როგორ ავირჩიოთ მოძღვარი
როგორ ავირჩიოთ მოძღვარი
ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას ალბათ უკვე გადადგმული აქვს პირველი ნაბიჯი ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე, გადალახული აქვს შიში, სირცხვილი, მღელვარება - გრძნობები, რომელთაც ყველა ახალმოქცეული განიცდის. მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ეკლესიის კარიბჭესთან დგას.

მათ, ვინც ახლახან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, მრავალი კითხვა ებადებათ. ვეცდებით, შეძლებისდაგვარად გავცეთ მათ პასუხი. დღეს ეკლესიასა და მღვდლობის საიდუმლოზე გესაუბრებით. ჩვენი სტუმარია გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მსახური მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი.

- რა არის, საზოგადოდ, რას ნიშნავს ეკლესია?

- ეკლესია ის ადგილია, სადაც ერთი რწმენის ადამიანები იკრიბებიან ღვთის სადიდებლად. ეს ღვთის სახლია და ამიტომ მორწმუნეთათვის განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს. ეკლესიას თავისი წესები აქვს, რომელთა აღსრულებაც მისი წევრებისთვის სავალდებულოა.

არსებობს ორი მისტიკური ეკლესია: მებრძოლი, ანუ ამქვეყნიური და მოდღესასწაულე, ანუ ზეციური. ცოცხალი ადამიანი, ბუნებრივია, მებრძოლი ეკლესიის წევრია, გარდაცვალების შემდეგ კი, თუ ამა სოფლად მოიხვეჭს მადლს ღვთისას, დაიმკვიდრებს ადგილს ზეციურ ეკლესიაში.

- ეკლესიაში სიარული სავალდებულოა?

- ნათლობით ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება, მაგრამ მხოლოდ პირობითი წევრობა არ არის საკმარისი. ეკლესიური ცხოვრების გარეშე უფალთან თანაზიარება შეუძლებელია. უამისოდ მორწმუნე ვერ მიიღებს იმ მადლს, იმ ძალას, რომელიც ცოდვებთან საბრძოლველად და კეთილ საქმეთა აღსასრულებლად სჭირდება.

ეკლესია სიმბოლურად ნოეს კიდობანს განასახიერებს - მხოლოდ მის წიაღში მყოფნი გადარჩებიან.

ქრისტიანის ცხოვრებამ ეკლესიის წიაღში უნდა განვლოს. ადამიანი, რომელიც მონათლულია, მაგრამ ეკლესიურად არ ცხოვრობს, შორდება ღვთის მადლს და დაღუპვისკენ მიექანება. ადამიანი, რომელსაც ღვთის ძალა არ ამაგრებს, სუსტია განსაცდელთა წინაშე.

- რა განწყობით უნდა დაიწყოს ადამიანმა ეკლესიური ცხოვრება?

- ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დაიწყებდეს, მორწმუნემ უნდა გაიაზროს, საით მიდის, რისი მიღწევა სურს. უნდა ხედავდეს საკუთარ დაცემულობას, ხვდებოდეს, რომ შეწევნა სჭირდება, რადგანაც ცოდვებს მარტო ვერ გაუმკლავდება. თუ გავიაზრებთ, რამხელა წყალობა მოგვანიჭა უფალმა და ჩვენ რითი ვპასუხობთ, გული თავისთავად გაგვიწევს მისკენ, რათა განვიწმინდოთ და უფალს მადლობა შევწიროთ ამ აუარება სიკეთისთვის.

- ქრისტიანული სწავლებით, მშობლებმა შვილი ეკლესიურ ცხოვრებას ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიონ. დღეს ამას ზოგი თავისუფალი აზრის აღკვეთად მიიჩნევს და თვლის, რომ ყველამ თავად უნდა მიაგნოს საკუთარ მრწამსს, თავად გადაწყვიტოს, რომელი ეკლესიის წევრობა სურს...

- მართლაც, არსებობს რელიგიური მიმდინარეობები, რომელთა მიმდევრები ბავშვს არ ნათლავენ - მის სრულწლოვანებას ელიან, რათა თვითონ გადაწყვიტოს, სურს თუ არა ამ რელიგიის აღიარება. ძველად არც ქრისტიანები ნათლავდნენ ჩვილებს. მორწმუნენი 30 წლისანი ინათლებოდნენ. მაგრამ ბევრი ამ ასაკს ვერ აღწევდა და ამ ქვეყნიდან მოუნათლავი მიდიოდა, ამიტომაც კართაგენის საეკლესიო კრებაზე დადგინდა, რომ ჯეროვანი იყო ყრმათა და ჩვილთა მონათვლა. ნათლობა ნათლიების რწმენის საფუძველზე ხდებოდა (ამიტომაც იყო და არის ნათლიობა უდიდესი პასუხისმგებლობა, ვალდებულება ღვთის წინაშე).

ამრიგად, ყრმათა მონათვლა მართებულია, რათა ადამიანის სულში ბავშვობიდანვე ჩაითესოს კეთილი თესლი, რომელმაც კეთილი ნაყოფი უნდა გამოიღოს. ეს თავისუფალი ნების შეზღუდვა არ არის. თუ ადამიანი მოინდომებს, მერეც შეუძლია სხვა რელიგიის არჩევა. მშობელი კი მოვალეა, შვილი ეკლესიურად აღზარდოს. ბავშვი, რომელიც ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებზე იზრდება, გაცილებით ჯანსაღად ვითარდება. მისი ნორჩი გული აღარ ირყვნება ათასგვარი გახრწნილებით, სუფთა და სპეტაკი რჩება.

- ეკლესიაში ყველა სხვადასხვა გზით მიდის. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა გახდება მორწმუნეთათვის ღმერთთან მიახლების მიზეზი?

- უფლისკენ სავალი გზა მართლაც მრავალია. ზოგი ჭეშმარიტების ძიებას მიჰყავს უფალთან (ამის მაგალითია ცნობილი მოღვაწე სერაფიმ როუზი), ზოგი - განსაცდელს, ზოგი - მიმბაძველობას. ვიცით, რომ "კეთილ არს ბაძვა კეთილისათვის მარადის", მაგრამ ეს მაშინ, როცა ბაძვა გააზრებულია.

ცხადია, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა მიზეზით მოვა ადამიანი ეკლესიაში. მთავარია, დარჩეს ღვთის სახლში და ქრისტიანულად იცხოვროს.

ზოგი ერთხელ იმარხულებს, აღსარებას იტყვის, ეზიარება და ჰგონია, ღვთის წინაშე ვალი მოიხადა. ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ქრისტიანობა არ არის ერთჯერადი აქცია, ის ცხოვრების წესია. ადამიანი უფალს რომ შეუდგება, უნდა იტვირთოს თავისი ჯვარი და სიცოცხლის ბოლომდე ზიდოს.

ახალმოსულები დიდი მონდომებით იწყებენ ეკლესიურ ცხოვრებას, მერე კი, როცა ეს ენთუზიაზმი ჩაქრება, ეკლესიური ცხოვრება მათთვის მეტად რთული ხდება და სიზარმაცე იპყრობთ ხოლმე. ამიტომ ადამიანის სულიერი განვითარება ეტაპობრივად უნდა წარიმართოს. მორწმუნეს ამაში სულიერი მოძღვარი უნდა დაეხმაროს. ნებისმიერი ლოცვა თუ სულიერი ქმედება მოძღვართან (ჩვენზე გამოცდილ სასულიერო პირთან) უნდა იყოს შეთანხმებული.

- რით უნდა დაიწყოს ადამიანმა სულიერი ცხოვრება? რა არის ის ელემეტარული, რაც უნდა აღვასრულოთ?

- ადამიანმა, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას გადაწყვეტს (თავისთავად იგულისხმება, რომ მონათლული უნდა იყოს, ანდა მოინათლოს), უნდა აღასრულოს ეკლესიის მიერ დადგენილი წესები. ეს წესები ყველასათვის ერთია და მათი აღსრულება ნებისმიერი ჩვენგანისთვის სავალდებულოა. უწინარეს ყოვლისა, მორწმუნემ უნდა აირჩიოს სულიერი მოძღვარი, წინამძღვარი, რომელსაც მიენდობა და ბოლომდე გაჰყვება; უნდა შეინახოს მარხვები, იკითხოს ლოცვები და იაროს საეკლესიო მსახურებებზე.

ადამიანს, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას გადაწყვეტს, მრავალი დაბრკოლება შეხვდება, მაგრამ ის მყარად უნდა იდგეს. არსებობს საკითხები, სადაც დათმობა არ შეიძლება.

ხშირად ახალმოსულები ოჯახისაგან დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან ხოლმე. მშობელთა პატივისცემა უფლის მცნებაა და მისი დაცვა ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მშობელი ღვთის საწინააღმდეგო საქციელისკენ მოგვიწოდებს, მას ამაში დავემორჩილოთ. უფალზე წინ ადამიანმა არავინ არ უნდა დააყენოს. ამის ნათელი მაგალითი წმინდა ბარბარეს ცხოვრებაა. ის, როგორც იცით, საკუთარი მამის ხელით ეწამა. მშობელს არ დაემორჩილა. რატომ? იმიტომ, რომ ღვთის მორჩილება უპირატესია, სწორედ აქედან უნდა გამომდინარეობდეს ყველა სხვა, მათ შორის მეხუთე მცნებაც. ქრისტიანი ასეთ საკითხებში შეუპოვარი უნდა იყოს.

- ხშირად გაიგონებთ, ღმერთი მწამს, მღვდელი კი არა, რადგან ის ადამიანთა მიერ არის დადგენილიო...

- მღვდლობა განსაკუთრებული საიდუმლოა, დადგენილი ღვთისაგან და არა ადამიანებისგან. მოსეს უფალმა პირდაპირ დაავალა, მღვდელმთავრად დაედგინა აარონი. მას შემდეგ ეს მსახურება დაკანონდა. აარონის შთამომავლები მღვდელმსახურები ხდებოდნენ და მწყემსავდნენ ერს. მღვდელმსახურები მთელი ძველი აღთქმის განმავლობაში არსებობდნენ. ახალიAაღთქმის ეკლესიის წინამძღოლებად მოციქულები დადგინდნენ. მათ იგივე ვალდებულებები ჰქონდათ, რაც ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს. მათგან გამრავლდა სასულიერო ხარისხი - დადგინდნენ მღვდლები და დიაკვნები. ასე რომ, სამღვდელო მსახურება უშუალოდ ღვთისაგან მოდის.

- როგორი ადამიანი შეიძლება გახდეს მღვდელი?

- სამღვდელო პირს მოეთხოვება რწმენის სიმხურვალე, მონდომება, თავგანწირვა, მოკრძალება, პატიოსნება, სათანადო სასულიერო განათლება.

ადამიანს მღვდლად უფრო მაღალი იერარქები ადგენენ, თუმცა ყველაფერი საბოლოოდ ზეცაში წყდება. თუ ღვთის ნება იქნა, მხოლოდ მაშინ მოხდება ადამიანის კურთხევა.

- რომელია მთავარი სამღვდელო ხარისხი?

- არსებობს სამი ძირითადი სამღვდელო ხარისხი: დიაკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი. დიაკვნები მღვდლებს ეხმარებიან. მათ არ აქვთ საიდუმლოთა აღსრულების, აღსარების მიღების, ლიტურგიის ჩატარების უფლება. ისინი მსახურების მხოლოდ თანამონაწილენი არიან. თუმცა დიაკვნობა, როგორც ვთქვით, უკვე სამღვდელო ხარისხია, ამიტომაც დიაკვანს ცოლის მოყვანის უფლება აღარ აქვს.

დიაკვანს რამდენიმე ხნის შემდეგ მღვდლად აკურთხებენ. მღვდელს ყველა საიდუმლოს აღსრულების უფლება აქვს, გარდა მღვდლობის საიდუმლოსი (მას მღვდელმთავარი აღასრულებს). მღვდელი უშუალოდ ეხება ქრისტეს სისხლსა და ხორცს.

მღვდელმთავარი მღვდელზე მაღალი იერარქია. მას ევალება მთელი ეპარქიის მართვა და ყველა საიდუმლოს აღსრულების უფლება ენიჭება.

მღვდელმთავარი ბერი უნდა იყოს. მას არ აქვს უფლება, ჰყავდეს ოჯახი - მისი პასუხისმგებლობა ღვთის წინაშე უდიდესია.

- როგორ უნდა ავირჩიოთ მოძღვარი?

- თუკი არჩევანი არ გვაქვს, უნდა დავემორჩილოთ ღვთის ნებას და ვისაც უფალი გამოგვიგზავნის, მისი სულიერი შვილი გავხდეთ, მაგრამ თუ არჩევანის უფლება გვაქვს, ცხადია, უნდა ავირჩიოთ ის, ვინც ჩვენს სულთან უფრო ახლოა, ვისკენაც გული გაგვიწევს. ადამიანი მოძღვრის არჩევისას პრაქტიკულ მხარესაც უნდა დაუკვირდეს. სასურველია, ტაძარი, სადაც ჩვენი სულიერი მამა მსახურობს, ჩვენს სახლთან ახლოს იყოს, ვინაიდან მორწმუნეს მუდმივად უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მოძღვართან, რჩევას სთხოვდეს, თავის ცხოვრებაზე უყვებოდეს, მათი ურთიერთობა მხოლოდ აღსარებითა და შენდობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ამიტომ სასურველია, მოძღვარი სახლთან ახლოს მსახურობდეს, რომ სიშორემ პრობლემები არ შეგვიქმნას.

მოძღვრის არჩევა მორწმუნის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ადამიანები სხვადასხვა ნიშნით ეძებენ მოძღვარს. ზოგს კარგი მოქადაგე უნდა, ზოგს - მლოცველი და ა.შ. ზოგი მოძღვარს მთელი ცხოვრება ეძებს, ზოგს კი ის საერთოდ არ სჭირდება.

იდეალური მოძღვარი არ არსებობს. ასეთი ერთადერთი იყო - ქრისტე. ჩვენ კი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი ნაკლოვანებებითაAდა ღირსებებით. ადამიანი მოძღვარში არ უნდა ეძიებდეს პიროვნებას, ის ღმერთს უნდა ეძებდეს. ღვთისმსახურს, გარდა პირადი მადლისა (რომელიც მისი სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარეობს), აქვს სამღვდელო მადლი (რომელიც მასზე ხელდასხმის დროს გადმოდის). სასულიერო პირი, თუ ის ცოდვაშია, ამით თავს ვნებს, მაგრამ ეს მის სამღვდელო მსახურებაზე არ აისახება. მის მიერ აღსრულებულ საიდუმლოს იგივე მადლი აქვს.

ვევედროთ ღმერთს, გამოგვიგზავნოს ისეთი მოძღვარი, რომელიც ჩვენს სულთან ახლოს იქნება, რომლის დახმარებითაც სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვას შევძლებთ. უფალი აუცილებლად შეისმენს ჩვენს ვედრებას.

ეკლესიური ცხოვრების შესახებ საუბარს მომდევნო ნომერში განვაგრძობთ.
ამჯერად მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობაზე გესაუბრებით.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat