მარხვა საშუალებაა სულსა და სხეულს შორის ჰარმონიის აღდგენისა
მარხვა საშუალებაა სულსა და სხეულს შორის ჰარმონიის აღდგენისა
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) ამბობს: "მარხვის აზრი და მნიშვნელობა ბევრ გაუგებრობასა და უთანხმოებას იწვევს თანამედროვე საზოგადოებაში. ეკლესიის მისტიკური ცხოვრება, საიდუმლოებები, სჯულის კანონი და წესები ზოგი ჩვენი თანამედროვისთვის ისეთივე უცხო რჩება, როგორიც ამერიკის კოლუმბამდელი ისტორია. ნისლში ჩაძირული, იეროგლიფებივით გაუგებარი სიმბოლიკით შემკული ტაძრები გრენლანდიის ყინულოვან მთებად ეჩვენებათ. მხოლოდ უკანასკნელ წლებში გააცნობიერა საზოგადოებამ, რომ სულიერი პრობლემის გადაუჭრელად, ზნეობრივი ღირებულებების პრიმატის აღიარებისა და რელიგიური განათლების გარეშე შეუძლებელია კულტურული, სოციალური, ეროვნული, პოლიტიკური და, ასე განსაჯეთ, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაც კი. ათეიზმი უკან იხევს, მაგრამ მან მემკვიდრეობით დაგვიტოვა ნგრევა, დარღვეული კულტურული ტრადიციები, დეფორმირებული საზოგადოებრივი ურთიერთობები და ალბათ ყველაზე საშიში - ერთგანზომილებიანი უსულო რაციონალიზმი, რომელიც ადამიანს პიროვნებიდან ბიოლოგიურ მანქანად და რკინის კონსტრუქციებით შედგენილ მონსტრად აქცევს.

ადამიანი, რომელიც მატერიალური ღირებულებებითაა აღზრდილი, ცოდნის მწვერვალად მიიჩნევს მეცნიერების, ტექნიკის, ლიტერატურისა და ხელოვნების მიღწევებს. სინამდვილეში ეს ცოდნის უმნიშვნელო ნაწილია იმ ინფორმაციებთან შედარებით, რომელსაც ფლობს ადამიანი. გარდა ლოგიკურად მომუშავე გონებისა, ადამიანში, როგორც ცოცხალ ორგანიზმში, მოქმედებს თანდაყოლილი ინსტინქტები, ქვეცნობიერება, რომელიც აფიქსირებს ფსიქიკურ მოქმედებას; ხოლო ზეცნობიერება - ესაა ინტუიციური წვდომისა და მისტიკური ჭვრეტის უნარი. რელიგიური ინტუიცია და სინთეზური აზროვნება არის შემეცნების უმაღლესი ფორმა - ესაა გნოსისის (ცოდნა) გვირგვინი.

რელიგია - ეს ღმერთთან ურთიერთობაა. რელიგია არა მარტო გონების, გრძნობის ან ნების საკუთრებაა, არამედ იგია თვით ცხოვრება და მოიცავს მთელ ადამიანს, როგორც ფსიქოფიზიკურ ერთიანობას.

მარხვა კი არის საშუალება სულსა და სხეულს, გონებასა და გრძნობას შორის ჰარმონიის აღდგენისა.

მატერიალისტები მარხვას ორი ვითარებით ხსნიან: როგორც რელიგიური ფანატიზმის შედეგს ან როგორც სახალხო მედიცინისა და ჰიგიენის გამოცდილებას. მეორე მხრივ, სპირიტუალისტები უარყოფენ სხეულის ზემოქმედებას სულზე, აღიარებენ, რომ ადამიანს აქვს ორი საწყისი და უღირსობად მიაჩნიათ რელიგიის კვების პრობლემებზე ფიქრი.

ბევრი ადამიანი ამბობს, - ღმერთთან ურთიერთობისთვის აუცილებელია სიყვარულიო. მაშ, რა მნიშვნელობა აქვს მარხვას? ყველაზე ხშირად ასე ლაპარაკობს ის, ვისაც სურს გაამართლოს კუჭის მონობა და არ ალაგმოს გაუმაძღრობა. ასეთი ადამიანი მაღალფარდოვანი ფრაზებითა და მოჩვენებითი სულიერებით მალავს შიშს თავისი ტირანის - სტომაქის წინაშე.

ქრისტიანული სიყვარული - ესაა კაცთა მოდგმის ერთიანობის გრძნობა, ესაა ადამიანის პიროვნების, სხეულში მოქცეული უკვდავი სულის ანუ მარადიულობის ფენომენის პატივისცემა, უნარი, ემოციურად განიცადოს სხვისი მწუხარება და სიხარული, ანუ ეს არის საკუთარი შეზღუდულობისა და ეგოიზმის დაძლევა.

ადამიანის ფსიქოფიზიკური იერარქია მოგვაგონებს თავდაყირა დადგმულ პირამიდას, სადაც სხეული თრგუნავს სამშვინველს, სამშვინველი კი მთლიანად შთანთქავს სულს. მარხვა უმორჩილებს სხეულს სამშვინველს, სამშვინველს კი - სულს. მარხვა არის სულისა და სხეულის ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

თავის შეგნებული შეზღუდვა არის სულიერი თავისუფლების მიღწევის საწინდარი. მარხვა ზრდის ადამიანის სულიერი თავისუფლების პოტენციალს. ხდის მას გარეგნული ფაქტორებისგან უფრო დამოუკიდებელს და მინიმუმამდე მიჰყავს მისი ქვენა მოთხოვნილებები. ამასთანავე, თავისუფლდება ენერგია და დრო სულიერი ცხოვრებისთვის.

მარხვა ნების გამოვლინებაა, რელიგია კი დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე. ვისაც არ შეუძლია შეზღუდოს მუცელი, არც უფრო ძლიერი და დახვეწილი ვნებების დამარცხება ძალუძს. ჭამაში თავაშვებულობას სხვაგვარ თავაშვებულობამდე მივყავართ.

მარხვები წინ უძღვის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებს. მარხვა სინანულის ერთ-ერთი პირობაა. სინანულისა და განწმენდის გარეშე დღესასწაულის სიხარულის შეგრძნება შეუძლებელია.

მარხვა უნივერსალური მოვლენაა, იგი ყველა ხალხსა და ყოველ დროში არსებობდა, მაგრამ ქრისტიანული მარხვა სრულიად განსხვავდება, ვთქვათ, ბუდისტის ან მანიქეველის მარხვისგან და სულ სხვა რელიგიურ პრინციპებსა და იდეალებს ეფუძნება. ბუდისტისთვის ადამიანსა და მწერს შორის პრინციპული სხვაობა არ არსებობს, ამიტომ ხორცის საკვებად გამოყენება დაახლოებით კანიბალიზმის მსგავსი საშინელებაა. ხორცის ჭამას კრძალავდა ზოგიერთი წარმართულ-რელიგიური სკოლაც - სულთა გადასახლების (მეტამფსიქოზის) თეორია ადამიანს აფიქრებინებდა, რომ კარმის (შურისგების) კანონის მიხედვით, ბატში ან თხაში შესაძლოა წინაპრის სული ყოფილიყო ჩასახლებული.

ზოგიერთ რელიგიაში მარხვა ეფუძნებოდა ცრუ წარმოდგენას ადამიანის სხეულზე, როგორც სულის საპყრობილესა და ყოველგვარი ბოროტების თავმოყრის ადგილზე. ეს თვითგვემასა და ფანატიზმს იწვევდა. ქრისტიანობა თვლის, რომ ამგვარი მარხვა კიდევ უფრო არღვევს და შლის ადამიანის "სამი განზომილების" - სულის, სამშვინველისა და სხეულის ერთიანობას.

თანამედროვე ვეგეტარიანელობა, ცოცხალ არსებათა მიმართ სიბრალულს რომ გვთავაზობს, ეფუძნება მატერიალისტურ წარმოდგენებს, რომელნიც შლიან ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავებას.

რა პრინციპით არჩევენ საკვებს ქრისტიანული მარხვისათვის? - მხოლოდ საკვების ორგანიზმზე ზემოქმედების გათვალისწინებით. ქრისტიანული მარხვა შეიძლება იყოს მკაცრი და შემსუბუქებული. იგი მკაცრად შეფარდებული უნდა იყო ადამიანის ჯანმრთელობასა და ორგანიზმის სიძლიერესთან. წმინდა ბასილი დიდი წერს, - უსამართლობაა, მტკიცე და სუსტი ორგანიზმის მქონე ადამიანებს მარხვის ერთი და იგივე ზომა დაუწესოო.

ცნობილია, რომ ის ხალხები და ტომები, რომლებიც უმეტესად მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან, ამტანობითა და დღეგრძელობით გამოირჩევიან. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, პირველ ადგილზე დგანან მეფუტკრეები და მონაზვნები.

ეკლესია გვასწავლის, რომ სხეულის მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული. უნდა მოვერიდოთ სანახაობებს, ფუჭ, მით უფრო კადნიერ საუბარს, ყოველივეს, რაც აღაგზნებს გრძნობებს და ფანტავს გონებას. მარხვას თან უნდა ახლდეს განმარტოება და მდუმარება, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი და საკუთარი თავის განსჯა. ქრისტიანული ტრადიციით, მარხვა შეურაცხყოფის, წყენის ურთიერთმიტევებით იწყება. დავით ეპისკოპოსი 1910 წელს ქაშვეთში წარმოთქმულ ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს:

"ეკლესია განსაკუთრებით დიდმარხვაში ურჩევს ქრისტიანთ, საკუთარი თავი გამოასწორონ და სრულყონ, ბოროტი მიდრეკილებები მოიკვეთონ, მოიშორონ, კეთილი თვისებები შეიძინონ, სახარებაში ნაჩვენები სათნოებები აღასრულონ, რათა ამით შეუერთდნენ ღმერთს და ცხონება - ბედნიერება მოიპოვონ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ის მაინც უნდა ვქნათ, რომ გვქონდეს ცხოველი, წრფელი შეგნება ჩვენი ცოდვიანობისა, უღირსობისა და ამის გამო უნდა ვიყვნეთ გარემოცულნი ღრმა მწუხარებითა და გულმხურვალედ ვამბობდეთ: ღმერთო, გვილხინე ჩვენ, ცოდვილთა! თითოეული ჩვენგანი ყველას თავის თავზე მაღლა უნდა აყენებდეს: არასოდეს არ უნდა თქვას, რომ იგი სხვას რითიმე სჯობია. თუ ასე მაინც მოვიქცევით, მაშინ იმედია, ყოვლად სახიერი ღმერთი არ დაგვტოვებს უმოწყალოდ, მოგვფენს მხიარულების ნათელს".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat