როცა ადამიანი სცოდავს, ანგელოზი სდუმს
როცა ადამიანი სცოდავს, ანგელოზი სდუმს
გვესაუბრება ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მოძღვარი, არქიმანდრიტი ფოკა (მარკოზია):

- დღევანდელობამ დაამტკიცა, რომ სასულიერო წოდება ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. მაგრამ ძალიან ცოტა ერის ადამიანი ჰბაძავს მას. რატომ არის ჭეშმარიტი ერისკაცების ნაკლებობა? და ვკითხულობთ შეშფოთებულნი - საიდან მოვიდა ეს ხალხი, სად გაიზარდა, ვინ გაზარდა, ვინ არიან მათი მშობლები. გამზრდელის თემაზე საუბრისგან საზოგადოება თავს იკავებს, მაგრამ თვითონ ოჯახები უნდა დაფიქრდნენ, ვინ შვეს, ვინ გაზარდეს, მათმა გაზრდილმა რა მოუტანა ქვეყანას. ამ გრძნობით და შეგნებით უნდა დავაფიქროთ შვილები და ჭეშმარიტ სინანულს აქედან მივიღებთ.

სულიერი მოძღვრები არაერთი პრობლემის წინაშე ვდგავართ. სულიერად ნაკლული საზოგადოება გვყავს, ნაკლებად მოდიან ეკლესიაში. გარე სამყაროთი იმდენად ზიანდებიან, რომ ძალაც აღარ აქვთ ეკლესიამდე მოსვლისა. ჩვენი, სასულიერო პირების სიფხიზლე, ამ შემთხვევაში ვერაფერს გააწყობს, რადგანაც სიფხიზლე ოჯახებში დაიკარგა. ყველა მშობელს ფიზიკური არსებობისათვის ზრუნვაში მთავარი ავიწყდება - ახალგაზრდების სულიერება. მშობელს უნდა, თავისი შვილი არ ჩამორჩეს ყოველდღიურობას, თანამედროვეობას შეაგუოს, მაგრამ ეს ცალმხრივად ხდება. ძალიან ბევრმა არ იცის, მის შვილს რას მოუტანს ეს თანამედროვეობა. ყმაწვილს ყველანაირ მოდას ბავშვობიდან აგუებენ. დავიწყოთ ბიჭებისა და გოგონების დღევანდელი ჩაცმულობით. აქედანვე ჩანს, ფხიზლად არის თუ არა მშობელი. ბავშვი დაბადებიდანვე ეჩვევა სიშიშვლეს, თანამედროვე ჩაცმას და უკვე ზრდასრული ვერ ხვდება, რით არის ეს ცუდი. არაერთ გოგონას უთქვამს, სამოსი არ არის დამაბრკოლებელიო. შეიძლება ჩაცმულობა უმანკოებას, წესიერებას და პატიოსნებას არ ვნებს, მაგრამ სწრაფვა, შვილი თანამედროვედ გამოიყურებოდეს, ხშირად ცუდად მთავრდება. ახალგაზრდას პრეტენზია უჩნდება ცხოვრების წესისასდმი და მშობლები კარგავენ სადავეებს. ეს კი უმართავობას იწვევს. ძალიან ბევრი უმართავი ახალგაზრდა ვერ არის ინტელექტუალი და საზოგადოების ღირსეული წევრი. ისინი დიდხანს მისდევენ უზნეო ცხოვრების წესს, ათენებენ დისკოთეკებში და ასე შემდეგ. ფაქტობრივად, როცა უკვე მშობელი ხვდება, რომ შეცდა, ხშირად სასულიერო პირებს გვთხოვენ, თავიანთ შვილებთან დამრიგებლური ურთიერთობა გვქონდეს, მოვთოკოთ ისინი, სწორი რჩევა მივცეთ, მაგრამ ბავშვი აშკარად ერთაზროვნად მსჯელობს, ფიქრობს, რომ როგორც მშობელი, მღვდელიც ვერ გაუგებს მას. რადგან ასე უნდა ცხოვრება, ასე მიეჩვია, უჭირს მისი დათმობა, რადგან ასეთი მეგობრები ჰყავს. ფიქრობს, რომ ჩვენ რასაც ვეუბნებით, უკვე წარსულის აზრებია და არ ვართ თანამედროვენი.

აქედან გამომდინარე, თავად თემის - მღვიძარების, სიფხიზლის, გაფრთხილების საკითხები ხშირად იკარგება ხოლმე. მართლმადიდებელი ერი, ქვეყანა და ქართველობა, რა თქმა უნდა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რადგანაც ბევრი ერი უკვე გადაშენების პირას არის. განვითარებული ქვეყნებიც ღელავენ, - თეთრი რასა შეიძლება გადაშენდეს, რადგან ძალიან ცუდად ცხოვრობსო. ახალგაზრდობის წლებს არ უფრთხილდებიან ყმაწვილები და როცა დგება მათი მოვალეობის აღსრულების დრო, ხდება მათ აზროვნებაში ცვლილებები, ისინი უკვე აღარ არიან რეპროდუქტიულები. ისმის კითხვა, - თეთრი რასა იქნება თუ არა საერთოდ უმრავლესობაში, დარჩება თუ არა დედამიწაზე? ძალიან შემაშფოთებელია ამაზე ფიქრი; და თუ ჩვენც ამ კუთხით გავაგრძელებთ დემოკრატობანას, ვგულისხმობ ახალგაზრდების ნებისმიერ არჩევანს, რომ ყველაფერი მათთვის დაშვებულია, მაშინ ჩვენი ერი მალე კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება. ამის გამოსწორება შეიძლება, თუ დავუბრუნდებით ეროვნულ საწყისს.

***
მღვიძარება, ფხიზლობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, მუდამ უნდა იყოს აქტუალური. რადგან გაუფრთხილებლობით საუკუნეებმა ადამიანები ჩაყლაპა და XXI საუკუნეში, ამის უფლება არ გვაქვს..

მახსოვს ერთი ადამიანის მონაყოლი: მშობლებს არ შეეძლოთ ეკლესიაში მსახურებაზე დასწრება. მამა შვილებს ჩაისვამდა მანქანაში, მიიყვანდა ტაძრის კარებთან და ბავშვები წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მსახურების მერე შინ მოჰყავდა. ერთხელაც, შვილმა ჰკითხა: მამა, თუ კარგია ტაძარში სიარული, თავად რატომ არ დადიხარო.Aდღეს მშობლების პასიურობა, ეკლესიისგან განზე დგომა, მოძღვრებთან ორთიერთობის უქონლობა მათთვის დიდად საზიანოა. ჩვენ შვილებისთვის მათ სასარგებლო რჩევებს ვაძლევთ - თუ როგორ უნდა მიუდგე საკუთარ შვილს, როგორ აპატიო, როგორ გაზარდო, როგორ იმეგობრო მასთან. ისტერიკა არ არის მღვიძარება და სიფხიზლე, ისტერიკა არის ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც არ იცის, რა უნდა გააკეთოს. ეკლესიას აქვს ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება ახალგაზრდებთან, ნებისმიერ თაობასთან. ამ გამოცდილებით ადამიანები მეგობრები ხდებიან როგორც უფალში, ისე მშობლებთან, ყოველ კაცთან. ეკლესია სთხოვს მშობლებს, იყვნენ ხიდი შვილებსა და ეკლესიას შორის. თუ მშობლებსაც ექნებათ ურთიერთობა ეკლესიასთან, მოძღვრებთან, ისინი გვიკარნახებენ, გვანახვებენ გზას, როგორ მივუდგეთ მათ შვილებს, დღევანდელ ახალგაზრდობას.

***
მოძღვარი პირდაპირ ვერ მივა და შენიშვნას ვერ მისცემს ვერც ახალგაზრდას, ვერც მოზრდილს. ვერავინ იღებს საყვედურს, შენიშვნას. მეგობრობაში კი ძალიან ადვილია საყვედურის თქმა და რჩევის მიცემაც. ეკლესიას მიუთითებენ, რომ მთავრობას, კონკრეტულ პიროვნებას ყოველთვის ტრიბუნიდან უნდა ვუკიჟინოთ, რაც არასწორია. ვერც ქუჩიდან და ვერც ამბიონიდან ვერ გავხდებით მოკიჟინენი, მაგრამ თუ ყველა მხარე ამჩნევს თავის შეცდომებს, უნდა შეეცადოს გამოსწორებას. შეიძლება ახალგაზრდამ მიიღოს შენიშვნა, მაგრამ ის დრტვინვაში ჩავარდეს - ვინ ხარ, რა უფლებით მსაყვედურობო. ამ იმპულსური საქციელებით შეიძლება უფრო მეტად დაზიანდეს ადამიანი.

მეგობრობას - ერისა და ბერისას, განსაკუთრებით დღეს, ალტერნატივა არა აქვს.

***
თითოეულ ადამიანს თავისებური მიდგომა სჭირდება. ხშირად ჩემი კოლეგები გაბრაზებულან, ძალიან მკაცრებიც ყოფილან. ალბათ ასეთ სიტუაციაში არ იყო სწორი შენიშვნა, სწორი მიდგომა. მრისხანებაში გადასული შენიშვნა იმ ადამიანისთვის არ აღმოჩნდა სასიკეთო. სხვაც ჩავარდნილა განკითხვაში, - რა გაჩხუბებთ, ხომ შეიძლება სხვანაირად იყოსო. ხშირად, როცა ვხედავთ დიდ დანაშაულს, მყისიერი, ადეკვატური პასუხი არ არის სავალდებულო.

მღვდელი გავხდი ბაკურიანში. ახალგაზრდაც ვიყავი. მე მრევლმა, მათთან მეგობრობამ გამზარდა. ვცდილობ, ყველასთან ვიმეგობრო.Aურთიერთობებში გროვდება გამოცდილება. ბაკურიანისა და ბორჯომის ეპარქიაში ძალიან დიდი პატივისცემა არის მოძღვარსა და მრევლს შორის... მადლობა ღმერთს, რომ გადაუჭრელი და მიუღწეველი საკითხები თითქმის არ არსებობს.

***
ხორციელი მშობლები მღვიძარებენ, რათა ცხოვრებისეული კეთილდღეობა ჰქონდეთ მათ შვილებს და არ იხედებიან იმ სფეროში, რასაც სწავლა-განათლება ჰქვია. სად სწავლობენ, რას სწავლობენ, ვინ ზრდის მათ შვილებს, რას მიიღებს აქედან ოჯახი, ქვეყანა და რას მიიღებს ამ სწავლიდან ეკლესია. ზოგიერთი მშობელი შვილების შესაძლებლობას ტელევიზიიდან ძალიან სკანდალურად იგებს, გნებავთ ორიენტაციის, ზნეობის შესახებ, რაც ძალიან მძიმე გადასატანი ხდება. ალბათ, მერე მთელი სიცოცხლე მოუწევს მშობელს იმაზე ფიქრი, სად დაუშვა შეცდომა. შეცდომა, რა თქმა უნდა, არამღვიძარებაში დაუშვა - მოიხიბლა შვილის თანამედროვეობით, მაგრამ ძალიან თანამედროვეობა ხომ ხშირად ჩვენი ტრადიციებისთვის მიუღებელია. ამ მხრივ ბევრი დაკარგული თაობა გვყავს.

მოძღვრის მღვიძარება
ყველა მოძღვარი უნდა იყოს ფხიზლად დაMმოწოდების სიმაღლეზე, უნდა უდარაჯოს როგორც საკუთარ სულიერებას, ასევე ჩვენს ქვეყანას და ერს. მღვიძარება არ უნდა აღიქმებოდეს თანამედროვეობაში ჩამორჩენილობად. თითქოსდა ჩვენი ქადაგებით, მოწოდებით, ვინმეს მტერი ვიყოთ. ეკლესია არავის მტერი არ არის. ეკლესია ბოროტებასაც მოთმინებით ხვდება. ნათქვამია, როცა ადამიანი სცოდავს, ანგელოზი სდუმს. ეკლესიაც ხშირად ბრძნულად დუმს, რადგან იცის, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა ადამიანს თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს.

***
მონასტრულ ცხოვრებაში მღვიძარება აისახება როგორც პირდაპირი გაგებით, ასევე სულიერი გაგებითაც. მონასტერი საოცარი რამეა. ადამიანი არასდროს არის მოდუნებული, ყოველთვის სრულად იხარჯება. მადლობა ღმერთს, რომ ეს ტრადიცია უკვე ჩამოყალიბებულ მონასტერში არსებობს და ბერ-მონაზვნები ღირსეულად ცხოვრობენ მონასტერში. ის, რომ დღეს ყველანაირად მიმზიდველი და ლამაზი ცხოვრებიდან ადამიანი გადაწყვეტს მონასტერში წასვლას, ნიშნავს, რომ იქ უფრო დიდი სილამაზე და შესაძლებლობებია.

ბერ-მონაზვნებში ბოროტის ბრძოლა აზრებით, ქცევებით თუ ხიბლით ყოველთვის ხდებოდა. ბოროტი სასტიკია და მას შეუძლია მორწმუნე აცდუნოს. ძალიან ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ბოროტის მზაკვრული ცდუნებები.

ბერმონაზვნობა განსხვავებული ცხოვრებაა. მონასტრული ცხოვრება თავიდანვე უნდა დაინახო. ადამიანი არ უნდა იყოს ამპარტავანი, ამაყი და კარიერისტი. შეუთავსებელია ერთმანეთთან კარიერა და ბერმონაზვნობა. ხასიათით შეიძლება ადამიანი იყოს მრისხანე, ფიცხი, თუმცა ბერმონაზვნობა მაინც ახერხებს თავისი ჯვრის ტვირთვას, სწავლობს მიმტევებლობას, თავმდაბლობას, სიყვარულს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ გვყავს ღირსეული ბერმონაზვნები.

***
ყველაფრის სათავე სიყვარულია. მღვიძარებაშიც დევს სიყვარული, ვიღაც რომ უსაზღვროდ გვიყვარს, ხომ ვართ მის მიმართ ყურადღებიანები. თუ სამღვდელოებასაც ძალიან ეყვარება საკუთარი მრევლი, ქვეყანა, ერი, ამ შემთხვევაში ის ფხიზლად იქნება.

ჩვენ, მამები, ყოველთვის ვქადაგებთ ამბიონიდან, მადლობა უფალს, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჟურნალის მეშვეობით საჯაროდ მივმართო ჩვენს საყვარელ ადამიანებს.

ღმერთმა დაგლოცოთ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat