ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს..
ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს..

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):


-დედაო, რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?
-ხორციელი მარხვა არის საკვებისგან თავის შეკავება, სულიერი კი ვნებებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, ამპარტავნებისგან, განკითხვისგან თავის შეკავება და დათმენა.. მარხვაში განსაკუთრებით გვევალება კიდევ გაძლიერებული ლოცვა. ეკლესიის მიერ დადგენილ თითოეულ სადღესასწაულო მარხვას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა, რომელიც უფლის ჯვარცმას, აღდგომას გვახსენებს, იმას რაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანისთვის დაითმინა, ეწამა, ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და მერე აღდგა. არსებობს სამგლოვიარო და სამხიარულო მარხვები. საშობაოს სამხიარულო მარხვას უწოდებენ. სააღდგომოს კი სამგლოვიარო მარხვას. მარხვაში უფრო მეტად უნდა გვქონდეს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვების. ბერმონაზვნები კიდევ სამაგალითონი უნდა იყვნენ ერის ადამიანებისთვის. ადამიანს ყველანაირი ვნება ებრძვის, მონასტერში რომ მიდიხარ უფრო მეტად ამჟღავნებს ადამიანი საკუტარ დაცემულ ბუნებას.. ერშიც არის ბრძოლები, მაგრამ ეს მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა. მონასტერში მეტია დასათმენი. როცა მონასტერში მოდიხარ უნდა მოიკლო ყველაფერი სიამოვნება რაც ერში გქონდა.

ადამიანს შინაგანად უნდა გააჩნდეს ყველაფრის მიმართ სინანულის გრძნობა. ლოცვით და მარხვით განიდევნება ეშმაკი. ლოცვა და მარხვა განწმენდს ჩვენს სულს და გულს.. მარხვაში მონასტერში ნაკლებად გვაქვს მრავალფეროვანი საკვები. მსახურება უფრო აღდგომის მარხვაში იცვლება. აღდგომის მარხვაში ვკითხულობთ მარხვანს. ამის წაკითხვას ვიწყებთ მარხვის დასაწყისში და გრძელდება მთელი მარხვის პერიოდში. მარხვანის საკითხავის წაკითხვა სინანულისკენ მოგვიწოდებს.

პირადად მე როცა მოვინათლე იმ დღიდან დავიწყე მარხვა- ოთხშაბათს და პარასკევს. თავიდან მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ჩემით ვინახავდი მარხვას. მაშინ მარხვა მეგონა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება. როცა მონასტრულ ცხოვრებას აირჩევ უფრო მეტი მოგვეთხოვება. მონასტერში რომ მიდის ადამიანი საკუთარ თავს უკეთესად ხედავს ვიდრე ერში. მონასტერში უფრო ჩნდება ადამიანის ვნებები აქ უფრო მეტადაც უკვირდები საკუთარ თავს. . მონაზვნის ერთმა სიტყვამ შეიძლება ისე იმოქმედოს სხვაზე, შეიძლება სხვა დაბრკოლდეს ამით. როგორც მეომარი დგას ბრძოლის ველზე ისე უნდა იყო მონასტერში. საიდან შემოგიტევს მტერი არ იცი და მუდამ ფხიზელად უნდა იყო. როგორცკი მოდუნდები, მაშინვე ეშმაკი შემოგებრძოლება. ბრძოლები, ვნებები განსაკუთრებით მარხვაში იჩენს ხოლმე თავს. ეშმაკს არ უყვარს მმარხველი და მლოცველი ადამიანი. კარგად რომ მარხულობ, კარგადაც ლოცულობ და თუ არ მარხულობ, ვერ ილოცებ.. ნაკლებად დანაყრებული ადამიანი უფრო მეტად მლოცველია.. სულიერად არ უნდა დაეცე და მუდამ უფლის იმედი უნდა გქონდეს და უფალიც შეგეწევა. მუდამ უფალს უნდა იყო მინდობილი, უფალს სასოებდე და უფალი ყველაფერს შეგაძლებინებს, რწმენაში გაგაძლიერებს.. თუ დაეცემი უნდა შეძლო ადგომა, არ უნდა იყო იგივე მდგომარეობაში. განსაცდელს სიახრული მოსდევს, სიხარულს მწუხარება და ასეა ჩვენი ცხოვრება. მორწმუნე ძლიერი უნდა იყოს და საცდურებს ნაკლებად აქცევდეს ყურადღებას. უფლის სიყვარულისთვის უნდა შევეცადოთ დავითმინოთ ყოველივე, ვიყოთ უფლის მორჩილებაში და დავადგეთ უფლისკენ სავალ გზას.


 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
15.08.2017
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat