კაცს სასწაულმოქმედების ძალა სწორედ ორსიტყვიანი ლოცვის უფლისადმი ღრმა რწმენითა და შემუსვრილი გულით წარმოთქმამ მიანიჭა
კაცს სასწაულმოქმედების ძალა სწორედ ორსიტყვიანი ლოცვის უფლისადმი ღრმა რწმენითა და შემუსვრილი გულით წარმოთქმამ მიანიჭა
რა უნდა ვიცოდეთ პარაკლისთან დაკავშირებით?
ღვთისმსახურება არის განწესებულ რიგზე დაწყობილი ლოცვები და საღვთო მოქმედებები, რომელთაც აღასრულებს მღვდელი ან ეპისკოპოსი ტაძარში ან მის გარეთ. არსებობს ღვთისმსახურების ორი სახე: საზოგადო და კერძო. საზოგადო ანუ საყოველთაო მსახურება აღესრულება ყველა ქრისტიანისთვის - აუცილებლად ტაძარში, მისთვის დანიშნულ დროს, საეკლესიო წესდების მიხედვით. მაგალითად, საღმრთო ლიტურგია, მწუხრი და სხვა. კერძო ღვთისმსახურება კი სრულდება ერთი ან რამდენიმე ქრისტიანისთვის. კერძო ღვთისმსახურებათაგან ერთ-ერთია პარაკლისი, რომლის შესახებაც გვესაუბრება მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მოძღვარი, მამა ნაზარ მეგრელიშვილი:

- პარაკლისი არის მოკლე საეკლესიო ღვთისმსახურება - საგანგებოდ აღვლენილი სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა, რომლის დროსაც ღვთისმსახური მლოცველთა სახელით მიმართავს უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ანგელოზებს ან რომელიმე წმინდანს, რომლის სახელზეც აღევლინება შეკვეთილი მსახურება, შესთხოვს მათ მფარველობას, მეოხებას და შემწეობას, სნეულებისა თუ სხვა განსაცდელისაგან დახსნას, ან მადლობას სწირავს მოწევნული წყალობისთვის. არსებობს პარაკლისები უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, ანგელოზების ან ცალკეულ წმინდანთა მიმართ, რომელთაც ღვთის წინაშე მეოხების ძალა შესწევთ.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც პარაკლისის შეკვეთა სურს?

- არის ტაძრები, სადაც კვირის განსაზღვრულ დღეებში საგანგებოდ იხდიან პარაკლისს რომელიმე წმინდანის ან სასწაულმოქმედი ხატის მიმართ, რომელიც ამავე ტაძარშია დაბრძანებული. თუკი ადამიანმა იცის, რომელ ტაძარში რომელი პარაკლისი აღევლინება, შეუძლია მივიდეს და დაესწროს, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ საჭიროების შემთხვევაში პარაკლისის საგანგებოდ შეკვეთა გვსურს, უნდა მივმართოთ სულიერ მოძღვარს ან ნებისმიერ ღვთისმსახურს. ამ მსახურების სანაცვლოდ შეწევნის მიღების შემდეგ სასურველია, შევუკვეთოთ სამადლობელი პარაკლისი - ამ გზით გამოვხატოთ მადლიერება უფლის მიმართ გარდამოვლენილი წყალობისთვის. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისადმი მადლობის შეწირვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ არა მხოლოდ პარაკლისის სანაცვლოდ ვედრების აღსრულების, არამედ ყოველი ახალი დღის დადგომის, ნებისმიერი ღვთივსათნო საქმის დასრულების შემდეგ, თვით განსაცდელთა მოვლინების ჟამსაც უნდა ვწირავდეთ მადლობას უფალს, სანაცვლოდ უდიდეს მადლს და შეწევნას მივიღებთ.

- ზოგიერთი ჩვენგანი, თუკი პარაკლისის გადახდის შემდეგ თხოვნა სწრაფად არ უსრულდება, საყვედურსაც კი გამოთქვამს, ან მწუხარებასა და დარდს ეძლევა. რა სწავლება აქვს წმინდა ეკლესიას ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მცირედმორწმუნეობაზე მიანიშნებს. ყველა ღვთისმსახურს სურს, რომ შეუსრულდეს ის თხოვნა, რომელსაც მლოცველთა სახელით შესთხოვს უფალს და მის წმინდანებს სხვადასხვა მსახურებისას. თუკი მღვდელმსახურს სურს ეს, მით უმეტეს, როგორ უნდა გულმოწყალე უფალს. მაგრამ ისიც უწყის, როდის უნდა მიაგოს წყალობა თვის შვილებს. თუკი ღვთისაგან მსწრაფლშემწეობა აგვიანებს, მიზეზიც აუცილებლად იქნება. შესაძლოა ეს იმის გამო ხდება, რომ არ ვდგავართ სათანადო სულიერ სიმაღლეზე და სულიერებაში განმტკიცებას ვსაჭიროებთ. უფალი ყველა ჩვენგანის გულს ხედავს და უწყის, სულიერების რომელ საფეხურზე ვიმყოფებით, ხომ არ იქცევა ჩვენთვის თხოვნის სწრაფად შესრულება დამაბრკოლებელ მიზეზად. რაც უფრო ახლოსაა ადამიანი უფალთან, უფალიც მეტად ისმენს მისას, მადლს და წყალობასაც გაცილებით სწრაფად მიაგებს, რადგან ეს მის სულიერ წინსვლას აღარ დააბრკოლებს, მაგრამ თუკი ადამიანი სარწმუნოებაში განმტკიცებული არ არის და თხოვნა სწრაფად შეუსრულდება, შესაძლოა ეს მისთვის დამაბრკოლებლადაც იქცეს, რადგან ასეთ ადამიანს თხოვნის სწრაფად შესრულების შემდეგ ავიწყდება უფლის არსებობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უფალი აუცილებლად შეგვისრულებს თხოვნა-ვედრებას, ამიტომ თუკი პარაკლისის გადახდის შემდეგ უფლის შემწეობა სწრაფად არ მოგვემადლება, ღვთისადმი რწმენა და იმედი კი არ უნდა დავკარგოთ და მწუხარებასა და სევდას მივეცეთ, არამედ ჩავუფიქრდეთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას და გავაძლიეროთ ლოცვა-ვედრება უფლისა და მის წმინდანთა მიმართ. ჩვენი ვალია, ვითხოვოთ და მოთმინებით დაველოდოთ ღვთის შემწეობას. ხოლო როდის შეგვისრულდება, ეს ღვთის ნებაა. გავიხსენოთ სახარებიდან დავრდომილის მაგალითი, რომელიც ოცდახუთი წელი მოთმინებითა და მორჩილად ელოდა შემწეობას, უცდიდა, როდის მოვიდოდა ღვთის ანგელოზი და აღადგენდა სნეულებისაგან.

საერთოდ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თხოვნის შესრულებას სჭირდება პირობა. როდესაც ჩვენი თხოვნა ღვთისთვის მოსაწონი არ არის - ეწინააღმდეგება მის ნებას (დავუშვათ, უფალს შევთხოვთ გაგვამდიდროს ან შეგვისრულოს სხვა მატერიალური სურვილი, ვევედრებით დასაჯოს ჩვენი მაწყენარნი და სხვა), ბუნებრივია, არ აგვისრულდება. თხოვნა უნდა იყოს ღვთივსათნო, სულიერი და ახლდეს მტკიცე რწმენა და იმედი ღვთისაგან მადლისა და შემწეობის მიღებისა.

- ზოგიერთ ადამიანს შინაგანად ეუხერხულება, რომ ღვთისმსახურთან მივიდეს და პარაკლისის გადახდა თუ სხვა საეკლესიო მსახურების შესრულება სთხოვოს.

- ესეც ადამიანის მცირედმორწმუნეობაზე მიანიშნებს. ამით კი სარგებლობს ბოროტი სული და შეჰყრის ხოლმე ადამიანს შინაგან უხერხულობასა და სიმორცხვეს, რათა განარიდოს იმ წყალობასა და მადლს, რომელიც ადამიანს საეკლესიო მსახურებათა სანაცვლოდ მიეცემა. უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისმსახურნი არა მხოლოდ უფლის, არამედ ადამიანთა მსახურნიც არიან. ისინი თავად უფალმა დაადგინა დედამიწაზე იმისათვის, რომ მისგან მინიჭებული ძალით ემსახურონ ადამიანებს - ამცნონ და განუმარტონ ღვთის ნება, დაეხმარონ ღვთის და ეშმაკის ნების გარჩევაში და აღავლინონ მათთვის სხვადასხვა მსახურება, მაგრამ ცხადია, ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ღვთისმსახურთან და სთხოვოს იმის გაკეთება, რაც მას ხელეწიფება.

- აუცილებელია თუ არა პარაკლისს ის ადამიანიც ესწრებოდეს, რომლის სახელზეც აღევლინება შეკვეთილი მსახურება?

- ეს მართლაც საჭირო და აუცილებელია, რათა თვითონაც გულმხურვალედ ლოცულობდეს უფლისა და მის წმინდანთა მიმართ. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს ტაძარში მისვლას და პარაკლისზე დასწრებას სხვა მხარეში ყოფნის ან ფიზიკური უძლურების გამო. ასეთ შემთხვევაში მის სახელზე პარაკლისს უკვეთავენ მისი ახლობლები, რომლებიც უნდა ესწრებოდნენ კიდეც შეკვეთილ მსახურებას. ფიზიკურ უძლურებაში მყოფთათვის შესაძლოა პარაკლისი შინ ან საავადმყოფოშიც გადავახდევინოთ, რათა სნეულიც გახდეს თანაზიარი იმ ლოცვისა, რომელსაც ღვთისმსახური მის სახელზე უფლის მიმართ აღავლენს.

- ზოგიერთი პარაკლისისა და სხვა ღვთისმსახურების შეკვეთისაგან იმის გამო იკავებს თავს, რომ ღვთისმსახურთა მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული, რის მიზეზადაც მღვდელმსახურთა ცოდვებს ასახელებენ. რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ქრისტეს მთელი მიწიერი ცხოვრების მანძილზე დევნიდნენ და ცილს სწამებდნენ. თუკი უფლის მიმართ ხდებოდა ეს, რა გასაკვირია, რომ ასეთი რამ ღვთისმსახურთაც დაემართოთ, მათ ხომ ხშირად იმას სწამებენ და იმის გამო განიკითხავენ, რაც საკუთარი თვალით არ უხილავთ და სხვებისგან მოუსმენიათ. ღვთისმსახური საკუთარი ცხოვრების წესით უნდა იყოს სამაგალითო, ჭეშმარიტი ქრისტიანი. ისინი ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, მათაც აქვთ ნაკლი და სისუსტეები, ამიტომ ზოგჯერ უხდებათ კიდეც ისეთი რამის ჩადენა, რაც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ საკუთარი თვალითაც რომ ვიხილოთ ღვთისმსახურის მიერ ჩადენილი ცოდვა, თავს განკითხვის უფლება მაინც არ უნდა მივცეთ. ჩვენ ხომ მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას ვხედავთ, უფალი კი სულსა და გულს, მის ყველა ფიქრს, ამიტომაც კარგად უწყის, როგორ განიცდის ადამიანი ჩადენილ არაღვთივსათნო საქმეს. იქნებ უკვე გულწრფელად მოინანია და უფალმაც მიუტევა ის ქმედება, რომლის გამოც ჩვენ განვიკითხავთ. ასე რომც არ იყოს, მაინც არ გვაქვს ღვთისმსახურთა უარყოფის უფლება. სახარებიდან ვიცით, რომ როდესაც იესო ქრისტე მოციქულებს საქადაგებლად აგზავნის, ეუბნება: ვინც თქვენ უარგყოფთ, მეც უამყოფს, ის ჩემს მომვლინებელსაც უარყოფსო... ღვთისმსახურნი კი მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ღვთისმსახურთა გარეშე ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ერთმანეთისაგან გაარჩიოს უფლისა და ეშმაკის ნება, მიაღწიოს სულიერ სრულყოფას და დაიმკვიდროს ზეციური სასუფეველი. მათ ხომ ღვთისაგან აქვთ მინიჭებული ძალა და უფლება ღვთისმსახურებისა და ადამიანთა შეწევნისა, მხოლოდ მათ მიერ აღსრულებული სამღვდელო ქმედებების სანაცვლოდ ენიჭებათ ადამიანებს ღვთიური მადლი და წყალობა. მადლი კი ნებისმიერი მღვდელმსახურის მეოხებით ერთნაირი ძალით გადმოედინება ადამიანზე, თუნდაც ის სრულყოფილად ღირსეული არ იყოს.

ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ერთეულ მღვდელმსახურთა არასწორი საქციელის გამო მთელი სამღვდელოება არ განვიკითხოთ და უარვყოთ, ყველას მიმართ ნდობა და პატივისცემა არ დავკარგოთ. ეს იგივეა, რომ იუდას მიერ ჩადენილი ცოდვის გამო სხვა მოციქულებიც უარვყოთ.

- უფლის, ამა თუ იმ წმინდანის ან სასწაულმოქმედ ხატთა მიმართ საგანგებოდ შედგენილი პარაკლისების შინ წაკითხვის უფლება ერისკაცთაც ეძლევათ. როგორ უნდა იკითხოს პარაკლისი ერისკაცმა?

- როდესაც ერისკაცს ამა თუ იმ პარაკლისის წაკითხვის სურვილი აქვს, ლოცვა-კურთხევისთვის უნდა მიმართოს ღვთისმსახურს, რადგან მოძღვარმა იცის, რა სულიერ სიმაღლეზე იმყოფება მისი სულიერი შვილი და შეძლებს თუ არა სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში პარაკლისების კითხვას. ამასთანავე, როდესაც ღვთისმსახურისგან ვიღებთ კურთხევას, თავად უფლისაგან გვეძლევა ლოცვა-კურთხევა და ჩვენს მიერ წამოწყებული ღვთივსათნო საქმე წარმატებით დასრულდება. ღვთისმსახური მხოლოდ ღვთისაგან გარდმოვლენილი მადლისა და კურთხევის გამტარია. საერთოდ, არა მხოლოდ პარაკლისის შინ აღსავლენად უნდა მივმართოთ სულიერ მოძღვარს კურთხევისთვის, არამედ სულიერ ცხოვრებაში წამოჭრილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი მისი კურთხევითა და რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა გადავჭრათ და მოვაგვაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ღვთის მადლს ვერ მიიღებს. თვითმორჩილების სანაცვლოდ კი, ადვილი მოსალოდნელია, არაწმინდა სულმა ხიბლში ჩააგდოს ან სხვა განსაცდელი მოუვლინოს.

ასევე უნდა ვიცოდეთ - მნიშვნელობა აქვს არა იმას, რომ ლოცვები თუ პარაკლისები რაოდენობრივად ბევრი წავიკითხოთ, არამედ იმას, თუ რამდენად გულმხურვალედ, წრფელი გულით, რწმენითა და იმედით აღსავსენი ვართ მათი წარმოთქმის დროს. ერთ პატერიკში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთ კუნძულზე მკვიდრობდა კაცი, რომელიც უფლის მიმართ მხოლოდ ერთ ლოცვას აღავლენდა - "უფალო, შეგვიწყალენ", რადგან მხოლოდ ეს ლოცვა უწყოდა. კუნძულზე შემთხვევით მოხვდნენ ბერები, რომლებმაც ურჩიეს, ეს ლოცვა შემდეგნაირად წარმოეთქვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალენ მე ცოდვილი". როდესაც ბერებმა კუნძული დატოვეს, ამ კაცს დაავიწყდა ლოცვის სიტყვები და როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა ზღვაზე, რათა ბერებს დასდევნებოდა. შუა ზღვაში მართლაც მიეწია და უთხრა, დამავიწყდა თქვენი ნასწავლები ლოცვა და ამიტომაც დაგედევნეთო. როდესაც ბერებმა ეს სასწაული იხილეს, უთხრეს, კვლავ შენეული ლოცვა გააგრძელეო. კაცს სასწაულმოქმედების ძალა ორსიტყვიანი ლოცვის უფლისადმი ღრმა რწმენითა და შემუსვრილი გულით წარმოთქმამ მიანიჭა.

- ხშირად ადამიანები ღვთისმსახურთა მიმართ საყვედურს გამოთქვამენ იმის გამო, რომ პირდაპირ ასახელებენ გარკვეულ თანხას ამა თუ იმ კერძო ღვთისმსახურების აღვლენის სანაცვლოდ. რა უნდა ვიცოდეთ კერძო მსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს გაღებასთან დაკავშირებით?

- ღვთისმსახურთა ძირითადი შემოსავალი ამა თუ იმ მსახურების სანაცვლოდ მიღებული გასამრჯელოა, მათ ხომ იმდენად მძიმე სულიერი შრომა უხდებათ, რომ დროც აღარ რჩებათ იზრუნონ მატერიალურზე, ხორციელი საზრდოს მოპოვებაზე. ამიტომ ერისკაცნი ვალდებულნიც კი არიან სულიერი მსახურების სანაცვლოდ მატერიალურად შეეწიონ ღვთისმსახურთ - ეს უფლისაგან დადგენილი პასუხისმგებლობაცაა. სახარების თანახმად, უფალი ხომ ბრძანებს: "რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდელსა თვისსაო". პავლე მოციქული კი კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში შეგვაგონებს: "უკუე თუ ჩვენ სულიერი დაგვითესავს თქვენს შორის, დიდიმე რა არს თქვენგან, თუ ხორციელი მოვიმკოთ ჩვენ?" (I კორ. 11-12). პირველ ქრისტიანებსაც მიჰქონდათ შესაწირი, თავიანთი შრომის საფასი მოციქულებთან, ბევრი მათგანი სახლ-კარსაც კი ჰყიდდა და მთელ ქონებას იმეტებდა იმისათვის, რომ უფლისა და მისი მსახურებისთვის - მოციქულებისთვის შეეწირა. თუმცა შესაწირის გაღება უნდა ხდებოდეს ნებაყოფლობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მღვდელმსახურს უფლება არა აქვს, მოითხოვოს ან დააწესოს კონკრეტული თანხა ამა თუ იმ ღვთისმსახურების აღვლენის სანაცვლოდ. ადამიანმა შესაძლებლობისამებრ უნდა გაიღოს მატერიალური შესაწირი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat