"სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის"
"სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის"
"...უკუეთუ ხარ მართალ, შევედ ეკლესიად, რათა არა წარსწყმიდნე სიმართლე. უკუეთუ ხარ ცოდვილ, მივედ ეკლესიადვე, რათა სცხონდე".
იოანე ოქროპირი

ტაძარი არის ღმრთისმსახურების აღსასრულებლად განკუთვნილი შენობა, ღმერთისა და კაცის ურთიერთობის ადგილი. მის შესახებ თვით უფალი ბრძანებს: "ჩემს სახლს სალოცავი სახლი ეწოდოს" (მათე 21,13). ტაძარს სხვანაირად ეკლესია ჰქვია. ეკლესია ეწოდება ასევე მორწმუნეთა კრებულს (ბერძნული სიტყვაა და კრებას, საკრებულოს, შესაკრებელს ნიშნავს). ადამიანისთვის უდიდესი ბედნიერებაა საკუთარ შემოქმედთან განუწყვეტელი კავშირი და იმის შეგრძნება, რომ ღმერთი მუდმივად მის გულშია. ამ მდგომარეობის მიღწევა კი მუდმივი ლოცვით შეიძლება. უნდა ვილოცოთ სახლში, გზაში, მუშაობისას და, რა თქმა უნდა, ტაძარში, რომელიც საგანგებოდ ლოცვისთვისაა შექმნილი და სადაც სულიწმინდის მადლია დავანებული. ტაძარი ის ადგილია, სადაც ეკლესიის საერთო ლოცვით და ღმრთისმსახურებაში ჩვენი მონაწილეობით კერძო ლოცვა მრავალგზის ძლიერდება. სწორედ ტაძარში შეიგრძნობა სრულიად ქრისტიანული ცხოვრების არსი. როგორც უწმინდესი ბრძანებს: "ტაძარი არის ის სულიერი გემი, რომლითაც უნდა მივიდეთ სამშვიდობო ნავსაყუდელში - სასუფეველში".

ღმრთისმსახურებაზე დასწრებით იწყება ქრისტიანის ეკლესიური ცხოვრება.

საეკლესიო ღმრთისმსახურება მისტიკურ აზრს შეიცავს. ის რეგლამენტირებული წესდების რთულ სისტემას წარმოადგენს და ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: "სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის", და კიდევ: "თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა მამისაგან" (მთ. 18,19-20). უფლის ეს სიტყვები განმარტავს, თუ რატომ იკრიბებოდნენ ქრისტიანები ეკლესიის ჩამოყალიბების საწყისი პერიოდიდანვე ერთობლივი ლოცვისთვის.

ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე, ძველი აღთქმის პერიოდში, ღმერთის რჩეული ებრაელი ერის სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ერთობლივი ლოცვა ტაძარში და მონაწილეობა მღვდელმოქმედებაში, რომელსაც ძველი აღთქმის მღვდელმსახური ასრულებდა.

მართალია, ტაძარში ლოცვებს სამღვდელო პირნი წარმოთქვამენ, მაგრამ ერისკაცნიც ღმრთისმსახურების მოზიარენი არიან. ყოველ წირვაზე რომ გვესმის: "ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედენ" - ამ სიტყვებით მწირველი ერისკაცებს გვაუწყებს, რომ ღმრთისმსახურებასა და წირვის აღსრულებაში მონაწილეობა ჩვენც მივიღოთ.

ქრისტიანულ ღმრთისმსახურებას საფუძვლად დაედო ძველი აღთქმის წმინდა ტექსტები და დავით მეფის ფსალმუნები. ეკლესიის ზრდასთან ერთად იზრდებოდა იმ წმინდანთა რიცხვიც, რომლებმაც უფლის სახელი განადიდეს. ამავე დროს ხდებოდა მოვლენები, რომელთა პატივსაცემად წესდებოდა დღესასწაულები. შესაბამისად, მრავლდებოდა ახალი აღთქმის ლოცვები და საგალობლები, რომლებშიც მოიხსენიებოდა და განდიდდებოდა ეს წმინდანები და დღესასწაულები. სწორედ ამ ლოცვა-საგალობლებითა და წმინდა წერილითაა შედგენილი დღევანდელი ქრისტიანული ღმრთისმსახურება.

ღმრთისმსახურება ჩვენი რელიგიური განცდების, ღვთისადმი რწმენის, ღვთისმოსაობის გამოხატულებაა. მეორე მხრივ, ის გამტარია, რომლის საშუალებითაც სამყარო და ადამიანები მადლს იღებენ. გარდა ამისა, საგალობლები გადახლართული ძველი თუ ახალი აღთქმის საკითხავებთან, წმინდა მამათა სწავლებებთან, ასკეტურ კრებულებსა თუ ცხოვრებებთან - ღვთისმეტყველების ჭეშმარიტებების ჩაღრმავების წყაროს წარმოადგენს.

ადამიანი, რომელიც პირველად მიდის ეკლესიაში, დაბნეულია, არ იცის, როგორ მოიქცეს ღმრთისმსახურებისას, კარგად არ ესმის ამა თუ იმ ლიტურგიული ქმედების აზრი. თვით ის ადამიანებიც კი, რომლებიც დიდი ხანია დადიან ტაძარში, ხშირად ვერ აცნობიერებენ ყოველივე იმის მისტიკურ შინაარსსა და სიმბოლურ დატვირთვას, რასაც წლების განმავლობაში მექანიკურად ასრულებენ. ამ რუბრიკის მიზანიც სწორედ ისაა, რომ ღმრთისმსახურების ზოგიერთი დეტალი გასაგები გახადოს იმ მკითხველისათვის, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიის კარიბჭესთან დგას.

მართლმადიდებლური ტაძარი გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს მოიცავს, სივრცეს, სადაც სულიერი სამყარო მეფობს. აქ ყოველ შტრიხს, ყოველ დეტალს, გეომეტრიულ ფორმასაც კი სულიერი დატვირთვა და მისტიკური შინაარსი აქვს. მართლაც არაა ადვილი ლიტურგიულ ქმედებებსა თუ ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებში, ტაძრის არქიტექტურასა თუ კედლის მხატვრობაში მარადიული ღირებულებების გამომხატველი სიმბოლოების აღქმა, რომლებიც ზეციურ სამყაროსა და ღვთაებრივი ცხოვრების ამსახველ რეალიებს წარმოაჩენენ.

ღმრთისმსახურებისას მრავალი ხილული მოქმედება - ლოცვები, საგალობლები და სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ქმედებები აღესრულება, რომელთა მიზანიც თითოეული ადამიანის (ადამიდან მეორედ მოსვლამდე) საღმრთო ისტორიასთან დაკავშირება გახლავთ. პიროვნება თანაზიარი ხდება საღმრთო ისტორიის იმ ნაწილისა, სადაც ყოველი ადამიანის ცხონების გზაა წარმოჩენილი.

ღმრთისმსახურება იყოფა ორ ნაწილად: კერძო და საზოგადო ღმრთისმსახურებად. კერძო ღმრთისმსახურებას მიეკუთვნება: ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი, პარაკლისი, წყლისკურთხევა და სხვა, ხოლო საზოგადო ღმრთისმსახურებას - საღმრთო ლიტურგია, ცისკრის ან მწუხრის ჟამნები (საღამოს ლოცვა, ღამისთევის ლოცვა), საზოგადო პარაკლისები და სხვა. ამასთან, თავისი ხასიათის მიხედვით ღმრთისმსახურებაში განასხვავებენ "ღმერთი უფალის" და "ალილუიას" მსახურებებს. "ღმერთი უფალის" მსახურება გულისხმობს სადღესასწაულო, საზეიმო მსახურებას, ხოლო "ალილუიას" მსახურება - არასაზეიმო, სინანულისა და წუხილის გამომხატველ მსახურებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat