სათნოებათა კიბე
სათნოებათა კიბე
მხოლოდ სათნოებათა მოხვეჭით მოიპოვება ცხონება
რაც არ უნდა შორეულად და დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, ერთ მშვენიერ დღეს უფლის საშინელი სამსჯავროს წინაშე წარვდგებით. და ვისთან ერთად აღმოვჩნდებით - უფლის მარჯვნივ (ღმერთმა ქნას) თუ მარცხნივ, ეს დამოკიდებულია ჩვენს ცხოვრებაზე - როგორ გავიზრდებით სულიერად, რა სათნოებებს შევიძენთ, რას დავთმობთ უფლის გულისათვის და რას მოვიმუშაკებთ. შეგვაძლებინოს უფალმა!

"კარიბჭის" სტუმარია ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- მამაო, ზოგადად რას ნიშნავს სათნოება?


- სათნოება იგივე ღვთის მცნებაა, საღვთო სიკეთე, მას შეიძლება სულის სრულყოფილებაც ვუწოდოთ. ადამიანი თავდაპირველად სათნოებებით შემკული იყო. იოანე დამასკელის თქმით, იგი შეიქმნა "უბოროტო, წრფელი, სათნო, უჭირველი, ყველა სათნოებით უზრუნველი". მართალია, იგი უცოდველი შეიქმნა, მაგრამ არა ცოდვის არმიმღები; დაცემამ, ცოდვამ და ამის შედეგად მის ბუნებაში გაჩენილმა ბოროტებამ დაამახინჯა და დაასნეულა ადამიანი. ამიტომ სათნოების მოხვეჭა ადამიანისათვის სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელია, რადგან მხოლოდ მისით მოიპოვება ცხონება.

სათნოებასთან დაკავშირებით მცდარი აზრიც არსებობს. ზოგადად სიკეთესაც, რომელიც ღვთის მცნებებით არ არის ნაკარნახევი და მარადისობისთვის არ კეთდება, სათნოებას ეძახიან, რაც არასწორია. ჭეშმარიტი სათნოება მხოლოდ და მხოლოდ საღვთო სჯულის შემეცნებით და აღსრულებითაა შესაძლებელი. ფსალმუნი გვასწავლის: "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოსასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დადგა, არამედ სჯულსა უფლისასა არს ნება მისი და სჯულსა მისა ზრახავნ იგი დღე და ღამე". სათნოების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ უფლის სჯულის დღედაღამ ზრახვით, წვრთნით, ხსოვნით, შრომით.

- როდესაც სათნოებათა კიბეზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუქცევთ იოანე სინელის თხზულებას "კლემაქსი, რომელ არს კიბე". თავის დროზე წმინდა იოანემ იგი მონასტრის ძმობისათვის დაწერა, რამდენად შეიძლება იგი ერისკაცის სულიერი წინამძღოლი გახდეს?

- იოანე სინელის "კიბე" ერთ-ერთი ღვთივსულიერი წიგნია, რომლითაც სათნოებათმოყვარე ქრისტიანმა უნდა იხელმძღვანელოს. ეკლესიას ასევე უმდიდრესი საგანძური აქვს შესანიშნავი კრებულის - "სათნოებათმოყვარეობის" სახით. მასში თავმოყრილი ყველა ნაწარმოები უნიკალურია, ყველა ერთმანეთს ავსებს. ის თითქმის 16 საუკუნეს მოიცავს და იმ საუკეთესო სულიერ მემკვიდრეობას აერთიანებს, რაც ეკლესიას გააჩნია. ძნელია რომელიმეს გამოყოფა, მაგრამ მაინც დავასახელებდი ანტონი დიდს, ამბა დოროთეს, ისააკ ასურს, იოანესა და ბარსანუფის, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს... "კიბე", შეიძლება ითქვას, ყველაზე სრულყოფილია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნები განკუთვნილია მოშურნე, სულით მხურვალე, სულიერებაში წარმატებული ადამიანებისათვის. ვფიქრობ, დამწყებებმა მათით არ უნდა იხელმძღვანელონ, ხოლო მათ, ვისაც მართლა აინტერესებს სულიერი ცხოვრება, დროით ახლოს მცხოვრები წმინდა მამების სულიერი მემკვიდრეობით უნდა დაიწყონ. ესენი არიან: თეოფანე დაყუდებული, ნიკოდიმოს მთაწმინდელი, სერგი ველიმიროვიჩი, იუსტინე პოპოვიჩი, ეგნატე ბრიანჩანინოვი, ამერიკელი სერაფიმე როუზი, ათონელები: პაისი და იოსებ მღვიმელი. ვფიქრობ, ისინი შესანიშნავი გზამკვლევნი იქნებიან ძველი დროის წმინდა მამებისეული მემკვიდრეობის შესასწავლად.

- სამოძღვროში შვიდ მომაკვდინებელ ცოდვათა წამლად მითითებულია სიმდაბლე, მოწყალება, უმანკოება, სიმშვიდე, მარხვა, სიყვარული, სასოება. რატომაა ეს სათნოებები გამორჩეული და რას მოგვიტანს თითოეულის შესრულება?

- ზოგადად სათნოებათა თანამიმდევრობის ზუსტი სქემა არ არსებობს, მამები სათნოებათა განლაგებას სხვადასხვაგვარად გვთავაზობენ. ეს წინააღმდეგობრივი სულაც არაა, რადგან ადამიანური ბუნების ინდივიდუალურობიდან გამომდინარეობს.

როცა ძირითად სათნოებებზე ვსაუბრობთ, უპრიანი იქნება, თავდაპირველად მათი კლასიკური ვარიანტი გავიხსენოთ, მარადიული, უცვალებელი და უნივერსალური სათნოებები, რომელთაგან უპირველესი რწმენა და სიყვარულია. შეუძლებელია სათნოებებზე ვისაუბროთ სახარებისეული, ცოცხალი რწმენის გარეშე. დღევანდელი ეპოქისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. უფალი განკაცდა ჩვენი ხსნისათვის და მხოლოდ განკაცებული ღვთის რწმენა არის სათნოებათა მიზეზი. უმთავრესია ასევე სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. სახარება ბევრს საუბრობს მარხვასა და ლოცვაზე, რომელთა გარეშეც შეუძლებელია განწმენდა, ლოცვას სათნოებათა დედასაც უწოდებენ. ბევრია თქმული მოწყალებაზე, სიმდაბლეზე.

- რომელია სათნოებათა შორის ყველაზე აღმატებული და რატომ?

- სათნოებათა შორის ყველაზე აღმატებული სიყვარულია, ღმერთი თვით სიყვარულია. თუკი ადამიანს აქვს სიყვარული, ე.ი. მას აქვს ქმედითი მაცხოვნებელი რწმენა, რადგან მხოლოდ მას შეუძლია ადამიანში სახარებისეული სიყვარულის აღმოცენება, რომელიც ადამიანს უბრალოდ, უშრომლად არ მიეცემა. სიყვარული შედეგია საკუთარ თავზე ხანგრძლივი შრომისა, რის შედეგადაც ადამიანის ეგოისტური ბუნება ნელ-ნელა ვიწროვდება და მასში თანდათანობით ჩნდება სიყვარულის საქმეები: მიტევება, მოთმინება, მოწყალება, ალერსი. ანუ სიყვარული დიდი შრომის, თავდადების, თავგანწირვის შედეგად მიღებული სათნოებაა, რომლის დასამკვიდრებლად ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს. მთავარია, ადამიანს სიყვარულის თუნდაც მცირე გამოვლინებანი ჰქონდეს - სწრაფვა მიტევებისკენ, მოთმინებისკენ და ა.შ.

- სულიერი წინსვლისთვის ერთი გამოცდილი და გაკვალული გზა არსებობს თუ თითოეულს საკუთარი გზა აქვს?

- ქრისტიანის სულიერი ცხოვრება ყველასათვის საერთო, გამოცდილი გზით უნდა წარემართებოდეს, რადგან შინაგანი ცხოვრების წარმართვის გამოცდილება, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ეკლესიას მოციქულთაგან ერგო, ამ ავტორიტეტზეა დაფუძნებული. ღირსმა და ღმერთშემოსილმა მამებმა, ასკეტებმა, მეუდაბნოე მამებმა, ისიქასტებმა ეს გამოცდილება შეავსეს, განავრცეს, გაამდიდრეს და შედეგად მივიღეთ უმდიდრესი გამოცდილება, რომელსაც მამები "მეცნიერებათა მეცნიერებას", "ხელოვნებათა ხელოვნებას" უწოდებენ. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, შინაგანი ცხოვრება, შინაგანი მუშაკობა ამ ცოდნის გათვალისწინებით წარიმართოს. ეს კი მოიცავს ლოცვას, იესოს ლოცვის თქმას, ტაძრის მსახურების სიყვარულს, მოძღვრის მორჩილებას, რჩევით ცხოვრებას, ზომიერ მარხვას და ა.შ. ანუ სულიერი ცხოვრება ყველა მსურველისთვის მკაცრად განსაზღვრულია, მაგრამ ის ინდივიდუალურიცაა, რადგან გასათვალისწინებელია ადამიანის თვისებები: ზოგი ხისტი ხასიათისაა, ზოგიც უფრო რბილია, ზოგი უხეშ პირობებში გაიზარდა, ზოგიც განაზებულად. გასათვალისწინებელია ადამიანის ასაკი, ფსიქიკური და ფიზიკური აგებულება, დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, რადგან იმას, რაც მოეთხოვებოდა ქარიზმატული ან ოქროს ხანის ქრისტიანს, ვერ მოვთხოვთ XXI საუკუნის ადამიანს. ვისაც სურს სწორად ცხოვრება, მათი მეშვეობით ადამიანი მიიღებს სულიერ გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ დროით, შრომით მოიპოვება. მაგრამ ადამიანმა თვითონ უნდა გაიაროს ეს გზა, სხვა მის საქმეს ვერ გააკეთებს.

- რა არის აუცილებელი ცხონებისათვის?

- წმინდა მამების თქმით, ადამიანი უნდა ცდილობდეს ყველა სათნოების, ყველა მცნების შესრულებას. ესაა ვიწრო, მაგრამ ერთადერთი ღვთის ნუგეშით აღვსილი გზა ცხონებისკენ. ადამიანი ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს იმარხულოს, ილოცოს, იკითხოს, შეეცადოს მოითმინოს, მიუტევოს, თუ საშუალება აქვს, მოწყალება გასცეს და ა.შ. თავიდან ეს ძალიან რთულია, რადგან დღევანდელი ადამიანი ძირითადად ღვთის მცნებების საწინააღმდეგო გარემოში იზრდება და უნდა აიძულო, საჭირო მცნებები შეასრულოს. მაგრამ მორწმუნეს აქვს დიდი სტიმული - შინაგანი რწმენა, შინაგანი ლტოლვა ღვთისაკენ, რაც ძალზე ეხმარება.

ადამიანისთვის იხსნება აქამდე უცნობი შინაგანი სამყარო, რომლის შესახებ ამბობენ, რომ იგი ხილულ სამყაროზე ბევრად დიდია (რა თქმა უნდა, სულიერი მნიშვნელობით). და ამ სამყაროს გაკეთილშობილების გზაზე გრძნობს საკუთარ უძლურებას, სისუსტეს, ხედავს, რომ ძალისხმევის მიუხედავად არაფერი შეუძლია. მაგრამ იმასაც ხედავს, რამდენად მოწყალეა ღმერთი მცნებათა აღსრულებისათვის მოღვაწე ადამიანის მიმართ. მხოლოდ ამ გზაზე ისწავლება ნამდვილი სიმდაბლე, მამები ამბობენ, მცნებები შეასრულე და სიმდაბლე დაგებადებაო. ხოლო მდაბალი ადამიანი ხვდება, რამდენად დიდია ღმერთი, მისი მოწყალება და რა მდაბალია დაცემული ადამიანი. ვრწმუნდებით სინანულის სასწაულებრივ განმკურნებელ ძალაში. ვრწმუნდებით, რა დიდი წყალობა და საჩუქარია კაცობრიობისათვის ღვთის სათნოებები.

სათნოებებში გაბრწყინება რჩეულთა ხვედრია, ჩვენ, ცოდვილთათვის კი აუცილებელია სათნოებებში მოსაგრეობა და მოთმინება. როცა ადამიანი იღვწის, ამჟღავნებს სათნოებათა სიყვარულს, მაგრამ სისუსტეების გამო ვერ მაღლდება სრულყოფილებამდე, რის გამოც მუდმივი სინანული აქვს, ღმერთი მას მაინც აცხოვნებს.

- ხომ შეიძლება ადამიანი არ იყოს დიდი მოსაგრე და მოწამებრივად აღესრულოს?

- ალბათ ასეთ ადამიანს რაიმე სერიოზული, ფარული სიკეთე ჰქონდა, რომ მოწამეობის ღირსი გახადა უფალმა, არ იყო მისი სათნოებები გამჟღავნებული, თორემ შინაგანი ბუნება აუცილებლად ახლოს იყო ღმერთთან და სულიერებასთან, სხვანაირად ადამიანი ვერ გაწირავს თავს, ვერ ჩაიდენს გმირობას. ღმერთი არ ეხმარება კაცს, თუ იგი არ არის მომწიფებული, თუ მასში არ არის სულიერების სიყვარული, ბრძოლა, ღვაწლი, სწრაფვა სრულყოფილებისა და სიკეთისაკენ.

- ყველაზე მეტად რომელი სათნოებების ნაკლებობას განიცდის დღევანდელი მრევლი?

- ძველ აღთქმაში ღმერთი წინასწარმეტყველთა პირით ემუქრება ებრაელებს - "სულიერ შიმშილს მოგივლენთო" და ეს სასჯელი ყველა სასჯელზე უარესად ითვლება. ამიტომ, ვფიქრობ, სულიერი სიტყვის, სულიერი ცოდნის დეფიციტი ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდ დროში ვცხოვრობთ, ტაძრებში იქადაგება ღვთის სიტყვა და რელიგიისადმი გარეგნული წინააღმდეგობა არაა, ეკლესიას მრავალი გულწრფელი და თავდადებული მოძღვარი ჰყავს, რომლებიც გულმოდგინედ იღვწიან თავიანთი სამწყსოსათვის, პრობლემა პრობლემად რჩება. ის, რაც ათწლეულების მანძილზე ვანგრიეთ, მეყსეულად არ აშენდება. კვლავ აქტუალურია კითხვა: "რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ დავიწყოთ იგი" (თეოფანე დაყუდებული). ასეთ დროს ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა წმინდა მამების მემკვიდრეობა. მათი გამოცდილების შესწავლით შეიძლება სულიერ ცხოვრებაში იმ სიმწირის აღმოფხვრა, რომელიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო გვაქვს.

- მაგრამ სათნოებები დღევანდელ ადამიანებსაც აქვთ. რომლით გამოირჩევა ამ ჟამის ქართველობა?

- ძნელია დღევანდელ მრევლში რომელიმე სათნოების გამორჩევა. ჩვენ, ყველანი, ეს-ესაა ვიწყებთ ქრისტიანულ სათნოებათა კიბეზე ასვლას. და თუკი მაინც რომელიმეს გამოვყოფთ, ალბათ ეს ტაძრის სიყვარულია, რომელიც ქართველ კაცს ლამის გენეტიკურად გადმოეცემა. ტაძრის მშენებლობისთვის დღეს ადამიანები არ ზოგავენ ფულს თუ ენერგიას. მხოლოდ ამოქმედებულ ტაძრებშია შესაძლებელი სათნოებათა მოხვეჭა. სულიერი ცხოვრება მკაცრად თანამიმდევრულია. ნელ-ნელა ერი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს და ალბათ ის ბუნებრივი სათნოებები, რომლებიც ჩვენში საუკუნეების მანძილზე ბრწყინავდა: მარხვის, მონაზვნობის დიდი სიყვარული, ქრისტიანული განათლება, სიწმინდე და მრავალი სხვა, - კვლავ გაიღვიძებს ქართველ ადამიანში.

- რომელია ყველაზე მთავარი სათნოებები ერისკაცისთვის?

- სხვადასხვა ეპოქაში მთავარი სათნოებები განსხვავებულად წარმოჩნდება. დღეს, ალბათ, მთავარი სათნოებაა ეკლესიურობა. თუკი ადამიანის ცხოვრებაში ტაძარს უკავია უმთავრესი ადგილი - ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს, იმარხულოს, თქვას გულწრფელი აღსარება, ეზიაროს, ჰყავდეს მოძღვარი და რჩევით იცხოვროს, წაიკითხოს სასულიერო ლიტერატურა - ეს არის საფუძველი, რომლითაც მასში აღმოცენდება სხვადასხვა სათნოება. თუ ეს დაიკარგა, სხვა სათნოებებზე საუბარი ზედმეტია.

- ეკლესიაში დიდმარხვისათვის მოსამზადებლად დაწესებულია მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღები შვილის კვირა და ა.შ. ისინი არა მარტო ხორციელად, სულიერადაც გვამზადებს მარხვისათვის. რა დატვირთვა აქვს თითოეულ ამ საფეხურს ხორციელი თუ სულიერი თვალსაზრისით?

- დიდი მარხვის დაწყებამდე ეკლესია გვაუწყებს მის მოახლოებას და მოსამზადებელი კვირიაკეების მეშვეობით მარხვისაკენ მოგვიწოდებს. ეკლესია ღრმად შეიგრძნობს ჩვენს "გაამქვეყნიურებას", თვითჩაღრმავების ნაკლებობას და ამიტომ ჭეშმარიტი მარხვითი მოსაგრეობის დაწყებამდე ჩვენს ყურადღებას საკვირაო საკითხავებისაკენ მიმართავს, რათა მათი საშუალებით მარხვის მნიშვნელობა გავიაზროთ. მომზადება ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდება და თითოეული საკვირაო საკითხავი სინანულის რომელიმე ძირითად მხარეს ეძღვნება.

დიდმარხვის მომასწავებელი პირველი უწყება მარხვამდე ოთხი კვირით ადრე გაისმის. სახარების საკითხავი ზაქეს ეხება. ზაქეს სურვილი კეთილი და ერთგულებით განმსჭვალულია - მას ქრისტეს ხილვა, მასთან მიახლება სურს. ზაქეს სახით ჩვენ მონანიების პირველ სიმბოლოს ვხედავთ. სინანული იქიდან იწყება, სადაც ჩნდება წყურვილი, სურვილი ღვთისა, სწრაფვა მისი სიმართლისაკენ, ნდომა ნამდვილი ცხოვრებისა. ზაქე "პატარა" არსებაა, ცოდვილი და შეზღუდული, მაგრამ მისი სურვილი ამარცხებს და სძლევს ყოველივეს. იგი თავისი ძალისხმევით მიიქცევს ქრისტეს ყურადღებას და ღირსი შეიქმნება, საკუთარ სახლში უფალს გაუმასპინძლდეს.

შემდეგ კვირას მეზვერისა და ფარისევლის კვირა ეწოდება. ეს საკითხავი უმთავრესად სიმდაბლეს ეძღვნება, რომელიც აუცილებელია ჭეშმარიტი სინანულისათვის.

მესამე კვირიაკეს ჩვენ ვისმენთ უძღები შვილის იგავს. მასში საუბარია ადამიანზე, რომელმაც ნებაყოფლობით გარყვნილებაში გალია სულიერი და ხორციელი სიმდიდრე და ახლა სინანულის ძალით მამისეულ ანუ ზეციური მამის სახლს უბრუნდება. ეს იგავი გვიჩვენებს სინანულის ძალას, რომელსაც ძალუძს ადამიანი დაცემის ფსკერიდან, ცოდვის ჯურღმულიდან ამოიყვანოს და მას პირველქმნილი სიწმინდე და მამისეულ სახლში ყოფნის უფლება დაუბრუნოს.

მეოთხე კვირას საშინელი სამსჯავროს ხსენების დღეა, რომლის დროსაც ხორცის აღება ხდება. ხორციელის კვირიაკეს თემა სიყვარულია, ამ დღეს იკითხება მაცხოვრის იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ, სადაც ქრისტე სიყვარულის კანონით განგვსჯის, მოგვიზღავს ცხოვრებისეულ გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანის მიმართ გამოვლენილი სიყვარულის მიხედვით.

მეხუთე - მიტევების, ყველიერის კვირიაკე ანუ ადამის ექსორიობაა. უკვე რამდენიმე დღე რჩება მარხვის დაწყებამდე. ადამიანი სამოთხეში საცხოვრებლად იყო შექმნილი, ცოდვამ მოსწყვიტა იგი ამ ნეტარებას და დევნილი გახადა. ქრისტე უხსნის სამოთხის კარს ყველას, ვინც კი მას მისდევს. დიდმარხვის მეშვეობით ეკლესია ზეციურ სამშობლოში მოგზაურობას გვთავაზობს.

უკანასკნელი კვირის საკითხავი ცოდვის მონობისაგან განთავისუფლების პირობაზე საუბრობს და ეს პირობა მარხვაა.

- რა არის მარხვის სულიერი დანიშნულება და სარგებელი?

- მარხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სათნოებაა. ის ადამიანს ჯერ კიდევ სამოთხეში მიეცა. მისი დარღვევით დაეცა ადამიანი, დაკარგა სამოთხე და ღმერთთან ერთობა. ამიტომ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ, რომ დაკარგული დავიბრუნოთ. ახალი აღთქმით, დემონური სული არ განგვეშორება მარხვისა და ლოცვის გარეშე.

დაცემის შედეგად ადამიანზე მრავალი უმძიმესი ვნება ბატონობს. ერთ-ერთია ნაყროვანება, რომელიც ადამიანს უხმარსა და უსარგებლოს ხდის ღვთაებრივი ურთიერთობისათვის. თავშეკავებით, მარხვით ცოცხალი ტაძარი ღვთისა განიწმინდება და ვარგისი ხდება სულიერი ცხოვრებისათვის. აქედან გამომდინარე, იმიტომ კი არ უნდა ვიცხოვროთ, რომ ვჭამოთ, არამედ იმიტომ უნდა ვჭამოთ, რომ ვიცხოვროთ.

თუ გული არ თბება, თუ სულიერება არ იწყება, თუ კაცი შინაგანად არ ახლდება, მაშინ ზედმეტია სარწმუნოებაზე ლაპარაკი. მარხვა კი ერთ-ერთი პირველი საშუალებაა ადამიანის განსაახლებლად. ჭეშმარიტი მმარხველი თბილია, უყვარს მოყვასი, მოწყალებას გასცემს, ეხმარება ადამიანს. როცა ადამიანი მხოლოდ საკვების შეზღუდვით შემოიფარგლება და არაფრის მიმცემია, მაშინ მარხვა გამაღიზიანებელია და სარგებლის ნაცვლად ნერვულ მოშლილობას იწვევს.

მამები მარხვას მინდორს ადარებენ. თუ მოხნულ მინდორზე არაფერი დავთესეთ, უფრო მეტი სარეველა ამოვა, ვიდრე მანამდე იყო. ასევე, როცა მარხვით განვამზადებთ სხეულს, მასში აუცილებლად უნდა დაითესოს და მოიმკოს სათნოებები, რათა სარეველა არ აღმოცენდეს. ამიტომ არასწორი მარხვა მავნებელიც კია.

- სრულყოფისაკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ გარეგნული წეს-ჩვეულებების შესრულება არ გვიშველის. რას ნიშნავს შინაგანი სულიერი ცხოვრება?

- წეს-ჩვეულებები აუცილებელი პირობაა, რათა შინაგანი ცხოვრება დავიწყოთ. მისი შესრულებით ადამიანი მთავარ მიზანს უახლოვდება, აღვიძებს, აცოცხლებს შინაგან კაცს. თუ ეს მიმართულება დაიკარგა, მაშინ მართლაც არ გვიშველის გარეგნული წესების დაცვა. მთავარია შინაგანი გულითადი ლოცვა და კეთილი გულისზრახვები, რაც მხოლოდ სწორი რელიგიურობის დროს წარმოიშვება.

- როგორ უნდა წარვმართოთ შინაგანი ცხოვრება?

- სულიერ ცხოვრებაში უმთავრესი ადამიანის ძლიერი, მოუყირჭებელი სურვილია ღვთის შემეცნებისა. ამ სურვილით ყველა წინააღმდეგობის დაძლევა ხერხდება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სულიერ მოძღვარს, ის აუცილებლად მართლმადიდებლური მიმართულების უნდა იყოს; კარგი იქნება, თუ მოძღვარს სულიერი ცხოვრების პირადი გამოცდილებაც ექნება. მესამე წარმმართველი ფაქტორი სულიერი ცხოვრებისა არის წმინდა მამების მემკვიდრეობის თანამიმდევრული შესწავლა. ერისკაცთათვის საუკეთესო საკითხავია იოანე ოქროპირის თხზულებები, წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის "წერილები ერისკაცისათვის", თეოფანე დაყუდებულის თითქმის ყველა ნაშრომი.

- როგორ უნდა მიხვდეს საკუთარ თავზე მომუშავე ადამიანი, რომ სწორი გზით მიდის?

- ლოცვის სიყვარულითა და სიმდაბლით. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც უამრავ დაუჯდომელსა და ფსალმუნს კითხულობენ, მაგრამ წაკითხულიდან ერთი სიტყვაც არ ახსოვთ და არ განუცდიათ. ასეთი ადამიანების ლოცვა ხშირად შემდეგნაირად მთავრდება: ღმერთო, იყოს ჩემი ნება და არა შენი ნებაო. ამგვარი ლოცვა ცრუ სულიერების მაჩვენებელია და უნაყოფოა. სწორი ლოცვა კი ყურადღებიანია, ნელია და აუჩქარებელი. ასეთი მოსაგრეობა სისტემატურია და მრავალი წელი მიმდინარეობს. ნიშანი სწორი სულიერებისა სტაბილურობა და სერიოზულობაა.

ამასთან, სულიერი მოღვაწეობის შედეგად ადამიანი უნდა მშვიდდებოდეს და მდაბლდებოდეს, ნაკლებად იტრაბახოს და იბაქიბუქოს.

- აუცილებელია თუ არა, ჩვენი გონებისა და გულის თითოეული მოძრაობა მოძღვრის მეთვალყურეობით ხდებოდეს თუ ასე მხოლოდ მონასტრებშია?

- ძალიან კარგია, ეს რომ ხდებოდეს, მაგრამ დღეს ამის განხორცილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი სულიერი მეთვალყურეობა ძირითადად მონასტრებში ხდებოდა და დღეს ცდილობენ ამ წესის აღდგენას.

რაც შეეხება საეროთა ურთიერთობას მოძღვართან, დღეს მამები გვთავაზობენ რჩევით ცხოვრების პრინციპს - როცა ღვთის ნებას მოძღვართან ურთიერთობით ეძებ. როცა ადამიანი ცდილობს, საკუთარ გადაწყვეტილებას გაექცეს და რჩევა მოძებნოს, უკვე ძალიან კარგია.

მოძღვართან ურთიერთობისას ადამიანის დამოუკიდებლობა და თავისუფლება უნდა იზრდებოდეს. რაც უფრო ღრმავდება მორჩილება, მით უფრო იზრდება დამოუკიდებლობა და არა თავნებობა. სადაც არ არის მორჩილება, იქ თავნებობაა და დამახინჯებული სულიერი ცხოვრებაა.

- რომელი ცოდვების დანახვა უფრო გვიჭირს საკუთარ თავში?

- ხორციელი ცოდვების დანახვა არ გვიჭირს. როდესაც ნაყროვანებაში ვართ, ვმრისხანებთ, განვიკითხავთ, გვძულს და სხვა, ამას ვხედავთ, ხოლო ფარული ვნებების დანახვა ყველას გვიჭირს. დიდი მადლია საჭირო, რომ ადამიანმა საკუთარ თავში სიამაყის, ხიბლის, ამპარტავნების რაფინირებული გამოვლინებანი შენიშნოს. როცა ადამიანს სულიერი ნიჭები ეძლევა, მათგან პირველია საკუთარი ცოდვების ხედვა. მამები ამბობენ, ადამიანი ყველაზე ჭკვიანი ცხოველია, საკუთარ თავსაც კი ემალებაო. წმინდა მამათა ნაწერები, მათი ფსიქოლოგია ის სარკეა, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავის დანახვა შეგვიძლია. ამიტომ მუდამ უნდა ვიყუროთ ამ სარკეში, რათა ნელ-ნელა დავიჭიროთ "ცხრათავიანი ურჩხული" - ადამიანი, როგორც მას გრიგოლ ღვთისმეტყველი უწოდებს.

- როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი მოქმედებანი სათნო ეყო უფალს? ამის აღიარებით ამპარტავნებაში ხომ არ ჩავცვივდებით?

- ვფიქრობ, საკუთარ წარმატებებზე დაკვირვება არ არის სწორი. ადამიანი უნდა ცდილობდეს მცნებების შესრულებას, ეკლესიურ ცხოვრებას - მარხვას, ლოცვას, მოყვასის სიყვარულს, მოთმინებას, მიტევებას, მოძღვრის მორჩილებაში ყოფნას. რაც შეეხება წარმატებას, იმდენად რთულია, ძნელია სულიერი ცხოვრება, იმდენჯერ ეცემა ადამიანი, ღმერთი თავისთავად ფარავს წარმატებებს მისი თვალსაწიერიდან. ბუნებრივად ჩნდება შეგრძნება, რომ ადამიანი არარაობაა და საკუთარი ნებით არაფერი ძალუძს. ქრისტიანული სულის მართვის ხელოვნების საოცრება სწორედ ის არის, რომ ადამიანი ბუნებრივად მდაბლდება. ერთი მხრივ არის მისი სათნოებები, მაგრამ მეორე მხრივ ხედავს, რომ თავდადებისა და მოსაგრეობის მიუხედავად, ღვთის წილი ათასია და მისი კი - ერთი. აბა, როგორღა აიმაღლებს თავს?

მამების თქმით, მხოლოდ ლოცვის, მარხვის ღვაწლს მოაქვს ნამდვილი სიმშვიდე, ნამდვილი შინაგანი სიხარული. ამისათვის ღირს, რომ ადამიანმა იღვაწოს, არ იყოს ნელთბილი, ქრისტიანობა კი არ შეაგუოს საკუთარ ცხოვრებას, არამედ თავად მოერგოს ქრისტიანობას, გაიზარდოს, იშრომოს. ამ შრომას აუცილებლად მოსდევს სულიერი ნაყოფი, რომელიც ყველა ნაყოფზე უფრო ტკბილი და დიდია.

ღმერთმა დაგლოცოთ!
ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat