინარე, რამდენად დიდი ცოდვაა ეპიტიმიისა თუ კურთხევის შეუსრულებლობა?

- ეს, რა თქმა უნდა, მეტად მძიმეა - კურთხევა ღვთისაგანაა მოცემული. აქედან გამომდინარე, მისი შეუსრულებლობა ცოდვაა. და ეს ცუდი მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანისთვისაა - ვერ შეძლებს იმ ცოდვიდან თავის დაღწევას, რის გამოც მან ეს ეპიტიმია მიიღო. შენდობა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა პიროვნებას აქვს სურვილი, მეტად აღარ შესცოდოს. კურთხევის აუსრულებლობა კი იმის მანიშნებელია, რომ ამ ადამიანს არ მიუღია მტკიცე გადაწყვეტილება.

- ზოგჯერ მრევლის წევრი ძალიან უახლოვდება სულიერ მოძღვარს. ეს ხშირად იწვევს მორწმუნის თვალში მღვდლის ხარისხის გაუბრალოებას, ზოგი აღსარებაში ვეღარ იხსნება და ა.შ. რა დონეზე უნდა გვქონდეს მღვდელთან ურთიერთობა?

- მართლაც, ზოგიერთი მრევლის წევრის მიმართ მოძღვარმა შეიძლება მეტი სითბო გამოიჩინოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები უნდა გათამამდნენ, დაკარგონ მღვდლის პატივისცემა. მოძღვარი აღმატებულია და ეს არ უნდა დაავიწყდეს მორწმუნეს. უფალს ჰყავდა მოციქულები, მენელსაცხებლე დედები, რომელნიც მუდმივად მის გვერდით იყვნენ, მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი, რომ მათ ქრისტეს მიმართ კრძალვა და რიდი დაეკარგათ. ადამიანმა თავს არ უნდა მისცეს უფლება, ამ ზღვარს გადააბიჯოს.

- შეიძლება თუ არა მოძღვრისთვის ლოცვა და რა სახით?

- რა თქმა უნდა, მოძღვრისთვის ყოველმა ქრისტიანმა უნდა ილოცოს. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენი ხორციელი მშობლებისათვის და, ბუნებრივია, სულიერ მშობელზე ლოცვაც მოგვეთხოვება. მღვდელი ჩვენზე ლოცულობს, ჩვენ კი მასზე. ეს თანამლოცველობა არის სულიერ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. მღვდელზე ზრუნვა და მასზე ლოცვა ერთგვარად საკუთარ თავზე ზრუნვაცაა, რამეთუ მოძღვრის სიძლიერით განისაზღვრება მრევლის სიძლიერე.

- აუცილებელია თუ არა ნათლობა, ჯვრისწერა ან სხვა მსახურებები უთუოდ ჩვენმა მოძღვარმა აგვისრულოს? ზოგი თვლის, რომ წირვისას აუცილებლად თავის მოძღვართან უნდა ეზიაროს. აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა?

- აქ ადამიანური მომენტია. მორწმუნეებს უხარიათ, მათი მოძღვარი თუ წირავს და მისი ხელით თუ ეზიარებიან. მაგრამ ეს მიჯაჭვულობა არ უნდა გადავიდეს ფანატიზმში. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის აუცილებელი, მეტიც, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. საიდუმლო ერთი და იგივეა. განა შეიძლება უფლის სისხლი და ხორცი ისეთ დონემდე დავიდეს, რომ მისი სიწმინდე მღვდლის პიროვნებით განისაზღვრებოდეს?! არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, უბრალო მღვდელი გვაზიარებს თუ თვით პატრიარქი.

- ზოგჯერ მარტო მოძღვრის გულისთვის დადიან ეკლესიაში...

- ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობს. ვიმეორებ, ადამიანი მოძღვრის გამო კი არ უნდა დადიოდეს ეკლესიაში, არამედ ღვთის გულისათვის და ამის შემდეგ უყვარდეს და პატივს სცემდეს საკუთარ მოძღვარს. ზოგჯერ სულიერი მამის გარდაცვალების შემდეგ მისი მრევლის ნაწილი საერთოდ წყვეტს ეკლესიაში სიარულს. ეს არასწორია. მღვდელიც ადამიანია და ადრე თუ გვიან ამ სოფლიდან უნდა წავიდეს და წარდგეს ღვთის წინაშე, ამიტომაც ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს, მოძღვარი თუ გარდაიცვლება, მისმა მრევლმა აუცილებლად უნდა განაგრძოს ეკლესიური ცხოვრება. იმ შემთხვევაშიც, თუ მოძღვარი რაღაც მიზეზის გამო ვერ მივა ტაძარში, მრევლი მაინც უნდა მივიდეს.

- მღვდელს ხშირად დრო არ რჩება მრევლისათვის. ეს კი ბევრს აბრკოლებს...

- მოძღვარს შეიძლება მართლაც ჰქონდეს დროის პრობლემა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მას ყოველთვის სცალია მრევლისთვის. აქ საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როცა მრევლის ერთ-ერთ წევრს სურს, მოძღვარმა მასთან იმაზე მეტი დრო გაატაროს, ვიდრე სხვასთან. მღვდლის მოუცლელობამ არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. სასულიერო პირს ხომ უამრავი საქმე აქვს. ის აღსარებებისა და მრევლთან საუბრის გარდა ძალიან ბევრ მსახურებას ატარებს, იქნება ეს წირვა-ლოცვა თუ პირადი მსახურებები, პანაშვიდი, პარაკლისი, წესის აგება, საფლავისა თუ სახლის კურთხევა, ზოგიერთი მათგანის შესასრულებლად ეკლესიიდანაც კი უწევს წასვლა. გვახსოვდეს, რომ მას, ძალიან ბევრი ჩვენნაირი შვილი ჰყავს და დრო ყველას თანაბრად უნდა გაუნაწილოს. მღვდელი ყოველთვის შეეცდება და მოუსმენს თავის მრევლს. ოღონდ, ბუნებრივია, ეს ვერ მოხდება ყოველდღე. ამის გამო ეკლესიაში სიარული არ უნდა შევწყვიტოთ. თუ ერთხელ არ გამოგვივა საუბარი, მეორედ მივიდეთ, მესამედ...

- აუცილებელია თუ არა პროფესიის არჩევისა და ქორწინების დროს მოძღვარს დავეკითხოთ რჩევა?

- რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მოძღვარს რჩევა უნდა ვკითხოთ და გავითვალისწინოთ ის ისევე, როგორც რჩევა მშობლისა, ადამიანისა, რომელიც უპირატესად ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე ზრუნავს და აქედან გამომდინარე გვესაუბრება. ადამიანი ზოგადადაც ეკითხება სხვას რჩევას. ამას გარდა იმიტომაც უნდა ვკითხოთ, რომ გავიგოთ, ესა თუ ის გადაწყვეტილება არის თუ არა თანხვედრაში ეკლესიასთან, ღვთის კანონებთან და ამ მხრივ ხელს ხომ არ შეგვიშლის. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მაინც ჩვენ ვწყვეტთ. ამ დროს აუცილებლად უნდა მივიღოთ მღვდლისაგან დალოცვა, რათაAღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი.

- როცა ჩვენი მოძღვარი მიზეზთა გამო ტაძარში ვერ მოდის, გვაქვს უფლება, აღსარება სხვას ჩავაბაროთ?

- რა თქმა უნდა, ამის უფლება გვაქვს. ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა ჩამოშორდეს ეკლესიას. ის, რომ მღვდელი ტაძარში ვერ დადის, არ არის მიზეზი ეკლესიის, უფლის მიტოვებისა. ჯობს მორწმუნემ წინასწარ გააფრთხილოს მოძღვარი და მიიღოს კურთხევა ასეთ შემთხვევებში ამა თუ იმ მღვდელთან მისვლაზე. ეს არ უნდა ქმნიდეს და მგონი, არც ქმნის არანაირ პრობლემას.

- აუცილებელია თუ არა მოძღვარს შეხვედრისას დალოცვა ვთხოვოთ.

- დიახ. წესია, რომ ყოველმა მორწმუნემ სასულიერო პირთან შეხვედრისას უნდა მიიღოს მისგან კურთხევა სიტყვებით: "დამლოცე, მამაო". ამ დროს ადამიანი იღებს დალოცვას, გამოითხოვს ღვთის წყალობას და აღიარებს მის წინ მდგომს სასულიერო პირად.

- როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ოჯახის წევრებს სასულიერო პირისადმი?

- რა თქმა უნდა, მღვდელი მშობლისათვის დარჩება შვილად, მაგრამ უნდა ახსოვდეთ, რომ ეს ადამიანი ამავე დროს არის სასულიერო პირი. მოძღვარს აუცილებლად კვლავაც მოეთხოვება მშობლების პატივისცემა, ის ამ მცნებისაგან არასდროს გათავისუფლდება. მას კვლავაც ევალება, იყოს ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე, იზრუნოს შვილებზე. ეს ურთიერთობა ოჯახის წევრებთან უცვლელი რჩება, ის უფრო უნდა განმტკიცდეს კიდეც. მოძღვარი შინაც მოძღვარია. მღვდლობა არ არის სამსახური, მოძღვარი მხოლოდ ეკლესიაში რომ მღვდლობდეს, შინ კი არა. ეს კარგად უნდა გაიაზრონ ოჯახის წევრებმა. უნდა იცოდნენ, რომ მოძღვრის ოჯახის პასუხისმგებლობა უდიდესია ღვთისა და კაცთა წინაშე. ამიტომაც შესაბამისად უნდა იქცეოდნენ, რათა სული იცხოვნონ, არ დააბრკოლონ სხვები და მათთვის მაგალითად იქცნენ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat