დიდი მარხვა
დიდი მარხვა
ჭეშმარიტი მარხვა მონანული სულის ზეიმია
მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის თქმით, მარხვა შინ დაბრუნების ჟამია. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა, ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ იმ დაუსრულებელ სიხარულს, სასუფეველი რომ ჰქვია. თუმცა ეს სიხარული იოლად არ მოიპოვება. მარხვა ღვაწლია, რომელიც სურვილთა დათმენითა და ვნებებზე გამარჯვებით აღესრულება. პირველი ნაბიჯი კი სხეულის მოუძლურებაა - ხორცზე გამარჯვება და სულიერი ზეიმი.

აღდგომის დღესასწაულის მოსამზადებელი პერიოდი სრულად მოიცავს დიდ მარხვას, რომლის დადგომისას მორწმუნენი ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს: "მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა!" აღდგომის დღესასწაულის განცდა მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სულიერი განწყობით, მარხვით, ლოცვითა და სინანულით გაატარებს ქრისტიანი დიდ მარხვას...

გვესაუბრება დიღმის ბავშვთა მეორე საავადმყოფოსთან არსებული ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი შალვა როსტიაშვილი.

- რატომ დაუწესა უფალმა მარხვა ადამსა და ევას სასუფეველშივე?

- ადამიანის სულიერი მდგომარეობა ძალიან მერყევია. ის ხშირად არის დამოკიდებული ჩვენს ხორციელ ცხოვრებაზე, ხორცი კი ყოველთვის ვნებისკენ მიილტვის. ადამსა და ევასაც, ფაქტობრივად, ხორციელმა სურვილებმა სძლია. უფალმა უწყის ადამიანის სისუსტეები, ამიტომაც იმთავითვე განგვიწესა მისი მორჩილება, თუმცა ჩვენთვის თავისუფალი ნება არ წაურთმევია.

- ესე იგი, ამ აკრძალვის მიზანი ადამიანისთვის მორჩილების სწავლება იყო?

- ადამიანი უფალს მრავალი რამით უკავშირდება, მაგრამ ერთ-ერთი უდიდესი სათნოება სწორედ მორჩილებაა. ამ სათნოების გამოვლენაა ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების დაცვაც.Mმარხვის დროს, თუ იგი სრული სისავსით აღესრულება, ჩვენ უფალში ვსუფევთ.

- მამები მიიჩნევენ, რომ როდესაც ადამი და ევა განვითარების გარკვეულ საფეხურებს მიაღწევდნენ, ისინი უფლისაგან აკრძალული ხის ნაყოფის ჭამის უფლებასაც მიიღებდნენ.

- შეგვიძლია, ეს აზრი უფრო განვავრცოთ: როცა ადამიანი მზად იქნება ამა თუ იმ იდეისთვის, ეს იდეაც მაშინ განხორციელდება. ნინევიელთა ამბავი გავიხსენოთ - როცა მათი ქვეყანა საშინელმა უზნეობამ მოიცვა, უფალმა მათთან თავისი მორჩილი იონა მიავლინა. ნინევიელებმა ღვთის განზრახვა რომ შეიტყვეს, ისეთ სინანულში ჩაცვივდნენ, თავზე ნაცარს იყრიდნენ. ამან შედეგი გამოიღო - უფალმა ნინევია შეიწყალა. ამის გახსენება ხშირად გვმართებს: ჩვენს მდგომარეობაში მყოფნი, იმის ნაცვლად, რომ ვმარხულობდეთ, თავზე ნაცარს ვიყრიდეთ და ცხარე ცრემლით ვტიროდეთ, ვლაღობთ და ვნეტარებთ. ეკლესიამ, ნინევიელთა მსგავსად, რომ მოუწოდოს ერს - მოდით, ერთი კვირა მარხვასა და ლოცვაში გავატაროთო, ვეჭვობ, ჩვენი ერის შვილებმა ეს მოწოდება მიიღონ... ესეც ჩვენს სულიერ მზაობაზე მეტყველებს, ანუ იმაზე, რომ დამოუკიდებლობისათვის მზად არ ვართ.

- რა არის მარხვის ქრისტიანული არსი, მისი მიზანი, რას უნდა მივაღწიოთ მარხვის საშუალებით?

- მარხვა არ არის მხოლოდ ზოგიერთი საკვებისგან თავშეკავება. მარხვის შესახებ ეკლესიას საგანგებო სწავლება აქვს, რომელიც შეძლებისდაგვარად უნდა შევასრულოთ და ცხოვრებაში დავნერგოთ.

საზრდელისაგან თავის შეკავება მხოლოდ ქრისტიანული მოვლენა არ გახლავთ; ასე მარხულობენ ზოგიერთი სხვა რელიგიის მიმდევრებიც. შიმშილობას პოლიტიკური მიზნითაც მიმართავენ. ასე რომ, როცა ქრისტიანულ მარხვაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია, სწორედ მისი ქრისტიანული არსი გავიაზროთ. ამისთვის წმინდა წერილიდან ორ მაგალითს მოვიყვან: პირველი, რომელიც უკვე ვახსენეთ კიდეც, ადამის საქციელია - მან დაარღვია უფლისგან დადგენილი კანონი და აკრძალული ხილი იხმია, რასაც ცოდვის მემკვიდრეობითი გავრცელება მოჰყვა, მეორე კი ახალი ადამია - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც ასევე გამოიცადა ეშმაკისაგან, მაგრამ, ადამისგან განსხვავებით, ცდუნებას გაუძლო. ადამმა სიკვდილი მოიწია და გამოძევებულ იქნა სამოთხიდან, ქრისტემ კი სიკვდილი დათრგუნა და ადამიანს სამოთხის კარი გაუღო.

- ზოგჯერ მორწმუნეებს უმძიმთ მარხვის შენახვა და მოძღვარს მის გამარტივებას სთხოვენ.

- ზოგიერთი საერთოდ წყვეტს მარხვას. ორივე შემთხვევა მცირედმორწმუნეობის შედეგია. ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს მარხვა საკვების შეზღუდვის გარეშე. სამწუხაროდ, ბევრი ან ჯეროვნად ვერ აფასებს, ან ნებსით თუ უნებლიეთ არასერიოზულად უდგება მარხვის დანიშნულებას, მის სულიერ მიზანდასახულობას. მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელსაც ძალუძს აღადგინოს ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი ბუნება. სიცრუის მოქმედმა ეშმაკმა მოახერხა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ მხოლოდ პური, ხორციელი საზრდელი გვჭირდება. ამ ტყუილზე დააფუძნა მან ყოველგვარი ადამიანური ცოდნა, ყველა მეცნიერება და თავად ადამიანის არსებობაც. მარხვა ამხელს ამ ტყუილს, ნიღაბს ხდის მას. ორმოცდღიანი მარხვის დასრულებისა და ეშმაკთან შეხვედრის შემდეგ მაცხოვარმა გაგვაფრთხილა: "ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარკ. 9:29). მარხვა ნამდვილი ომია ეშმაკის წინააღმდეგ.

- მაგრამ საზრდელი ხომ ნამდვილად გვესაჭიროება...

- საზრდელის მეშვეობით ჩვენ სიცოცხლეს ვინარჩუნებთ, მართლმადიდებლური სწავლებით კი ღვთისგან მონიჭებული სიცოცხლის დათრგუნვა ცოდვაა, ისევე, როგორც სჯულის დარღვევა.

ჩვენს დროში ცნებებმა "სიცოცხლემ" და "ცხონებამ" ბიოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა. ამ თვალთახედვით, სიცოცხლე მატერიალურ საზრდოზეა დამოკიდებული, წმინდა წერილისა და ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი სიცოცხლე "პურითა ხოლო" სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილი, რადგანაც იგი სიკვდილად მიდრეკილი სიცოცხლეა. მაგრამ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია, იგი სიცოცხლის მიმნიჭებელია. მაშ, როგორღა იქნება სიცოცხლე წარმავალი?

სიცოცხლე მოკვდავი ანუ წარმავალი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანმა უარი თქვა ღვთისგან მონიჭებულ სიცოცხლეზე. ამიტომაც დაისაჯა იგი. ამ ფაქტმა ძირეულად შეცვალა ურთიერთდამოკიდებულება საკუთრივ ადამიანსა და სამყაროს შორის.

- სამოთხეშიც ხომ ჰქონდა საზრდელს საზრდელის დანიშნულება?

- დიახ, ადამიანს შესაქმე მიეცა როგორც საზრდელი, როგორც სიცოცხლის საშუალება, მაგრამ ეს სიცოცხლე უფალთან კავშირში უნდა ყოფილიყო. ადამიანის სიცოცხლეს ჰქონდა არა მარტო მიზანი, არამედ ასევე მთელი სავსება მისი - "მის თანა ცხორებაი იყო და ცხორებაი იგი იყო ნათელ კაცთა" (იოანე 1,4). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანა და საზრდელი შეიქმნა როგორც ღმერთთან კავშირის საშუალება. მაგრამ თავისთავად საზრდელი არ მოიცავს სიცოცხლეს; მხოლოდ "ღმერთისა თანა არს ცხორება და თავად ღმერთია ცხორება". ხორციელ საზრდელშიც თავად ღმერთია სიცოცხლის საფუძველი და არა კალორიები. ამგვარად, ჭამა, სიცოცხლე, ღმერთთან კავშირი ერთი მთლიანობაა. ადამის ტრაგედია ის იყო, რომ მან მარტომ ჭამა, მეტიც - ჭამა ღვთისგან განმარტოებულმა, რათა მისგან დამოუკიდებელი გამხდარიყო. იგი ფიქრობდა, რომ საზრდელი თავის თავში მოიცავდა სიცოცხლეს, რომ უკეთუ შეჭამდა, შეიქმნებოდა, ვითარცა ღმერთი, ე.ი. ცხორებაი იქნებოდა მასთან. მარტივად რომ ვთქვათ, მან ყველა იმედი საზრდელზე დაამყარა. ქვეყანა და საზრდელი გახდა მისი ღმერთი, წყარო და საფუძველი მისი სიცოცხლისა. ამით ადამი გახდა საზრდელის მონა.

"ადამი" ებრაულად ადამიანს ნიშნავს. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და რაკი ადამი საზრდელის მონა შეიქნა, ეს მდგომარეობა თითოეულ ჩვენგანს გადმოეცა, ყველა ადამიანი საზრდელის მონად იქცა. შეიძლება, ადამიანს მიაჩნდეს, რომ სწამს ღმერთი, მაგრამ ღმერთი არ იყოს მისი ცხოვრება. შეიძლება მიიჩნევდეს, რომ უფალი ანიჭებს სიცოცხლეს, მაგრამ არ ცხოვრობდეს ღმერთში და ღმერთისათვის, მისი ცოდნა, მისი გამოცდილება, მისი მთელი თვითშეგნება ემყარებოდეს იმას, რომ მხოლოდ "პურითა ცხონდების კაცი". ჩვენ ვჭამთ, რათა ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენ არ ვცხოვრობთ ღმერთში, ეს კი ცოდვათა ცოდვაა. ეს არის ჩვენი სიცოცხლისთვის გამოტანილი სიკვდილის განაჩენი.

- ამ თვალსაზრისით რას ცვლის მარხვა ქრისტიანისათვის ან რას ნიშნავს იგი თითოეული ჩვენგანისათვის?

- პირველ რიგში იმას შეგახსენებთ, რომ ქრისტე, ახალი ადამი, მოვიდა, რათა ადამის შეცოდება გამოესყიდა და ადამიანებისთვის ჭეშმარიტი სიცოცხლე მოენიჭებინა. "და იმარხა ორმეოცი დღე და ორმეოცი ღამე და მერმე შეემშია" (მათე 4,2), - მოგვითხრობს სახარება. შიმშილი მდგომარეობაა, რომელიც ნათლად გვაგრძნობინებს, რომ საზრდელზე ვართ დამოკიდებულნი. შიმშილი ის ზღვარია, რომლის მიღმა ადამიანი ან უძლურებისაგან კვდება, ან საკვებს მიიღებს და გრძნობს, რომ ცოცხალია. მაშასადამე, ამ წუთებში ისმება ადამიანისთვის გადამწყვეტი კითხვა: "რაზეა ჩემი სიცოცხლე დამოკიდებული?" ამ დროს გამოიცდება ადამიანი. ეშმაკი ადამსაც გამოეცხადა და ქრისტესაც, მაგრამ ქრისტემ, ადამისგან განსხვავებით, არ უსმინა მას და ასე მიუგო: "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ღმრთისაგან". ამით მაცხოვარმა ისევ აღადგინა კავშირი საზრდელს, ცხონებასა და ღმერთს შორის, კავშირი, რომელიც ადამმა გაწყვიტა და რომელსაც დღესაც წყვეტს თითოეული ჩვენგანი.

რას ნიშნავს მარხვა ქრისტიანისთვის? ამ კითხვის პასუხი მარტივია, თუმცა ძალისხმევას მოითხოვს მისი განხორციელება. მარხვა - ეს არის ზიარება ქრისტეს გამოცდილებასთან, რომლითაც იგი გვათავისუფლებს საზრდელის, მატერიისა და ამა ქვეყნის მორჩილებისგან. Mმაგრამ ეს თავისუფლება არ არის სრულყოფილი. ჩვენ დაცემულ ქვეყანაში, ძველი ადამის ქვეყანაში ვცხოვრობთ და, ამდენად, მაინც საზრდელზე ვართ დამოკიდებული, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი სიკვდილი, რომელიც აუცილებლად უნდა განვვლოთ და რომელიც ქრისტეს სიკვდილის ძალით ჩვენი ცხონების გზად ქცეულა. ანუ საზრდელის მეშვეობით შეძენილი სიცოცხლე შეიძლება იქცეს ცხონებად ღმერთში და ღმერთისათვის. ამის შესაბამისად, ჩვენი ნაწილი საზრდელისა იქცევა უკვდავების საზრდელად - ქრისტეს ხორცად და სისხლად, ხოლო ჩვენი პური არსობისა ანუ ჩვენი ყოველდღიური საკვები, რომელიც ღმერთისაგან მოგვეცა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, იქნება ის, რაც ჩვენ ძალას გვანიჭებს და განამტკიცებს ჩვენს კავშირს ღმერთთან და არა ჩვენი უფლისგან განმაშორებელი, როგორც ეს ქრისტეს განხორციელებამდე იყო.

- რამდენად ეხმარება მარხვა ადამიანს ლოცვაში?

- როდესაც მოციქულებმა ვერ შეძლეს, ბავშვისგან ეშმაკი განედევნათ, მაცხოვარმა უთხრა: ეს მხოლოდ ლოცვითა და მარხვით არის შესაძლებელიო.Mმარხვა და თავშეკავება მრავალი უზნეობისგან - ლოთობისგან, ნარკომანიისგან, მრუშობისგან - გვიხსნის. მთავარია, იყოს სურვილი და ნება. უნებისყოფო ადამიანი ვერც იმარხულებს და ვერც ცოდვას მოერევა.

უძველესი ქრისტიანები მარხვისას საზრდელისაგან ტოტალურად იკავებდნენ თავს. ასეთი მარხვის დროს დამშეული და დასუსტებული ორგანიზმი უკიდურეს ზღვრამდე მიდის. ამ მდგომარეობაში შევიცნობთ, რომ მარხვა უაზრობაა თვინიერ ლოცვისა, ანუ თუ ჩვენ არ მივმართავთ ამ ფიზიკური მდგომარეობის შესატყვის ძალისხმევას, უკეთუ არ განვიმსჭვალებით ღვთიური ჭეშმარიტებით, არ შევიგრძნობთ, რომ სრულიად ღმერთზე ვართ დამოკიდებულნი, მხოლოდ საკვებით მარხულობა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება. თუ მარხვისას თავად ქრისტე გამოიცადა ბოროტისაგან, ჩვენ მით უფრო გამოვიცდებით, სულიერი ძალისხმევის გარეშე კი გამარჯვების შანსი არ გვექნება. როგორი ენთუზიაზმითა და მონდომებითაც არ უნდა ვიმარხულოთ, თუ ამას არ ახლავს ლოცვა და მმარხველი უფალზე არ არის კონცენტრირებული, მარხულობა არამცთუ უაზრობაა, უაღრესად საშიშიც არის. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საჭიროდ ეკლესია მარხვის დაწყებამდე სულიერ მომზადებას: ღვთისაგან მუდმივად უნდა ვითხოვდეთ შეწევნას, რათა უფალთან ერთობაში ყოფნის მაძიებელთ ღმერთმა მარხვა დაუბრკოლებლად წარგვამართვინოს. ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ ღვთის სიყვარულით, ვცდილობდეთ, ჩვენი სხეული ვაქციოთ ტაძრად, სადაც სუფევს უფალი. ამის შემდეგ დადგება ჟამი წარმატებული, ღირსეული მარხვისა.

- მარხვის დროს თავზე ზეთი იცხეთო, ბრძანებს უფალი. ესე იგი, თქვენს განწყობას ყველასთვის შესამჩნევს ნუ გახდითო. იდეალურ შემთხვევაში ადამიანს შინაგანად არ უნდა ტოვებდეს მარხვის შეგრძნება. როგორი უნდა იყოს ეს გრძნობა და როგორ მოვახერხოთ, რომ ეს გარეგნულად არ გვეტყობოდეს?

- ის, რომ ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მარხვის შეგრძნება და გარეგნულად არ ავლენდეს მას, ცხოვრების ქრისტიანული წესიდან გამომდინარეობს. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა იცის, როდის, რას და როგორ უნდა აკეთებდეს. წესით, ასე უნდა ცხოვრობდეს ყველა. მარხვის აფიშირება არ არის აუცილებელი. ასეთი წესით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ არც ლოცვით, არც მარხულობით თავს არ იწონებდნენ.

- ხშირად მარხვის დასაწყისში ადამიანი მეტად მობილიზებულია, ბევრ ღვაწლსაც იღებს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს შემართება ბოლომდე ვერ მიჰყვება. ამის გამო ზოგი მეორე უკიდურესობაში ვარდება - წყვეტს მარხვას. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- მარხვის პირველი კვირა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მარხულობდეს ადამიანი. ამ დროს ტაძარში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. მრევლი მთელი კვირის მანძილზე ერთად ასრულებს ამ ლოცვით კანონს. ეს საფუძვლის დადებაა ხანგრძლივი მარხვის წარმატებით ჩასატარებლად.

მათ შორის, ვინც მარხვას იწყებს, აღმოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც ვერ უძლებენ მარხვის "სიმკაცრეს" და ბრძოლას წყვეტენ. ეს - იმ დროს, როცა მარხვის არსი სწორედ ბრძოლაა, ჭიდილი, სულიერი მოღვაწეობა. რწმენა, რომელსაც უიმედობა და ეჭვიანობა ახლავს, არ არის ჭეშმარიტი რწმენა. გამოცდილმა მორწმუნეებმა იციან, რომ ქრისტიანობაში არ არსებობს წინსვლა და განმტკიცება მწარე მარცხის გარეშე. ბევრი იწყებს მარხვას გადაჭარბებული გატაცებით, მაგრამ სისუსტისა და უძლურების შეგრძნებისთანავე წყვეტს მას. ასეთთა საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ჭეშმარიტად სწორედ ასე გამოიცდება. თუ კაცი ცუდად გრძნობს თავს, მაგრამ ხელს არ იღებს მარხვაზე და საკუთარ ვნებებს გასაქანს არ აძლევს, ადრე თუ გვიან დადგება გამარჯვების ჟამი და იგი მარხვას არათუ თავს გაართმევს, არამედ, მერწმუნეთ, მარხვის დადგომას დღესასწაულად ჩათვლის. ამგვარი ჯიუტი მარხულობით ადამიანი დამატებით ისეთ ღვთიურ სათნოებასაც შეიძენს, როგორიცაა მოთმინება.

- ალბათ, მაინც უპრიანია მარხვის დასასრულამდე ფიზიკური ძალების შემონახვა, მით უმეტეს - მძიმე მარხვისას. საჭიროა თუ არა ერისკაცისთვის მძიმე მარხვის შენახვა?

- შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მრევლს ისეთი ასკეტური მარხვისაკენ მოვუწოდოთ, რომელსაც წმინდა მამები ბერ-მონაზვნური ცხოვრების გარიჟრაჟზე და შემდეგაც მიმართავდნენ. მძიმე მარხვას მრევლს მხოლოდ დიდმარხვის პირველ და ბოლო, დამაგვირგვინებელ, ვნების კვირაში ვურჩევთ, ის კი არა, მოძღვარს შეუძლია ეკლესიის ნებისმიერ წევრს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუმარტივოს მარხვა, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში.

- როდესაც უფალს უსაყვედურებენ, რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეებიო, მიუგებს: ჯერ სიძე მათთან არის და მარხვა არ შეშვენითო. პატერიკებიდანაც ვიცით, რომ ძმის სიყვარულის გამო მამებს თავიანთი მარხვის კანონი დაურღვევიათ. შეიძლება თუ არა განსაკუთრებულ შემთხვევაში მარხვის დარღვევა?

- უფალი მოწყალეა, თუ ადამიანს სტუმარი ეწვევა და სხვა არაფერი აქვს, რომ გაუმასპინძლდეს, ეს არ წარწყმედს, მაგრამ მარხვის დარღვევა არ უნდა იქცეს ცხოვრების წესად, ეს უნდა იყოს უიშვიათესი გამონაკლისი და არა გამიზნული.

- ახლოვდება დიდმარხვა. რა განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა იგი?

- პირადად მე დიდმარხვა მართლმადიდებლობის ზეიმად მიმაჩნია, ის სხვა მარხვებთან შედარებით სულიერად უფრო დატვირთულია. მის დასასრულს ვზეიმობთ კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - აღდგომას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ეს მარხვა შედარებით მძიმეა, მაგრამ ყველაფერი იმდენად კარგად არის განაწილებული, რომ კორექტივის შეტანას არ მოითხოვს.

- რატომ ეწოდება წინასააღმდგომო მარხვას "დიდი"?

- თავისი "დიდი" მნიშვნელობის გამო. იგი ორმოცდაცხრა დღეს მოიცავს. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ნელ-ნელა ამზადებს სულს, გონებას, გულს, სხეულს უფლის ბრწინვალე აღდგომასთან შესახვედრად. საზოგადოდ, უნდა ითქვას, რომ მარხვა დიდი დღესასწაულების წინ მათ ღირსეულად შესახვედრად არის დაწესებული. მარხვა ხომ ცოდვების მონანიებისა და შემუსვრის საუკეთესო საშუალებაა.Aარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარხვა, პირველ რიგში, საკუთარ სულში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა. ეს თვითანალიზის დროა, საკუთარი ცხოვრების ყურადღებით გადახედვის, მეტ-ნაკლებად აქტიური სულიერი ღვაწლის პერიოდია, რაც ცოდვების აღმოფხვრას, სხეულისა და სულის განწმენდას ემსახურება.

სასურველია, მორწმუნე მარხვაში ყოველ კვირას ეზიაროს, რადგან დღევანდელი ადამიანის ცხოვრება საკმაოდ მძიმეა. მძიმეა ის სულიერი თუ ფიზიკური სამყარო, რომელშიც ვიმყოფებით, ირგვლივ უამრავი საცდური და დამაბრკოლებელი საშუალებაა. სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ცხოვრობს ქრისტიანულად. ბევრს შესაძლოა ამის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ვერ ახერხებს. ჩვენ ხომ სამოცდაათწლიანი უღმერთობის შედეგებს დღემდე ვიმკით. ამიტომ საჭიროა, მორწმუნე წმინდა ზიარების მიღებით გაძლიერდეს; ეს ძლიერება კი მას განსაკუთრებით მარხვაში სჭირდება.

- როდესაც ადამიანი მარხვისთვის ემზადება, სინანულის გზას შეუდგება, მისი გული ბრძოლის ველს ემსგავსება. ხილულად შესაძლოა კაცს ბოროტი სული არც ებრძოდეს, მაგრამ აზრობრივ ბრძოლას ვერსად გაექცევა...

- როცა მორწმუნე პირველ ნაბიჯს გადადგამს უფლისკენ, ღმერთი მას თითქოს ხელში აყვანილს ატარებს. საოცრად დიდი მადლი მოდის და ეს იმდენად იგრძნობა, რომ ზოგჯერ საშიშიც კია, ადამიანი ხიბლში არ ჩავარდეს, თავი განწმენდილად, უფრო ძლიერ ქრისტიანად არ წარმოიდგინოს. ცხადია, ეკლესიური ცხოვრების დაწყებასთან ერთად ადამიანს ბრძოლებიც ეწყება. ძალიან დიდ მადლს გრძნობს უფლისგან, მაგრამ გრძნობს ბოროტის დიდ შემოტევასაც.

Aამბობენ ხოლმე, ეშმაკი ანტონი დიდს ებრძოდა და ჩვენ ვინ ვართ მასთან შედარებითო. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბოროტს მიშვებულნი ვყავართ. როგორც კი დაინახავს, რომ ადამიანი სულიერად წელში გაიმართა და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, მყისვე ეცდება, ყველანაირად ხელი შეუშალოს და დააბრკოლოს.

- მამაო, როგორ მოვიპოვოთ მარხვა სინანულისა?

- ჭეშმარიტი მარხვა მონანული სულის ზეიმია. თუ სინანული, საკუთარი ცოდვების მუდმივი განცდა არ გვაქვს, მარხვას აზრი ეკარგება. ამიტომ კარგია, თუ მორწმუნე მარხვის განმავლობაში ხშირი აღსარების საშუალება აქვს - აღსარება სულს ასუფთავებს.

როცა ადამიანი აღსარებას პირველად ამბობს, აუცილებელია, სათანადოდ მოემზადოს სულიერად. ზოგმა ისიც არ იცის, რა არის ცოდვა. ტაძარში ყველა ახალმოსული თითქმის ერთსა და იმავეს ამბობს: "მამაო, კაცი არ მომიკლავსო", ის კი ავიწყდებათ, რომ კაცის კვლა სიტყვითაც, უბრალო მზერითაც შეიძლება...

ზოგჯერ ადამიანი მოდის ტაძარში და ერთი სული აქვს, როდის გათავისუფლდება, განიწმინდება იმ ცოდვებისგან, სულს რომ უმძიმებს. მაგრამ არის მეორე შემთხვევაც - ადამიანი ჯერ არ არის მზად აღსარებისთვის. ასეთნი ხშირად გაუცნობიერებლად ამბობენ აღსარებას, გააზრებულიც კი არ აქვთ, რას ნიშნავს ესა თუ ის ცოდვა.

- ხშირად ვიცით, რომ ესა თუ ის საქციელი ცოდვაა, თუმცა სინანული არ გვაქვს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? უნდა ვთქვათ აღსარებაში ასეთი ცოდვა?

- რა თქმა უნდა, აღსარებაში ასეთი ცოდვები უნდა ითქვას. შესაძლოა, ცოდვის ამგვარ აღიარებას თავიდან მექანიკური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ შემდეგ ჩვენი სულიერი მდგომარეობა ნელ-ნელა დაიხვეწება და სინანულიც გაგვიჩნდება. წმინდა მამები ამბობდნენ, უფალს გამუდმებით უნდა ვთხოვდეთ, სინანული მოგვმადლოსო. სინანულის წყალობით ადამიანს ძალუძს, ცოდვებისგან განიბანოს, დაცემული აღდგეს.

სამწუხაროდ, მრევლის უმეტესობა ტაძარში განსაცდელს მოჰყავს. განსაცდელი კი ხელს უწყობს სინანულის გაღვიძებას. ასეთ დროს ადამიანს თავისთავად აქვს ცრემლი და აღსარების თქმაც უადვილდება. უხეშად რომ ვთქვათ, განსაცდელისგან მოგვრილ ცრემლს სინანულისთვის იყენებს...

სასურველია, მორწმუნემ ძილად მისვლის ლოცვების შემდგომ თვალი გადაავლოს განვლილ დღეს, გაიაზროს, რა შესცოდა. კვირის ბოლოს მას უკვე ეცოდინება, რა აქვს სათქმელი აღსარებაში. თანაც ეცდება, წინა დღეს ჩადენილი ცოდვა მეორე დღეს აღარ გაიმეოროს. Mმაგრამ თუ მაინც გაიმეორა, შეეცდება, მესამე დღეს მაინც აღმოფხვრას იგი. ვფიქრობ, ასე უფრო გაუადვილდება საკუთარ თავთან, ცოდვებთან ბრძოლა. ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამარჯვება ხომ საკუთარი თავის, მანკიერი მხარეების ძლევაა.

- დიდ მარხვაში ეკლესიებში შვიდგზის ზეთისცხება ტარდება. განგვიმარტეთ, რას ნიშნავს ეს წესი და აუცილებელია თუ არა, ყველა მართლმადიდებელმა მიიღოს მასში მონაწილეობა.

- ზეთის კურთხევის საიდუმლო ერთ-ერთია იმ შვიდ საიდუმლოთაგან, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ დაგვიდგინა. ზეთისცხების საიდუმლო ძირითადად ავადმყოფებზე, წელიწადში ერთხელ კი ყველა ადამიანზე სრულდება. ღვთის სულის უხილავი მადლით მოგვეტევება ცოდვები და სულიერი თუ ხორციელი ტკივილისგან განვიკურნებით. აქვე აღვნიშნავ, რომ სნეულზე ზეთისცხების საიდუმლო წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს.

დიდ მარხვაში შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო სხვადასხვა ტაძარში სხვადასხვა დროს სრულდება, რათა ყველა მორწმუნემ შეძლოს მასში მონაწილეობა. იმისთვის, ვინც წელიწადში ერთხელ შედის ტაძარში, არ მარხულობს და აღსარებას არ ამბობს, ვფიქრობ, ცოტათი საფრთხილოც კია ამ საიდუმლოში მონაწილეობა, რადგან ის მათთვის არის დანიშნული, ვინც მარხვას იცავდა, ლოცულობდა, აღსარებას ამბობდა, ეზიარებოდა... შვიდგზის ზეთისცხება აძლიერებს მორწმუნეს ეკლესიურ ცხოვრებაში. თუკი კაცი აღსარებაში სრულად და გულწრფელად ვერ აღიარებს ცოდვებს, ვნებები მძლავრობენ მასზე და სულთან ერთად მისი სხეულიც ზიანდება. ზოგჯერ ავიწყდება კიდეც ჩადენილი ცოდვები და ამით მათი ფესვები მასში კიდევ უფრო ძლიერდება. სწორედ ამ მომძლავრებული ცოდვის დასაძლევადაა დამკვიდრებული ეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსარება.

- დიდი მარხვა, როგორც ვიცით, შვიდ კვირას მოიცავს და ამ კვირებს თავ-თავისი სახელები აქვს... გვესაუბრეთ ამის შესახებაც..

- პირველი კვირის ბოლოს აღინიშნება მართლმადიდებლობის ზეიმი - ხატთა თაყვანისცემის დამკვიდრების დღე. როგორც იცით, პირველ კვირას ოთხი დღის განმავლობაში იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის კანონი, ხოლო შაბათ დღეს აღესრულება წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენება. წანდილი იკურთხება, იხდება პარაკლისი წმინდა თეოდორე ტირონის სახელზე და ა.შ. მეორე კვირის ბოლოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას, რომელიც გახლდათ უდიდესი ღვთისმეტყველი, ქრისტიანული ანთროპოლოგიის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე. მეორე კვირის შაბათს აღესრულება მიცვალებულთა ხსენება თავისი დიდი პანაშვიდით და ა.შ. სულ სამი შაბათი ეთმობა მიცვალებულთა ხსენებას. მე-5 კვირას უკვე წყდება ვიდრე თომას კვირის სამშაბათამდე. მესამე კვირის ბოლოს აღინიშნება ჯვრის თაყვანისცემა. მეოთხე კვირის ბოლოს - წმინდა იოანე კლემაქსის ("სათნოებათა კიბის" ავტორი) ხსენება; მე-5 კვირას დაუჯდომლის კვირასაც უწოდებენ. ამ კვირის შაბათს იკითხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, რომელიც ცისკრის მსახურებაშია ჩართული; ხოლო კვირას არის ღირსი დედის - წმინდა მარიამ მეგვიპტელის ხსენება. მეექვსე კვირაში, შაბათს მართალი ლაზარეს ხსენება აღესრულება, ხოლო კვირას - უდიდესი საუფლო დღესასწაული - ბზობა... შემდეგ მოდის ვნების კვირა, რომლის ყოველ დღეს აქვს თავისი სახელწოდება და დატვირთვა, რაც სრულდება და გვირგვინდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით.

- როგორ გავატაროთ დამაგვირგვინებელი - ვნების კვირა?

- ეს კვირა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს მორწმუნენი რეალურად განიცდიან იმ მოვლენებს, რომლებიც უფლის ჯვარცმისას ხდებოდა. ვნების კვირა მორწმუნემ შეძლებისდაგვარად ეკლესიაში უნდა გაატაროს. უამისოდ მას ძალიან გაუჭირდება ვნების კვირის კონცენტრირებული გავლა, სულიერი სიმაღლეების მიღწევა.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ. ვუსურვებ ჩვენი ეკლესიის მრევლს და სრულიად საქართველოს, კეთილად წარემართოს მარხვა და ამაღლებულიყოს ისე, როგორი სიმაღლე და სიძლიერეც სჭირდება ჩვენს მართლმადიდებელ საზოგადოებას და, საზოგადოდ, ქვეყანას!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat