დრო, რომელიც მოგვეცა
დრო, რომელიც მოგვეცა
განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისთვის პასუხი უნდა ვაგოთ
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი გვარიგებს: "ყოველი აღსრულებული საქმის დაწყებას ნუ დააყოვნებ , რადგან პირველი ხანმოკლე დაყოვნება მიგიყვანს მეორე, უფრო ხანგრძლივ დაყოვნებამდე, მეორე - მესამემდე, კიდევ უფრო ხანგრძლივამდე, და ასე შემდეგ. ამის გამო საქმის დაწყება ძალზე გვიგვიანდება და ან დროულად ვერ ვასრულებთ, ანდა მძიმე ტვირთივით სრულიად მივატოვებთ. თუ ერთხელ დაიგემოვნე უსაქმურობა და მცონარება, შეგიყვარდება კიდეც; შეგიყვარდება საქმიანობაზე მეტადაც, ხოლო როდესაც მოიკლავ ამ სურვილს, თანდათან ჩვევად გექცევა - არ აკეთო, მცონარებაში ჩავარდები და ეს ცოდვა იმდენად დაგეუფლება, რომ ვეღარ გაიგებ, როგორი უმსგავსო და დამღუპველია იგი შენთვის. მხოლოდ მაშინ, როცა მცონარებით დამძიმებული, შერცხვენილი ისევ მთელი მონდომებით შეუდგები საქმის კეთებას, დაინახავ, რა დაუდევარი იყავი მანამდე და რამდენი ღვთივსათნო და სასარგებლო საქმე დაუტევე აღუსრულებელი."

გვესაუბრება თბილისის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გურამ გურამიშვილი.

- რა არის მცონარება?

- მცონარება, იგივე სულიერი სიზარმაცე, ადამიანური სისუსტეა, რომელიც ცოდვაში გვაგდებს. მცონარებაშია ადამიანი, რომელიც არ ცდილობს საკუთარი ცოდვების დაძლევას, მიაჩნია, რომ მისი სულიერი მდგომარეობა ამას ნაკლებად საჭიროებს. ადამიანი, თავისი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე, მცონარებასთან ბრძოლას, ცხადია, მარტო ვერ შეძლებს; აქაც, ისევე როგორც ყველგან და ყველაფერში, მას უფალი შეეწევა, მთავარია, ამის ცოცხალი სურვილი ჰქონდეს.

ეკლესიის გარეშე მცხოვრებნი, ამპარტავნული ბუნების გამო, არ მიიჩნევენ საჭიროდ, ჰყავდეთ მოძღვარი, ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას, ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ, და ვარდებიან კიდეც მცონარების ცოდვაში. ასეთნი ხშირად, თავიანთი არაეკლესიურობისა და, საზოგადოდ, სულიერი სიზარმაცის გამო სხვადასხვა ფორმით იმართლებენ თავს. მაგალითად, ამბობენ, რომ ზოგს - ოჯახური მდგომარეობა, ზოგსაც სამსახურებრივი მოვალეობა არ აძლევს იმის საშუალებას, სისტემატურად იაროს ტაძარში, ილოცოს, შეინახოს მარხვა და, შესაბამისად, იზრუნოს სულის განწმენდისთვის. ვმცონარებთ და ამის აღიარება არ გვინდა, პირიქით, თავის გასამართლებელ მიზეზებს ვეძებთ. თავის მართლება ჩადენილი ცოდვების გამო, ნაცვლად იმისა, დანაშაულის ფესვები საკუთარ თავში ვეძიოთ და გამოსწორებას ვეცადოთ, გაუმართლებელი საქციელია. მოგეხსენებათ, სამოთხიდან განდევნის მიზეზი სწორედ ის გახლდათ, რომ ადამმა ცოდვის შენანების მაგივრად თავის მართლება დაიწყო და უფალიც კი დაადანაშაულა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, იმან მაცდუნაო." პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება და ჩვენი შეცდომების ყოველთვის გარემო პირობებზე გადაბრალება გვჩვევია მოკვდავ ადამიანებს.

თავის ხატად და მსგავსად შეგვქმნა ღმერთმა - ეს დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. უნდა ვეცადოთ, ორივე ღირსეულად ვატაროთ. ეს ერთ-ერთია, რაც განგვასხვავებს ცხოველისგან. ფსალმუნში ვკითხულობთ: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო. ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ." ადამიანი უღმერთო საქციელითა და უზნეო ცხოვრების წესის დამკვიდრებით მართლაც მიემსგავსება ხოლმე ცხოველს.

სულიერი სიზარმაცის მიზეზი ხშირად ხდება ისიც, რომ ადამიანები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ავტორიტეტად და იდეალად უფალს ან ამა თუ იმ წმინდანს კი არა, რომელიმე პოპულარულ მსახიობს, მომღერალს, ფეხბურთელს ისახავენ. ამიტომაა, რომ ერთმანეთში ერევათ, ვის უნდა ემსახურონ; ხშირად თვითონ წყვეტენ, როდის მივიდნენ ეკლესიაში, რომელი მარხვა შეინახონ...

- ერთი წმინდა მამა ამბობდა: "მცონარება ჩვენს ურიცხვ ვნებათა შორის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ვნებაა და მის მიერ მოყენებული ზარალი დაფარულია ჩვენთვის. მაგრამ მეტად მძიმეა მის მიერ გამოწვეული შედეგები. მცონარე სიმშვიდეში სული ხარბად ისრუტავს იდუმალ სიტკბოს, რომლის გულისთვისაც ჩვენს ყველაზე ვნებიან სურვილებს და ყველაზე მტკიცე ზრახვებსაც კი ვივიწყებთ ხოლმე." როგორ მოქმედებს მცონარების ვნება და როგორ დავძლიოთ იგი?

- მცონარება ძლივსშესამჩნევად იწყება, ყველაფერს მსჭვალავს და თავისი შხამით წამლავს არა მხოლოდ ნებას, რომელსაც ნებისმიერი შრომის, სულიერი ღვაწლისა და მორჩილებისადმი სიძულვილით აღავსებს, არამედ გონებასაც აბრმავებს. არ აძლევს საშუალებას, იმ ზრახვების უგნურება და სიცრუე გაიაზროს, რომლებზეც ამგვარი განწყობაა დამყარებული და ცნობიერებას ის ჯანსაღი განსჯა წარუდგინოს, რაც გაზარმაცებულ ნებას გამოასწორებდა; უბიძგებდა მას, რაც შეიძლება სწრაფად და მონდომებით აღესრულებინა საჭირო საქმე და სხვა დროისათვის არ გადაედო. საკმარისი არ არის საქმის სწრაფად კეთება. ნებისმიერი საქმე საჭირო დროს და მთელი მონდომებითა და გულისყურით უნდა კეთდებოდეს, რომ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი იყოს. ისმინე, რას წერენ: წყეულიმც იყოს ის, ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს (იერ. 48, 10). ამგვარ უბედურებას თავად იტეხ თავს, რადგან გეზარება, იფიქრო იმ საქმის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეგესრულებინა. გეზარება მისი კეთება დროულად და იმგვარი სიმტკიცით, რაც სიზარმაცისგან მოვლენილ გულისსიტყვებს გაგიფანტავდა და უდებებისგან გიხსნიდა.

გონების თვალი ღმერთს მიაპყარ და გწამდეს, რომ ღვთის სადიდებლად და პატივის მისაგებად ერთი მდაბალი მუხლმოდრეკა ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მთელი მსოფლიოს საგანძური. ყოველთვის, როდესაც მცონარებას განვაგდებთ და საკუთარ თავს ვაიძულებთ, მონდომებით აკეთოს საჭირო საქმე, ზეციური ანგელოზები დიდებისა და გამარჯვების გვირგვინს გვიმზადებენ. მცონარებისთვის კი არათუ გვირგვინებია ღვთისაგან გამზადებული, ის ნიჭებიც წაერთმევათ, რაც ღვთისთვის უწინდელი გულმოდგინე მსახურებისთვის მიეცათ.

თუ ბოროტ გულისსიტყვას სურს, მცონარება მოგგვაროს, წარმოგისახავს, რომ სასურველი სათნოებების მოსახვეჭად უდიდესი და ხანგრძლივი შრომაა აუცილებელი, რომ მტერი ძლიერი და მრავალრიცხოვანია, შენ კი - ერთი და სუსტი, რომ მიზნის მისაღწევად უამრავი საქმის კეთება მოგიწევს. როდესაც მცონარების ასეთი გულისსიტყვა დაგეუფლება, ნუ მოუსმენ მას, არამედ იფიქრე: რა თქმა უნდა, საქმის კეთება მომიწევს, მაგრამ არცთუ ისე ბევრის; უნდა ვიშრომო, მაგრამ არცთუ მძიმედ და დიდხანს; მტერსაც გადავეყრები, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანს, არამედ მხოლოდ ერთს და თუნდაც ის ჩემზე ძლიერიც იყოს, ღვთის შემწეობისა და უფლისადმი მტკიცე სასოების წყალობით ადვილად გავუმკლავდები. თუ ასე მოიქცევი, უდებება უკან დაიხევს, მის მაგივრად კი, კეთილი აზრებისა და გრძნობების ზემოქმედებით, შენში შემოვა მხურვალე მოშურნეობა და სრულიად განმსჭვალავს ხორციელ და სულიერ ძალებს.

ხანდახან გგონია, რომ საქმე დიდძალია, დრტვინავ და მზადა ხარ, იარაღი დაყარო. მაგრამ საქმის სიმრავლეზე ნუ იფიქრებ, გული გაიმაგრე, მთელი მონდომებით შეუდექი ერთის კეთებას, თითქოს დანარჩენი არც არსებობდეს და, მშვიდად დაასრულებ. სხვა საქმიანობის დროსაც იგივე გაიმეორე და, მერწმუნე, ყველაფერს მშვიდად, უშფოთველად და გაწამაწიის გარეშე გააკეთებ.

მუდამ ასე იმოქმედე, და იცოდე, თუ გონებას არ მოუხმობ და არ დაძლევ სიძნელისა და სიმძიმის შეგრძნებას, რასაც მტერი მოსალოდნელი საქმის გამო წარმოგისახავს, საბოლოოდ დაგეუფლება მცონარება. მაშინ უკვე უშუალოდ შრომის დაწყებისას კი არ იგრძნობ უდებებას, მანამდეც უდიდეს სიმძიმეს იგრძნობ მხრებზე და ისე დაიტანჯები, როგორც თავისუფლებაწართმეული ტყვე. სიმშვიდის ჟამსაც ვერ დაწყნარდები და უსაქმოდ მყოფსაც საქმეებით დამძიმებული გეგონება თავი.

ისიც იცოდე, ჩემო შვილო, სიზარმაცის სენი და მცონარება ნელ-ნელა ხრწნის არა მარტო ნორჩ ყლორტებს, საიდანაც თანდათან უნდა ამოზრდილიყო სათნო ჩვევები, არამედ მათაც, რომლებიც უკვე ღრმადაა ფესვგადგმული და კეთილგონიერი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს. როგორც ჭია ნელ-ნელა აფუღუროებს ხეს, ასევე მცონარება შეუმჩნევლად ანადგურებს და სპობს სულიერი ცხოვრების ნერვებს. მისი მეშვეობით სატანა ყოველ ადამიანს მაცდუნებელ ბადეს უგებს. ის განსაკუთრებული მონდომებითა და მზაკვრობით ცდილობს, სულიერი ცხოვრების მოშურნენი მოაქციოს ამ ბადეში, რადგან იცის, რომ ზარმაცი და მცონარა ადვილად ემონება სურვილებს და ცდუნდება, როგორც დაწერილია: ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს (იგავ. 13, 4).

მუდამ იფხიზლე, ილოცე და გულმოდგინება შეინარჩუნე, როგორც მამაც მებრძოლს შეჰფერის: მუყაითნი კი დანაყრდებიან (იგავ. 13, 4). ხელებს ნუ ჩამოუშვებ და საქორწინო სამოსლის შეკერვას იმ დრომდე ნუ გადადებ, როცა უკვე შემოსილი უნდა შეეგებო იესო ქრისტეს - სასიძოს მობრძანებას. ყოველდღე შეახსენე საკუთარ თავს, რომ აწმყო შენს ხელთაა, ხვალინდელი დღე - უფლისაა, ხოლო დილა, რომელიც გაგითენდა, არ გპირდება საღამოს. ამიტომ ნუ მოუსმენ სატანას, რომელიც წაგჩურჩულებს: მომეცი დღევანდელი დღე, ღმერთს კი ხვალინდელს მისცემ! - არა, არა! მთელი სიცოცხლე ისე გაატარე, რომ ეს უფლისთვის სათნო იყოს. მუდმივად იფიქრე, რომ ამჟამინდელი დროის გარდა სხვა აღარ მოგეცემა და რომ ამ საათის ყოველი წამისთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწევს. გახსოვდეს, დრო, რომელიც შენს ხელთაა, შეუფასებელია და თუ უქმად გაფლანგავ, მოიწევს ჟამი, როცა მოიძევ მას და ვერ მოიპოვებ. დაკარგულად ჩათვალე Dდღე, როდესაც კეთილ საქმეს კი იქმოდი, მაგრამ საკუთარ მავნე მიდრეკილებებსა და სურვილებს არ ებრძოდი.

- შრომა ბევრი ადამიანისთვის სატანჯველია, რადგან თავის იძულებას გულისხმობს. რა შემთხვევაში იქცევა ის სასიამოვნო პროცესად?

- წმინდა მამები ამბობენ, რომ ვისაც აქვს სულიერი შრომის - ლოცვის უნარი - ისინი ფიზიკური შრომის დროს არ ბუზღუნებენ, არ ღიზიანდებიან - შრომა ლოცვით მსუბუქდება! შრომა ბევრისთვის იმიტომ გადაიქცა სატანჯველად, რომ მას არ ამსუბუქებს ლოცვა! ყოველგვარი შრომა უნდა იყოს შემოქმედებითი, რადგან ადამიანი შექმნილია შემოქმედისაგან. წმინდანთა მაგალითი გვიჩვენებს, რომ ფიზიკური შრომა ცხოვრების აუცილებელი ელემენტია, უკეთ - უდაბლესი საფეხურია, რომელსაც უმაღლესისაკენ მივყავართ. ამიტომ იყო, რომ წმინდანები ქვიშასაც ეზიდებოდნენ, ქვებს გადაადგილებდნენ, რათა სულისათვის დაექვემდებარებინათ სხეული. ცხადია, სხეულის მარხვა, თავშეკავება საკვებში, ეხმარება სულიერებას და გადაჯაჭვულია მასთან. ხდება რამ სულში - ეპასუხება სხეული; სხეულის ცვლილებებს კი - სული.

შრომა სულიერი ზრდის აუცილებელი პირობაა, რის გარეშეც ვერ ცოცხლობს ადამიანი - დუნდება და გადაგვარდება კუნთები, სული იწყებს კვდომას. ადამიანის შრომა იწყება დაბადებისთანავე - ახალშობილს აქვს საკვების მოთხოვნილება - ძუძუს ჭამა მისთვის არის შრომა. ის შრომობს ამ დროს, ოფლიანდება. როდესაც ახალგაზრდებს არ სურთ შრომა, ეს არის ნებისყოფის დამბლა. ამიტომ ბავშვში თავიდანვე უნდა აღვზარდოთ შრომისმოყვარეობა, უნდა მივაჩვიოთ შრომას. ისეთი დავალებები უნდა მივცეთ, რომლებიც აღზრდიან მას: "აალაგებ სათამაშოებს და მიიღებ რაღაცას"... ბავშვის მიერ ჩადენილ შრომით აქტს უნდა მოჰყვეს მისაგებელი. ეს არის სიზარმაცის წამალიც. თუმცა აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფულადი ანაზღაურებით არ შეიძლება ბავშვის გაფუჭება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფრით დამოკიდებულია მშობელზე და რომ საშინაო საქმე და სწავლა მისი მოვალეობაა!

ადამიანი მოწოდებულია შრომა-ღვაწლისთვის, სიკეთის აღსასრულებლად. სიზარმაცე კი ძალიან აკნინებს მას. გამოცდილი მოღვაწეები წერენ, რომ თუკი ადამიანი ერთხელ მაინც იგემებს უსაქმურობის სიტკბოს, იგი მისთვის შრომაზე მეტად საყვარელი და სასურველი ხდება და თუკი სურვილს აისრულებს, უსაქმურობის ვნება თანდათანობით ისე დაეუფლება, რომ ვეღარც დანაშაულს გრძნობს მის გამო. "როგორც გაჭიმულ ბაგირზე მოსიარულემ არ უნდა დაუშვას მცირედი დაუდევრობაც კი, რადგან მცირედი ცთომის შემთხვევაშიც ჩამოვარდება და დაიღუპება, სწორედ ასევეა დაუშვებელი ჩვენთვის მცონარება", - შეგვაგონებს წმინდა იოანე ოქროპირი.

ეს წუთისოფელი ყოველი ჩვენგანისთვის ერთგვარი ასპარეზია, სადაც ღვთის მოშიშებით უნდა ვიღვწოდეთ. წმინდა ილია მართალი გვასწავლის, რომ ღვთისა და მამულის მსახურებაში, სიკეთის აღსრულებაში მდგომარეობს ღირსება ადამიანისა. "ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შრომა შეიყვარე, რათა საუკუნოდ განისვენო", - წერს წმინდა ეფრემ ასური. მაცხოვარი გვეუბნება, რომ ზეცაში მოვაგროვოთ საუნჯე და არა ამქვეყნად. ხოლო ზეცაში კი იმ ადამიანს აქვს საუნჯე, რომელიც აქ, წუთისოფელში სიკეთით, სათნოებით, პატიოსანი შრომით იღვწის.

- ხშირად გვესმის, რომ შრომა და საქმიანობა ერთგვარი თერაპიაა. მაინც რაში ეხმარება ადამიანს შრომა და, შესაბამისად, რამდენად მავნებელია უქმად ყოფნა, როგორც სხეულის, ასევე სულისთვის?

- თუ რა არის შრომის საზღაური, ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა მამათა ცხოვრებიდან მოთხრობები: ერთი ბერი უდაბნოში მოღვაწეობდა. იგი წყალს ძალიან შორი მანძილიდან ეზიდებოდა შრომითა და დიდი გაჭირვებით. ერთხელ სულმოკლეობამ სძლია და შეიპყრო ზრახვამ: "რისთვის არის საჭირო ამდენი შრომა. ამას არ სჯობს, წყლის მახლობლად დავიწყო მოღვაწეობაო?" როდესაც ამ განზრახვის აღსრულებაზე ფიქრობდა, იხილა არსება, რომელიც მას მისდევდა და მის ნაბიჯებს ითვლიდა. ბერმა ჰკითხა, ვინა ხარო. მან მიუგო: "მე ვარ ანგელოზი, რომელიც მომავლინა უფალმა შენი ნაბიჯების დასათვლელად და ამისთვის დიდი მადლის მოსანიჭებლადო". ბერმა ეს რომ გაიგონა, გაძლიერდა და უდაბნოს უფრო შორ სიღრმეებს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ადამიანი, რომელიც უსაქმურობს, ემსგავსება იმ უხმარ მონას, რომელმაც მისთვის მინდობილი ქანქარი მიწაში დაფლა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ამ ქვეყანაზე მოცემული და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისთვის პასუხი უნდა ვაგოთ. "შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ გაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ ჰპოვებ," - წერს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი. წმინდა მამები ცდილობდნენ სხეული ხანგრძლივი შრომით დაემორჩილებინათ, რათა მისით საცდურს არ სწეოდნენ. ამიტომ განუწყვეტლივ მღვიძარენი იყვნენ სულით. მამა არსენი ამბობდა: "სახარება გვასწავლის: "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და მოიგენ თავისა თვისისა მახვილი." ეს ნიშნავს, რომელსაც უყვარს უსაქმოდ ყოფნა, დატოვოს იგი და მოიგოს თავისი თავისთვის შრომა." ერთი ბერი კალათს წნავდა და შემდეგ ისევ არღვევდა მას, რათა უქმად არ ყოფილიყო. ერთ ძმას მონასტერში სიძვის ბრძოლა ჰქონდა და გულისწყრომა იპყრობდა. რჩევას იგი მამა არსენს დაეკითხა. მან კი უპასუხა: "დავით წინასწარმეტყველი ამისთვის იტყვის: "ლომსა მოვკვლევ, ხოლო დათვსა დავაშთობდ..." ეს ნიშნავს, რომ გულისწყრომა უნდა მოკლა, ხოლო გულისთქმა შრომით შეაჭირვოო." შრომა ასევე არის მოწყენილობისგან თავის დაღწევის უებარი საშუალება. გავიხსენოთ, თუნდაც ოთარაანთ ქვრივი: "მარტონი თქვენ ხართ, თორემ მე სად მცალია მარტოობისთვისო." - ეუბნებოდა იგი თავადიშვილებს.

- რა ცოდვებს წარმოშობს უსაქმურობა?

- უსაქმურობისგან მომდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, უქმადმეტყველების ცოდვა. სულიერ ზრდასა და მრავალსიტყვაობას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. როდესაც მამა არმენს ეკითხებოდნენ, როგორ დაეცვა სული, იგი მიუგებდა: "როგორ დავიცვათ ჩვენი სულები, თუკი ენის კარი არ შეგვიკრძალავსო?!" წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუკი თავს არ განვიშორებთ ყოველივე ამქვეყნიურისა და ამაოსაგან, მაშინ თვით ის, ამქვეყნიური და ამაო, განგვაშორებს ჩვენ ღვთისაგან. ასე რომ უსაქმური კაცი განსაცდელში ადვილად ვარდება. "არაწმინდა დემონები შეეჩვივნენ იმათთან ყოფნას, და უმეტესად აშფოთებენ იმათ, რომელნიც თავს სიზარმაცით იუძლურებენ," - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი.

- დაბოლოს, რა არის ეკონომიკური კრიზისი და რამდენად არის იგი ნაშობი სულიერი კრიზისისგან?

- გავიხსენოთ წმინდა მოწამეების დავით და კონსტანტინეს ცხოვრება. როდესაც ჯალათებმა ისინი შეიპყრეს საწამებლად, მათ უთხრეს არაბ დამპყრობლებს: თქვენ ჩვენი სარწმუნოების უძლურების გამო კი არ დაგვამარცხეთ, არამედ ჩვენი ცოდვების გამო გაძლიერდით და გაიმარჯვეთო. აქაც იგივე სიტუაციაა. ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა და სასწავლო დაწესებულებების შემცირება არის იმის შედეგი, რომ ადამიანებს აღარ სურთ შრომა და სწავლა. ერთხელ დედა მატრონას ჰკითხეს, რატომ ინგრევა ამდენი ეკლესიაო. მან კი უპასუხა: ეკლესიები იმიტომ ინგრევა, რომ იქ შემსვლელიც აღარავინ დარჩაო. ასე რომ, უნდა გვახსოვდეს, თუკი ჩვენთან რაიმე შემცირდა, ამაში მხოლოდ მთავრობა კი არ არის დამნაშავე, არამედ, უპირველესად, ჩვენსავე თავში უნდა ვეძიოთ მიზეზი. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც ქართველი ხალხის სუფრები ბევრი სურსათ-სანოვაგისგან იზნიქებოდა. მერე კი ნაგავში იყრებოდა. დღეს ქართველი კაცი იგივე სანაგვე ურნაში საკვებს დაეძებს. ანდა როცა დავდიოდით შავ ზღვაზე გასარუჯად და განსაცხრომლად და არა წმინდა მატათას ან სვიმონ კანანელის საფლავის თაყვანსაცემად. ახლა კი ტერიტორიები დავკარგეთ. სახარებაში წერია: "მოგცეს ღმერთმა შენი გულის პასუხად." დღეს ის ნარდის მოთამაშე კაცები მართლა საგულდაგულოდ რომ ეძებდნენ სამსახურს, უფალი გამოუჩენდა რაღაცას. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ერთხელ რომ ვერ იშოვეს, მეორედ უკვე აღარც ეძებენ, ჩაიქნიეს ხელი. ცოლები უგზავნიან მაინც და გაზულუქდნენ. კაცმა დაკარგა თავისი უმთავრესი ფუნქცია - მარჩენლისა. ზოგს გული გაუტყდა და ალკოჰოლს მიეძალა. ხოლო სადაც გულის თხოვნა არ არის, იქ არც პასუხია. უფალი უშვებს უმუშევრობას, რათა ადამიანებმა დააფასონ შრომა და სწავლა. ეკლესიების დანგრევაც ოდესღაც იმიტომ დაუშვა ღმერთმა, რომ ადამიანებს დაეფასებინათ ღმერთი და სიყვარული. მართლაც ასე მოხდა კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ. "არ ისწავლი და არ იმუშავებ, ამბობს ერთი წმინდა მამა, - ცხოვრება კატორღად გადაგექცევა. რაც უფრო ახლოა ადამიანი ღმერთთან, მით მეტი სიხარულის მომგვრელია შრომა, ხოლო რაც უფრო შორს - მით უფრო აუტანელი!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat