ღმერთი იდევნება იმ საზოგადოებიდან, სადაც მხოლოდ მატერიალურს ებღაუჭებიან
ღმერთი იდევნება იმ საზოგადოებიდან, სადაც მხოლოდ მატერიალურს ებღაუჭებიან
გვესაუბრება კალიფორნიის შტატისა და ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (კავსაძე):

- გარდა უფლის მიერ აღსრულებული სასწაულებისა, ჩვენ ვხედავთ სამწუხარო სინამდვილესაც, როდესაც ეშმაკისა და ადამიანის ნება ერთმანეთს ემთხვევა. რატომ მოხვედი ჩვენს სატანჯველად დროზე ადრეო, - ეშმაკეულნი ეუბნებიან მაცხოვარს. დროზე ადრეო, იმიტომ, რომ ჯერ არ იყო დამდგარი საშინელი სამსჯავროს დღე, საბოლოო განაჩენი ჯერაც არ დამდგარა უკეთურთათვის. ადამიანებიც, და ამ შემთხვევაში გერგესეველნი, ეშმაკთა მსგავსად დევნიან მაცხოვარს თავიანთი ქალაქიდან...

"მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხვევად იესუისა და იხილეს და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან".

დავაკვირდეთ აბა, რატომ ეუბნებიან მას "წადი ჩვენი ქალაქიდანო"... მაცხოვარმა ხომ მათი ორი თანამოქალაქე - გერგესეველი ეშმაკეულნი განკურნა, ღორების კოლტის დანთქმით კი უფალმა მათ საკუთარ სულებზე ზრუნვისკენ მოუწოდა...

გარდა ამისა, წარმართ მწყემსებს უკანონოდ ჰყავდათ იმ მხარეში ღორების კოლტი, ვინაიდან იქ იუდეველნი ცხოვრობდნენ და მათთვის, როგორც ღვთის მართლმადიდებელი ერისთვის, არაწმინდა ცხოველად ითვლებოდა ღორი... ამიტომ არ იყო სჯულიერი და მორალური მათი გაჩერება იქ...

ამიტომაც მატერიალური წაერთვათ მათ, რათა სულიერი შესძენოდათ, რათა გაღვიძებოდათ.

ჩვენც მაშინ არ გვახსენდება ხოლმე უფალი და საკუთარი სულიც, როდესაც რაიმე საფასეს ან ქონებას ვკარგავთ? მერე ვუღრმავდებით ჩვენს თავს და ვიწყებთ გამოძიებას საკუთარ თავში (თუმცა ზოგიერთნი მაშინაც არ დაეძებენ არაფერს).

ამიტომ, სანამ ამქვეყნიური საფასე გაგვაჩნია, უნდა ვიზრუნოთ იმქვეყნიურზე. თუ ხილული სიკეთე გვაქვს, უნდა შევიძინოთ უხილავი სიკეთე, თორემ რაც გვაქვს, ისიც წაგვერთმევა. გახსოვთ ალბათ იგავი ტალანტებზე.

განა არ უნდა გახარებოდათ მათ თავიანთ ქალაქში ორი ეშმაკეულის განკურნება, რომელნიც არ ასვენებდნენ ხალხს თავიანთი ბოროტებით? თან მათ თვალწინ, გერგესეველი მწყემსების თვალწინ, უფალმა სასწაული აღასრულა.

ისინი უფრო მეტად მადლიერნი უნდა დარჩენილიყვნენ მაცხოვრისა, მაგრამ დასძახეს უფალს, - წადი ჩვენი ქალაქიდანო... ძალაუნებურად მახსენდება მაცხოვრის სიტყვები, რომელიც ადრეც იყო ნაწინასწარმეტყველები - "მომიძულეს მე ცუდად"... ასეთი შემაძრწუნებელია ჩვენი სინამდვილეც.

ამ სოფლის სულს სძულს ღვთიური სული, სძულს ღვთიური სიყვარული.

ამიტომ იდევნება ღმერთი იმ საზოგადოებიდან, სადაც ადამიანები მხოლოდ მატერიალურზე არიან ჩაბღაუჭებულნი, სადაც მხოლოდ ამქვეყნიურ დიდებას მიელტვიან.

დავაკვირდეთ ღვთისათვის საყვარელ ადამიანებსაც, წმინდანებს, გენიოსებს თუ უბრალოდ ნიჭიერ ხალხს ხშირად საზოგადოებასთან როგორი კონფლიქტები და უთანხმოებანი აქვთ. ვინც ვერ უძლებს ამ სოფლის წნეხს, ისინიც ამ სოფლის შვილებად იქცევიან შემდეგ და ისინიც ამ სოფელთან ერთად გასძახიან უფალს, "წადი ჩვენი ქალაქიდან", თავი დაგვანებეო, ხოლო ვინც კი უძლებს, ასე ლოცულობს, - "ღმერთო, მიხსენი და დამიცავი მე... ჯერ ჩემი ახლობლებისაგან და შემდეგ ჩემი მტრებისაგანო".

კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ვის გვინდა, რომ სათნო ვეყოთ - ამ სოფელს თუ უფალს, რომელიც საუკუნო სიცოცხლისა და სიხარულის წყაროა? გავიხსენოთ, როგორ გვმოძღვრავს უფალი, - იყავით სრულნი, როგორიც თქვენი ზეციერი მამა არის, თუ ვინმემ პერანგი მოგთხოვოს, სამოსელიც გაატანეო, თუ ვინმე გაიძულებს, ერთ მილზე გაჰყვე, ორზე გაჰყევიო.

ქრისტეს გავყოლოდეთ. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat