ფარისევლობა
ფარისევლობა
რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს
სახარებაში უფალი მოწაფეებს აფრთხილებს: "ეკრძალენით ცომისაგან ფარისეველთასა... " მცდარი სწავლება, ცხოვრების თვალთმაქცური წესი, ბოროტება, სიამაყე და თვითკმაყოფილება, წვრილმანი საზრუნავი სხვადასხვა წესის შესასრულებლად, სჯულის სიტყვასიტყვითი გაგება და, ამავე დროს, შინაგანი უწმინდურება - აი, ის საფუარი, რისგანაც იცავს უფალი თავის მოწაფეებს. ჩვენ საკმარისად ვართ ფარისევლობის ცოდვით აღბეჭდილნი. ყურადღებას უფრო მეტად გარეგნულ მხარეზე, ღვთისმსახურებითი წესების ზედმიწევნით შესრულებაზე ვამახვილებთ, უმთავრესი კი გვერდზე გვრჩება. იმაზე კი არ ვფიქრობთ, რომ თავად გვესაჭიროება გამოსწორება, არამედ დარწმუნებულნი ვართ, რომ სხვათა გამოსწორებაც შეგვიძლია. წმინდა თეოფილაქტე ამბობს: "შენ ცდილობ, გამოძერწო სახე ჭურჭლისა ანუ გარეგანი შენი არსებისა, მაშინ, როცა შინაგანი სავსეა უწმინდურებით". უფალი ფარისევლებს გამშვენებულ სამარხებს ადარებს: "რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჰსჩნედ გარეშე შვენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიან ძუალებითა მკუდართათა და ყოვლითა არაწმიდებითა, ეგრეცა თქუენ გარეშე ჰსჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა".

უწინარესად, თავად იგავი განვიხილოთ:

"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება" (ლკ, 18:10-14).

წმინდა მამები და საეკლესიო მოძღვრები ამ იგავს ასე განმარტავენ:

"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად", - იწყებს უფალი იგავს. მათ ლოცვაში ქრისტე ააშკარავებს თითოეული მათგანის შინაგან, სულიერ მდგომარეობას. "ლოცვა სულის სარკეა, - ბრძანებენ ეკლესიის წმიდა მამები, - ჩაიხედე ამ სარკეში, იხილე, როგორ ლოცულობ და უცთომელად გაიგებ, როგორია შენი სულიერი მდგომარეობა". ლოცვაში განსაკუთრებით სრულად წარმოჩნდება ჩვენი ნათელი და ბნელი მხარეები, სულიერი კვდომა თუ სულიერი აღმავლობა.

იგავში ფარისეველი წარმოგვიდგება აბსოლუტური თვითკმაყოფილების გამოხატულებად. ფარისეველი, სჯულისა და მისი ყოველი განწესების ზედმიწევნით აღმასრულებელი, შემოდის ტაძარში და ღმერთს ასე მადლობს: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ". შესაძლოა ფარისეველი თავისი დროის ინტელიგენტური, განათლებული და განსწავლული ადამიანი იყო, რომელიც მტკიცედ იცავდა მოსეს სჯულის ყველა მითითებას, ყველა რელიგიურ ტრადიციას და თავისი რელიგიის საჭიროებისთვის "მეათედსაც კი იხდიდა იქიდან, რასაც იხვეჭდა". როგორც თავისებურად რელიგიური ადამიანი, ის არ ჩადიოდა ბოროტებას და, ყოფითი გაგებით, სულიად შესაძლებელია, კარგი ადამიანიც ყოფილიყო, რომელსაც მრავალი პატივისცემით ეპყრობოდა. მაგრამ ფარისევლის სულიერ მდგომარეობაში დომინირებს თვითკმაყოფილება. მასში იმდენად დიდია მედიდურობა, რომ სრულიად ავიწყდება ამპარტავანი და მედიდური კაცის ყველა "სათნოება" თავის ფასსა და აზრს რომ კარგავს ღმრთის მსჯავრის წინაშე.

მეზვერე კი პირიქით. მეზვერეები (მებაჟეები) ხარკის ამკრეფნი იყვნენ. ეს პროფესია ძველად ყველას სძულდა. თანაც ჩანს, რომ მეზვერე არაფერს ასრულებდა სჯულის განწესებათაგან, თუმცა, გრძნობდა თავის უბადრუკობას და მკერდში მჯიღის ცემით ევედრებოდა უფალს: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!" თავმდაბალმა და მორიდებულმა მეზვერემ მთელი თავისი სულიერი ძალების კონცენტრაცია საკუთარ ცოდვებზე, საკუთარ არასრულყოფილებაზე მოახდინა. მას კარგად ესმოდა მარტოდენ საქმეებით გამართლების მთელი ამაოება.

ამრიგად, მეზვერისა და ფარისეველის იგავში წარმოგვიდგება ორი სულიერი მდგომარეობა, - ერთი მხრივ, ლოცვა, რომელიც იწყება უფლის მადლობით, მაგრამ მთავრდება მოყვასის განკითხვით: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე..." და მეორე, ლოცვა, რომელიც აღსავსეა საკუთარი უღირსების შეგნებით.

ანუ, მეზვერე თითქოსდა ღმერთს მიმართავს, ღმერთს მოუწოდებს, სინამდვილეში კი თვითგანდიდებას, წმინდა იოანე კიბისაღმწერელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "საკუთარ ღვაწლს ურცხვად ქადაგებს".

დავაკვირდეთ ფარისევლის ლოცვას: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე..." მას თითქოს სწამს, და უყვარს უფალი, თითქოს ეძებს მის შემწეობას, სინამდვილეში კი ურცხვად მედიდურობს და მოყვასს ამცირებს, რითაც ამჟღავნებს ღმრთის უარყოფის უდიდეს ცოდვას - ამპარტავნებას.

რად სჭირდება მას ღმერთი, თუკი ყოველივე აღუსრულებია და მხოლოდ თავის საქებად და სხვათაAგანსაქიქებლად მისულა ტაძარში? ღირ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს, რომ "ამპარტავნების ვნებას მედიდურობა კვებავს". ფარისეველი ჯერაც ლოცულობს, მაგრამ ცოტაც და შეწყვეტს ლოცვას, რადგან ლოცვა არის ღვთისკენ სწრაფვა მისგან შემწეობის მისაღებად. "მინახავს ადამიანები, - ბრძანებს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, - ღმერთს პირით რომ მადლობას ეუბნებოდნენ და გონებაში ამაყობდნენ. ამის მოწმეა ფარისეველიც, რომელიც ამბობდა: "ღმერთო, გმადლობ შენ" (ლკ, 18:11).

თვითკმაყოფილი ფარისეველი სერიოზულად ფიქრობს, რომ მან მიაღწია სრულყოფილებას და უკვე ყველაფერი იცის. ის, ვინც ასე ფიქრობს, ვერასდროს ვერაფერს ისწავლის, ცოდვისა და უმეცრების ბნელშიც შთავარდება. ასე შეემთხვა ფარისეველსაც, რომლის ყველაზე დიდი დაცემა დაიწყო მოყვასის განკითხვით. თვითკმაყოფილი ადამიანები ხომ ყოველთვის ჩაკეტილები არიან, გამოეყოფიან "უღირს" საზოგადოებას. მაშინ უცილობლივ ამოიშრიტება მათში სიყვარული და მათ ნაცვლად ადგილს დაიკავებს სხვათა განკითხვა, ზიზღი და სიძულვილი. მათ აბრმავებს თვითკმაყოფილება და მედიდურობა და აიძულებს, იამაყონ მცირედით, ხდებიან მინიმალისტები, რომლებიც ენით აუწერელ კმაყოფილებას განიცდიან გარეგანი მცირედი წარმატებით და ფიქრობენ თავიანთი კეთილი საქმეების რაოდენობაზე და არა ხარისხზე. აჰა, განა ფარისეველი არ ამბობს: "ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ".

რად სჭირდება ღმერთს ასეთი ანგარიში? მას ჩვენი გულები სჭირდება. კეთილ საქმეთა რაოდენობაზე ფიქრს უცილობლივ მივყავართ ფორმალიზმამდე, ფარისევლობამდე, ბუკვალისტობამდე. ეს ყოველივე ახასიათებდა ფარისეველთა სექტას, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა ქრისტეს და მის მოწაფეებს. ამიტომაც ბრძანებს ქრისტე: "უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მთ, 5:20).

უფლის ამ სიტყვებში ძალზე მნიშვნელოვანია ფრაზა: "უკუეთუ არა აღემატოს". ამით უფალი მიუთითებს ფარისეველთა შეზღუდულობაზე და სულიერი ცხოვრებისადმი მათ მიდგომაზე. არადა არის სხვა მიდგომაც. ერთხელ ამბა ანტონიმ უთხრა ამბა პიმენს: "ადამიანის ღვაწლი იმაში მდგომარეობს, რათა საკუთარი ცოდვები აღუაროს უფალს". ეს არის იმ ადამიანის მიდგომა, რომელსაც სჭირდება უფალი, რათა შეევედროს მას ცოდვათაგან განწმენდა და შეწევნა. ამიტომაც ლოცულობს მეზვერე - "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", - მას ღმერთი ნამდვილად სჭირდება, ის ითხოვს, მას ესმის, რომ ჯერ კიდევ არაფერი გაუკეთებია სასიკეთო. შესაძლოა მასაც ჰქონოდა კეთილი საქმეები, მაგრამ ის დუმს მათ გამო და მხოლოდ ცოდვათა მიტევებას ითხოვს.

"სიამაყე სათნოებათა აღმხოცველი არისო", - ბრძანებს ღირსი იოანე კიბისაღმწერელი. ძველ წიგნებში ხშირად შეხვდებით მეზვერისა და ფარისევლის გამოსახულებებს, სადაც ცათა სასუფევლისკენ მიმავალი ფარისეველი ეტლზე მჯდომარე მიჰქრის, მეზვერე კი ფეხით ვალს. მიჰქრის ფარისეველი ეტლზე მოკალათებული და იმედოვნებს, რომ მისი ეტლი აღჭურვილია მიზნის მისაღწევი ყოველი საშუალებით, მაგრამ ბოლო მომენტში ის იმტვრევა და ძველ სურათებში ვხედავთ, როგორ გაუსწრებს მას ფეხით მიმავალი მეზვერე.

ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისთვის საჭიროა შინაგანი და გარეგანი რელიგიურობის გამოვლინებებში დავიცვათ თანაფარდობა. აუცილებელია დავიცვათ სჯული - უფლის მცნებები და საეკლესიო წეს-განგებები. მაგრამ ეს ცოტაა. ჩვენ თუ მარტო ამას დავჯერდებით, დავემსგავსებით იმ ადამიანს, რომელიც, ღირ. იოანე კიბისაღმწერელის მიხედვით, "ცალი ხელით ცდილობს ზღვის გადმოცურვას". საჭიროა მეზვერის თავმდაბლობა. უნდა შევიძულოთ ფარისევლის მედიდურობა და მეზვერის ცოდვით დაცემა.

მეზვერე უფრო გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ცათა სასუფეველშია. ღირსი ეფრემ ასურელი, სინანულის მოძღვარი, ბრწყინვალე ლოცვის "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო" ავტორი, გვამცნებს, ამ ლოცვაში დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და არ განვიკითხოთ მოყვასი. ლოცვაც და კეთილი საქმეებიც ამაოა, თუ ისინი წუთისოფლისთვის, ჩვენი განდიდებისთვის აღესრულება და არა ღმრთისთვის. ამაოა ყოველი მაჩვენებლობით გაკეთებული საქმე.

სიამაყე და მედიდურობა, ეკლესიის მამათა ერთსულოვანი განმარტებით, არის "საკუთარ თავზე დანდობა", "ღმრთის უარყოფა", "მისი შემწეობის უკუგდება". რადგან, თუკი მე რაიმეს მაჩვენებლობით ვაკეთებ, ვაკეთებ ამას არა იმიტომ, რომ პატივი მივაგო უფალს, დავუბრუნო მას გამრავლებული ტალანტი, არამედ იმისთვის, რათა ადამიანებმა მაქონ. ამით მე მხოლოდ და მხოლოდ დავამკვიდრებ საკუთარ "მე"-ს, რადგან, ამ შემთხვევაში, ადამიანები მე დამჭირდებოდა პოპულარობის მოსახვეჭად. წმინდა მამათა განმარტებით ეს ერთგვარი კერპია. ამ შემთხვევაში მე ღმერთს კი არ ვმსახურებ, არამედ საკუთარ თავს.

ტაძარში მლოცველი ფარისეველი უკვე უარყოფს უფალს, ის ამბობს: "ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ". მაშასადამე, მე კარგი ვარ. "შენ მე შემქმენი, მე კი გმადლობ; შენი დახმარება იმ მეზვერეს უფრო სჭირდება, ვიდრე მე; ჯერ კიდევ თაყვანსგცემ, მაგრამ უკვე აღარ მჭირდები". ასეთია იმ ადამიანის მიმართება ღმერთთან, რომელიც საკუთარი ცხოვრების მთავარ საფუძვლად დადებს პირად "მეს", საკუთარ სათნოებას.

ფარისველი ასრულებს სჯულს, მძიმეს, რადგან ადვილი როდია სჯულის ყველა განწესების მიყოლა, მაგრამ მაინც ამაოა ეს ყოველივე, რადგან მას მორჩილება და თავმდაბლობა არა აქვს.

ერთ წმინდა მამას შეხვდა ეშმაკი და უთხრა: "მე ყოველმხრივ მსგავსი ვარ შენი, ერთის გარდა: შენ არ გძინავს? - არც მე! შენ მარხულობ? - მე საერთოდ არაფერს ვჭამ! მხოლოდ ერთი რამე გაქვს შენ, რითაც მჯაბნი - ეს არის მორჩილება". ქრისტეს ერთგული მიმდევრები საქმეებით კი არ იცნობიან, არამედ მორჩილებით. მე შემიძლია ვინმე დავაპურო ღვთის სახელით, და არაფერი მივაწერო საკუთარ თავს - ეს იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანული ღვაწლი. მაგრამ, თუ იგივეს ვიქმ რაიმე სხვა მიზნითა და მოსაზრებით, როგორიც უნდა იყოს, ეს უკვე აღარ იქნება ქრისტიანული...

მეზვერისა და ფარისევლის იგავი არის ქრისტეს მოწოდება დავფიქრდეთ და აღმოვფხვრათ ფარისევლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ბუდობს და ამაში ეკლესია გაგვიწევს შემწეობას. დიდი მარხვისთვის მოსამზადებელ ამ კვირა დღეს ეკლესია გვასწავლის: "წადი და ისწავლე ფარისევლისგანაც და მეზვერისგანაც. პირველისგან ისწავლე საქმენი, მაგრამ უკუაგდე მედიდურობა და ამპარტავნება, რადგან საქმე თავისთავად არაფერს ნიშნავს და არ აცხოვნებს, და გახსოვდეს, რომ მეზვერეც ჯერ კიდევ როდი ცხონდა, არამედ უფრო გამართლდა უფლის წინაშე, ვიდრე გარეგნული საქმეებით შემკული ფარისეველი". ხოლო მეზვერისგან ისწავლე საკუთარი ცოდვების დანახვა, შეგრძნება და თავმდაბლობა.

მტკიცედ გახსოვდეს ქრისტეს სიტყვები: "ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს" (ლკ, 18:14).

თუ რამდენად მძიმე და საშინელი ცოდვაა ფარისევლობა, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ არავის ისე მკაცრად არ ამხილებს უფალი, როგორც ფარისევლებს. ფარისევლობის თემაზე გვესაუბრება დეკანოზი დავითი (ციცქიშვილი):

- ხშირად ეკლესიის წევრები ქრისტიანულ წესებს კი ასრულებენ, მაგრამ მათი პიროვნული სულიერი ზრდა და სრულყოფა ნაკლებად შეიმჩნევა. რა ფსიქოლოგიური მოტივებით არის განპირობებული ფარისევლობა?

- ჩვენი ამქვეყნად მოვლინების, ეკლესიური ცხოვრების უმთავრეს მიზანს პიროვნული, შინაგანი სრულყოფა შეადგენს. მართლმადიდებლური კატეხიზმოს სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა, რომლის უპირველესი დანიშნულებაა, უფრო და უფრო სრულყოფილი გახდეს და დაემსგავსოს თავის შემოქმედს. ეს სათანადოდ არ ესმის მრევლის ერთ ნაწილს, რაც ხშირად განაპირობებს ფარისევლური მომენტის წინ წამოწევას. წმინდა მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი აღნიშნავს: "ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც კი შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს, - ეს ღმერთთან მისვლა და მასთან ერთად ყოფნაა. ბევრს არასწორად ესმის, რომ მართლმადიდებლური სრულყოფა ისეთი ქრისტიანული სათნოებების ქმნაშია, როგორიცაა მარხვა, ღვთისმსახურებით რიტუალებზე დასწრება, ლოცვა და ა. შ. სინამდვილეში ამ ეკლესიური წესების შესრულება იმისთვისაა გამიზნული, რომ მათი მეშვეობით მოგვეცეს ცდუნებათა დაძლევის, მათთან დაპირისპირების ძალა, რათა საკუთარ ცოდვილ ბუნებასთან ბრძოლა შევძლოთ". იგივე წმინდა მამა აღნიშნავს, რომ თუ შევძლებთ საკუთარ მავნე ვნებებთან, სურვილებთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო მეტად სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე მარხვის მკაცრად დაცვა და ხორცის დათრგუნვა. "ასობით მონა ქრისტიანიც რომ გყავდეს გამოხსნილი და განთავისუფლებული, მაინც არ გიხსნის, თუ საკუთარი ვნებების ტყვეობაში რჩები". სახარებაში წერია, რომ "სასუფეველი ცათა" ჩვენს შიგნით არის და ჩვენ სულიწმინდის ტაძარნი ვართ. უპირველესად ეს ტაძარია ასაშენებელი.

- როდესაც ადამიანი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის ცოდვილ ბუნებას, არის თუ არა ეს ფარისევლობის გამოვლინება?

- აღსარებაზე პირველად მისულებისგან ხშირად გაიგონებთ: ისეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი, სიკეთის მეტი ამქვეყნად არაფერი გამიკეთებიაო. ზოგჯერ ტრაბახობენ კიდეც საკუთარი ღირსებებით. შემდგომში, როცა ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში შედიან და სულიერი თვალი ეხილებათ, ხედავენ, თუ რამდენად ცოდვილია ადამიანის ბუნება. თუმცა ყოველთვის მაინც არ ხდება ასე. დიდი სულიერების მქონე მართლმადიდებელი მოღვაწენი, რომელნიც ყოველნაირად ცდილობდნენ, წმინდად ეცხოვრათ, არა მხოლოდ ქცევის, არამედ ფიქრისა და გრძნობების მხრივაც კი იწმენდნენ საკუთარ თავს, მოთქვამდნენ საკუთარ ცოდვილ ბუნებაზე. ჩვეულებრივ ერისკაცთ კი თავი ღირსეულ ადამიანებად მოაქვთ.Aამ თითქოსდა პარადოქსში ერთი საინტერესო კანონზომიერება იჩენს თავს, რომლის შესახებაც ხერსონის მთავარეპისკოპოსი, წმიდა ინოკენტი აღნიშნავს: "სუფთა ტანსაცმელზე მცირე ლაქაც შესამჩნევია, შავ სამოსზე კი ყველაზე მუქი ლაქებიც არ ჩანს. ნათელი, სუფთა სულის ადამიანში ეშმაკის მიერ შთაგონებული ერთი აზრიც კი მაშინვე შეშფოთებას, სიმძიმეს, გულისტკივილს იწვევს. ცოდვილი და ბილწი სულის მქონესთვის კი მისი არსებობა შეუმჩნეველი რჩება". ეს შთამბეჭდავი სიტყვები გვეხმარება, შევიგრძნოთ, თუ რატომ მოთქვამდნენ წმინდა მამები თავიანთ ცოდვილ ბუნებაზე. ერთ-ერთი მეუდაბნოე მამა აღნიშნავს: "მდუმარების თავისებურება საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებაა. განმარტოებისას საკუთარ თავზე დაკვირვების დროს ისეთ ბოროტ მისწრაფებებს იჭერ შენში, რომ მართლაც ყველაზე ცოდვილი გგონია თავი". როდესაც ადამიანი თავის ნაკლოვანებებზე წერს, ამ შემთხვევაში ფარისევლობას გასაქანი ნაკლებად აქვს. მაღალი სულიერების მქონენი ცდილობენ, ბუნებრივნი, გულწრფელნი იყვნენ, არ ითამაშონ, არ ითვალთმაქცონ.

- ზოგჯერ ხალხში ნიღაბს ვიცვლით, ვთვალთმაქცობთ, ჩვენი ჭეშმარიტი სულიერი სახე კი დაფარულია...

- ხშირად სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დაზიანებულია ჩვენი შინაგანი "მე". არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს: "ჩვენ დავემსგავსეთ მსახიობებს სიცრუესა და თვალთმაქცობაში. მივეჩვიეთ ნიღბის ტარებას. მაგალითად, ადამიანი ხვდება თავის უფროსს და სახეზე უჩნდება ყალბი ღიმილი, აღტაცება, მაგრამ როგორც კი შორდება მას, მაშინვე ან გალანძღავს, ან რაიმე ბინძურ ჭორს მოიგონებს. ხოლო როდესაც იგივე ადამიანი ხვდება თავის ხელქვეითებს, ხშირად უკარება იერი ედება. თუ ვინმე გვჭირდება, როგორ ვეპყრობით? - ვუმზერთ ალერსიანად, ვესაუბრებით ტკბილად, გვსურს შევიტყოთ, როდის არის მისი დაბადების დღე. ერთი სიტყვით, ვეპირფერებით. ხოლო თუ გვხვდება კაცი, რომელსაც უნდა, რაღაც გვთხოვოს, - ვცდილობთ, თავი ავარიდოთ. სახეზე მუდმივად რაღაც უცხო ნიღაბი გვაქვს".

ეს გაორებაც ფარისევლობის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ჩვენი ცოდვილი, ნაკლოვანი ბუნებისა, მაინც ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და ვერ ვაცნობიერებთ იმას, თუ რამდენად ნაკლებად ვაშენებთ შინაგან ტაძარს, შინაგან "მეს". არადა მთელი ქრისტიანული ცხოვრების არსი სწორედ საკუთარი თავის გამოსწორებაში მდგომარეობს. ჩვენი სულიერი სილამაზე, უპირველესად, კეთილი საქმეებით, კეთილშობილებით, ღვთისნიერებით უნდა მჟღავნდებოდეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat