სტუმრის გულისხმიერად მიღება მოწყალებაცაა, ხოლო ვინც მოწყალეა, მას უფალიც შეიწყალებს
სტუმრის გულისხმიერად მიღება მოწყალებაცაა, ხოლო ვინც მოწყალეა, მას უფალიც შეიწყალებს
სტუმართმოყვარეობა - ეს არის მადლი და სათნოება უცხოთშეწყნარებისა და მოწყალებისა. სტუმართმოყვარეობის მაგალითებს ბიბლიაში ბევრგან ვხვდებით.
სტუმართმოყვარეობისა და თავმდაბლობის მაგალითი მოგვცეს აბრაამმა და სარამ, როცა მათ სტუმრად სამი ანგელოზი ეწვიათ. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მსახური ჰყავდათ, აბრაამი და მისი ცოლი სტუმრებს თავად ემსახურებოდნენ.

საოცარი სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ღარიბმა სიდონიამ, რომელსაც ელია წინასწარმეტყველი ესტუმრა. სიდონიას მხოლოდ მცირეოდენი ფქვილი და ზეთი ჰქონდა, მაგრამ როცა წინასწარმეტყველმა საზრდო სთხოვა, წუწუნი არ დაუწყია, მხოლოდ წყლის მოტანა ითხოვა, გამოუცხო პური და ახმია. ქვრივს ეს საქციელი ღვთის წინაშე მადლად შეერაცხა და სამი წლის განმავლობაში, სანამ იმ მხარეში შიმშილი იყო, მას ფქვილი და ზეთი არ მოჰკლებია...

ერთმა ერისკაცმა გულმოდგინედ შეისწავლა წმინდა წერილი. განსაკუთრებით წმინდა მამათა ცხოვრების კითხვა უყვარდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა სულიერებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, უდაბნოს მახლობლად, გზაჯვარედინზე დასახლდა და რაც კი რამ შემოსავალი ჰქონდა, პური, სანოვაგე თუ ფული, გლახაკებს ურიგებდა. უდაბნოდან მომავალთ, დაღლილებს, მშიერ-მწყურვალთ, შეიყვანდა, ფეხებს დაბანდა, მოასვენებდა... განსაკუთრებით უყვარდა ბერ-მონაზვნების მსახურება. დააგებდა ტრაპეზს და როგორც აბრაამი სამ ანგელოზს, ისე ემსახურებოდა.

ერთხელაც მის სახლთან უდაბნოდან ქალაქისკენ მიმავალმა ბერმა ჩაიარა. სახლის პატრონმა პაპანაქება სიცხისგან დაღლილი მგზავრი რომ დაინახა, შინ შეიპატიჟა, მოასვენა და ფეხები დაბანა. როცა სადილის დრო დადგა, სუფრასთანაც მიიწვია. ბერი უარზე იდგა: მოძღვრისგან ასეთი კანონი მაქვს მოცემული - საზრდო მხოლოდ მწუხრის შემდგომ უნდა მივიღო, შენ იტრაპეზე და მეც მადლობას ვწირავ უფალს წინასწარო. ერისკაცი კი დაჟინებით სხოვდა, მისი ტრაპეზი გაეზიარებინა. ბერი მტკიცედ უარობდა. მაშინ ერისკაცმა ასეთი რამ შესთავაზა: მოდი, ვლოცოთ, თაყვანი ვცეთ ღმერთს; ვისაც ეს ხე მოუდრეკს თავს (ერთადერთი ხე იდგა იმ არემარეზე), მისი სურვილი შევასრულოთო. პირველობა, რაღა თქმა უნდა, ბერს დაუთმო. ბერმა ილოცა, მუხლი მოიდრიკა, მაგრამ ხეზე ფოთოლი ოდნავაც არ შერხეულა. შემდეგ ერისკაცი დაემხო პირქვე. ცრემლით აღავლენდა ლოცვებს, მოაგონებდა აბრაამს სამი ანგელოზის სტუმრობას. ლოცვა არ დაესრულებინა, რომ ხემ თაყვანი სცა, მიწამდე დაიხარა. ამით ბერმა ღვთისაგან ნიშანი მიიღო, რომ ამ შემთხვევაში სტუმართმოყვარეობას ანიჭებდა უპირატესობას.

სტუმარი ღვთისაა
გამოთქმა "სტუმარი ღვთისააო" ოდესღაც შესისხლხორცებული ჰქონდათ ქართველებს. ამიტომაც გვიცნობდნენ გულად, პურად, სტუმართმოყვარე ერად. ამან განაპირობა ის მდიდარი ტრადიციები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც სტუმრის პატივისცემას უკავშირდება.

მაგრამ დღეს ოდნავ სხვაგვარადაა საქმე. ბევრს შეხვდებით ისეთს, დღედაღამ რომ წუწუნებს, ვაიმე, სტუმარი რომ მომივიდეს, რით გავუმასპინძლდეო. მათ ავიწყდებათ მთავარი: აუცილებელი არაა საჭმელ-სასმლის მრავალფეროვნება ან ღვინის დაძალება; როგორც იტყვიან, "ყველი, პური და კეთილი გულიო". დიახ, სწორედ გულს ხედავს უფალი და ამითვე მოგვიზღავს, ვინაიდან სტუმრის გულისხმიერად მიღება მოწყალებაცაა, ხოლო ვინც მოწყალეა, მას უფალიც შეიწყალებს.

მოამზადა
თამაზ სახეიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat