აი, ეს არის მარხვა
აი, ეს არის მარხვა
როდესაც ცოდვების სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვს
მარხვა მონანული სულის ზეიმია. "ვისაც გიყვარს სიცოცხლე, გიყვარდეს მარხვა ძალისაებრ შენისა განწესებით", - ბრძანებს წმინდა ალექსი ბერი (შუშანია). მართლაც, ვისაც გვიყვარს სიცოცხლე, სამშობლო, შევიტკბოთ მარხვა, რადგან არაფერი ისე არ მოდრეკს ჩვენსკენ ღვთის გულმოწყალებას, როგორც სიმდაბლით და სინანულით მარხვა და ლოცვა. არადა, როგორ გვჭირდება ღვთის მოწყალება! დაკარგული მიწები, უცხოეთში გახიზნული ქართველობა, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი გაჭირვებული ყოფა გვავალებს, უფრო მეტი გულმოდგინებით აღვასრულოთ თანანადები. "ნინევია უნდა დაიქცესო", - ბრძანა უფალმა, მაგრამ ნინევიელთა სინანულმა, მარხვამ და ლოცვამ შეცვალა ღვთის განჩინება. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სათნოებათა კიბეზე აღმავალი ქართველები, თავიანთი განკრძალული მარხვით, ლოცვით და სინანულით რომ სათნო ეყვნენ უფალს.

* პირველად ერთი მარხვის გატეხის ამბავი გავიხსენოთ. ქაიხოსრო ყიფიანს მოუყოლია წმინდა ამბროსი ხელაიასთვის: ქუთაისის ციხე ოსმალოს ეკავა. გარნიზონის უფროსი ფაშა ყოველ წელიწადს უგზავნიდა ხონთქარს ხარკს - 30 რჩეულ ქალ-ვაჟს. ერთხელ გენათელმა ეპისკოპოსმა დეკანოზი ნიკოლოზ კანდელაკი გაგზავნა ფაშასთან ტყვეთა დასახსნელად. ფაშამ სადილად მიიწვია სტუმარი - ჯერ ისადილეთ და შემდეგ ყველა ტყვეს დავუბრუნებ გენათელსო. სუფრაზე ახალმოხარშულ ძროხის ხორცს ოხშივარი ასდიოდა. დიდი ოთხშაბათი იყო და ფაშას ეგონა, სასულიერო პირი არ გატეხდა მარხვას და გაბედულად მისცა ამნაირი პირობა. დღეს ხორცის ჭამას 30 სიკვდილი მირჩევნია, - მიუგო დეკანოზმა, - მაგრამ თუ მხოლოდ ამით შეიძლება ტყვეთა დახსნა, თუნდაც ვიცოდე, საუკუნოდ წარვწყმდები, მაინც გეახლები. ეგ არის, ვაითუ ამის შემდეგაც არ მომცე ტყვეებიო.

ფაშამ ხონთქარი და ალაჰი დაიფიცა. მაჰმადიან-ოსმალთათვის ამ მტკიცე და დაურღვეველი ფიცის შემდეგ დეკანოზმა ისადილა ფაშასთან და მანაც არ გატეხა სიტყვა - მისცა ტყვეები და მცველებიც გაატანა, რომლებმაც წყალწითელამდე, საგენათლოს საზღვრამდე მიაცილეს დეკანოზი და უკან გაბრუნდნენ. გენათელმა ძალიან გაიკვირვა, როცა გაიგო, ტყვეები უსასყიდლოდ გამოეგზავნა ფაშას და უზომო სიხარულს მიეცა. მეორე დღეს გენათელი მწირველი ბრძანდებოდა და დეკანოზსაც უბრძანა, მომზადებულიყო საწირავად. უკანასკნელი უარზე დადგა: იმნაირი საქმე შემემთხვა, ღირსად არ ვთვლი თავს, ამ დიდი საიდუმლოს შესასრულებლადო და უამბო მომხდარი. გენათელმა აუგეშა - შენ ნამდვილი ქრისტიანული საქმე ჰქმენ, ამდენი ქრისტიანი დაიხსენი უსამშობლობის, გამაჰმადიანება-წაწყმედისაგან და ამისთვის მარხვის გატეხას ღირსეულად მიიღებს ზეცათა მეუფეო და კვლავ უბრძანა წირვისთვის მომზადებულიყო.

* წმინდა ილარიონ ქართველი (ყანჩაიშვილი) 6 წლის იყო, როცა დედისძმამ, ტაბაკინის მონასტრის ბერდიაკონმა სტეფანემ, წაიყვანა და 12 წელი ზრდიდა ერთ-ერთ უდაბნოში. ასწავლიდა დუმილს, თავშეკავებას, ლოცვას და წმინდა წერილის კითხვას. მამა სტეფანე თვითონ იყო ბერმონაზვნური წესების მკაცრი დამცველი და აღმასრულებელი და მიაღწია უმაღლეს სულიერებას. მხოლოდ მჭადით, მარილითა და წყლით საზრდოობდა და ხანდახან თუ იგემებდა მცირეოდენ ბოსტნეულს. დიდმარხვაში შვიდეულის სამ დღეს ხემსს არ ჩაიდებდა პირში. "თუ გსურს მონაზვნობა, ყველა ჟინისა და ამსოფლიურ მიდრეკილებათა ნახევარი ჯერ კიდევ ბერად აღკვეცამდე უნდა მოიკვეთო, შემდეგ კი იღვაწო, რათა შენში ქვეყნიური ცხოვრების კვალიც კი საბოლოოდ აღმოფხვრა", - ასწავლიდა ერისკაცებს. როცა მამა სტეფანე გარდაიცვალა, იესე (ასე ერქვა ერში წმინდა ილარიონს) ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის არქიმანდრიტ გერონტი სოლოღაშვილს მიაბარეს, რომელიც ლოცვის სიყვარულს უღვიძებდა, ასწავლიდა თავშეკავებას, ოღონდ არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით და სათნოებათა კიბის საფეხურიდან საფეხურზე აჰყავდა. თავდაპირველად იესეს ორშაბათობით, ოთხშაბათობით და პარასკეობით მზის ჩასვლამდე საზრდელის მიღება აუკრძალა. შემდეგ კი ამ დღეებში ჭამას სრულიად გადააჩვია. ამასთანავე საერო მეცნიერებებსაც ასწავლიდა.

ათონის მთაზე ილარიონმა დიდ ღვაწლს მისცა თავი, კატუნაკის უდაბნოში სამი წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ბალახის ფესვებითა და წაბლით საზრდოობდა. ერთხელ, უხილავ მტერთან ბრძოლისას, ორმოცი დღე უსმელ-უჭმელმა გაატარა ჯვარზე გაკრულმა. როცა წმინდა პავლეს მონასტერში მოღვაწეობდა, დღეში ერთხელ იღებდა საზრდოს. ხაპში დანამცეცებულ ორცხობილას ჩაყრიდა და იქიდან იმდენს ამოიღებდა, რამდენიც პეშვს ამოჰყვებოდა და ამას კმარობდა.

თავისი ღვაწლი სიბერეშიც არ შეუმსუბუქებია წმინდა ილარიონს, დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა. ერთი - ცალ ფეხზე მდგომს, კვერთხზე დაყრდნობილს, მეორე კი იატაკზე მჯდომს და ზურგით კედელზე მიყრდნობილს. ისა და მისი სულიერი შვილი, მამა საბა მარადის მარხულობდნენ. მამებთან მივლენილი რუსი მსახური უნებლიეთ თვალს ადევნებდა მათ საქმიანობას, ღამის თევასა და მკაცრ მარხვას. ეს რომ დაეფარათ, თავისთან დიდხანს არ ტოვებდნენ და მღვიმელი მამების სენაკში გზავნიდნენ. საჭმელს შაბათ-კვირას ამზადებდნენ, ისიც - მოსაჩვენებლად, მაგრამ როცა მამა ილარიონი სტუმრად იყო, უარს არ ამბობდა გამასპინძლებოდნენ და მიირთმევდა, რასაც შესთავაზებდნენ. მოწაფე კი არასდროს და არსად არ არღვევდა მარხვას. ასე რომ, აღდგომის დღესაც სამარხვოს მხოლოდ მას უდგამდნენ. წმინდა ილარიონი კი სენაკში დაბრუნების შემდეგ იცავდა მარხვას.

* ერთმა ბერმა ჰკითხა მამა გაბრიელს (ურგებაძეს), მარხვა რა არისო. ახლავე აგიხსნიო, - უპასუხა და გაუხსენა ბავშვობიდან ჩადენილი ცოდვები. ბერმა სირცხვილისაგან, რა ექნა, აღარ იცოდა, დაეცა ტირილად. მერე უცბად შეიცვალა მამა გაბრიელი და ღიმილით უთხრა: - მოდი, საჭმელი ჭამეო. არა, ცუდად ვარ, არ შემიძლიაო, - მიუგო ბერმა. აი, ეს არის მარხვა, როდესაც ცოდვების სინანული გაქვს და საჭმელი არ გახსოვსო. მამა გაბრიელი თვითონაც განუწყვეტლივ მარხულობდა. ერთხელ უთქვამს: - საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული მშია და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული მწყურიაო.

* XVIII საუკუნეში იმერეთში მოღვაწეობდა მამა გერმანე. მონაზვნად აღიკვეცა და მრავალი წელი მარხვით და ლოცვით მარტოობით ცხოვრობდა, კვირაში ერთხელ იღებდა საჭმელს. არაწმინდა სულნი განუწყვეტლივ ებრძოდნენ, მაგრამ ვერ შეარყიეს. მიიწია სასწაულმოქმედების მადლს. სიბერისას, უკანასკნელ ჟამს იმარხულა ორმოცი დღე, ეზიარა წმინდა საიდუმლოს და ასე შეჰვედრა სული თვისი "ხელთა შინა ღმრთისასა".

* დიდად მოღვაწე იყო გარეჯის მონასტრის ბერი ღირსი მამა ონისიფორე. გავიდოდა მონასტრიდან ისე, რომ ხმა არ გაეგონა კაცთა, დაჯდებოდა ერთ მყუდრო სენაკში და ლოცვით, მეტანიებით განვლიდა დღეებს. როცა მწუხრის ზარს ჩამოჰკრავდნენ, დაბრუნდებოდა მონასტერში, შევიდოდა ეკლესიაში შემუსვრილი და დამდაბლებული გულით და ასე აღავლენდა ლოცვას. მწუხრიდან მწუხრამდე მხოლოდ ხმელ პურსა და წყალს იხმევდა. ხშირად ორ-ორ და სამ-სამ დღეს არაფერს ჭამდა. დიდმარხვისას ხუთ დღესაც კი იყო დაუნაყრებელი. ერთხელ კლდის ჯურღმულში ჩაიგდო თავი და იქ დაჰყო ორმოცი დღე და ღამე. და ქრისტეს მიერ სძლია ეშმაკს. მერე ორმოცი დღე და ღამე ერთ დახშულ სენაკში დაეყუდა.

* არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) მოგვითხრობს ილორის მონასტრის ბერზე სქემმონაზონ გაბრიელ-გიორგი ბულისკირიაზე: ხშირად იმეორებდა ხოლმე, ქვეყნიერების მთელი ფილოსოფია იესოს ლოცვაშია დატეულიო. ჩვენ გვაოცებდა ის სიმკაცრე, რომლითაც ბერი მარხვებს იცავდა. დიდი მარხვისას, შაბათ-კვირის გარდა, დღეში ორ კარტოფილს ჯერდებოდა, პურს არ ეკარებოდა.

მამა გიორგიმ ღრმა სიბერეს მიაღწია. როცა ასაკს ეკითხებოდნენ, უჭირდა პასუხის გაცემა. როგორც ჩანს, მათ მეხსიერებაში, ვინც უდაბნოში გაატარა ცხოვრების უდიდესი ნაწილი, მიწიერი დრო არ აღიბეჭდება. თითქმის სიკვდილამდე შერჩა მკაფიო მეხსიერება, ალბათ მუდმივი მარხვის წყალობით შეინარჩუნა საოცრად მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს დინჯი და აუჩქარებელი მიხრა-მოხრა.

* მართალთა ძილით მიიძინა მათხოჯის დედათა მონასტრის წინამძღვარმა დედა ელენემ (წივწივაძე). ეკლესიის დევნის პერიოდში მან არათუ მცირედითაც არ უღალატა ქრისტეს, არამედ სხვათაც ექცა კეთილ მაგალითად. მის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მეზობელს ენახა სიზმარი: "ვიდექი მაღალ მთაზე, ჩემს გვერდით კი იდგა კაცი ვინმე სამღვდელოდ შემოსილი. ქვემოდან ამოდიოდა ქალი, რომელსაც დიდი ფუთა ედო თავზე, მაგრამ მსუბუქად მოდიოდა. გამიკვირდა და ვიკითხე: ვინ არის ეს ქალი, რომ ამხელა ტვირთი ასე მსუბუქად მოაქვს-მეთქი. კაცმა მიპასუხა, - ეს ელენეა. დიდი მადლი და სიკეთე მოაქვს და იმიტომაც მოდის ასეო. როცა დედა ელენეს ეს სიზმარი მოუთხრეს, იტირა და თქვა: ალბათ მალე წავალ იმქვეყნად, მაგრამ თუ რაიმე მადლი მიმაქვს, არა მგონიაო...

* იღუმენია თამარი (მარჯანიშვილი) და მისი მონასტრის დები მკაცრად იცავდნენ ყველა მარხვას, ზეთიან საზრდელსაც კი არ იხმევდნენ, ვნების კვირაში მხოლოდ შავი პურით კმაყოფილდებოდნენ. თვითონ დედა თამარი ავადმყოფობის დროსაც კი არ არღვევდა მარხვას. ერთხელ, ზამთარში, მძიმედ ავად შეიქნა. პლევრიტს ძლივს გადაურჩა და საშინლად დასუსტდა, მაგრამ ისევ გულმოდგინედ მარხულობდა და ისე ცოტას ჭამდა, რომ ყველას უკვირდა, რითი ედგა სული. სადილად ორი შემწვარი კარტოფილი და ერთი შემწვარი ვაშლი ყოფნიდა. ძალიან რომ დასუსტდა, მოისურვა, ცოცხალს შევჭამდიო. მაგრამ იმ დროში, თანაც ზამთარში, კარტოფილსაც ძლივს შოულობდნენ და თევზის საყიდელი ფული საიდან ექნებოდათ. ორი მონაზონი ვედროებით მდინარეზე წავიდა წყლისთვის, თან ლოცულობდნენ: - წმინდაო მამაო სერაფიმე, გამოუგზავნე თევზი ჩვენს დედასო. მდინარესთან მისულებმა ყინულჭრილში ორი ქარიყლაპია ნახეს და დაიჭირეს. ასე ანუგეშა წმინდა სერაფიმე საროველმა მომარხულე ღირსი დედა.

* XVIII საუკუნეში გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა მამა ილარიონი, კაცი საკვირველი, წრფელი, მდუმარე. მასზე აღესრულებოდა დავით წინასწარმეტყველის ნათქვამი: "ვიქმენ მე, ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყვა". დუმილთან ერთად მკაცრად მარხულობდა და მრავალს ლოცულობდა. მწუხრამდე პურს არ ჭამდა, შემდეგ თავის სენაკში მცირე ხანს მიიძინებდა, როცა ძმები თავ-თავიანთ სენაკებში განმარტოვდებოდნენ, ადგებოდა, აანთებდა სანთელს, ილოცებდა, შემდეგ ჩააქრობდა სანთელს და სიბნელეში განაგრძობდა მუხლთადრეკას, მერე ეკლესიაში განაგრძობდა ცისკრამდე ლოცვას. მარხვაში დღეგამოშვებით იღებდა საზრდელს, ხსნილში კი დღეში ერთხელ შეჭამდა პურს, ღვინის გარეშე. როცა ეს ღირსი მამა ლოცულობდა და საკმეველს აკმევდა, კვამლი საკმევლისა თავზე გვირგვინის სახით ადგებოდა, ეკლესიის გუმბათამდე ამაღლდებოდა და განიბნეოდა. ლაზარეს შაბათს ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს და მეორე დღეს, ბზობის დღესასწაულზე, გარდაიცვალა. საღამოს, როცა მისმა მორჩილმა სანთელი აანთო, მამა ილარიონი გარდაცვლილი დახვდა. შეატყობინა მონასტრის ბერებს. როდესაც მამებმა სენაკის კარი შეაღეს, საოცარი კეთილსურნელება ეცათ - ნიშანი იმისა, რომ მამა ილარიონმა მართალთა ძილით განისვენა.

* დაბოლოს, ისევ მარხვას დავუბრუნდეთ. გვსურს შემოგთავაზოთ ამონარიდი ამბროსი ნეკრესელი ეპისკოპოსის (+1808) ქადაგებიდან: "ვის როგორ შეგეძლოსთ, მხნე და მომთმინე შეიქენით მარხვისთვის და ლოცვისა. ნუ შეაბილწებთ თქვენს მუცელსა და პირს ბილწის ნაყროვანებითა და ლოთობითა, ნუცა შფოთითა და ერთმანეთის ბრძოლითა, ნუცა ძვირის მოხსენებითა და შურითა და მტრობითა, და ნუცა უჯეროს უშვერის სიცილითა და ბოროტის სახის განცხრომითა და სილაღითა. ვინაითგან წმინდა და დიდებული არის წმინდა ესე მარხვა ჩვენ ქრისტიანეთათვის. გევედრებით, რომ ეს მცირე დღეები და რავდენიმე კვირა ამისთანას მოთმინებით აღვასრულოთ და ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა. ამინ!"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat