როგორ და როდის ვიკითხოთ "წმინდა წერილი"
როგორ და როდის ვიკითხოთ "წმინდა წერილი"
მართლმორწმუნე ქრისტიანის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს წმინდა წერილის კითხვა. უამისოდ სულიერ ცხოვრებაში სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია. წმინდა წერილად იწოდება ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, რომელთა კრებულს აგრეთვე საღმრთო წერილსა და ბიბლიასაც უწოდებენ (ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ქართულად წიგნებს ნიშნავს). წმინდა წერილი დაწერილია სულიწმინდის კარნახით, ღვთივგანბრძნობილ ადამიანთა - წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ, რომლებიც მუდმივი ლოცვა-ვედრებით ემსახურებოდნენ ღმერთს. ამიტომაც იყო დავანებული მათზე სულიწმინდა და ღმერთიც ხშირად აუწყებდა თავის წმინდა ნებას, რომელსაც შემდეგ ადამიანებს უქადაგებდნენ. ამდენად, წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა, ღვთის ნება და ბრძანება, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ გადმოცემული.

წმინდა წერილი შედგება ძველი და ახალი აღთქმის წიგნებისგან. ძველ აღთქმად იწოდება პერიოდი ქრისტეშობამდე, როდესაც კაცობრიობა ემზადებოდა მესიის, მხსნელის - იესო ქრისტეს მისაღებად. ეს არის მოლოდინი ქრისტესი, რომელიც ცოდვის მონობასა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის გამოსახსნელად უნდა მოსულიყო. შესაბამისად, ძველი აღთქმის წიგნები დაწერილია ქრისტეშობამდე (1600-400წ.წ.), მათში განკაცებული უფლის მოსვლამდე მომხდარი მოვლენებია გადმოცემული. ახალი აღთქმა კი არის პერიოდი ქრისტეს მოსვლის შემდეგ, როდესაც მაცხოვარი მოდის და თავისი ახალი სწავლება, ახალი აღთქმა მოაქვს, ამდენად, ახალ აღთქმაში შესული წიგნები დაწერილია ქრისტეშობის შემდგომ (42-100წ.წ.), მოციქულთა მიერ და მათში საუბარია განკაცებული უფლის მოსვლის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე.

წმინდა წერილი სულ 77 წიგნისაგან შედგება, აქედან ძველ აღთქმაში შედის 49 - "დაბადება", "წიგნი გამოსვლათა", "ლევიტელთა", "რიცხვთა"; "მოსეს სჯულისა"; "ისე ძისა ნავესი"; "მსაჯულთა" და სხვა. ახალ აღთქმაში შედის ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისა, ლუკასი და იოანესი, ასევე - "საქმე წმიდათა მოციქულთა", "ეპისტოლე იაკობისა", "პირველი ეპისტოლე პეტრესი", "მეორე ეპისტოლე პეტრესი" და ა.შ.

წმინდა წერილის წიგნები შინაარსით განიყოფება ოთხ ნაწილად: "წიგნნი სჯულდებითნი"; "წიგნნი ისტორიულნი", "სწავლითნი ანუ მოძღვრებითნი წიგნნი" და "წიგნნი წინასწარმეტყველებითნი".

სჯულდებითი წიგნები (ასეთებია ძველ აღთქმაში წიგნი მოსესი; დაბადება; გამოსვლათა; ლევიტელთა; რიცხვთა და მეორე სჯულისა, ახალ აღთქმაში - ოთხივე სახარება) შეიცავს სარწმუნოებრივი ცხოვრების ძირითად კანონებს.

ისტორიული წიგნები შეიცავს ღვთისა და კაცთა შორის დადებული აღთქმის ისტორიას. ძველ აღთქმაში ასეთი წიგნებია: ისუ ძისა ნავესი; მსაჯულთა; რუთისა; ოთხი წიგნი მეფეთა; ორი წიგნი ნეშტთა; ორი წიგნი ეზრასი; ნეემიასი; ტობიასი; ივდითისა; სამი წიგნი მაკაბელთა. ახალ აღთქმაში ისტორიული მხოლოდ ერთი წიგნია - საქმე წმიდათა მოციქულთა.

სწავლითი ანუ მოძღვრებითი წიგნები შეიცავს სწავლა-მოძღვრებას სჯულის, ზნეობისა და კეთილმსახურების შესახებ. ასეთია ძველ აღთქმაში წიგნი იობისა; დავითნი; იგავნი სოლომონისნი; ეკლესიასტე; ქება ქებათა; სიბრძნე სოლომონისა; სიბრძნე ისუ ძისა ზირაქისა და მესამე წიგნი ეზრასი. ახალ აღთქმაში სწავლა-მოძღვრებით წიგნებიად ითვლება მოციქულთა ეპისტოლეები.

წინასწარმეტყველებითი წიგნები შეიცავს წინასწარმეტყველებებს ქრისტეზე, ახალი აღთქმის ეკლესიასა და სასუფეველზე. ძველ აღთქმაში თექვსმეტი წინასწარმეტყველებითი წიგნია, ახალ აღთქმაში კი ერთი - განცხადება იოანე ღვთისმეტყველისა.

რომელ ენაზე დაიწერა პირველად წმინდა წერილი? რა სულიერ სარგებელს ვიძენთ წმინდა წერილის კითხვით? შეიძლება თუ არა მისმა კითხვამ არამცთუ არ გვარგოს, არამედ გვავნოს კიდეც? - ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- რომელ ენაზე დაიწერა პირველად წმინდა წერილი?

- წმინდა წერილის წიგნები იყოფა ორ ნაწილად - სავალდებულო და კერძო წიგნებად. ძველი აღთქმის ყველა სავალდებულო წიგნი დაწერილია წმინდა ებრაული ენით, რადგან ამ ენაზე საუბრობდნენ დამწერნიც და ისინიც, ვისთვისაც ეს წიგნები იყო განკუთვნილი. ბაბილონის სამოცდაათწლიანი ტყვეობისას ებრაელებმა დაივიწყეს ებრაული ენა, მასში ბევრი ქალდეური და არამეული სიტყვა შემოიტანეს, ამიტომ ბაბილონის ტყვეობის დროისა და მისი შემდგომი პერიოდის წიგნები შერეული ქალდეურ-ებრაული ენითაა დაწერილი. ძველი აღთქმის კერძო წიგნები კი დაწერილია ბერძნულ ენაზე, გარდა მაკაბელთა პირველი წიგნისა (დაწერილია ებრაულად) და ეზრას მესამე წიგნისა, რომელიც დაწერილია ლათინურად.

ახალი აღთქმის წიგნები, მათეს სახარების გარდა, დაწერილია ბერძნულ ენაზე. ბერძნული ენა, რომლითაც ეს წიგნებია დაწერილი, განსხვავდება კლასიკური ბერძნულისგან, მასში ბევრი ებრაული და არამეული სიტყვაა. ამ ენას ალექსანდრიული დიალექტი ეწოდება.

- რა მასალაზე იწერებოდა ძველი აღთქმის საღმრთო წიგნები?

- წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ებრაელები საწერ მასალად იყენებდნენ ქვას, ხესა და ლითონს, მაგრამ მათზე მხოლოდ მოკლე წარმონათქვამები იწერებოდა. ვრცელ, მთლიან ტექსტს საქონლის ტყავისგან დამზადებულ ეტრატზე ან პაპირუსზე - ეგვიპტური ლერწმის ფურცლებზე - წერდნენ. პაპირუსის ფურცლები ეტრატის მსგავსი გამძლეობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ადვილად გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე. ეტრატი და პაპირუსი, რომელზეც წმინდა წერილის ტექსტი იწერებოდა, გასანთლული იყო. საწერად წვეტიან ჩხირს იყენებდნენ. წერდნენ მხოლოდ ცალ მხარეს. დაწერილი ფურცელი ერთი ბოლოთი მიმაგრებული იყო ჯოხზე და შემდეგ ამავე ჯოხზე იყო დახვეული, რასაც გრაგნილი ანუ ხვეული ეწოდებოდა.

- როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუნდაც ძალიან ურჩი და ზარმაცი იყოს ადამიანი, წმინდა წერილის კითხვას თუ შეუდგება, აუცილებლად ჰპოვებს სულიერ სარგებელს. რა სულიერ სარგებელს შეგვძენს წმინდა წერილის კითხვა?

- წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა, გადმოცემული წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერ. როდესაც ადამიანი წმინდა წერილს კითხულობს, მას თავად ღმერთი ესაუბრება. ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი ძალა შესწევს ღვთის სიტყვას - მან არარაისგან შექმნა, არაყოფიერიდან ყოფიერებაში მოიყვანა ყოველივე, ამიტომაც ღვთის სიტყვის კითხვა ადამიანს უდიდეს სულიერ სარგებელს სძენს. სულისა და მთელი ორგანიზმისთვის ის არის განმწმენდელი ცეცხლი, უწმინდურებიდან, გაორებულობიდან, დაცემულობიდან აღმდგენელი და განმამთლიანებელი. წმინდა წერილის - ღვთის სიტყვის - კითხვა ადამიანს მატერიალურ, ცოდვილ სამყაროსთან მიჯაჭვულობისგან, ცოდვის მონობისაგან, ამპარტავნებისაგან, სიძულვილისა თუ სხვა მანკიერებებისაგან ათავისუფლებს, აღვიძებს სულიერი საღათას ძილისგან - ცოდვით ძილისაგან, რასაც ადამიანის ბუნების გარდაქმნა, მის არსებაში ღვთის შიშისა და სიბრძნის ჩანერგვა მოჰყვება. ამდენად, წმინდა წერილის კითხვა მხოლოდ კი არ განწმენდს ადამიანს, არამედ უღვიძებს სინდისს და აღუძრავს ღვთის წმინდა, მომაქცეველ შიშს, ამავდროულად სულიერი მოძღვრის კურთხევით შეუძლია თავისი საზომისაებრ შეამციროს ან გაზარდოს წმინდა წერილის კითხვის დრო და წასაკითხი წიგნების ან მუხლების რაოდენობა.

- ყოველდღიურად უნდა ვიკითხოთ ძველი აღთქმაც თუ მხოლოდ ახალი აღთქმით შემოვიფარგლოთ?

- ძველი აღთქმა, ცხადია, უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მისი ყოველდღიურად კითხვა სავალდებულო არ არის, ახალი აღთქმის ყოველდღიურად კითხვა კი აუცილებელია, რადგან ძველი აღთქმა დასრულდა, ახალ აღთქმაში განცხადდა და გამოიღო ნაყოფი.

- როგორ მოვემზადოთ წმინდა წერილის კითხვის დაწყებისთვის?

KARIBCHE

- ვიდრე წმინდა წერილის კითხვას შევუდგებოდეთ, უნდა მოვწესრიგდეთ - მანდილოსანმა თავი უნდა დაიბუროს მანდილით, არ ჩაიცვას შარვალი, მოკლე კაბა და არ წაისვას კოსმეტიკა. შემდეგ წავიკითხოთ საგანგებო მოკლე ლოცვა და მოვუხმოთ სულიწმინდის მადლს ჩვენდა მეოხად, რათა იმ ხნის განმავლობაში, რაც ღმერთზე ფიქრში უნდა გავატაროთ, ჩვენი გუნება-განწყობა გაწონასწორებული იყოს. როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, წმინდა წერილი უნდა წავიკითხოთ აუჩქარებლად, რამდენჯერმე გავიმეოროთ ის ადგილი, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, რადგან წმინდა წიგნები თანდათანობით შეიმეცნება. წმინდა წერილი ააშკარავებს ეშმაკის ხრიკებს, გვიცხადებს ღვთის ნებას და გვაძლევს სიბრძნეს ღვთისა და ეშმაკის ნების ერთმანეთისგან გასარჩევად, გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ კეთილზნეობრივად, შეგვძენს თავმდაბლობას, მოთმინებას, მორჩილებას, სიმშვიდესა თუ სხვა სათნოებებს, რომლებიც ღვთის ხატებად და მსგავსებად არის ჩადებული ჩვენში. მაგალითად, როდესაც წმინდა წერილიდან შევიტყობთ, როგორ სიღატაკეში ინება შობა მაცხოვარმა ან როგორ აწამეს და გვემეს, ის კი ყოველივეს თავმდაბლად იტანდა, ჩვენს სიღატაკესა თუ სხვა ცხოვრებისეულ პრობლემებსა და განსაცდელებს ბევრად უფრო ნაკლებ მნიშვნელობას მივანიჭებთ, სიმშვიდესაც შევინარჩუნებთ და გაცილებით ადვილადაც გადავლახავთ.

- როგორ ვიკითხოთ წმინდა წერილი?

- საეკლესიო კალენდარში მითითებულია წირვა-ლოცვის დროს წასაკითხი სახარების მუხლები. თუკი ადამიანი მოძღვრის კურთხევით, თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შეძლებს იტვირთოს ისეთი ღვაწლი, რომ ყოველდღიურად იკითხოს წმინდა წერილის მუხლები, რომლებიც მითითებულია საეკლესიო კალენდარში, ეს უდიდესი მადლის მომტანი იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებს, მისი სულიერი მდგომარეობისა და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, სულიერი მოძღვარი განუსაზღვრავს, რამდენი იკითხოს კანონის სახით. შესაძლოა მოხდეს ისეც, რომ ადამიანს სულმა დაკანონებულზე მეტის ან ნაკლების კითხვა მოსთხოვოს. ასეთ შემთხვევაში, რათა არც დაბრკოლდეს და არც ზედმეტი მოუვიდეს, ისევ და ისევ მოძღვარს უნდა მიმართოს.

- შეიძლება თუ არა, ადამიანმა წმინდა წერილის ესა თუ ის წიგნი თუ ცალკეული ადგილი თვითნებურად, საკუთარი აზრით განმარტოს?

- ასეთი რამ დაუშვებელია. სწორედ ასე დაედო სათავე მრავალ მწვალებლობას. მართალია ადამიანს ღვთისაგან ბოძებული აქვს თავისუფალი ნება, მაგრამ არა იმისთვის, რომ თავის ცოდვილ აზრებს მოარგოს ღვთის ნება, არამედ ღვთის ნებას შეუსაბამოს თავისი. ცხადია, ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრი, მაგრამ თუ ის ღმერთს დააშორებს და დამაბრკოლებლად ექცევა წმინდა წერილის - ღვთის სიტყვის - სწორად გაგებისთვის, თავი უნდა მოთოკოს და მიჰყვეს ღვთის ნებას, რომელსაც წმინდა მამათა განმარტებებით შეიმეცნებს, რადგან წმინდა წერილის ერთადერთი განმმარტებლები სწორედ წმინდა მამები არიან. თუკი წმინდა წერილის კითხვისას არ მოვიშველიებთ წმინდა მამათა განმარტებებს, არამედ საკუთარ მოსაზრებებს, საკუთარ განმარტებებს დავეყრდნობით, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადავალთ მწვალებლურ ან სექტანტურ სწავლებებში.

- საინტერესოა, რატომ უნდა ვიხელმძღვანელოთ წმინდა წერილის კითხვისას წმინდა მამათა განმარტებებით?

- წმინდა ავგუსტინე წმინდა წერილის განმარტებაზე საუბრისას დიდ ადგილს უთმობს იმის ახსნას, როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც წმინდა წერილის განმარტებას შეუდგება: ამის უფლება აქვს მხოლოდ მას, ვისაც მთელი გულით უყვარს ღმერთი და არ გააჩნია სიამაყე; ვისაც უნდა რწმენითა და მოწიწებით ჩასწვდეს ღვთის ნებას, ვისაც აქვს წმინდა გული და კვდება ამ სოფლისთვის, ვინც არ ეძებს არაფერს, გარდა ღვთის შემეცნებისა და ქრისტესთან ერთობისა; ვისაც ხარბად სწყურია უბიწოება; ვინც დაუღალავად მონაწილეობს მოწყალებისა და სიყვარულის საქმეებში, - ასეთები კი მხოლოდ უმაღლესი სულიერების მქონე ადამიანები შეიძლება იყვნენ. სწორედ ასეთები იყვნენ წმინდა მამები, რომელთა გონებაც სულიწმინდის მიერ არის განწმენდილი - თავიანთი ჭეშმარიტად ღვთივსათნო და წმინდა ცხოვრებით მიიღეს მადლი სულისა წმინდისა და იქცნენ ღვთის სიტყვის ღირსეულ განმმარტებლებად. როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, მათი მეშვეობით წმინდა წერილს თავად სულიწმინდა განმარტავს, ამიტომაც იმის გასარკვევად, თუ რას გვეუბნება წმინდა წერილი, უნდა ვუსმინოთ წმინდა მამებს.

- შეიძლება თუ არა, წმინდა წერილის კითხვით სარგებლის ნაცვლად ზიანი მივიღოთ?

- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ღვთის სიტყვა ორლესული მახვილია, ამიტომ მისმა კითხვამ ადამიანს შესაძლოა ზიანიც მიაყენოს, თუკი მას არასწორად, საკუთარი ცოდვილი სურვილისამებრ განმარტავს. "კადნიერი განმმარტებლებისთვის ღვთის სიტყვა იქცევა მომაკვდინებელ, ორლესულ მახვილად, რითაც ისინი თავს მარადიული სიკვდილით განგმირავენ", - გვმოძღვრავს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. ასეთ შემთხვევაში ღვთის სიტყვა გვექცევა არა სულისა და ხორცის საკურნებლად, არამედ საზიანოდ, რამაც შეიძლება სასოწარკვეთილებამდე ან ღვთივგანდგომილებამდე მიგვიყვანოს. შესაძლოა, ადამიანმა წმინდა წერილიდან მხოლოდ ის ადგილები იკითხოს, რომლებიც მასში სინდისის ქენჯნას არ იწვევს და განმარტოს კიდეც თვითნებური მსჯელობით. ესეც სულის საზიანოდ ექცევა.

- უნდა ეცნობოდეს თუ არა მართლმორწმუნე ქრისტიანი სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ წმინდა წიგნებად მიღებულ თხზულებებს, მაგალითად, ყურანს?

- თუკი ადამიანს სურვილი აქვს და განმტკიცებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, მოძღვრის კურთხევით, შემეცნების მიზნით, ან მაშინ, თუკი ეს კვლევითი საქმიანობისთვის სჭირდება, შეუძლია არამართლმადიდებლურ მიმდინარეობათა მიერ წმინდა წიგნებად მიჩნეული თხზულებებიც წაიკითხოს.

- შეიძლება, წმინდა წერილი დამჯდარმა ვიკითხოთ?

- სასურველია, წმინდა წერილი ფეხზე მდგომმა ვიკითხოთ, მაგრამ შეიძლება ვიკითხოთ დამჯდარმაც, ოღონდ კრძალულებას ნუ შევასუსტებთ, - გვმოძღვრავენ წმინდა მამები.

- გარდა წმინდა წერილისა, კიდევ რომელი რელიგიური, საღვთო წიგნები უნდა იკითხოს მართლმორწმუნე ქრისტიანმა?

- ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შეიძლება იკითხოს ყველა ის საღმრთო, სასულიერო წიგნი, რომელიც კი მოწონებული და მიღებულია მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - წმინდა მამათა თხზულებები იქნება ეს, წმინდანთა ცხოვრება თუ სხვა. სასურველია, ლიტერატურა მოძღვრის კურთხევით შევარჩიოთ, რადგან ადამიანმა შესაძლოა თვითნებურად ისეთი წიგნების კითხვას მიჰყოს ხელი, რომელთა კითხვაც მისთვის ნაადრევია. გარდა ამისა, კურთხევის თხოვნა ადამიანს სარწმუნოებაში განამტკიცებს, წაკითხულში წვდომის, შემეცნების ძალას აძლევს. ასეთი ადამიანი უფრო ადვილად ამარცხებს ბოროტ ძალთა შემოტევასაც და უნარი ეძლევა, სხვასაც განუმარტოს, უქადაგოს წაკითხული.
ბეჭდვაელფოსტა
01.09. 2014
amin
Gmertma daifaros da gaadzlieros mama giorgi. Misi koveli sityva chveni sulis camalia da simshvidis mompovebelia
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat