აღვასრულოთ ჩვენი ვალი და დავიმკვიდროთ "ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი"
აღვასრულოთ ჩვენი ვალი და დავიმკვიდროთ "ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი"
რისთვის მოდის ადამიანი ამქვეყნად? ეს კითხვა ალბათ ხშირად დაგვისვამს საკუთარი თავისთვის. "დაე, თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, სთქვან - აღასრულა მან თვისი ვალი", - წერდა წმინდა ილია მართალი. ალბათ მართლაც იმისთვის ვიბადებით, რომ ღვთისაAდა ერის წინაშე ჩვენი ვალი მოვიხადოთ, რადგან მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი ცათა სასუფევლის დამკვიდრება.

რა ევალებათ ქრისტიანებს - მღვდელს, მრევლს, მშობლებს, შვილებს, ხელმძღვანელებს და მათ ხელქვეითებს? რას ნიშნავს საკუთარ მოვალეობათა სწორად შესრულება? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ აღვასრულოთ ჩვენი ვალი და დავიმკვიდროთ "ჩვენთვის განმზადებული სასუფეველი"?

ადამიანის მოვალეობებზე გვესაუბრება წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმასხური არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი.

- რისთვის შეიქმნა ადამიანი, რა არის მისი მოვალეობა?


- უფალმა ადამიანს მისცა მცნება, არ ეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი. ეს იყო პირველი კანონი ადამიანისთვის. მან ის არ შეასრულა და გულისთქმას აყოლილი ეშმაკს მიენდო. ვიცით, რა მიიღო ადამმა ამ მცნების დარღვევისთვის - სამოთხიდან განდევნა. ამით გვეუწყა, რომ უფლის სიტყვიდან ყოველგვარი გადახვევა ისჯება და რომ ადამიანი მთელი არსებით ღვთის ნების აღმასრულებელი უნდა იყოს.

პირველ კანონს სხვა მცნებები მოჰყვა, ხოლო როცა კაცობრიობა ამისთვის მზად იყო, უფალმა მას მოსეს მიერ ათი მცნება დაუსახა - ის ძირითადი წესები და კანონები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აასრულოს. უფლის კანონებს, მის მცნებებს გვაუწყებდნენ წინასწარმეტყველები, მართლმადიდებელი მამები და, რა თქმა უნდა, თავად უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ამქვეყნად მოიტანა ახალი სწავლება, ახალი რელიგია, თუმცა, ცხადია, ის არათუ არ უარყოფდა ძველ აღთქმას, არამედ ეყრდნობოდა მას. სწორედ ათი მცნება დაედო საფუძვლად ქრისტიანობას. ის დღემდე არის და საუკუნოდ იქნება თავი ყოველი სიკეთისა. ათი მცნება დაედო საფუძვლად ყველა კანონს, რაც კი მსოფლიოში შექმნილა.

ქრისტიანის უმთავრესი ვალია, იყოს შემსრულებელი ამ ათი მცნებისა, რადგან მათში ყველაფერია. თავად განსაჯეთ, არ არსებობს დრო, არ არსებობს ეპოქა, რომ 10 მცნება უარეყოთ, განეგდოთ. ის რომ ადამიანებს შეექმნათ, ცხადია, ამდენ საუკუნეს ვერ გაუძლებდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ათი მცნება ღვთის მიერ გამოცხადებული საღვთო ჭეშმარიტებაა, რომელიც ჟამთასვლას არ ემორჩილება და უკვდავია, შეუცვლელი, ისევე როგორც უფლის მიერ განცხადებული ყველა მცნება, ყველა კანონი დედამიწაზე.

კანონის დარღვევა ყველგან ისჯება, ამიტომაც ადამიანი ვალდებულია, სადაც ცხოვრობს, იმ ქვეყნის კანონებს დაემორჩილოს. ასევეა რელიგიაშიც: მოცემული გვაქვს კანონები და ჩვენი ვალია, ამ კანონებს მივდიოთ, ისინი აღვასრულოთ.

- რა მოიტანა ქრისტემ თავისი განკაცებით? რა დაგვეკისრა ჩვენ, ქრისტეს მიერ გამოხსნილ ადამიანებს?

- უფალმა კაცობრიობას მოუტანა უდიდესი ბედნიერება, სიხარული. მისცა საშუალება, ცოცხლად ეხილა უფალი, შეხებოდა, ევლო მის გვერდით. გარდა ამისა, უფალმა მოიტანა ახალი სწავლება, ახალი სჯული, ახალი აღთქმა. ის, რისთვისაც ამდენი საუკუნე ემზადებოდა სამყარო - მან მოიტანა გამოხსნა ცოდვის ტყვეობიდან, ჯოჯოხეთიდან. მისი განხორციელების შემდეგ ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, სასუფეველი დაემკვიდრებინათ. თავისი თავგანწირვით მან  დაგვანახვა უფლის უდიდესი სიყვარული, სიყვარული, რომელიც სწორედ ამ თავგანწირვით, ამ თავდადებით დასტურდება. ჩვენი ვალია, მივდიოთ ქრისტეს, აღვასრულოთ მისი მცნებები, ჩვენი ცხოვრებით დავეთანხმოთ უფლის ამ მსხვერპლს, ჩვენი ცხოვრება მივამსგავსოთ ქრისტეს ცხოვრებას, ჩვენც დავითმინოთ ახლობელთა სამართლიანი თუ უსამართლო შეურაცხყოფა და ჯვარს ვეცვათ ქრისტესთვის, ისე, როგორც თავად ქრისტე ეცვა ჯვარს თითოეული ჩვენგანის გამოსახსნელად. ამ ყველაფერს შევძლებთ, როცა შეძლებისდაგვარად ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ, როცა უფალს მივანდობთ ჩვენს თავსა და ჩვენს ყოფას. ცხადია, უცოდველი არავინაა და მცნებათა აბსოლუტურ აღსრულებას ვერ შევძლებთ (არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს), მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ხელი ჩავიქნიოთ და არ ვეცადოთ. უფალი ჩვენგან მხოლოდ მონდომებას ითხოვს და ამ მონდომების მოხედვით შეაფასებს თითოეულ ჩვენგანს. მახსოვს, ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა: ნუ გეშინია ცოდვის, მაგრამ დაიმახსოვრე - ცოდვას მკურნალობა სჭირდება; ამისთვის კი ჩაის კოვზი უნდა შეიძინო, რადგან თუ ადამიანში ცოდვა ვაგონებით გროვდება, ჩაის კოვზებით უნდა დაილიოსო. ძლიერ დავმწუხრდი და მამაოს ვკითხე, ამდენ ცოდვას კოვზებით რა გამოლევს-მეთქი? შენ კოვზი შეიძინე და უფალი ვაგონის დასაცლელად ექსკავატორს გამოგიგზავნისო… საკმარისია, უფალმა დაინახოს ჩვენი ლტოლვა, ჩვენი სურვილი მის მიმართ და ის აუცილებლად დაგვეხმარება. თუ ადამიანი მონათლულია, მასში ყოველთვის ანთია ლამპარი, მაგრამ ამ ლამპარს მუდმივად უნდა ამატოს ზეთი, თორემ ის შეიძლება ჩაქრეს. ზეთია ღვთის მცნებათა აღსრულება, ზიარება, აღსარება და, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები.

ცხადია, ადამიანის უპირველესი მოვალეობაა, აირჩიოს ჭეშმარიტი სარწმუნოება - იყოს მართლმადიდებელი. თუმცა ერთი რამ უნდა აღვნიშნო: ყველა, ვინც ღმერთს ახსენებს, მორწმუნე როდია. თავად უფალი ამბობს: არა ყოველი, რომელმან მრქვას მე "უფალო, უფალო", შევიდეს ცათა სასუფეველში, არამედ რომელმან აღასრულოს ნება მამისა ჩემისაო. სარწმუნოების აფიშირება არ შეიძლება. ჩემი სულიერი მოძღვარი მამა იოანზე კრესტიანკინი გახლდათ. ბოლოს რომ ვნახე, უკვე ძალიან ცუდად იყო. როგორ გვტოვებ, ჩვენო ხუცესო-მეთქი, ვუთხარი სინანულით. Я не старец, я старик, но а если очень хотите, старичок, - მიპასუხა მან. ასე იქცევიან მართლაც გამოცდილი ადამიანები. ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს და არა დიდებისმოყვარე. ეს ჩვენი პირდაპირი ვალია.

ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს უმადური. ერთ იგავს მოგიყვებით: ჭაობის სამეფოში ბაყაყები აჯანყდნენ, ყველას რომ ჰყავს მეფე, ჩვენ რატომ არ გვყავსო. გაუგზავნა უფალმა მეფედ ჯირკი. ამოხტებიან, დასხდებიან ჯირკზე, დაისვენებენ და ისევ ჭაობში ჩახტებიან. ბოლოს გაბრაზდნენ და სხვა მეფე მოითხოვეს. ღმერთმა ახლა წერო გაუგზავნა. ამოყოფდა თუ არა თავს ბაყაყი, წერო იმწუთასვე გადასანსლავდა. ასე რომ, ჩვენი მოსაწონი იშვიათად მოიძებნება რამე... მუდამ უნდა გვახსოვდეს: იმდენი ცოდვა გვაქვს ჩადენილი, არავითარ სიკეთეს არ ვიმსახურებთ, ამიტომაც ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს.

KARIBCHEბევრი ისეთიც მოდის ჩემთან, საკუთარ ცოდვებს რომ ვერ ამჩნევს. ცუდი არაფერი არ ჩამიდენია, მხოლოდ პატარ-პატარა ცოდვები მაქვსო, მეუბნებიან. მე კი ვპასუხობ: სახლი უამრავი აგურისგან არის ნაშენი; ერთიც რომ მოვაკლოთ, სახლი აღარ იქნება. ასეა ცოდვებიც. ერთიც რომ ჩავიდინოთ, თუნდაც "პატარა", ეს ჩვენს სულიერ შენობას აუცილებლად დაეტყობა, აისახება ჩვენს სულიერ სამყაროზე და შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე გვგონია. ამიტომაც ადამიანები ვალდებულნი არიან, შეიგრძნონ თავიანთი დაცემულობა. განცდა თვისთა ცოდვათა ყოველი ქრისტიანის ვალია.

- ადამიანს, ცხადია, პირველ რიგში ცათა სასუფევლისთვის ზრუნვა ევალება, მაგრამ მან ალბათ ამ ქვეყანაზეც უნდა დატოვოს სახელი...

- მამა იოანე კრესტიანკინს გადასახლების ვადა რომ ამოეწურა, მოსკოვში ჩავიდა. იმ დროს მოსკოვის პატრიარქი ალექსი I იყო. მას ორი პროტოპრესვიტერი ჰყავდა - კოლჩიცკი და რუჟიცკი. ისინი მამა იოანეს გამუდმივად დევნიდნენ და ავიწროებდნენ, რადგან შურდათ მისი. მათი ინტრიგების წყალობით Aმამა იოანე ფსკოვში, რუსეთის ყველაზე განაპირა და მიყრუებულ მხარეში, გადაიყვანეს, მაგრამ მან იქაც გაითქვა სახელი. ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ მასთან სულიერი საზრდოს მისაღებად... რუსეთში ახალგაზრდა მღვდლებს ვეკითხები, კოლჩიცკი და რუჟიცკი გაგიგონიათ-მეთქი? ასეთი არავინ ვიცითო. როგორ არ გაგიგონიათ, მათ ხომ დიდი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ-მეთქი! მღვდლები შეწუხდნენ - რა ვქნათ, ნამდვილად არ გაგვიგონიაო. მერე ვკითხე, არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინზე თუ გსმენიათ-მეთქი რამე. გაეცინათ - მას ხომ მთელი საქრიატიანო იცნობსო. ადამიანი სწორედ ასეთი სახელისთვის უნდა ზრუნავდეს, ისეთი სახელი უნდა დაიმკვიდროს, რომ მის ხსენებაზე ხალხი პირჯვარს იწერდეს. მახსოვს, უწმინდესი კალისტრატე, ხელმოწერას რომ სთხოვდნენ, ასე წერდა: კ.პ.კ. (კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე) - გვარი რა საჭიროა, სახელით უნდა გიცნობდნენო.

- ზემოთ კეთილი საქმეები ახსენეთ. აქვს თუ არა მნიშვნელობა, ვის ვუკეთებთ სიკეთეს? მოვალეა ქრისტიანი, სხვა რელიგიის აღმსარებელს დაეხმაროს?

- ქრისტიანის პირდაპირი ვალია, შეეწიოს სხვა რელიგიის აღმსარებელს ისევე, როგორც ამას მართლმადიდებლისთვის გააკეთებდა. ადამიანი ღვთის ხატებაა. მცდარ გზაზე მდგარი უფრო უნდა გვიყვარდეს, უფრო უნდა გვეცოდებოდეს - ის ხომ  იღუპება! თუ არ დავეხმარეთ, რა ქრისტიანები ვიქნებით?

- კიდევ რა ევალებათ ადამიანებს?

- მოგეხსენებათ, ქრისტემ ორი მთავარი მცნება დაგვიტოვა: ღვთისა და მოყვასის სიყვარული. ეს მცნებებია სათავე ყოველგვარი სიკეთისა, ამიტომაც ქრისტიანის უპირველესი ვალია, ამ სიყვარულის მოპოვებისთვის იზრუნოს.

გავიხსენოთ, რას ეუბნება ჯვარცმული, ნაწამები, შეურაცხყოფილი, სიკვდილის პირას მყოფი უფალი თავის მარჯვნივ ჯვარცმულ ავაზაკს: "ჭეშმარიტად გეტყვი შენ: დღეს სამოთხეში ჩემთან ერთად იქნებიო". ამ განსაცდელისა და ტკივილის, ამ დიდი შეურაცხყოფისა და დამცირების ჟამსაც კი სხვისი ნუგეშისთვის იცლის, იმ წუთებშიც ადამიანთა ხსნაზე ფიქრობს, მათზე ზრუნავს, მათი შეწყალებისთვის ლოცულობს. აი მაგალითი ქრისტესმიერი სიყვარულისა! ასეთი თავდადებული უნდა იყოს ყოველი მორწმუნე ღვთისა და მოყვასისთვი. ეს თითოეულ ჩვენგანს მოეთხოვება.

- რა ევალება ქვეყნის მთავრობას? როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მმართველი?

- მმართველს უნდა ჰქონდეს სიბრძნე, ერთმანეთს შეუთავსოს ლმობიერება და სიმკაცრე. სხვაგვარად ქვეყნის სწორად მართვა შეუძლებელია. რაც მთავარია, უფალს უნდა იყოს მინდობილი და ეცადოს, მთელი თავისი მსახურება მას მიუძღვნას. დღეს ბევრი მეუბნება, დიდი ცოდვა მაწევს - მთავრობას განვიკითხავო. ხელისუფლის განკითხვა მართლაც ცოდვაა. ძალიანაც რომ არ მოგვწონდეს, მისი განკითხვის უფლება არ გვაქვს. სწორედ ისეთი მთავრობა გვყავს, როგორსაც ვიმსახურებთ. თუ ქვეყნის კეთილდღეობა გვსურს, პირველ რიგში საკუთარი თავის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ.

- სასულიერო პირებს უდიდესი მოვალეობა აკისრიათ ღვთისა და ერის წინაშე. რას გულისხმობს მათი მსახურება?

- მღვდელს მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მოძღვარს არ აქვს უფლება, ისეთი რამ მოსთხოვოს მრევლს, რასაც თავად არ ასრულებს. მარტო განათლება, ტიბიკონის ცოდნა და ქადაგების უნარი არ არის საკმარისი, რომ ხალხს სულიერი წინამძღოლობა გაუწიო; ამისთვის, უწინარეს ყოვლისა, თვითონვე უნდა გქონდეს სათანადო სულიერება. მღვდელი თავგანწირული უნდა იყოს. "მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდოს ცხოვართათვის", - ამბობს უფალი. ერთხელ უწმინდეს ეფრემთან შევედი. მასთან ვიღაც მოხუცი მღვდელი დამხვდა. მკითხა: სად მუშაობო? კუკიაზე-მეთქი. უწმინდესმა მიხმო, ხელები მაჩვენეო. ვაჩვენე. "რაღაც ბებერებს ვერ ვხედავო", - ღიმილით მითხრა. ვერ მივუხვდი. ამიხსნა: მოძღვარი კი არ მუშაობს, მსახურობს; ეს სრულიად სხვადასხვა რამ არისო.

- წმინდა მამები ამბობენ, რომ როცა მღვდელი სათანადო სულიერ დონეზე არ დგას, ეს მისი მოუმზადებლად კურთხევის ბრალია. რატომ არის აუცილებელი, სამღვდელო პირი მომზადებული შეხვდეს ამ ხარისხს?

- მღვდლის მოუმზადებლად ხელდასხმა დაუშვებელია. საკურთხეველი ზეცას განასახიერებს და ყველამ უნდა გააცნობიეროს, არის თუ არა მზად ამ მსახურებისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, მომავალმა მოძღვარმა უნდა გაიაროს ყველა საფეხური მნათეობიდან მღვდლობამდე, რადგან თუ თავად არ ყოფილა სხვისი მორჩილების ქვეშ, სხვას სწორ გზას ვერ უჩვენებს. უწმინდესი ეფრემისაგან მსმენია, როცა სტალინის ბრძანებით ეკლესიები გაიხსნა, სასულიერო სამყარო მრევლისა და მსახურების დეფიციტს განიცდიდა. იმ წლებში თავად პატრიარქი კალისტრატე ემსახურებოდა მღვდელს და როგორც უბრალო მნათე, სანთლით მიუძღვოდა წინ. ამით, ცხადია, კათოლიკოსის ღირსება არ კნინდებოდა, უფრო პირიქით, ვინაიდან უწმინდესი ღმერთს, მის საკურთხეველს ემსახურებოდა. ერთ-ერთ მღვდელს დიაკვნის სტიქარიც კი ჩააცვა და მეორესთან ამსახურა. რუსეთის პატრიარქმა ალექსი I-მა უსაყვედურა: უწმინდესო, ეს ხომ მღვდლის დამცირებააო. პატრიარქმა მიუგო: მე რომ ამ მღვდლისთვის ეპისკოპოსის საკოსი ჩამეცმია, ეს მართლაც იქნებოდა ხარისხის შეურაცხყოფა, ახლა კი მღვდელი დავამდაბლე. რისთვის? ღვთის სამსახურისთვის. ხოლო რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდესო.

უფრო მეტი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აკისრია ბერს. მართალია, საკუთარი ოჯახი არ ჰყავს, მაგრამ ყველა, ვინც "მამაოს" უწოდებს, მისი შვილია.

- მღვდელსაც უნდა ჰყავდეს მოძღვარი?

- უთუოდ. მოძღვარიც ადამიანია და მასაც სჭირდება სულიერი წინამძღოლი, დამრიგებელი, მასწავლებელი, რომელსაც თავის გადაწყვეტილებებს გაანდობს და რჩევა-დარიგებას სთხოვს. მადლობა უფალს, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ამდენ გამოცდილ, სულიერებით გამორჩეულ ადამიანთან მქონდა ურთიერთობა. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. მათ დამაყენეს სწორ გზაზე, აღმზარდეს და დღეს თუ, ღვთის მადლით, რამეს წარმოვადგენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა. ამისთვის ღმერთს კიდევ ერთხელ ვწირავ მადლობას. ჩემს ჩამოყალიბებაში, აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უწმინდეს ეფრემს, ასევე - სემინარიის მაშინდელ რექტორსა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას (ჩვენს დღევანდელ პატრიარქს). გადამწყვეტი როლი კი ჩემს ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, სულიერმა მოღძვარმა მამა იოანე კრესტიანკინმა ითამაშა. ეს ადამიანები არიან სწორედ ნათელი მაგალითები იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, როგორ ზიდოს თავისი ჯვარი და აღასრულოს უფლისგან დაკისრებული მოვალეობა. აქედან გამომდინარე, რაც უნდა დიდ სიწმინდეს მიაღწიოს ადამიანმა სულიერ ცხოვრებაში (და მით უფრო -  ახალგაზრდა, გამოუცდელ სასულიერო პირს), აუცილებლად სჭირდება მასზე გამოცდილი წინამძღოლი. მოძღვრის კურთხევით ცხოვრება მორჩილებას გვასწავლის, საკუთარ თავს მინდობილი ადამიანი კი ამპარტავნებაში ვარდება და ხიბლი იპყრობს, რაც ყოველგვარი ბოროტების სათავედ იქცევა.

- რა ევალება მრევლს?

- მრევლი მოძღვარში ლმობიერებას არ უნდა ეძებდეს. ზოგჯერ იტყვიან, კარგი მოძღვარია, მაგრამ მკაცრიო. რატომ? იმიტომ, რომ თუ რამე დააშავა, ეპიტიმიას დაადებს, ეს კი არ მოსწონთ, მარტივად, სინანულის გარეშე სურთ ცხოვრება. არადა, ცხონებისთვის მთავარი სინანული, გამოსწორების სურვილია.

გარდა ამისა, მოძღვარმა და მრევლმა ერთმანეთთან ურთიერთობისას აუცილებლად უნდა დაიცვან ზღვარი. მრევლს მოძღვრის მიმართ კრძალვა და მორიდება მართებს.

- ხორციელი შვილის გაზრდა სულიერი შვილის აღზრდაზე არანაკლებ რთულია. რა ევალებათ მშობლებს, რა მოეთხოვებათ მათ ღვთის წინაშე?

- არ უნდა დავივიწყოთ, რომ შვილები ღვთისგან არიან მოცემულნი და ისე უნდა გავზარდოთ, რომ უფალს შევწიროთ. ხშირად არც ცოლს სჭირს რამე და არც ქმარს, მაგრამ შვილი არ ეძლევათ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა რომ ღვთის ნების გარეშე ამქვეყნად არაფერი ხდება. ბავშვის სულისთვის ზრუნვა არათუ დაბადების, არამედ ჩასახვის წუთიდანვე უნდა დაიწყოს მშობელმა. აღზრდისას აუცილებელია სიმკაცრეც და ლმობიერებაც, - იოანე კრონშტადტელს ხატზე ცალ ხელში უსუპი უჭირავს, მეორეში კი ჯვარი. ჯვარი სიმკაცრისა და ძლიერების სიმბოლოა, უსუპი - მოწყალებისა, - მაგრამ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეს მშობლის. შიში კი არა, რიდი და მოწიწება უნდა ჰქონდეს. მშობელი მისთვის უნდა იყოს ხატი, მისაბაძი, იმის ცოცხალი განსახიერება, რასაც ასწავლიან, რასაც კითხულობს. არ შეიძლება, შვილს მოწევა აუკრძალო, თავად კი მის თვალწინ ეწეოდე. არ შეიძლება ბავშვის თანდასწრებით ხმამაღალი ლაპარაკიც კი, არამცთუ ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა. შვილს პირადი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. საქმის გარეშე, ლიტონი სიტყვით, ჩვენს ნათქვამს ბავშვი ყურად არ იღებს. ხშირად, როცა შვილები არ გვემორჩილებიან და ცუდ გზას ადგებიან, მიზეზი ჩვენივე არასწორი ქცევაა. შვილის არასწორი აღზრდა კი ღვთისგან მოგვეკითხება.

- რა ევალება შვილს?

- მეხუთე მცნება გვავალებს, მშობლებს პატივი ვცეთ. ჩვენი პირდაპირი ვალია, აღვასრულოთ ეს მცნება. უამისოდ არ არსებობს ცხონება, არ არსებობს გადარჩენა, არ არსებობს დღეგრძელობა და სიკეთე არც ამ და არც იმ ქვეყანაში. არაფრით არ შეიძლება, მოხუც მშობლებზე არ ვიზრუნოთ. ეს უდიდესი ცოდვაა უფლის წინაშე. ერთი იგავი გამახსენდა: მშობელი მოხუცდება. შვილი გადაწყვეტს, ჩასვას გოდორში, აიყვანოს მთაზე და იქ დატოვოს. ასეც მოიქცევა. როცა უკან წამოსვლას დააპირებს, მამა გოდრიდან დაუძახებს: წაიღე ეს გოდორი, შენს შვილებს გამოადგებათო. გვახსოვდეს: როგორც ჩვენ ვექცევით მშობლებს, ისევე მოგვექცევიან ჩვენი შვილები.

- როგორია ცოლ-ქმრის მოვალეობანი?

- პავლე მოციქული გვასწავლის: ცოლს უნდა უყვარდეს ქმარი და ემორჩილებოდეს, ისევე როგორც ეკლესია - ქრისტეს. ქმარს კი ისე უნდა უყვარდეს ცოლი, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და სული თვისი დასდო მისთვის.

სიყვარულის გარდა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში აუცილებელია პატივისცემა, მიმტევებლობა, მოთმინება. მანგლისში ვმსახურობდი. ქალი მოვიდა ჩემთან, ქმართან უსიამოვნება ჰქონდა და მთხოვა, პარაკლისი გადამიხადეო. გადავუხადე პარაკლისი, წყალიც ვუკურთხე და შინ გავატანე. ვუთხარი, ქმარი ჩხუბს რომ დაიწყებს და განრისხება შეგიპყრობს, ეს წყალი პირში ჩაიგუბე და ვიდრე ჩხუბს არ მორჩება, არ გადაყლაპო-მეთქი. გავიდა ხანი და ქმართან ერთად მოვიდა. კაცი უამრავ მადლობას მიხდიდა - რაც ეკლესიაში დაიწყო სიარული, შეპასუხება მოიშალა და თავისი მოთმინებით გული მომილბოო.

ცოლ-ქმარმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ღმერთმა შეაუღლა. როცა უთანხმოება მოგივათ, იფიქრეთ: ჩვენი ღვთივსათნო ცხოვრება ეშმაკს შეშურდა და ჩვენი იდილიის დამსხვრევას ცდილობს-თქო.

- მღვდლის მოვალეობებზე ვისაუბრეთ, მაგრამ ალბათ არანაკლებ საპასუხისმმგებლოა მოძღვრის ცოლობა. როგორც მამები ამბობენ ღვთივგანბრძნობილი მეუღლე მღვდლისთვის უდიდესი სიკეთეა. რა ევალებათ ფოფოდიებს?

- მოძღვრის ცოლს ევალება, იყოს ორმაგად ყურადღებიანი, მომთმენი, გამგები და სულიერად მცხოვრები, რადგან ის ქრისტიანი ქალის მაგალითად უნდა იქცეს. მამა იოანე ერთ ძალიან კარგ, სამაგალითო ფოფოდიაზე მიყვებოდა. ქმარს ისე უვლიდა, რომ მღვდლობის ტვირთს უმსუბუქებდა. მღვდელს წყლული ჰქონდა და ცოლი დღეში რამდენიმეჯერ უცვლიდა საფენებს. ქმარს მსახურება უჭირდა და შინ ძალზე დაღლილი ბრუნდებოდა. ცოლი ეტყოდა: მამაო, შენ დაისვენე, აბაზანები მიიღე (წყლულის გამო ყოველდღე სჭირდებოდა აბაზანა), შენს ლოცვით კანონს კი მე წავიკითხავო. აი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფოფოდია - მშვიდი, მომთმენი, მშრომელი, მორჩილი და ქმრის მოყვარული. ეცადოს, ქმარი ყოფითი პრობლემებით არ შეაწუხოს, აარიდოს ამაო საზრუნავს, რათა მღვდელმა ჯეროვნად შეძლოს თავისი მისიის შესრულება - მსახურება ღვთისა და მრევლის სულიერი ცხოვრების წარმართვა.

ცოლ-ქმარმა ერთ გზაზე უნდა იაროს და ერთი უღელი სწიოს, რათა ერთად წარდგეს უფლის წინაშე და ერთად დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat