„ჭამა-სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულბული, ხოლო მარხვისგან არცერთი“
„ჭამა-სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულბული, ხოლო მარხვისგან არცერთი“

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):

 

- მარხვა წარმატებული სულიერი ცხოვრების გზაზე დიდ შემწეობას და დახმარებას გვიწევს. მარხვის მაგალითი  მორწმუნეებს თავად უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვცა, როცა უდაბნოში ორმოცი დღე და ღამე იმარხულა..

მარხვა აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელებისა. როგორც ვიცით, სინანული არის წინაპირობა  ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. სახარებაში თავად უფალი შეაგონებს მოციქულებს მარხვითა და ლოცვით დაეცვათ თავი ეშმაკის საფრთხეთაგან.

 

- რა არის ჭეშმარიტი მარხვა?

- უპირველესყოვლისა შინაგანი განწმენდა, სიყვარულთან დაბრუნება. Aმაოდ დახარჯული ცხოვრების სიძულვილი, შურის, უსამართლობის, უწმინდურობის წინააღმდეგ ბრძოლა. წმინდა სერაფიმ საროველი ბრძანებს: „ჭამა_სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულბული, ხოლო მარხვისგან არცერთი“.

 

თუკი ერთმანეთის მიმართ გვექნება გულისწყრომა და არ შევუნდობთ, მარხვა არ შეიწირება. როგორც მოციქული გვასწავლის:  „გულისწყრომამან სიმართლე ღმრთისა არა ქმნას“..

 

წმინდა მამები გვასწავლიან, - ნაყოფი სწორი და ჭეშმარიტი მარხვის არის სინანული, განცდა და დანახვა საკუთარი უღირსების და უძლურების.

 

- როგორ ხდება მარხვისას საკვების მიღება?

 

- წმინდა მამებმა ყველას  ერთი წესი არ დაგვიწესეს. Mარხვა ყველა ადამიანისთვის ერთნაირად არ დაუწესებიათ, რადგან ყველასგან არ შეიძლება ერთი საზომით მოთხოვნა. Yველას ერთი ძალა და შესაძლებლობა ხომ არ აქვს. ასაკობრივი განსხვავებაც ხომ არსებობს. ზოგი მოხუცია, ზოგი ახალგაზრდა, ზოგი უძლურებაშია, ზოგი ძლიერი აღნაგობისაა, მაგრამ თითოეულისთვის სავალდებულოდ ერთი რამ დაადგინეს _ ვერიდოთ ნაყროვანებას. წმინდა მამებმა თავიანთ თავზე დაკვირბევით მიხვდნენ, რომ საზრდელის ყოველდღე ზომიერი მიღება უმჯობესია, ვიდრე სამ-სამი დღით ან თუნდაც მთელი კვირით მარხულობა.

 

ამგვარად ადამიანი  ხორციელად უძლურდება და ვეღარ აღასრულებს ლოცვებს. როცა დანაყრდება ისე მძიმდება, რომ აღარაფრის კეთების თავი აღარ აქვს. არც ის გვასწავლეს, რომ ყველა ერთნაირად ჭამდეს, იმიტომ, ზოგს როგორ ყოფნის საზრდელი და ზოგს როგორ. ერთი კი გვასწავლეს, რომ სიმაძღრით და გემოთმოყვარეობით არ უნდა ბრკოლდებოდნენ.

 

არა საჭმელთა სიმრავლე არამედ საჭმლით გაძღომა ავნებს კაცს და ეშმაკისგან გამოსროლილი ისრებით განახურვებს. მარტო ღვინით სიმთვარლე არ აბნელებს ადამიანის გონებას, არამედ წყლისა და სხვა საჭმლითაც შეიძლება ვავნოთ საკუთარ სულს_სოდომელების დაღუპვის მიზეზად ღვინო და სხვადასხვა სანოვაგის მიღება კი არ იქცა, არამედ პურით სიმაძღრე. როგორც ამას წინასწარმეტყველი ამბობს, თუკი უძლურებისათვის მივიღებთ საჭმელს, რაც უძლურებისთვისაა საჭირო, ეს არ დაგვაბრკოლებს, რადგან ხორცის უძლურება წინ არ აღუდგება ხორცის სიწმინდეს. საზრდელს იმისთვის ვიღებთ, რომ ხორცს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და არა ჩვენი გემოთმოყვარეობა დავიკმაყოფილოდ.

 

სულის განსაწმენდად არ არის საკმარისი მარტოოდენ საჭმლისგან თავის შეკავება თუ არ მოვერიდებით შინაგან და გარეგან ვნებებს. ყველაზე მეტად თუ არ მოვიცილებთ შეგნებულ გულის სიტყვებს და არ შევიძენთ მორჩილებას, სიმდაბლეს, რომლისგანაც მოდის ჭეშმარიტი სიცოცხლე და საერთოდ ყველა სიკეთე, მოგვეთხოვება სახმართა სიძულვილი, აგრეთვე მოგვეთხოვება მორიდება და განშორება, მრისხანების, ამპარტავნების, მოწყინების, უქმი მეტყველების, რამეთუ სიშორე სულს განსწმენდს.

 

ამყველაფერთან ერთად უნდა ვიცოდეთ,  როცა ვმარხულობთ, მარხვას აუცილებლად ცდუნება მოჰყვება. არა ერთხელ მოგვიწევს დაცემა მარხვის ასპარეზზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს უფლის სიტყვები `სასუფეველი ცათა იძულების და რომელთა აიძულონ მათ მიიტაცონ იგი.~ ეს ნიშნავს, რომ დაცემული არ უნდა შეურიგდეს დაცემას.

 

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
15.08.2017
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat