ვემზადებით დიდმარხვისათვის - დიდ მარხვას წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის
ვემზადებით დიდმარხვისათვის - დიდ მარხვას წინ მოსამზადებელი პერიოდი უძღვის

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე ეკლესიას გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი აქვს, რომელსაც დედა ეკლესია აწესებს. ეს არის მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღვები შვილის კვირა, ხორციელის და ყველიერის კვირა.


მეზვერისა და ფარისევლის კვირაში ეკლესია ქრისტიანებს სახარებიდან განსაკუთრებულ ეპიზოდს შეახსენებს. როდესაც მაცხოვარი ქადაგებს, ორი ადამიანი ავიდა სალოცავად, ფარისეველი და მეზვერე. ეს იგავიც ეკლესიას განსაკუთრებით მოაქვს იმისათვის, რომ ადამიანმა ისწავლოს თავმდაბლობა, საკუთარი თავის არა ამაღლება, რაც შეურაცხმყოფელია ღვთისა, არამედ თავმდაბლობა. ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, თავმდაბალს კი მადლს აძლევს. ღმერთთან თავმდაბლობის გარეშე ურთიერთობა შეუძლებელია.

 

როგორც მასწავლებელს თავმდაბლობისას ეკლესია სწორედ ამ იგავით გვახსენებს კიდევ იმ მომენტს, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ღმერთთან მიმსგავსებისა თავმდაბლობის გზაზე გადის. როდესაც მაცხოვარი სახარებაში თვისებებს ჩამოთვლის თუ რა თვისებებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი ქრისტიანები, ყურადღებას განსაკუთრებულად რამდენიმე თვისებაზე ამახვილებენ. ჩემგან პირველ რიგში ისწავლეთ, რომ მშვიდი ვარ და მდაბალი გულითა. სიმშვიდეზე და თავმდაბლობაზე თავად მაცხოვარი გვაწვდის თავის მიმართულებას თუ საით უნდა ვითარდებოდეს ქრისტიანი. ადამიანმა პირველ რიგში ეს თვისებები უნდა შეიძინოს-თავმდაბლობა და სიმშვიდე.

 

თავმდაბლობიდან სიმშვიდე მომდინარეობს. მაცხოვარი ასევე მოწყალებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თავმდაბლობიდან არის ნაშობი. თუ ადამიანი შინაგანად თავმდაბალი არ არის, ის მოწყალე ვერ იქნება. მოწყალება ის არის, რომ ადამიანს მოწყალე გული ჰქონდეს და სხვა ადამიანებისადმი ადვილად მპატიებელი იყოს. თუ ადამაინს შინაგანი თავმდაბლობა არ გააჩნია, მაშინ ის ვერც მოწყალე იქნება.


***
მაცხოვარი კიცხავს ფარისეველთა მდგომარეობას. მათი ყურადღება მიმართული იყო იქითკენ, რომ მათი გარეგნული საქციელი, გარეგნული საქმე ყოფილიყო მოწესრიგებული. შინაგან თვისებებს კი რომლისგანაც გარეგნული თვისებები იმართება, იმას ყურადღებას არ აქცევენ. მაცხოვარი ხშირად ამგვარად მიმართავს ფარისევლებს, თქვენ გავხართ საფლავებს, რომლებიც გარეგნულად ლამაზები ჩანან და შინაგანად საფლავები ძვლებით ანუ არაწმინდებით არის სავესე. გარეგნულად თქვენც ლამაზები ჩანხართ, მაგრამ შინაგანად თქვენი შინაგანი საქმე, შინაგანი კაცი უწმინდურია. ღმერთი ადამიანის არა გარეგნულ საქციელს, არამედ მის გულს უყურებს.

 

როდესაც ებრაელებები მაცხოვარს ეკითხებიან, რატომ არ იბანენ შენი მოწაფეები ხელს, მაცხოვარი პასუხობს: "არა გარედან შემომავალი შეაგინებს, არამედ შიგნიდან ამომავალი." შინაგანად რაც ამოდის, ეს გულთან კავშირშია. ფარისევლობა გარეგნულად სჯულის წესიერად დანახვაა, მაგრამ როდესაც ისინი ადამიანთა თვალს მოეფარებოდნენ მათ რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. პავლე მოციქული ასეთ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას, "რაიცა მათ მიერ იქმნებ ფარულადო, საძაგელ არს სიტყვასთცათო" ანუ სიტყვის სათქმელადაც საძაგელი არის ღვთის წინაშეო.

 

მეზვერეს როდესაც მიმართავდნენ, შენ მეზვერე ხარო, ეს იყო ძალიან შეურაცხმყოფელი სიტყვა. მეზვერეობა ერის მოღალატე ადამიანად ითვლებოდა. ფარისეველი ამგვარად ლოცულობდა, ღმერთო მადლობ, რომ არა ვარ სხვა ადამიანის მსგავსი, მტაცებელი, ცრუ და მემრუშე. კვირაში ორჯერ ვმარხულობ, ჩემი მონაგების მეათედს მონასტერს ვწირავ. ფარისეველი კმაყოფილი არის და ამ კმაყოფილებისგან ყველაზე საშინელს აკეთებს, ის განიკითხვას მეზვერეს როგორც ძალიან ცოდო ადამიანს.

 

ამ იგავიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება წინ წამოვწიოთ. მაგალითდ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ლოცვა, შინაგანი მდგომარეობა, რაზე უნდა ამახვილებდეს ქრისტიანი ყურადღებას. როდესაც ადამიანი ლოცულობს და ღვთის წინაშე სალოცავად წარდგება ის თავის მიღწევებზე კი არ უნდა ამახვილებდეს ყურადღებას, ეს ღმერთმა ისედაც იცის, რას ვაკეთებთ. მაცხოვარი ეუბნება, როდესაც რაღაც სიკეთეს აკეთებთ შენი მარცხენა არ უნდა იგებდეს რას აკეთებს შენი მარჯვენა.

 

ადამიანი თავის შინაგანით არ უნდა კმაყოფილდებოდეს. ყველა ადამიანის მოვალეობაა სიკეთის კეთება. ადამიანი სიკეთეს უნდა აკეთებდეს ყველაფერში, მაგრამ როდესაც ადამიანი ლოცულობს, პირველ რიგში ის თავის სულიერ წარუმატებლობაზე უნდა ამახვილებდეს ყურადღებას. როდესაც ადამიანი ლოცულობს იმ განწყობით უნდა იყოს, რომ ღვთის წინაშე გლახაკია. ვინც ითხოვს გლახაკი უნდა იყოს. ფარისეველს ეს თვისება არ ჰქონდა. დავით მეფსალმუნე ასეთ სიტყვებს ამბობს, ვინ არს კაცი, რომელსაც ჰნებას ცხოვრება და უყვარან ხილვად დღენი კეთილნი, ანუ ვინ არის ასეთი ადამიანი, ვისაც უნდა ცხოვრება კეთილი და საუკუნო ჰქონდეს.

 

"დააცხვრე ბაგენი შენნი ზაკვასსა, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი". ბოროტისაგან მოქცევა საკმარისი როდია. ადამიანი ბოროტებას თუ არ სჩადიოდეს არ ნიშნავს, რომ ის კეთილია. ქრისტიანის უმთავრესი დანიშნულებაა იყოს კეთილის მკეთებელი. ჩვენ რაც არ უნდა ვაკეთოდ ღვთის წინაშე, ჩვენი სიკეთე მაინც არაფერია იმ სიკეთესთან შედარებით რაც ღმერთშია. ამიტომ ჩვენი სიკეთე ყოველთვის არასრულყოფილია. დავით მეფსალმუნე ღმერთს ევედრებოდა, "უფალო ნებითა შენითა ჩემს სიკეთეს ძალა მიეციო". ჩვენი სიკეთე ხშირად უძლურიც არის. როდესაც ღმერთისგან ამდენ წყალობას ვხედავთ და ამდენ მოწყალებას, მითუმეტეს არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი გაკეთებული სიკეთეებით.

 

ფარისევლის ამ ლოცვაში კიდევ ერთი მთავარი მომენტია, პირველი რაც კმაყოფილებას მოაყოლა ეს არის განკითხვა. როგორც მამები გვეუბნებიან განკითხვა მომდინარეობს ამპარტავნებისგან. ამპარტავნება ერთ-ერთი საძულველი თვისებაა, რაც ღმერთს არ უყვარს. ამპარტავანთ ღმერთი შემუსრავს და თავმდაბალს კიდევ მადლს მიანიჭებს. მაცხოვარი სახარებაში გვეუბნება, ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. რომელთა განკითხვითაც განიკითხები, იგივე განკითხვით შენ განიკითხები. საღვთო სამართლიანობიდან გამომდინარე, როდესაც რაღაც არასწორში განიკითხავს მოყვასს, თავად ის აღმოჩნდება იგივე მდგომარეობაში. ყველაზე მეტად რასაც ქრისტიანი უნდა გაურბოდეს, ეს განკითხვის მძიმე ცოდვაა. განკითხვა არა მარტო ამპარტავნებიდან გამომდინარეობს, არამედ უსიყვარულობის ყველაზე მძიმე გამოვლინებაცაა.

 

ყველა ქრისტიანის მთავარი თვისება უნდა იყოს სიყვარული. მაცხოვარი გვეუბნება, თუ ერთმანეთი გეყვარებათ ამით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ. როდესაც ადამიანი ვიღაცას განიკითხავს ამით ის უსიყვარულობასაც ავლენს. ყველაზე მთავარი მომენტი რაც ფარისევლის მდგომარეობაში იყო, ეს არის მიღწეულით კმაყოფილება. სულიერ ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ადამიანმა თავის ცხოვრებაში შეაჩერა უკუღმართი სვლა, მაგრამ მერე როგორ ვითარდება ადამაინი ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სულიერი ცხოვრება.

 

ზოგიერთი არ კმაყოფილდება მიღწეულით და უნდათ უფრო მეტი გააკეთონ ღვთის გამო. ეს მეტი და მეტი ნიშნავს, რომ მეტად დამდაბლდეს ადამიანი და მეტად გააცნობიეროს საკუთარი უღირსება, საკუთარი უძლურება. იყვნენ ეკლესიის მამები, რომლებიც უდიდეს სიწმინდეს იყვნენ მიღწეულნი და მაინც ტიროდნენ თავიანთი უღირსების გამო და ღვთის წინაშე უღირსად თვლიდნენ თავს. თავმდაბლობის თვისება არის ის, რომ ადამაინი მუდმივად უღურსად მიიჩნევს თავს ღვთის წინაშე. ერთი წმინდა მამა ამ მდგომარეობის შესახებ ასეთ შედარებას ახდენს. რაც უფრო მზის შუქზე გამოდის ადამიანის ნაკლულევანება, მისი სიბინძრე უფრო მეტად ჩნდება. მაცხოვარი ამ იგავსამგვარი სიტყვებით ასრულებს: "ყოველთა რომელთაც აღიმაღლოს საკუთარი თავი, დამდაბლდება და რომელმაც დაიმდაბლოს საკუთარი თავი, ის ამაღლდება". თუ ადამიანი ეკლესიაში მოსვლის შემდეგ მაინც საკუთარი მიღწევებით იქნება კმაყოფილი ეს უკვე ადამიანს აძლევს საბაბს, რომ სხვა ადამიანის განმკითხველი იყოს. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უღრმავდება და საკუთარ თავში უფრო მეტ პრობლემას ამჩნევს, მაშინ მას სურვილი უქრება ადამიანი განიკითხოს.


***
წმინდა მამები ამბობენ, უგუნურებაა როდესაც საკუთარ ოჯახში მიცვალებული გყავს და სხვისი მიცვალებულის სატირლად მიდიხარ. როდესაც საკუთარი გვაქვს საგლოვი, შეუძლებელია, ადამიანმა სხვისი ცოდვების განკითხვა დაიწყოს. ადამიანი უნდა შეეცადოს ისწავლოს საკუთარი თავის განკითხვა და არა ამაღლება საკუთარი თავისა, რაც საძულველია ღვთის წინაშე. მეზვერე, რომელიც გარეგნულად ძალიან ცოდვილია და ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ის ღვთის წინაშე წარსდგა ყველაზე თავმდაბლად. საკუთარ თავს უღირსად თლიდა. ღმერთმა სწორედ ეს თვისება აღამაღლა და დააფასა ადამიანში. ღმერთს თავმდაბალი ადამიანი უყვარს.

 

ბასილი დიდის სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც ამბობს, - მე ცხოვრებაში სამი რამ გამიკვირდება, პირველი, ის, რომ ზეციურ სასუფეველში იმას ვერ დავინახავ ვისაც ველი, მეორე გამიკვირდება ის, რომ სასუფეველში იმას, დავინახავ ვისაც არ ველი და მესამე საკუთარ თავს რომ დავინახავ ზეციურ სასუფეველშიო. ღმერთმა ჩვენ არ მოგვცა ის კურთხევა, რომ ვიღაც განვიკითხოთ. უფალი ბრძანებს, ჩემია შურისგება, ჩემია განკითხვა და როდესაც ადამიანი სხვა ადამიანს განიკითხავს ეს იმას ნიშნავს, რომ ის ღმერთის ადგილს იკავებს ამ სამყაროში, რაც ღვთისთვის შეურაცხმყოფელია. როდესაც ადამიანი ამ იგავზე ფიქრობს პირველ რიგში ამ თვისებებზე უნდა ფიქრობდეს რატომ ამბობს ღმერთი ამ იგავს. რადგან ღმერთს მოსწონს თავმდაბლობა ესე იგი ეს არის გზა, რომ ადამიანმა ღმერთი შეიცნოს, ის ეზიარება ყველაზე ძვირფასს, ქრისტეს აღდგომის სიხარულს.


ყველა ადამიანს მინდა ვუსურვო საკუთარი თავის მეტად შეცნობა ესწავლოს. დიდი მარხვის დროს ვკითხულობთ ეფრემ ასურის ლოცვას, -  უფალო, მომეც განცდა საკუთარი ცოდვებისა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის გზა, რომლითაც ადამაინი საკუთარ თავში ღმერთს შეიცნობს. გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვებს გავიხსენებ. რატომ არ შეიწირება ღვთის წინაშე ჩვენი ლოცვა? რადგან ჩვენ მოუმზადებელნი ვლოცულობთ და რასაც ვლოცულობთ ხშირად არ გვესმის რას ვითხოვთ ღვთისგან. ადამაინმა ისწავლოს თავმდაბლობა უნდა ისწავლოს და აქედან გამომდინარე მოწყალე იყოს. ეს არის გზა იმისა, რომ ღმეთი ჩვენს მიმართაც იყოს მოწყალე. ღმერთმა შეიწყალოს ყველა მართლმადიდებელი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
15.08.2017
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat