მეტანია საუკეთესო საშუალებაა ცოდვათა აღსაქმელად და სინანულის გასამძაფრებლად
მეტანია საუკეთესო საშუალებაა ცოდვათა აღსაქმელად და სინანულის გასამძაფრებლად
ადამიანები შინაგან რწმენას ანუ სარწმუნოებას, რომელსაც შინაგანად ატარებენ, შინაგანად განიცდიან, გარეგნული ქმედებებითაც გამოხატავენ. მართლმორწმუნე ქრისტიანები პირჯვარს გამოისახავენ, სანთელს ანთებენ, აღასრულებენ მეტანიებს და სხვა ქმედებებს, რომლებსაც, ამავდროულად, უდიდესი სულიერი დატვირთვა აქვთ. ერთ-ერთი მათგანის, მეტანიის შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.

- რა არის მეტანია და რატომ აღასრულებენ მართლმორწმუნე ქრისტიანები მას?


- მეტანია ბერძნული სიტყვაა და გონების ცვლილებას, სინანულს ნიშნავს. ეს ის სინანულია, რომელსაც ადამიანი ჩადენილი ცოდვების გამო გამოხატავს. მეტანია არა მხოლოდ გონების, არამედ მთლიანად ადამიანის სინანულად მოქცევას უწყობს ხელს, რასაც შედეგად გონების ცვლილება, განახლება და განწმენდა მოჰყვება. მეტანიის, ე.ი. გონების ცვლილებისა და სინანულის, განწმენდის პროცესის გარეშე ცოდვების ფარდა, აპკი, რომელიც ცოდვების გამო ქრისტეს გარეშე დარჩენილ ადამიანს თვალებზე აქვს გადაფარებული, არ ჩამოუვარდება და არ გაქრება, ხოლო როდესაც სინანულის შედეგად გონება განახლდება, შეიცვლება და განიწმინდება, ადამიანის ქრისტესთან თანამყოფობისადმი დამოკიდებულება ხდება არა მცდარი, ცოდვილი და ილუზიური, არამედ მართლმადიდებლური - მართალი ქმედებით, სწორი აზროვნებით გამოხატული, რომლის შედეგადაც ადამიანი რეალობას აღიქვამს არა ისე, როგორც ხიბლური ხედვით სურს, რომ იყოს, არამედ იმგვარად, როგორც ღმერთმა მისცა.

- არის თუ არა მეტანია უფლის მიმართ თაყვანისცემის გამოხატულებაც?

- გონებრივ და სულისმიერ თაყვანისცემასთან ერთად მართლმორწმუნე ქრისტიანები ფიზიკურადაც სცემენ თაყვანს უფალს - პირჯვრის გამოსახვით, მეტანიების აღსრულებით და ა.შ. თუმცა ღვთის ფიზიკური თაყვანისცემა არ უნდა იყოს მხოლოდ გარეგნული და ზედაპირული, არამედ შინაგანი მდგომარეობის, შინაგანი განცდის გარეგნული, ფიზიკური, ხილული გამოხატულება და რადგან მეტანიის უმთავრესი დანიშნულება აზრის შეცვლა, მისი განწმენდა და სინანულად შევრდომაა, მას ყოველთვის უნდა ახლდეს ცოდვის გაცნობიერება, შეგრძნება მონანიების გაცნობიერებული აუცილებლობისა, რასაც ფიზიკური, ხილული სახით - დიდი ან მცირე მეტანიის აღსრულებით გამოვხატავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მიერ გაკეთებულ მეტანიას მხოლოდ და მხოლოდ ვარჯიშობის ან დაჩოქების ფორმა ექნება.

- რადგან მეტანია ადამიანში სინანულის გამძაფრებასა და ცოდვათა აღქმას უწყობს ხელს, ალბათ ამიტომაც ენიშნება იგი მონანულს ამა თუ იმ შემთხვევაში ეპიტიმიის - საეკლესიო სასჯელის სახით...

- არა მარტო მეტანიების დანიშვნით, არამედ ნებისმიერი საეკლესიო სასჯელის მიცემით - ლოცვითი კანონის დანიშვნა იქნება ეს, მარხვის დაწყება, ზიარებისაგან განყენება თუ სხვა - მოძღვარი თავისი სასულიერო, ღვთაებრივი პედაგოგიკით ცდილობს, აღმსარებელს ჩადენილი ცოდვის გაცნობიერებასა და მონანიებაში დაეხმაროს, რათა აღარ მოხდეს ცოდვის განმეორება და ადამიანმა ცოდვისმქმნელობით დაკარგული მადლი დაიბრუნოს. თუ რამდენი და როგორი სახის - მცირე თუ დიდი - მეტანია უნდა დაენიშნოს მონანულს, ამას მოძღვარი განსაზღვრავს სჯულის კანონზე დაყრდნობით ჩადენილი ცოდვის სიდიდისა და მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ადამიანისთვის არც იმდენი მეტანიის დანიშვნაა სასურველი, რომ წელში გაწყდეს და მისთვის მიცემულ სასჯელში ადგილი აღარ დარჩეს ღვთის კაცთმოყვარეობისთვის, რაც მხოლოდ მის დაბრკოლებას, ღვთისა და ეკლესიისგან მოწყვეტას შეუწყობს ხელს. ეს მხოლოდ დასჯა იქნება ადამიანის და არა მაკურნებელი სასჯელი და დაკარგული მადლის დაბრუნების გზა. ამიტომ საეკლესიო სასჯელის მიცემისას გასათვალისწინებელია კაცთმოყვარების ის პრინციპი, რომელსაც ქრისტე ქადაგებს: არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი. მაგრამ თუ ადამიანი ეპიტიმიის, მათ შორის მეტანიების შემდეგაც ჩადის იმავე ცოდვას, ჯიუტად მყარდება იმავე ცოდვაში, მას გაცილებით მკაცრი და ხანგრძლივი ეპიტიმია სჭირდება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო მეტ სულიერ მკურნალობას საჭიროებს: როდესაც კაცს სურდო შეეყრება, მას ექიმი ასპირინს, ანალგინს და სხვა მსუბუქ მედიკამენტებს უნიშნავს, რადგან სურდოსგან განკურნება მათი საშუალებითაც შეიძლება, მაგრამ თუკი ფილტვების ანთება ან ტუბერკულოზი სჭირს, მას გაცილებით სერიოზული მკურნალობა და ყურადღება სჭირდება. როგორც სხეულის მკურნალმა იცის მკურნალობის მეტნაკლებობა ამა თუ იმ სნეულების შემთხვევაში, ასევე იცის სულის მკურნალმა, რა დოზის სულიერი წამალი მისცეს და როგორი სულიერი მკურნალობა დაუნიშნოს მონანულს სულიერი ავადმყოფობის დროს. სულიერ სნეულებებთან - ცოდვასთან ბრძოლა გაცილებით ძნელია, ვიდრე ხორციელთან, ამიტომ მათი წამლობა - ეპიტიმიის დანიშვნა - დიდ სამოძღვრო გამოცდილებას და სამოძღვრო ღვთისმეტყველების ღრმა ცოდნას საჭიროებს.

- რა განსხვავებაა მცირე და დიდ მეტანიას შორის და აუცილებელია თუ არა მეტანიის აღსრულება ეკლესიაში შესვლისას?

- დიდი ანუ სრული მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით და შუბლის მიწაზე შეხებით, მცირე, არასრული მეტანია კი მუხლმოდრეკის გარეშე, წელში მოხრით და ხელის მიწაზე შეხებით. ეკლესიაში შესვლისას მეტანიის შესრულება აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, ღვთის სახლში შესვლის წინ მცირე მეტანიით თაყვანი ვცეთ უფალს და წარმოვთქვათ ლოცვა - "შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა შენსა შიშითა შენითა..."

როგორც წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვირჩევს, მეტანიის შესრულებისას შეიძლება წარმოვთქვათ შემდეგი ლოცვებიც: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", "ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე მე", "რომელმან შემქმენ მე, უფალო, შემიწყალე მე".

- აუცილებელია, მეტანიას თან პირჯვრის გამოსახვა ახლდეს?

- მეტანიას ტრადიციულად ახლავს პირჯვრის გამოსახვაც, რომლის ძალითაც განიდევნება ბოროტი ძალა, გაგვიადვილდება საკუთარი ცოდვილობის განცდა და სინანულის შეგრძნება. ბოროტი ძალების შთაგონებით ადამიანს ხშირად თავი უცოდველი, მართალი და სრულყოფილი ჰგონია და თავისი ილუზიური წარმოდგენებით შორდება უფალს. პირჯვრის გამოსახვით განვიცდით სრულყოფილ მეტანიას - გონების ცვლილებას და ცოდვილი მდგომარეობის გამო სინანულის ჭეშმარიტ შეგრძნებას, რაც ღმერთს მიგვაახლებს.

- რატომ იცვლება დიდი მარხვის დროს მეტანიების შესრულების წესი?

- დიდი მარხვის დროს ადამიანის მთელი სულიერი ცხოვრება იცვლება - იგი გაცილებით მკაცრდება. ამ პერიოდში განსხვავება ერსა და ბერს შორის, თეთრ და შავ სამღვდელოებას შორის თითქმის ქრება. საერო ეკლესიები სამონასტრო ტიპიკონზე გადადიან, ე.ი. ისევე ლოცულობენ და ისეთივე ცხოვრების წესს მისდევენ, როგორსაც მონასტრები. დიდი მარხვა სინანულის მარხვადაა მიჩნეული და ადამიანისგან, რომელიც მას იცავს, ცოდვათა გამო მომეტებულ და გაძლიერებულ სინანულს - გლოვას და ტირილს მოითხოვს. ამიტომ მეტი მეტანიაც უნდა შევასრულოთ, რათა სრულყოფილად განვიწმინდოთ და ამავდროულად ჩვენი თანაგანცდა ქრისტეს ვნებისა და ჯვარცმისა სრული იყოს.

- ზოგ დღეებში მეტანიები არ სრულდება.

- ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების თანახმად, მეტანია არ სრულდება კვირა დღეს - კვირა უფლის აღდგომის დღეა და ასეთი დიდი სულიერი სიხარულის დღეს შეიძლება მუხლი არ მოვიყაროთ. გარდა კვირა დღისა, მეტანიები არ სრულდება ათორმეტ საუფლო დღესასწაულთა დღეებში და უფლის აღდგომის დღესასწაულიდან სულთმოფენობის მწუხრამდე, როდესაც მუხლმოდრეკის განსაკუთრებული ლოცვები იკითხება. ამ დღეებში ეკლესია მეტანიების გაკეთებას კი არ გვიკრძალავს, არამედ ნებას გვრთავს, გვაკურთხებს, ამ უდიდესი სულიერი სიხარულის დღეებში არ დავიჩოქოთ, არ მოვიყაროთ მუხლი და ვიაროთ მხრებში გამართულმა, როგორც უფლის მეგობარმა.

- რა არის მთავარი მეტანიებში და შეიძლება თუ არა ადამიანმა მეტანიების კეთების სანაცვლოდ ღვთისაგან სასჯელი დაიმსახუროს?


- როდესაც მეტანიებს ვასრულებთ, უპირველესად უნდა ჩავწვდეთ მის არსსა და მნიშვნელობას, გული და გონება მთლიანად ღვთისაკენ უნდა გვქონდეს მიმართული, თითოეული მუხლმოდრეკა უდიდესი სინანულის შეგრძნებითა და საკუთარი ცოდვილობის განცდით უნდა შევასრულოთ და, რაც მთავარია, მთელი სასოება - იმედი დავამყაროთ ღმერთზე. როდესაც ადამიანმა იცის, რას რისთვის აკეთებს, ის აუცილებლად ხარისხიანი გამოუვა და შედეგსაც საუკეთესოს მიიღებს. მაგრამ თუ ყველა დაწესებულ მეტანიას ისე შეასრულებს, რომ ღმერთი არც გაახსენდება, ცხადია, მისი შრომა ამაო იქნება - დაკარგულ მადლს ვერ დაიბრუნებს, უფრო მოიმრავლებს ცოდვებს და უფლის სასჯელსაც დაიმსახურებს.

მეტანია - გონების ცვლილება და სინანულად მოქცევა - საკმაოდ მძიმე, რთული და ხანგრძლივი პროცესია, მის არსსა და მნიშვნელობაში ჩაწვდომა და მისი მართებულად კეთება დიდ ძალისხმევას და ბევრ ლოცვით შრომას, უდიდეს თავმდაბლობასა და მორჩილებას მოითხოვს, ამიტომაცაა, რომ მეტანიების შესრულება ბევრს უძნელდება - ზოგი იწყებს და მაშინვე ანებებს თავს, ზოგი შუა გზაში ჩერდება, იშვიათად, რომ ბოლომდე ვინმემ იტვირთოს.

- რამდენად მართებულია მეტანიების თვითნებურად დაწესება და კეთება?


- დღეს გავრცელებული ე.წ. თვითმორჩილება სულიერების მცდარი ფორმაა, რაც სულის ბნელი მდგომარეობიდან მომდინარეობს და ხშირად ადამიანი ხიბლამდე, მწვალებლობამდე, სასოწარკვეთილებამდე და ფსიქიკურ აშლილობამდეც კი მიჰყავს. ამიტომ, თვითმორჩილების დამღუპველ ბადეში რომ არ გავეხვიოთ, საკუთარ თავს მოძღვრად არ უნდა ვექცეთ. ნებისმიერი სულიერი საკითხი ღვთისმსახურთა რჩევა-მითითებით, მათი ლოცვა-კურთხევით უნდა გადავჭრათ.
ბეჭდვაელფოსტა
16.07. 2014
ყველაზე სათნო მამო
ჩემი უსაყვარლესი მამაო, ღმერთმა დაგლოცოს მამაო, ამინ.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat