დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ ვაიძულოთ თავი, მივუტევოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.

-"არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვასა არცა ერთსა ვის სადა",-ჰგონებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ რომ არ ვცოდავთ.
მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ასე ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს (მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი)).

წმინდა მამა აბბა დოროთემ კითხვას: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასე უპასუხა:
- წმიდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდევებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში. ამავე აზრს გამოხატავს დიდი სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც: "ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის".

და ასე წერდა ანდრია კრიტელი, წმინდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება. მაინც  რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე? ვინ იყო ანდრია კრიტელი?

წმინდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე დაანახა მაცხოვარმა ზიარების დიდი ძალა. გახარებულ მშობლებს სარმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა ღვთისმსახურების შესასწავლად იერუსალიმში გაუგზავნიათ. ამ დროისათვის იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და იქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ჩვენც სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.
-"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია", -ამბობს წმინდა იოანე კრონშტატელი.

ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს: "არაფერი მომიპარავს", "ისეთი არაფერი ჩამიდენია", "როგორც ყველა მეც ისე ვცხოვრობ", "არავინ მომიკლავს",-ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. არადა განა ცოდვა არ არის, როცა გვამხელენ რომ ვღიზიანდებით?! ანდა ის, რომ ღმერთი დავივიწყეთ?! განა ეს ცოდვები მოსანანიებლად არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
15.08.2017
თქვა მამა მატოიმ: რაც უფრო მიუახლოვდება კაცი ღმერთს, მით უფრო ცოდვილად იხილავს თავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat