შობის მარხვა
შობის მარხვა
ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ
მოგვიახლოვდა წლის უკანასკნელი დიდი მარხვა.
ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, მოწოდება თუ ძახილი მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწყია ეკლესიური ცხოვრება, რომ ეს წელი მაინც არ დაკარგონ, ის მაინც არ გალიონ ჭეშმარიტებასთან უზიარებლად, ხოლო ეკლესიურად მცხოვრებთათვის მარხვა არის შესაძლებლობა რწმენაში განმტკიცებისა და ახალ სულიერ სიმაღლეზე ასვლისა. მარხვა დიდი სიხარულია მორწმუნისა, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ერთ-ერთი ამგვარ საქმეთაგანია ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ადვილია (თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა); გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა. და თუ ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება ვერ შევძელით, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც, - თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით, - საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვას და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ.

შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 (ახალი სტილით - 28) ნოემბერს და 25 დეკემბრამდე (7 იანვრამდე) გრძელდება. საეკლესიო ტრადიცია ამ მარხვას ფილიპე მოციქულის სხენების დღესაც (14 (27) ნოემბერი) უკავშირებს.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად, სვიმონ თესალონიკელამდე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობას ვხვდებით. ფრიად საინტერესოდ მოგვითხრობენ შობის მარხვაზე XII ს-ში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრების ჩანაწერები, XI საუკუნეში - ანასტასი სინელი და ისააკ კათოლიკოსი. ანგარიშგასაწევი ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომლებიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული, ასევე - ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (Xს.), საბა განწმენდილისა (Vს.) და ლეონ რომის პაპის (Vს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.

ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმა ფესვები აქვს მარხვის საეკლესიო ტრადიციას.

ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის II საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა "დეკემბრიდან ქრისტეშობამდე უნდა იმარხულონ". მატისონის 582 წლის კრების მიხედვით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (ახ. სტ. - 25 ნოემბერს) და ქრისტეშობამდე გრძელდებოდა. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ქრისტეშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: "აღმოსავლეთში ზოგიერთი ამ მარხვის ხანგრძლივობას ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდეც კი ამცირებდა". თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.

პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, "ის, ვინც შვიდ დღეს მაინც არ მარხულობს, საერონი და სასულიერო პირნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალდებულებს, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა".

პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს.

შობის მარხვა, დიდმარხვასთან შედარებით, მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი ნებადართული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერი მიღება (ეს შეღავათი ზოგიერთმა თავის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, უმართებულოდ გაიგო. პარადოქსია, მაგრამ ზოგიერთი "მორწმუნე" იქამდეც მიდის, რომ მოძღვრისაგან საზღვარდადებულ სამჯერ დალევის კურთხევას თავისი პოზიციიდან "მართლად" ეგებება: სამჯერ სვამს არა ჭიქას, არამედ ხანდახან ლიტრიან სასმისსაც კი. რაც მთავარია, კურთხევა "არ ირღვევა" - ის ხომ მხოლოდ სამჯერ სვამს!). საზოგადოდ კი უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასევეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat