მოყვასი
მოყვასი
უნდა გვძულდეს ცოდვა, მაგრამ ამ ცოდვას აყოლილი ადამიანი უნდა გვებრალებოდეს
ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. შექმნა უდიდესი სიყვარულით და მასაც, უპირატესად, ამ გრძნობის მოხვეჭა, მოპოვება დაავალა. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა - აი, ის მცნებები, რომლებიც უნდა დაიმარხოს ყოველმა ქრისტიანმა, რომლებიც არის საფუძველი, სათავე ყოველი სიკეთისა. ამ ორი სათნოებით იქმნება ვერტიკალური (ღმერთსა და ადამიანს შორის) და ჰორიზონტალური (ადამიანებს შორის) ხაზები, მიმართება, რომელიც ქმნის უხილავ ჯვარს. სწორედ ამ ორი მცნების თანხვედრა და გადაკვეთა უნდა მოხდეს ჩვენს გულებში, სადაც თითოეულმა ქრისტიანმა უხილავი ჯვარი უნდა გამოისახოს.

აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ადამიანებს შორის, მოყვასთან ურთიერთობა მეტად სათუთი, მოსაფრთხილებელია. სამწუხაროდ, ეს ხშირად გვავიწყდება, ბევრ ჩვენს ახლობელს ჩვენი გულგრილობით, უხეშობითა თუ უსიყვარულობით გულს ვტკენთ ხოლმე... არადა სწორედ ეს ურთიერთობებია ჩვენი გზამკვლევი ცხონების გზაზე, სწორედ მათზე აისახება ჩვენი რელიგიურობა, სიყვარული, ის, თუ რამდენად ვართ ღირსნი, ქრისტიანები გვეწოდოს.

მოყვასთან ურთიერთობის შესახებ გვესაუბრება საბურთალოს სასაფლაოზე არსებული უფლის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი კონსტანტინე ლეკიშვილი:

- ქრისტიანისთვის მოყვასი ისეთივე ადამიანია, ისეთივე ქმნილებაა უფლისა, როგორიც თავად არის. არა აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი ახლობელი იქნება თუ უცხო, ნათესავი თუ მოყვარე, მოკეთე თუ მტერი, სხვა ეროვნებისა თუ რელიგიური შეხედულებისა, ადამიანი ადამიანია. ყველა უფლის ქმნილებაა და, შესაბამისად, თითოეული მათგანი არის ჩვენი მოყვასი და ყოველი მათგანის, როგორც ღვთის ქმნილების, სიყვარული და პატივისცემა მოგვეთხოვება.

- როგორც უფალი ამბობს, ღვთის და მოყვასის სიყვარული ითვლება უპირატეს სათნოებებად. რატომაა ასეთი დიდი მოყვასის სიყვარული და როგორ მიიღწევა იგი?


- წმინდა მოციქული იოანე ამბობს, ღმერთი სიყვარული არსო. სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერი საგნის, თვით ადამიანის არსებობაც კი. სამყარო, ჩვენი პლანეტა, ნებისმიერი მცენარე თუ ცხოველი და, მით უმეტეს, ადამიანი უდიდესი სიყვარულით არის შექმნილი. ღმერთია ყოველი სიკეთის წყარო. აქედან გამომდინარე, თუ ღვთის სიყვარული არ გვექნა, გამორიცხულია, მოყვასი ჭეშმარიტად შევიყვაროთ. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "საყვარელნო, ვიყვარებოდეთ ურთიერთარსს, რამეთუ სიყვარული ღვთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყვარდეს ღვთისაგან შობილი, არს და იცის ღმერთი".

მოყვასის სიყვარული ღვთისაგან მოდის. ჩანასახს დედის წიაღში აქვს სიყვარული დედისა. მას უყვარს ის სითბო, რომელსაც იღებს მშობლისაგან. ანუ სიყვარული ჩანასახიდანვე დევს ჩვენში. ჩვენი ვალი მისი გამრავლება და სრულყოფაა. სიძულვილი, ბოროტება კი არაბუნებრივია. თუმცა ეშმაკი ცდილობს, ადამიანს ეს გრძნობა დაბადებიდანვე ჩაუნერგოს.

ჩვენი ვალია ერთმანეთზე ვიზრუნოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ. თუ ადამიანი დაბრკოლებულია და არასწორ გზაზე დგას, თუ ძალა შეგვწევს, უნდა დავეხმაროთ და ეს დიდი სიყვარულით უნდა გავაკეთოთ.

- ე.ი. თუ ღვთის სიყვარული არ გვექნა, ვერასდროს შევძლებთ მოყვასის შეყვარებას?

- დიახ, უფლის გარეშე ადამიანს არავითარი სიკეთის, მადლის ქმნა არ შეუძლია, რადგან უფალი აძლევს ადამიანს ნებისმიერ ძალას, მათ შორის - ძალას სიყვარულისას. ღვთის ნების გარეშე თავიდან თმაც არ ჩამოგვივარდება, მით უმეტეს, სიყვარულს ვერ მოვიპოვებთ. ღვთისა და მოყვასის სიყვარული უერთმანეთოდ არ არსებობს. თუმცა დღეს ეგოიზმით არის შემოფარგლული თანამედროვე ადამიანი და "სიყვარულსაც" ამ გადმოსახედიდან აღიქვამს. ანუ გვაქვს არა ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი, არამედ რაღაც სხვა, "ეგოისტური სიყვარული".

- მართლაც, ადამიანები ამ გრძნობას ხშირად ვამახინჯებთ. ხან რას ვეძახით სიყვარულს, ხან რას. როგორ შეიძლება მივხვდეთ, რომ ნამდვილი სიყვარული მოვიპოვეთ, რითი შეიცნობა ეს სათნოება?

- წმინდა იოანე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: "შვილნო ჩემნო, ნუ ვიყვარებით სიტყვითა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა ჭეშმარიტეებითა". სწორედ საქმით უნდა დავამტკიცოთ ჩვენი გრძნობები.

ჩვენ მხოლოდ სიტყვით გვიყვარს, თუმცა საქმით ამას არ ვადასტურებთ. თანამედროვე ცხოვრებაში, სამწუხაროდ, ადამიანი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. ამას ხელს უწყობს ყველაფერი: მასმედია, თავისუფალი ლიტერატურა... კაცობრიობა თითქოს თეჯირითაა გაყოფილი და იმის იქით რა ხდება, მის გულს და გონებას არ ეხება. ზოგიერთს ჰგონია, სიყვარულში მარტო დედის, შვილის და მეუღლის სიყვარული იგულისხმება. ეს არასწორია. უნდა გვიყვარდეს ყველა, რამეთუ ყოველი ადამიანი ჩვენი მოყვასია. მაგრამ ხშირად არათუ სხვების სიყვარული არა გვაქვს, ამ გრძნობას, ისეთს, როგორიც უნდა იყოს, ახლობელთა მიმართაც არ განვიცდით, ისინიც ეგოიზმის გამო გვიყვარს ხოლმე.

როცა ადამიანი დახმარებას გვთხოვს, ათას რამეს მოვიმიზეზებთ, ოღონდ კი არ დავეხმაროთ - ზოგჯერ გვეზარება, ზოგჯერ თავის ზედმეტად შეწუხება არ გვინდა. ჩავიხედოთ გულში - რამდენჯერ დავხმარებივართ ადამიანს და გულთან მიგვიტანია მისი განსაცდელი? ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ჩვენს დაცემულობაზე. ასე რომ, სიყვარული საქმით უნდა აღვასრულოთ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ნიშანი ჭეშმარიტი სიყვარულისა მოყვასის სულზე ზრუნვა და მასზე მთელი გულით ლოცვაა. ასეთი დამოკიდებულება, დამეთანხმებით, იშვიათად გვაქვს. თუ გავაცნობიერებთ, რომ მოყვასს არ ვეხმარებით და შევეცდებით, ეს მდგომარეობა შევცვალოთ, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ვიმეორებ, მთავარია, დავინახოთ ჩვენი დაცემულობა და მის გამოსწორებას ვეცადოთ. ჩვენგან უფალი მხოლოდ მონდომებას ითხოვს.

- ჭეშმარიტი სიყვარულის მოპოვება ძალიან რთულია, ზოგი ამას შეუძლებლადაც კი მიიჩნევს. რამდენადაა შესაძლებელი, რომ ქრისტიანმა ჭეშმარიტი სიყვარული შეძლოს?

- როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, დაიწყოს ქრისტიანული ცხოვრება, მისი მიზანი უფალს მიმსგავსება უნდა იყოს. მსგავსება არ ნიშნავს სრულყოფილებას, რამეთუ ადამიანი ვერასდროს იქნება აბსოლუტურად სრულყოფილი, მაგრამ უნდა ესწრაფოდეს ამას. ერთი წმინდა მამა ამბობდა, ადამიანში ცოდვა მაშინ გაქრება, როცა მის განსასვენებელს ბოლო ლურსმანი დაეჭედებაო. ანუ სანამ კაცი ცოცხლობს, მანამ სცოდავს კიდეც. "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ხელი უნდა ჩაიქნიოს ყველაფერზე და იფიქროს, მაინც ვერ გავხდები სრულყოფილი და რაღა აზრი აქვს ჩემს გარჯასო. ეს ბოროტის ხრიკია. შენ მოინდომე და ღმერთი მოგანიჭებს სიყვარულს ღვთისა და მოყვასისას. ამ გრძნობის სხვადასხვა საფეხური არსებობს და მისი მოპოვება სავსებით შესაძლებელია. ჩვენგან ქრისტე მხოლოდ სურვილს ითხოვს, მოგვეცემა თუ არა, ეს უფლის ნებაა, მან უკეთ იცის, ამ მომენტისთვის რა სჯობს ჩვენთვის.

ერთ-ერთ პატერიკს გავიხსენებ, სადაც ყაჩაღის ცხოვრებაა აღწერილი. ეს კაცი სხვათა ძარცვით, დაჩაგვრით, მკვლელობით ცხოვრობდა და ცოდვის ჭაობში იყო ჩაფლული. ერთხელ ის გასაძარცვად მონასტერში შევარდა. ჩახოცა მამები, მოკლა არქიმანდრიტიც. როცა ის სისხლისგან იცლებოდა, უკანასკნელი სიტყვები აღმოთქვა: - შეინანე, ძმაო... ამ სიტყვებმა ძალზე იმოქმედა ავაზაკზე. გავა ხანი და გადაწყვეტს, ერთ-ერთ მეუდაბნოე ბერთან წავიდეს, შეინანოს და რჩევა ჰკითხოს. მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, მართლაც მივა დაყუდებულთან. ბერი მოუსმენს, აღსარებას მიიღებს, მისცემს ჩამქრალ კანდელს, თან ეტყვის - წადი და ამ კანდელის წინაშე ილოცე. როცა ეს კანდელი აინთება, ე.ი. ღმერთმა მოგიტევაო. ავაზაკი მეტად ასკეტურ ცხოვრებას შეუდგება. 30 წლის მერე უკვე ნაყაჩაღარ ბერთან მოდის მოყვასი. გაუბედურებული, სასოწარკვეთილი, მეტად დიდ ცოდვაშია ჩავარდნილი. იმდენად განიცდის თავის მდგომარეობას, რომ ხმას ვერ იღებს და ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვლება. დამწუხრებული ბერი დაიჩოქებს თავისი კანდელის წინაშე (ის ისევ ჩამქრალი იყო) და უფალს შეევედრება: უფალო, ოღონდ ეს ადამიანი არ დასაჯო და რაც ამ 30 წლის მანძილზე მიღვაწია, ყველაფერს მას ვწირავ, მე კი ხვალიდან ცხოვრებას ახლიდან დავიწყებო. წარმოიდგინეთ, ამდენი წლის მარხვა, შრომა, მოღვაწეობა, უძილო ღამეები, სიცივე, მიწურში ცხოვრება - ყველაფერი მოყვასის სიყვარულით დათმო, უკან გადადო თავისი თავი და მთელი თავისი ღვაწლი მოყვასს დაუთმო. მოხდა საოცრება: ჩამქრალი კანდელი თავისით აინთო. ეს იყო დასტური იმისა, რომ უფალმა მთელი მისი ღვაწლი შეიწირა და მას ცოდვათაAშენდობა მიანიჭა.Aაი, მოყვასის სიყვარულის, თავდადების თვალსაჩინო მაგალითი.

სავსებით გასაგებია, რომ შესაძლოა ასეთ სიდიდეს ვერ მივაღწიოთ, მაგრამ უნდა ვეცადოთ. ღმერთი სწორედ ამ მცდელობას დაგვიფასებს.

- თუ მოყვასია ყოველი ადამიანი, ჩნდება კითხვა: ვინ არის მტერი და რა იგულისხმება მის სიყვარულში?

- მტერი არის სატანა, ეშმაკი, ბოროტი სული. ის, ვინც დღენიადაგ ცდილობს ჩვენს შეცდენას. და ამ მტერს აყოლილი ადამიანი, რომელიც ცდილობს შენს შეურაცხყოფას, მტრად არ უნდა მივიჩნიოთ, ანუ ის, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უნდა გვიყვარდეს. როგორც მამები გვასწავლიან, უნდა შეგვეძლოს ცოდვისა და ადამიანის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. როცა ვხედავთ ბოროტებას, უნდა გვძულდეს ცოდვა, მაგრამ ამ ცოდვას აყოლილი ადამიანი უნდა გვებრალებოდეს. ამის მიღწევა ძალიან რთულია. უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის.

- ბევრი თვლის, რომ ომის, ბრძოლის დროს ეს მცნება ირღვევა, რადგან ამ დროს ადამიანები მტრებს (მათ, ვინც მტერი ჰგონიათ) სასიკვდილოდ იმეტებენ.

- ჩვენ ქართველები ვართ და ომი, მიწა-წყლის დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი. ომის დროს, ცხადია, უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტიანები ვართ და რომ ის ადამიანიც ღვთის ქმნილებაა, ვისაც ჩვენ ვანადგურებთ. ეს ბრძოლა თავდაცვით უნდა იყოს გამოწვეული და არა პირადი სასტიკი სურვილით, ვაწამოთ ადამიანი. ალბათ ცოტა რთული გასაგები და მით უფრო რთული აღსასრულებელია, მაგრამ უნდა შევძლოთ, იმიტომ, რომ ნებისმიერი ჩვენგანი ღვთის ქმნილებაა. ჩვენ ყველას სიყვარული მოგვეთხოვება. ამის გაცნობიერება ძალიან რთულია. მით უმეტეს, დღეს. ცუდის დანახვა ძალიან ადვილია, ამ ცუდის მკეთებლის გადარჩენა კი - რთული და ამის უნარს სიყვარული გვაძლევს.

- აქვს თუ არა გავლენა საზოგადოებას მის წევრებზე და, აქედან გამომდინარე, უნდა ვარჩევდეთ თუ არა საურთიერთობო გარემოს?

- ცხადია, ადამიანებს ერთმანეთზე აქვთ გავლენა და თან სერიოზული. ადამიანი როცა ეკლესიურ საზოგადოებაში ხვდება, ცდილობს, ისე მოიქცეს, როგორც მრევლი იქცევა და უმეტესად მისი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება ხოლმე. მაგრამ ზოგჯერ საწინააღმდეგოც ხდება და პიროვნება საზოგადოების მავნე გავლენის ქვეშ ექცევა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გარემოში გვიწევს ყოფნა.

- როგორ მოვიქცეთ, თუ ესა თუ ის გარემო ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენს?

- ჩვენ ვცხოვრობთ ერში, ვართ საზოგადოების წევრები და ეს საზოგადოება, გვინდა თუ არა, არაერთგვაროვანია. ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ მორწმუნეებიც და ურწმუნოებიც, კეთილებიც და ბოროტებიც, შურიანებიც და მოკეთეებიც. არ ვიქნებით მართლები, თუ ამიტომ უარს ვიტყვით ჩვენს სახლზე, ჩვენს სანათესაოზე. განდეგილობა ერთეულების ხვედრია და მათი ამ სოფლიდან გასვლის მიზეზი გაქცევა არ ყოფილა.

ერში მცხოვრებ ქრისტიანებს მოგვეთხოვება, მოთმინებით ავიტანოთ ის ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. გაქცევით საქმეს ვერ ვუშველით. პირიქით, ჩვენს შორის ისედაც აღმართულ კედელს უფრო გავზრდით. ეს კედელი კი უნდა დაინგრეს და უნდა დაინგრეს ჩვენი სიკეთით, სიყვარულით და, რაც მთავარია, ლოცვით. თუ მართლა ვწუხვართ ამ ადამიანებზე, უნდა ვილოცოთ მათთვის.

- მაგრამ ხომ არსებობს შემთხვევები, როცა ასეთ საზოგადოებაში ყოფნა პირდაპირ ცოდვის წყარო ხდება? ასეა ნარკომანიის შემთხვევაში.

- დიახ, ასეთი შემთხვევები ნამდვილად არსებობს. ასეთ დროს განშორება მართლაც აუცილებელია ხოლმე...

- ეს მოყვასისადმი უპატივცემულობად, მის უსიყვარულობად ხომ არ ჩაითვლება?

- ცხადია, არა. მე შევხვედრივარ ასეთ ადამიანებს და მინდა გითხრათ, რომ როცა ნარკომანი იღებს გადაწყვეტილებას ამ ცოდვას განეშოროს და გამოსწორდეს, უპირველესად ის ძველ გარემოს უნდა განერიდოს - სახლიდან არ გამოვიდეს, გამორთოს ტელეფონი, შინიდან გასვლის შემთხვევაში პირდაპირ ტრანსპორტში ჩაჯდეს, მივიდეს ეკლესიაში და იქიდან პირდაპირ შინ დაბრუნდეს. საკმარისია ერთი სიტყვაც კი, ერთი დაძახება და ერთი შეხება იმ სამყაროსთან, რომ მთელი მცდელობა შეიძლება წყალში ჩაეყაროს. ასეთ შემთხვევაში განშორება არ გულისხმობს, მოიძულოს ისინი, არ უყვარდეს და არ ებრალებოდეს ცოდვაში მყოფი მისი ძმები; მაგრამ სიყვარული არ ნიშნავს, რომ მათთან ერთად ჩვენც დავიღუპოთ. ამიტომაც ასეთ დროს აუცილებლად უნდა მოხდეს სრული იზოლირება გარემომცველი სამყაროსაგან.

- ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც მოყვასთან ურთიერთობაში ხელს გვიშლის, განკითხვაა. თითქოს გვიყვარს, მაგრამ საკმარისია რამე ჩაიდინოს, რომ შეცოდების და მასზე ლოცვის მაგივრად, გულში განკითხვა ისადგურებს. რა არის ამის მიზეზი და როგორ ვებრძოლოთ მას?

- მიზეზი ამპარტავნებაა. ამ ვნებამ ყველაზე ღრმად გაიდგა ფესვი და წამლავს ჩვენს სულსა და გულს. ამპარტავნების გამოა მხოლოდ, საკუთარი თავი რომ გვანაღვლებს და სხვების გასაჭირი გულთან ახლოს არ მიგვაქვს. უნდა შეგვეძლოს თავი დავაყენოთ მათ ადგილზე, მაშინ სხვათა გასაჭირის მიმართ უფრო გამგებნი ვიქნებით. ადვილად შევძლებთ განკითხვის ცოდვისაგან თავის შეკავებას. სხვის მდგომარეობაში საკუთარი თავის ჩაყენება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ცოდვასთან ბრძოლისა. განკითხვის გულისთქმა რომ შემოვა, გავიხსენოთ ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც კი ჩაგვიდენია და სხვათა განქიქების სურვილი გაგვიქრება.

- მოყვასთან ურთიერთობაში დიდი როლი ენიჭება მიტევების უნარსაც. ხშირად სწორედ პატიება გვიჭირს და ეს ხდება უთანხმოებისა თუ შუღლის მიზეზი...

KARIBCHE- სიყვარული გულისხმობს მიტევებასაც. როცა პეტრე მოციქულმა უფალს ჰკითხა, დღეში რამდენჯერ შევუნდო მოყვასს, შვიდჯერო, უფალმა უპასუხა, სამოცდაათგზის შვიდჯერო. ეს არ არის ადვილი, მაგრამ სხვა უფლება ჩვენ არ გვაქვს. თავად ვამბობთ დღეში რამდენიმეჯერ - მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთაო. ასე რომ, თუ ჩვენ არ შევუნდობთ მოყვასს, უმეტეს შემთხვევაში, პატარა გულისწყენას, როგორღა მოგვიტევებს უფალი იმ აურაცხელ შეცოდებას, რომლებიც ჩვენი ცხოვრების მანძილზე ჩაგვიდენია?! მიტევება ჩვენი სულის მოთხოვნილება უნდა იყოს, თავად უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება. ეს კი მაშინ მოხდება, როცა სიყვარული გვექნება.

არსებობს კიდევ ერთი ცოდვა, რომელიც, განკითხვისა და მიუტევებლობის მსგავსად, ჩვენსა და მოყვასს შორის კედელივით აღიმართება. ეს არის შური. სამწუხაროდ, ეს გრძნობა არა მარტო ერშია ფეხმოკიდებული, არამედ სასულიერო პირებშიც. გავიხსენოთ თუნდაც ათონის მთაზე მოღვაწე ჩვენი მამები. სხვა ეროვნებას არ შეურაცხვყოფ, მაგრამ მამათა ნაწერებში ძალიან კარგად ჩანს, როგორ შურდათ მათი, და როგორ ცდილობდნენ მათ განდევნას ამ მთიდან. შური არის ადამიანის სულიერი სისუსტის შედეგი.

- ალბათ ყველაზე მეტი უთანხმოება მაინც ოჯახის წევრებს შორის ჩნდება, რადგან ოჯახი ის ადგილია, სადაც ადამიანები არ თამაშობენ და მაქსიმალურად წარმოაჩენენ თავიანთ უძლურებებს. როგორ მოვიქცეთ, როცა უთანხმოება გვაქვს ჩვენი ოჯახის წევრ მოყვასთან?

- ოჯახი, ქრისტიანული სწავლებით, პატარა ეკლესიაა. ამიტომაც მას დიდი გაფრთხილება სჭირდება. ეს კი სრულად მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ცოლიც და ქმარიც ქრისტიანულად ცხოვრობს. ასეთ დროს ორივეს ერთი მიზანი აქვს - ცხონება.

მამა პაისი ამბობს, როცა ქმარი სამსახურიდან შინ განრისხებული მიდის, გზად ეკლესიაში გაიაროს, სანთელი დაანთოს, ილოცოს, თავისი მრისხანება დატოვოს, რომ ცოლ-შვილზე არ გადაიტანოს ეს უარყოფითი ემოციაო. ეს, ცხადია, ეხება არა მარტო მამაკაცს, არამედ ქალსაც. უნდა გვახსოვდეს, რომ სხვაზე განრისხებულებმა მეუღლესა და შვილებზე არ უნდა ვიყაროთ ჯავრი. ცოლიც და ქმარიც ერთმანეთზე უნდა ზრუნავდნენ. უნდა ეცადონ, ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ და განსაცდელში შეეწიონ. გაუფრთხილდნენ იმ პირველ ურთიერთობას, რომელიც მათ დასაწყისში ჰქონდათ. მოითმინონ, იზრუნონ ერთიმეორისათვის. მოთმინება და ზრუნვა სიყვარულის შედეგია. ეს სამი რამ კრავს და აერთიანებს ოჯახს.

- როგორ მოვიქცეთ, თუ რომელიმე ჩვენს ახლობელს არ ვუყვარვართ და ჩვენთან ურთიერთობა არ სურს?

- ძალას ვერ დავატანთ. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? უნდა მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში. ვილოცოთ მასზე და გულში წყენა არ ჩავიდოთ. როცა დავჭირდებით, დავეხმაროთ, არ დავიზაროთ შეწევნა და შური არ ვიძიოთ მასზე.

- ზოგჯერ ადამიანები ვერ ეწყობიან ერთმანეთს. როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ დროს?

- როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან რამე უთანხმოება ექმნება, მივიდნენ ეკლესიაში, გაესაუბრონ მოძღვარს და ასე ეცადონ თავიანთი პრობლემის გადაჭრას. მაგრამ აუცილებელია, რომ ორივეს სურდეს შერიგება და გამოსწორება. ერთმაც უნდა დათმოს და მეორემაც, რამეთუ დათმობის გარეშე, მიტევებისა და შენდობის გარეშე არ არსებობს ურთიერთობა. რაც არ უნდა მართალი გვეგონოს თავი, რეალურად უდანაშაულო არავინ არ არის. ჩვენ, ყველანი, პირველ რიგში, უფლის წინაშე ვართ მოვალენი და დამნაშავენი, შემდეგ კი ერთმანეთის წინაშე.

- როგორ მოვიქცეთ, თუ მოყვასის მიმართ გამორჩეულად უარყოფით გრძნობას განვიცდით?

- მამები ასეთ დროს გვირჩევენ, დავიწყოთ ინტენსიური ლოცვა ამ ადამიანისთვის. პირველ ხანებში შეიძლება ეს ხელოვნური, თავს მოხვეული იყოს, მაგრამ მეორე, მესამე დღეს გული გათბება და ჩვენს ლოცვას უფალი შეიწირავს. ილოცონ მათთვის და დამერწმუნონ, მათი გული აივსება სიყვარულით.

- ზოგი მოყვასს გამორჩენის მიზნით ექცევა კარგად...

- თუ ადამიანი ანგარების გამო აკეთებს "სიკეთეს", ეს სიკეთე მას ცოდვად შეერაცხება.

- ზოგჯერ ადამიანებს ისე უყვართ განსაკუთრებით ოჯახის წევრები, რომ უფალი მათ ცხოვრებაში მეორე ადგილზე გადადის. ითვლება თუ არა ასეთი დამოკიდებულება სწორად?

- ცხადია, არა. დედამიწის ზურგზე არავინ არ უნდა დავაყენოთ უფალზე წინ, რადგანაც ისაა საწყისი ყოველი სიკეთისა. ასეთი დამოკიდებულება არასწორია და ადამიანი უნდა ებრძოლოს მას.

- რა დონეზე გვაქვს სხვა რელიგიის აღმსარებელთან ურთიერთობის უფლება?

- შეიძლება ჩვენ სხვადასხვა გზაზე ვდგავართ და სხვადასხვა აღმსარებლობისა ვართ, ის მწვალებლობაშია და ცდება, მაგრამ ეს არ გვიშლის ხელს, მასთან ადამიანური ურთიერთობა გვქონდეს, მოწყალება გავცეთ, გასაჭირში გვერდით ამოვუდგეთ და ა.შ. ჩვენი საუბრის მთავარი აზრიც ალბათ ეს არის, რომ მკითხველს გავაგებინოთ: მოყვასია ყველა, განურჩევლად რასისა და რელიგიური აღმსარებლობისა. მაგრამ ცხადია, ეს არ ნიშნავს მათთან რელიგიურ ურთიერთობას. არ შეიძლება მათთან ერთად ლოცვა ან მეგობრობის მოტივით მათთან საკუთარი რელიგიის არდაცვა და მათ სწავლებებზე დათანხმება.

- ზოგჯერ ქრისტიანები, რომლებიც თავიანთ აღმსარებლობას ერთმანეთის სიყვარულით უნდა ამტკიცებდნენ (ამით სცნან, ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთიერთარსს), გაცილებით ცუდად ექცევიან ერთმანეთს, მაშინ როცა იმავე მდგომარეობაში შეიძლება სხვა აღმსარებლობის ადამიანებმა უფრო გაგვიმართონ ხელი. ამის ნათელი მაგალითი სამარიტელის იგავია. ზოგიერთი არაეკლესიური ასეთი დამოკიდებულების გამო ბრკოლდება ეკლესიის მიმართ. რას ეტყოდით მათ?

- საერთოდ, დედაეკლესიის, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი (წევრი) აბსოლუტურად მართალია და ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც ამას ეკლესია ავალებს. ზოგს იმისთვის, რომ დაიხვეწოს და ქრისტიანული წესით იცხოვროს, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, წლები სჭირდება. ამავე დროს, ისეთებიც მრავლად არიან, გამოსწორებას საერთოდ რომ არ ცდილობენ. ბუნებრივია, ისინი მართლმადიდებლობის მაგალითებად ვერ გამოდგებიან. ამიტომაც თუ ადამიანმა (თუნდაც ეკლესიაში მოსიარულემ) ჩვენს მიმართ გულცივობა და უხეშობა გამოიჩინა, ამის გამო ეკლესიაზე უარი არ უნდა ვთქვათ.

უნდა შეგვეძლოს ადამიანისა და სწავლების ერთმანეთისგან გამიჯვნა. როცა ადამიანი იბადება, მასში დევს სიკეთე და სიყვარული. უბრალოდ, ზოგი ამ გრძნობას უფრო აღრმავებს, ზოგიც - პირიქით. ის კი, ვინც ჩვენი დედაეკლესიის წევრი არ არის, შეიძლება დაგვეხმაროს და ადამიანურად გვერდში ამოგვიდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი რელიგიაა ჭეშმარიტი. ასე რომ, უნდა განვასხვაოთ ცალკეული ადამიანები ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებისაგან.

- დაბოლოს, ბევრი მოყვასს სიკვდილის მერე აფასებს, თუმცა თვლის, რომ უკვე დაგვიანებულია და დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია. რა შეიძლება გავაკეთოთ ადამიანისთვის, რომელსაც სიცოცხლეში ცუდად ვექცეოდით?

- ასეთ დროს უნდა ვიზრუნოთ მის სულზე (პანაშვიდების გადახდა, ლოცვებში მოხსენიება, მისი სულისთვის კეთილი საქმეების კეთება და ა.შ.); ვიზრუნოთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე. მოვინანიოთ დანაშაული. გვახსოვდეს, რომ უფლისთვის გვიან არასდროს არ არის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat