გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
-წინასწარმეტყველი ისაია ბრძანებს და მოუწოდებს ისრაელის ერს: "განიბანენით, წმიდა იქმნებით, მოისპენით უკეთურებანი სულითაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხრებოდით ბოროტთაგან თქვენთა, ისწავლეთ კეთილის ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა, განამართლეთ ქვრივი და მოვედით და შევიტყვეთ იტყვის უფალი, და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენი ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო და უკეთუ გინდეთ და ისმინოთ ჩემი კეთილნი ქვეყანისანი ჰსჭამნეთ, ხოლო უკეთუ არა გინდეთ, და არცა ისმინოთ ჩემი, მახვილმან შეგჭამნეთ თქვენ რამეთუ პირი უფლისა იტყოდა ამათ". (ისაია I ).
მარხვა-წარმატებული სულიერი ცხოვრების გზაზე დიდ შემწეობას და დახმარებას გვიწევს. მარხვის მაგალითი მორწმუნეებს თავად უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ მოგვცა, როცა უდაბნოში ორმოცი დღე და ღამე იმარხულა..
მარხვა აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელებისა. როგორც ვიცით, სინანული არის წინაპირობა ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებისა. სახარებაში თავად უფალი შეაგონებს მოციქულებს მარხვითა და ლოცვით დაეცვათ თავი ეშმაკის საფრთხეთაგან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- სამარხვო კერძები
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- ლოცვანი