ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
სულიწმიდის გმობა
"ყოველმან, რომელმან ჰსთქუას სიტყვაი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას; ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს" (ლუკა 12:10), - ნათქვამია წმინდა წერილში. ზოგჯერ სულს ურწმუნოების ბნელი მოიცავს და ადამიანი იესო ქრისტეს გმობას იწყებს, მაგრამ როცა სულიწმიდა გაფანტავს ამ წყვდიადს, კაცი შეინანებს და ქრისტიანი ხდება, გმობა უფლისა მას შედარებით იოლად მიეტევება.
ხდება სხვაგვარადაც: სულიწმიდა გაფანტავს ბნელს, ადამიანი ჭეშმარიტებას შეიცნობს და თავისუფალი არჩევანის წინაშე დგება - მიიღოს სულიწმიდა, რომელიც ჭეშმარიტების გზას უჩვენებს და თაყვანი სცეს მას თუ ზურგი აქციოს ღვთის მოწოდებას, არ ენდოს წმიდა სულის ძახილს და, საბოლოო ჯამში, გმოს იგი. ამგვარი გმობა ადამიანს არც ამ ცხოვრებაში მიეტევება და არც მომავალში. ეს ერთი ადვილად გასაგები მიზეზის გამო ხდება - ადამიანმა შეგნებულად, საკუთარი ნებით თქვა ხსნაზე უარი და ამით თითქოს განკითხვის დღის დადგომა დააჩქარა.
ამიტომ არ გვმართებს, მეტისმეტი აღშფოთება გამოვხატოთ ურწმუნო ადამიანების მიმართ: თუმც დღეს ისინი ურწმუნონი არიან, ხვალ უფალი მოუწოდებთ და მორწმუნენი გახდებიან. ჩვენ კი ღმერთმა უკვე მიგვიყვანა ეკლესიაში, დაგვანახა ჭეშმარიტების გზა, მაგრამ ამ გზაზე ნაბიჯის გადადგმა გვიჭირს. ხომ არ ვგმობთ ამით სულიწმიდას? სინანული ჯერ კიდევ არ არის გვიან.

წყალი სიცოცხლისა და წყალი სიკვდილისა
ხალხურ ზღაპრებში ერთი ასეთი მოარული სიუჟეტი გვხვდება: ბოროტი ადამიანები ზღაპრის გმირს კლავენ და მის სხეულს აკუწავენ, შემდეგ კი მოყვარული ცოლი თუ რუხი მგელი სიცოცხლეს ასე უბრუნებენ გარდაცვლილს: დაჩეხილი სხეული რომ გაამთლიანონ, მას ჯერ სიკვდილის წყალს აპკურებენ, შემდეგ კი - სიცოცხლისას და გმირიც თვალს ახელს.
როგორც სხეული უნდა გამთლიანდეს გაცოცხლებამდე, ასევე სულმაც, სანამ სულიწმიდის მადლს მიიღებდეს, საკუთარ თავში ერთობას უნდა მიაღწიოს. ჩვენც გვჭირდება სიკვდილის წყალი - წყალი კეთილი საქმეებისა, მარხვისა,Aთავშეკავებისა, განსაცდელთა და უძლურებათა სულგრძელად გადატანისა. ეს ყოველივე მორჩილებისა და მადლის მაცოცხლებელი წყლის მიღების ძალას მოგვცემს. მორჩილება კი სიბრძნეა სულისა.

გული გონებაზეა დამოკიდებული
როცა გულიც სუფთაა და გონებაც, ეს უკვე ვნებებზე გამარჯვებას ნიშნავს. როცა გული ჯერ კიდევ ამპარტავანია, მაგრამ ადამიანი სწორად მსჯელობს და ლოცულობს - ეს სულიერი ბრძოლაა, რომლის შედეგადაც გული თანდათანობით განიწმინდება.
თუ გული შედარებით სუფთაა, მაგრამ გონება არასწორადაა მომართული, ადამიანი საფრთხეშია - შეიძლება გაირყვნას. ხოლო თუ გულსაც შექება სწყურია და გონებაც საკუთარი ღირსებით ტკბება, ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი სიკვდილი დამდგარა. რასაკვირველია, ღმერთს ძალუძს, მკვდრეთით აღგვადგინოს, მაგრამ პირველი, რასაც გაცოცხლებული გონება დაინახავს, მკვდარი, ამპარტავანი გული იქნება.

ქება დაითმინე და მხილება შეიყვარე
იოანეს სახარებაში არის ეპიზოდი, სადაც იესო ქრისტე საკმაოდ მკაცრი სიტყვებით ამხილებს იუდეველებს: "თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ... მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა..." (იოანე 8:23-24). მეტად საყურადღებოა ის, რაც ამ სიტყვებს მოსდევს: "ამას რა იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი" (იოანე 8:30). ვინ იყო ის საოცარი ხალხი, რომელმაც მიიღო მხილება და ირწმუნა იესო, არ ვიცი, მაგრამ აღტაცებული კი ვარ მათით, რადგან ვერავის და მათ შორის ვერც საკუთარ თავს ვერ ვამჩნევ, რომ სულგრძელად ითმენდეს მხილებას. ჩვენ ძალზე იშვიათად ვამხილებთ ერთმანეთს სიყვარულით; ამას, ჩვეულებრივ, განკითხვით ვაკეთებთ და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს სიტყვას, შესაძლოა, სამართლიანს, ახლობლები არ იღებენ.
ხშირად მეკითხებიან, როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ცოდვილი განკითხვა და კეთილი მხილებაო. გარეგნული განსხვავების პოვნა ზოგჯერ ძალზე ძნელია, თუ შეუძლებელი არა, მით უფრო, რომ ბოროტი განკითხვა პირმოთნეობის გამო ხშირად ძალიან რბილი ფორმით ხდება, ძმური თუ მამობრივი მხილება კი - მეტისმეტად მკაცრად (ეს იმიტომ, რომ მამხილებელნი უმრავლესობაში არიან). განსხვავება მათ შორის შინაგანია და არა გარეგნული: როცა ადამიანი გვიყვარს, მისი შველაც გვსურს, მზად ვართ, მისთვის გაჭირვება დავითმინოთ და ამიტომ სიმართლეს, შესაძლოა მწარესაც, პირში ვეუბნებით - ეს ღვთისთვის სათნო მხილებაა, ხოლო როცა უსიყვარულოდ, ამპარტავნებით, მისი ხსნისთვის შეჭირვების დასათმენად მზადყოფნის გარეშე ვეუბნებით იმავე სიმართლეს - ეს უკვე ცოდვილი განკითხვაა. იესო ქრისტე - თავად ღმერთი და სიყვარული - მუდამ სიყვარულით ამხილებდა, მაგრამ ზოგს სჯეროდა მისი, ზოგი კი, მაგალითად, ნაზარეთის მკვიდრნი, კლდიდან გადაგდებას უპირებდა (ლუკა 4:29). ამგვარად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, სიყვარულით ლაპარაკობს თუ ამპარტავნებით მამხილებელი, არამედ ისიც, თუ რას ეძიებს მხილებული - ჭეშმარიტებას თუ მხოლოდ და მხოლოდ დაყვავებას.
როცა ბოროტი გულით ვისმენთ, უფლის სიტყვასაც არ შევიწყნარებთ, არამცთუ ჩვენი ტოლ-სწორის მხილებას. ხოლო როცა ჭეშმარიტად სულიერი განწყობა გვაქვს, როცა გული ხსნას ეძიებს, არათუ ღვთის სიტყვას მივუგდებთ ყურს, თვით უკანასკნელი ადამიანისგან, ბოროტადაც რომ განგვიკითხავდეს, სარგებელს მივიღებთ. თუ განკითხვის დღეს ხშირად არ ვიხსენებთ, ყველაფერი თავდაყირა გვიდგას: რაც გვვნებს, სწორედ ის გვსიამოვნებს და მას ვესწრაფვით, სასარგებლოს კი გავურბით. როცა ვინმე გვაქებს, თუნდაც სრულიად დაუმსახურებლად, გვიხარია და მადლობას ვუხდით, თუმცა წმინდა წერილი და წმინდა მამები გარკვევით გვეუბნებიან, ქება, სამართლიანიც კი და მით უფრო - დაუმსახურებელი, სულს ვნებსო. მაგრამ თუ კეთილი საქმის გამო (როგორც ჩვენ გვგონია) არ შეგვაქეს, გვწყინს და მოვითხოვთ, საქებარი სიტყვები გვითხრან - ზუსტად ისევე, როგორც ლოთი ითხოვს სასმელს; ხოლო თუკი სამართლიანად და კეთილი განწყობით, მაგრამ მაინც გვამხილებენ, ვბრაზობთ, პროტესტს ვაცხადებთ და მამხილებელს განვიკითხავთ. მაშინ კი, როცა იშვიათად, ისიც ღვთის მადლით, უფლის სამსჯავრო გაგვახსენდება, ვხვდებით, რომ სულ ტყუილად გვიხაროდა, როცა გვაქებდნენ, რადგან ამით იმ მცირედსაც ვკარგავდით, რაც სულში მარადიული ცხოვრებისთვის გვქონდა გადანახული; ტყუილად გვწყინდა სიმართლის მოსმენა და ვბრაზობდით მამხილებელზე, რადგან მცირედის დათმენით სულიერი ხსნისათვის მრავლის შეძენა შეგვეძლო.
უნდა შევიცვალოთ, მაგრამ გული ისე შეჩვევია ქების სიტკბოებას, გონება კი - სიცრუეს, რომ ლამისაა სასო წარგვეკვეთოს. მაგრამ არა, უიმედობამ კი არ უნდა შეგვიპყროს, უნდა შევინანოთ.

უფრო საიმედოა, უფალს მიენდო, ვიდრე საკუთარ თავს
თუ ადამიანი საკუთარ ნებას უარყოფს და ღვთისას დაემორჩილება, უდიდეს ძალასა და სიბრძნეს დაიუნჯებს. მართალია, უფრო ჭკვიანი და ძლიერი ვერ გახდება, მაგრამ მასში ღმერთი მოქმედებს და ადამიანსაც უკვირს: შეცდომა დავუშვი, კარგად კი გამოვიდაო. ღმერთი გაცილებით უკეთ აწყობს ყოველივეს, ვიდრე ჩვენ. სულელური იმედი საკუთარი ძალებისა, უსასრულო საუბარი საკუთარ თავთან - აი, რა გვაშორებს სინამდვილეს. თითქოს ყოველივე კარგად გავთვალეთ, მოვემზადეთ კიდეც, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა - ღმერთი ამით გვამდაბლებს, გვასწავლის, რომ მხოლოდ საკუთარი თავის მოიმედენი არ ვიყოთ.

"საშურებელად ჰსურის სულსა"
სახარება ცათა სასუფეველს ყანაში დამალულ საუნჯესა და ძვირფას მარგალიტს ადარებს (მათე 13:44-46), რომელთა მოსაპოვებლადაც კაცმა, რაც კი რამ ებადა, ყოველივე გაყიდა. აქ "ყოველივე" შემთხვევით არაა ნათქვამი. იაკობ მოციქული წერს: "საშურებელად ჰსურის სულსა, რომელი დამკვიდრებულ არს ჩუენ თანა" (იაკ. 4:5). ამ სიტყვებს წინ მხილება უსწრებს: "მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისა ამის მტრობა არს ღმრთისა? აწ უკვე, რომელსა უნდეს მეგობარყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკ. 4:4).
როგორც ხედავთ, "საშურებელად ჰსურის სულსა" - ღმერთი ყველაფერს გასცემს ჩვენთვის, მაგრამ ჩვენგანაც სრულ თავდადებას მოითხოვს (რაც ქრისტიანს სულაც არ უშლის ხელს, ქვეყნისა თუ ოჯახის წინაშე თავისი ვალი მოიხადოს).
განუყოფლად დავუთმოთ გული უფალს. რატომ გვიწოდებს იაკობ მოციქული მემრუშეებს? - იმიტომ, რომ როცა გულით ათასგვარ სურვილს ვატარებთ, ზეციურ სიძეს ვღალატობთ - მხოლოდ უფალი არ გვსურს. დიდი-დიდი, ცოტათი გვეშინოდეს მისი, ვაითუ შეგვამჩნიოს და დაგვსაჯოსო. ღმერთი დიდი ხანია გვხედავს. მართალია, ვუყვარვართ და მარადიულ ნეტარებას გვისურვებს, მაგრამ თავისი სიბრძნისა და მოწყალების გამო ნებას გვრთავს, ცხოვრება ამა ქვეყნის სიყვარულში გავლიოთ. ბოლოს კი გეენიის მარადიული ცეცხლი გველის, თუკი, რაღა თქმა უნდა, არ შევინანებთ.

ცოდვას ნუ გამოცდი
უგუნურად მსჯელობს ზოგიერთი, როცა ამბობს, ბავშვს ყველაფრის ნახვისა და შეცნობის უფლება უნდა მისცე, რაც კი ამქვეყნად არსებობს; დაე, თვითონვე აირჩიოს სარწმუნოებაცა და ცხოვრების გზაცო. ამასვე სთავაზობს მაცთუნებელი ქალწულს: შენ ხომ არც კი იცი, რაზე ამბობ უარს, გამოსცადე და ისე გადაწყვიტეო. სწორ მსჯელობას ჰგავს, ოღონდ ესაა - თუ ერწმუნება, ქალწულებრივ უმანკოებას ვეღარასოდეს დაიბრუნებს.

ახლა რწმენის ნება დაგვრთეს
იუდეველთა დღესასწაულზე იესო ქრისტე ტაძარში შევიდა და ყველას თვალწინ, დაუფარავად ასწავლიდა, რამაც იერუსალიმის ზოგიერთი მკვიდრი დააეჭვა: "განცხადებულად ეტყვის და არა ეტყვიან მას; ნუუკუე ჭეშმარიტად სცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე?" (იოანე 7:26).
აქ ასეთი ლოგიკა მოქმედებს: თუ მთავრები იტყვიან, ქრისტეაო, მართლაც ქრისტე ყოფილა, ხოლო თუ იტყვიან, ჯვარს აცვითო, მაშინ ჩვენც ჯვარს ვაცვამთო. აღსრულდა კიდეც. ასეთი ლოგიკა ყოველთვის პოპულარული იყო და ახლაც ხშირად იმეორებენ ხოლმე, ადრე სხვა დრო იყო, ღვთის რწმენა აკრძალული გვქონდა, ახლა კი ნება დაგვრთეს და ტაძარში სიარულიც შეიძლებაო. ამგვარი მსჯელობის კანონზომიერი გაგრძელება ასეთი გახლავთ: თუკი ხვალ ისევ აგვიკრძალავენ რწმენას, ჩვენც უარს ვიტყვით მასზეო. სავსებით გასაგები ლოგიკაა, როცა წარსულსა თუ სავარაუდო მომავალში ადამიანი საკუთარი ურწმუნოებისა და უდებების გამართლებას ცდილობს. სინამდვილეში კი ყოველივე ეს სიცრუეა, იესო ქრისტე ხომ თავადაა "მეუფე მეუფეთა და უფალი უფალთა" (I ტიმ. 6:16), მოსწონთ და სწამთ ეს ძლიერთა ამა სოფლისათა თუ არა. სწორედ ის იქნება ჩვენი მსაჯული განკითხვის დღეს და არა - დროებითი მმართველნი. ამიტომ არ უნდა გავიზიაროთ მათი ცრურწმენა, ხოლო თუ ჭეშმარიტებას აგვიკრძალავენ, არც ამ აკრძალვას დავემორჩილოთ.

ჭეშმარიტი ქალწული, ცოლი და ქვრივი
ჭეშმარიტი ქალწული ზეციური სიძისთვის თავს უბიწოდ იცავს, ჭეშმარიტი ცოლი მასთან შერწყმით სულიერ ნაყოფს მოიმკის, ჭეშმარიტი ქვრივი კი, ოდეს ამქვეყნიურ საზრუნავს ელევა, საკუთარ თავისუფლებას მარადისობისთვის ინახავს.

რატომ გვწამს ნაკლებად იმქვეყნიური ცხოვრებისა
ჩვენ, ხორციელ ადამიანებს, ნაკლებად იმიტომ გვწამს იმქვეყნიური ცხოვრება და ზეციური სამეფო, რომ მას ხელით ვერ ვეხებით, ხოლო ის, რასაც ვერ ვეხებით, ჩვენთვის თითქოსდა არც არსებობს. სკამი, რომელზეც ვზივარ, კი ბატონო, არსებობს; ფაფაც, რომელსაც ვჭამ, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ის, რისი შეჭმა, ხელით შეხება, დაყნოსვა არ შემიძლია, ცხადია, არ არსებობს.
ასეთი შეხედულება სამყაროზე არასწორია.
თუკი თხუნელა მთელი ცხოვრება მიწას თხრის და ჭიაყელებით იკვებება, იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამქვეყნად სხვა აღარაფერია. სინამდვილეში არსებობს უზარმაზარი სამყარო, რომლის შესახებაც თხუნელამ არაფერი იცის. არსებობს კიდევ უფრო დიდი სულიერი სამყაროც, რომელიც დაფარულია ჩვენთვის. არა იმიტომ, რომ ის არარეალურია, - ეს ჩვენ ვართ შორს სინამდვილისგან. თითქოს ცხადად ქცეულ საშინელ სიზმარში ვცხოვრობთ, მუდმივად იმ აზრების ტყვეობაში, რომლებიც სულიერი ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ.
ღვთის მცნებათათვის ყურის მიპყრობა პირველი ნაბიჯია აზრთა ძალაუფლებისგან გათავისუფლებისკენ. ეცადე, შეასრულო უფლის მცნებები - ეს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზაა, მათი აღსრულება კი (ღვთისა და მოყვასის სიყვარული) - სრული თავისუფლება.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat