ხსნა ჩვენს ხელთაა
ხსნა ჩვენს ხელთაა
(ამონარიდები მღვდელ კონსტანტინე ოსტროვსკის წიგნიდან
"სიკვდილს ვერ შევძლებთ")
ვნებებს ისე ვმწყემსავთ, როგორც ღორებს
გერგესელ ეშმაკეულთა მსგავსად, ცოდვილთა და ამ ცოდვის განცდით გატანჯულთ, საკუთარი ამპარტავნების, ამაოებისა და გემოთმოყვარეობის საფლავებიდან გამოსვლა და იესო ქრისტესთან მისვლა რომ შეგვეძლოს, იგი განგვკურნავდა და ცათა სასუფეველს დაგვიმკვიდრებდა. მაგრამ ჩვენ გერგესელ ეშმაკეულებს კი არა, თვით ეშმაკებს ვემსგავსებით. როგორც ეშმაკები სახლდებიან ადამიანის სულში, ისე ვცხოვრობთ ღვთის საუფლოში, ვტანჯავთ მას და ჩვენგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, "ყოველი დაბადებული ჩვენ თანა კუნესის და ელმის" (რომ. 8:23). ხოლო როცა ქრისტე გვიახლოვდება, ვუყვირით: "რა გინდა ჩვენგან, იესო, ძეო ღვთისაო? დროზე ადრე მოხვედი აქ ჩვენს სატანჯველად?!" (მათე 8:29). ჩვენთვის ჯერ არ დამდგარა სახარების ჟამი; ჩვენ, როგორც გერგესელებს, ჯერ კიდევ გვინდა, ვმწყემსოთ ჩვენი ვნებები, როგორც ღორები.

დაფარული მეტია, ვიდრე განცხადებული
როდესაც ადამიანებს ღვთის მცნებების შესახებ ესაუბრები, ასეთი კითხვები უჩნდებათ: რატომ არ შეიძლება, მოყვასი მიყვარდეს და, იმავდროულად, სხვის ცოლთან ვცხოვრობდე ან ღმერთი მიყვარდეს და იმავდროულად ვიპარავდე და კაცს ვკლავდე? არცთუ მარტივი კითხვებია, მაგრამ განურჩევლად იმისა, შეძლებს ესა თუ ის მოძღვარი მათზე ზუსტი და დამაჯერებელი პასუხის გაცემას თუ ვერა, ღვთის მცნებები უნდა შევასრულოთ. მოგიყვანთ მაგალითს: ვთქვათ, ავტომობილის მოწყობილობა მე მხოლოდ ზოგადად ვიცი. მივდივარ ავტომობილთან და ვეკითხები მძღოლს: "რა საჭიროა აქ, აი, ეს ხრახნი?" მძღოლი რაღაცას მპასუხობს, მაგრამ მე ისეთი გაუცნობიერებელი ვარ ამ სფეროში, რომ პასუხის აზრს ვერ ვწვდები. თანაც არც მან იცის ყველაფერი, - ის ხომ, უბრალოდ, მძღოლია და არა ინჟინერ-კონსტრუქტორი, - მაგრამ, ამ შემეცნებითი სირთულეების მიუხედავად, თამამად შემიძლია ჩავუჯდე ამ მძღოლს მანქანაში და სადმე წაყვანა ვთხოვო.

ასევე, იმის შესახებ, თუ როგორაა მოწყობილი სულიერი სამყარო, ჩვენ ძალზე ცოტა რამ ვიცით: ზოგ რამეს თვითონვე ვწვდებით, ზოგს წიგნებიდან, მშობლებისგან, მოძღვრისგან ვიგებთ, და დაფარული ყოველთვის უსასრულოდ მეტია, ვიდრე განცხადებული, მაგრამ სიცოცხლისთვის ყველაფერი გვაქვს მოცემული. შესაძლოა, ღვთის მცნებების ყველა დეტალი არ იყოს ჩვენთვის აშკარა და იოლად აღსაქმელი, მაგრამ თვით მცნებები ცნობილია, ამიტომ მათ თანახმად ცხოვრება და სულის ხსნა სავსებით შესაძლებელია.

სიკეთეს ნუ აღრიცხავ
"სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღეძრა დავითს. უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: "წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბერშაბედან დანამდე და მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი..." ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შეგცოდე, ეს რომ გავაკეთე" (1 ნეშტ. 21:1-8).

ჩვენც ასევე ვცოდავთ, როცა საკუთარ ღირსებებსა და ვითომდა სათნოებებს აღვრიცხავთ.

საზვერეებზე მარჯვნიდან და მარცხნიდან ამოგვიდგებიან
საზვერეებზე ეშმაკები ორივე მხარეს ამოგვიდგებიან: მარცხნივ ჩვენს იმ ბოროტ საქმეებს გვიჩვენებენ, რომლებიც თავის მართლებით დავფარეთ და ღვთის წინაშე არ შევინანეთ, მარჯვნიდან კი - იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღვთის წინაშე დამსახურებად მივითვალეთ. არადა, ღმერთს ჩვენგან არაფერი სჭირდება.

ცოდვა ჩვენს ბუნებაშია
"ეს როგორ მომივიდა, რომ ასეთი კარგი ადამიანი უეცრად ასე ცუდად მოვიქეცი! ეს რამ მათქმევინა, რამ გამაკეთებინა!" - აი, მაგალითი მცდარი სინანულისა. ხდება ხოლმე, რომ ამა თუ იმ საქციელის გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ მთავარი ქცევა კი არა, ჩვენივე თავია, ის, რომ ცოდვა ჩვენს ბუნებაში ძევს და იგი სულის თვისებად, ვნებად ქცეულა. ამიტომ ვნების გამოვლინებაზე კი არ უნდა ვიზრუნოთ, არამედ თვით ამ ვნებას უნდა ვებრძოლოთ.

თუკი წუთის წინ მშვიდად ვიყავი, ახლა კი ვინმეს მიმართ მრისხანება მომერია, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბრაზის ამოხეთქვამდე ერთი წუთით ადრე წმინდა და ვნებებისგან თავისუფალი გახლდით და უეცრად გავხდი ცოდვილი; არა, ვნება ჩემში იყო, მაგრამ ფარულად, ღმერთმა კი, მოწყალების გამო, მისი გამოვლენა დაუშვა, რათა დამენახა და მის აღმოფხვრაზე მეზრუნა.

როცა ავად ვხდებით, ავადმყოფობის სიმპტომების მკურნალობას კი არ ვცდილობთ, არამედ თავად ავადმყოფობისა. ზუსტად ასევე უნდა მოვექცეთ სულიერ სნეულებას - ცოდვას. თუკი მას გულიდან აღმოვფხვრით, აღარც გარეგნული ცოდვით დავეცემით, ხოლო თუ მხოლოდ გარეგნულს გამოვასწორებთ, შინაგანი ბუნება ცოდვაში დარჩება, გვახსოვდეს, რომ განკითხვის დღე გველის, იქ კი თავის მოტყუება არაფრად გამოგვადგება.

ეშმაკნი ჩვენთან ბრძოლას თაკილობენ
ეშმაკებს ჩვენ ვძულვართ და ჩვენთან ბრძოლას თაკილობენ კიდევაც, რადგან უკვე დიდი ხანია დაგვამარცხეს და ყველანაირი სისაძაგლე გვასწავლეს. გარდა ამისა, ჩვენ თვითონაც ათასნაირ ბოროტებას ვიგონებთ და ერთმანეთს ვასწავლით. ასე რომ, ეშმაკებს არც სჭირდებათ ჩვენთან ბრძოლა, რადგან ისედაც მათ ვემონებით.

სამაგიეროდ, როცა ადამიანი ღვთისკენ ნაბიჯის გადადგმას დააპირებს, როცა შეეცდება, ღვთის მცნებების თანახმად იცხოვროს, ეშმაკი მხოლოდ მაშინ იწყებს მასთან ბრძოლას... ეს, იცით, რას ჰგავს? ტყვე საკონცენტრაციო ბანაკში რომ იმყოფება - ჭამს თავის სალაფავს, საშინელ მიწურში ცხოვრობს, დღედაღამ მტრისთვის მუშაობს და ტანჯვა-წამებით სიკვდილს ელის. სანამ გაქცევას არ შეეცდება, განსაკუთრებულ ყურადღებას არავინ აქცევს, უბრალოდ, თვალყურს ადევნებენ, მაგრამ თუ ტყვეობიდან თავის დახსნას, თავისუფლების მოპოვებას დააპირებს, სულ სხვა საქმეა!

ვისწავლოთ ქანაანელი დედაკაცისგან
ჭეშმარიტი ისრაელელი ისაა, ვინც ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურება, ჩვენ კი, ვინც საკუთარ ვნებებს ღმერთებივით ვემონებით, სულიერი თვალსაზრისით ქანაანელები, წარმართები ვართ და ღირსნიც კი არა ვართ, ისრაელის მეუფეს ვესაუბროთ. ამქვეყნადაც მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული განგებულების, ლამისაა ჩვენს ნებაზე მიშვების გამო ვცხოვრობთ. ამიტომაც წერია სახარებაში: "მან სიტყვაც არ მიუგო მას" (მათე 15:23). მაგრამ როცა ღმერთს გულმოდგინედ ვევედრებით, წმინდანები გვშუამდგომლობენ მის წინაშე.

"მივიდნენ მასთან მოწაფეები, - მოგვითხრობს სახარება, - სთხოვეს მას და უთხრეს: გაუშვი იგი, რადგან ღაღადებს და მოგვდევს ჩვენ" (მათე 15:23). ქრისტე კი, აი, რას ეუბნება ქანაანელ დედაკაცს: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო" (მათე 15:26). ამგვარად, წმინდანთა შეწევნის გამო უფალი ყურადღებას გვაქცევს და ეს, ამავე დროს, მხილებაცაა: ვიგებთ, რომ ძაღლები ვყოფილვართ და არა შვილები, თუმცა კი შვილებად ვართ შექმნილნი. მაგრამ თუ, ქანაანელი დედაკაცის მსგავსად, თავს დავიმდაბლებთ, ვაღიარებთ, რომ ეს მხილება მართებულია, ამასთანავე ღვთის მოწყალების რწმენას შევინარჩუნებთ და ლოცვას გავაგრძელებთ, იმასვე გავიგონებთ, რაც ქანაანელმა დედაკაცმა მოისმინა: "დიდია შენი რწმენა, მოგეგოს შენ, როგორც გინდა" (მათე 15:28).

უძლურება ღვთის მადლია
მეორე ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ პავლე მოციქული ამბობს: "მეტისმეტად რომ არ გავმედიდურდე გამოცხადების ზეობით, მომეცა მე ნესტარი ხორცში, სატანის ანგელოზი ჩემდა საწამებლად, რომ არ აღვზევდე. სამგზის ვევედრე უფალს, განმაშორე-მეთქი და მითხრა მე: შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგან ჩემი ძალა აღსრულდება უძლურებაში" (2 კორ. 12:7).

ამგვარად, უფალმა პავლე მოციქულს უბრძანა, კი აღარ ელოცა უძლურების განსაშორებლად, არამედ დაეთმინა ის, რადგან ეს განსაცდელი მას დიდ გამოცხადებათა გამო შესაძლო გაამპარტავნებისგან დასაცავად მიეცა.

საკუთარი ძალების განცდა ამპარტავნების გამოვლინებაა, რაც ადამიანს კიდევ უფრო დიდი ამპარტავნებისკენ უბიძგებს, საკუთარი უძლურების განცდას კი, ღვთის ძალისა და მოწყალების განცდასთან ერთად, ადამიანი მორჩილებამდე მიჰყავს. ჩვენს თავს კი რაღაც უცნაური ხდება: არავითარი განსაკუთრებული ნიჭი არ გაგვაჩნია, მაგრამ არამცთუ საკუთარი მოკრძალებული შესაძლებლობებით ვამაყობთ, არამედ საკუთარი ნაკლოვანებებით, ცოდვებით და, ლამისაა, ამპარტავნებითაც კი. ამიტომ არ ვიქნებით მართალნი, თუ ღმერთს მწუხარებისგან, უძლურებისა და განსაცდელისგან გათავისუფლებას შევთხოვთ. თუკი წმინდა პავლე მოციქული მადლობდა უფალს მათ გამო, მით უმეტეს ჩვენ, ცოდვილებს, გვმართებს, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველგვარი უსიამოვნებისთვის, თუკი ის ჩვენს ხსნას ემსახურება.

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით ტკბობა
თუ ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სათნოებათა მიმართ დიდი მოშურნეობით გამოირჩევა, არამედ იმის ნიშანია, რომ საკუთარ თავს წმინდანად თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან კარგ ადამიანად მიიჩნევდა და ამპარტავნული აზრებითა და გრძნობებით ტკბებოდა. ახლა კი, როცა ცოდვით დაეცა, მოაკლდა ეს უკანონო ტკბობა და ამის გამო მწუხარებს.

ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის სამსალანარევი შარბათით ტკბობას მისცემია, ცოდვით დაცემით გამოწვეული მწუხარებისგან გამოსაფხიზლებლად მწარე სასმლის შესმა აუცილებელიც კია, რათა მისი მეშვეობით თავი დააღწიოს ცოდვას, სინანულით წამოდგეს ფეხზე და ყველაფრისთვის (ცოდვით დაცემისთვის) მადლობა შესწიროს ღმერთს.

შელოცვა იესო ქრისტესგან დასაცილებლად
სხვადასხვა რჯულის წარმართულ შელოცვებს შორის არის ერთი, რომელსაც ადამიანს იმისთვის უკითხავენ, რომ ვინმე გადაუყვარდეს. აი, ასეთი "შელოცვა" წაგვიკითხა სატანამ, რათა ღმერთი აღარ გვყვარებოდა. ჩვენ ვიცით ღვთის მცნება სიყვარულის შესახებ, თუმცა თავს ვერაფერს ვუხერხებთ, მომავალ მარადიულ ცხოვრებაში კი საშინელი რამ გველის - შეხვედრა ღმერთთან, რომელიც არ გვიყვარს.

როგორც "შელოცვილი" ცოლი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ქმრის გვერდზე ყოფნით ხარობდა, დღეს კი შიშითა და ძრწოლით ელის მის დაბრუნებას, ადამიანის სულიც, "გრძნეულებით შეკრული" ღვთის გადასაყვარებლად და ცოდვის შესაყვარებლად, ძრწოლით ელის იესო ქრისტეს მოსვლას.

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, თავი უნდა დავაღწიოთ ეშმაკეულ შელოცვას ანუ შევინანოთ. ვევედროთ მაცხოვარს: "უფალო, ჩემი სული ავადაა, დაცემულია და ამიტომ არ მიყვარხარ, განმკურნე და ფეხზე დამაყენე, მომეცი ძალა, რომ მთელი გულით მიყვარდე". ჩვენი სულები კაცთმოყვარე ქრისტეს სასძლოებია, რომელსაც, რა თქმა უნდა, გაახარებს ჩვენი სურვილი, მასთან ერთად ვიყოთ, ოღონდ წინასწარ უნდა ვილოცოთ, რადგან ცათა სასუფევლის საქორწინო ზღურბლს "შელოცვილნი", ცოდვებით დამძიმებულნი, ვერ გადავაბიჯებთ; მათთან დაშორება მოგვიწევს, ეს კი არცთუ ისე იოლია. გვსურს, დავითმინოთ ტანჯვა მარადიული ნეტარებისთვის? თუ გვსურს, დავითმენთ და მარადიულ სასუფეველსაც დავიმკვიდრებთ; თუმცა, თუნდაც არ გვსურდეს, ტანჯვა მაინც მოგვიწევს, მარადიულ ნეტარებას კი ვერ ვეღირსებით. მკაცრადაა ნათქვამი? მაგრამ ყველაფერი ხომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს გადაწყვეტილებაზე, დავუბრუნდეთ იესო ქრისტეს. რაც უფრო მტკიცე იქნება ეს გადაწყვეტილება, მით უფრო იოლი იქნება გზა.

მოამზადა
ნიკოლოზ ლანჩავამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat