მოვემზადოთ დიდი მარხვისათვის
მოვემზადოთ დიდი მარხვისათვის
დიდი მარხვისა და მისი მოსამზადებელი პერიოდის საეკლესიო ღვთისმსახურება რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. ეს თავისებურებანი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრექრისტიანული ეპოქიდან დღემდე თითქმის უცვლელად შემოინახა.

დიდ მარხვას, როგორც ვთქვით, წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირით იწყება. ეს შვიდეული მსგეფსი გახლავთ - ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. ამ კვირის ღვთისმსახურების დედააზრი საღვთო წერილში მეზვერისა და ფარისევლის იგავითაა გადმოცემული. გავიხსენოთ, რას მოგვითხრობს სახარება: ტაძარში ორი კაცი შევიდა სალოცავად, ერთი - ფარისეველი, მეორე - მეზვერე. ფარისეველი ასე ლოცულობდა გულში: "გმადლობ, ღმერთო, რადგან არა ვარ სხვებივით მტაცებელი, უსამართლო და მემრუშე და არც ამ მეზვერეს ვგავარ; კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ვიხდი მეათედს იმისა, რასაც ვიხვეჭ". მოშორებით მდგარი მეზვერე კი იმასაც ვერ ბედავდა, თვალნი ზეცად აღეპყრო; არამედ მჯიღს იცემდა მკერდში და ამბობდა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს!" "ის უფრო გამართლებული დაბრუნდა შინ, ვიდრე ფარისეველი, - გვეუბნება უფალი, - რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავს, ამაღლდება" (ლუკ. 18:10). ფარისეველი გარეგნულად მორწმუნე იყო, აღასრულებდა ყველაფერს, რასაც მოსეს რჯული მოითხოვდა, მეტიც - კვირაში ორჯერ მარხულობდა და არა ერთხელ, როგორც რჯულით იყო დადგენილი, მაგრამ მეზვერე აღემატა მას უფლის წინაშე, ვინაიდან ის წუხდა და განიცდიდა თავის უღირსებას, ფარისეველს კი სინანული და სიმდაბლე არ გააჩნდა.

მეზვერისა და ფარისევლის კვირას უძღების შვილის შვიდეული მოსდევს. ამ კვირაში ეკლესია მეორე სახარებისეულ იგავს იხსენებს: "ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. და უთხრა უმცროსმა მამას: "მამა, მომეცი, რაც მერგება სამკვიდრებლიდან". გაუყო მათ მამამ თავისი ქონება... შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ მთელი ავლადიდება გაფლანგა, ვინაიდან თავშეუკავებლად ცხოვრობდა. როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში, და ნატრობდა, ნეტავი, ღორის სალაფავით მაინც ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა... გონს რომ მოეგო, თქვა: "მამაჩემის მოჯამაგირეებს თავზე საყრელად აქვთ პური, მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: "მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე, აღარა ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენეო". ადგა და მამისკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, როცა მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე მოეჭდო და ჰკოცნიდა მას. და უთხრა ძემ: "მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარა ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას". მამამ კი თავის მონებს უბრძანა: "მოიტანეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი და ხამლი ჩააცვით; დაკალით ნასუქი ხბო, ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა". და იწყეს მხიარულება.

ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო. შინ მიმავალი სახლს რომ მიუახლოვდა, სიმღერა და ფერხულის ხმა შემოესმა. მოუხმო ერთ მონას და ჰკითხა: "რა ამბავია?" "შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, ძე საღ-სალამათი დამიბრუნდაო", - მიუგო მან. უფროსი ძმა გაბრაზდა და შინ შესვლა არ ისურვა. გამოვიდა მამამისი და იხმო იგი, მაგრამ მან უთხრა: "რამდენი ხანია გემსახურები და ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, შენ კი ერთი თიკანიც არ მოგიცია, რომ მეგობრებთან ერთად მომელხინა. სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა შენი ძე, რომელმაც მთელი ქონება მეძავებს გადააგო, ხელად კვებული ხბო დაუკალი!" მამამ კი მიუგო: "შვილო, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ და ყველაფერი, რაც გამაჩნია, შენია. ამჯერად სიხარული და მხიარულება გვმართებს, ვინაიდან შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა" (ლუკ. 15:11-32).

იგავის განმარტებით, ეკლესიის გარეთ მყოფთა მამის წიაღში - ეკლესიაში - დაბრუნება უდიდესი სიხარულია. ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად კი აუცილებელია სინანულის ისეთი განცდა, როგორიც უძღებ შვილს ჰქონდა.

ამ იგავის მაგალითზე, ყველას, ვისაც სწყურია, ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარი გახდეს, საშუალება ეძლევა, გამოიჩინოს სიმდაბლე, გულისხმიერება და შეუერთდეს დედაეკლესიას, რომელიც, მზრუნველი მშობელივით, ცოდვათა მიმტევებელი, მკურნალი და სალბუნია ყველა ჩვენი სულიერი და ფიზიკური ტკივილისა.

უძღები შვილის კვირაში მარხვისთვის მზადება იწყება. სუფრა შედარებით ღარიბია. ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ. ეს უკანასკნელი შვიდეულია დიდი მარხვის წინ, როდესაც ხორცის მიღება შეიძლება.

მომდევნო შვიდეულს ყველიერის კვირა ეწოდება. ამ შვიდეულის ოთხშაბათსა და პარასკევს მორწმუნენი კითხულობენ ეფრემ ასურის ლოცვას: "უფალო და მეუფეო". ყველიერის კვირიაკეს, იმავე "მიტევების დღეს", დილით, წირვაზე, ბიბლიის საკითხავები შეგვახსენებს ადამის სამოთხიდან განდევნის ისტორიას და იმ მიზეზებს, რომელთა გამოც იგი სამოთხიდან გამოაძევეს. შეგვახსენებს იმასაც, რომ კაცობრიობას მუდმივი ღვაწლი სჭირდება, რათა ხელახლა მოიპოვოს დაკარგული სამოთხე. ამის შემდეგ, მწუხრის ლოცვაზე, საზეიმო სამოსელს შავი სამოსით ცვლიან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ იწყება ორმოცდღიანი მარხვა.

ლოცვის დასასრულს სასულიერო პირნი და მღვდელმთავრები მრევლისგან შენდობას გამოითხოვენ იმ ნებსითი თუ უნებლიე ცოდვების გამო, მათ მოღვაწეობას რომ ახლდა თან, მრევლი კი, თავის მხრივ, სასულიერო პირებისგან ითხოვს შენდობას. ამ დღეს ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, ყველას მიუტევოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისგანაც რაიმე წყენა ახსოვს. ეს ტრადიცია ადამიანთა შორის სიყვარულისა და ბედნიერების დამკვიდრებას ემსახურება - მიტევების უნარი ხომ უდიდესი სათნოებაა ამქვეყნად.

ურთიერთმიტევების შემდეგ ქრისტიანები შეუდგებიან მარხვას, რომელიც ჩვენს სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობებს უნდა შეესაბამებოდეს. თვითნებური მარხვა დაუშვებელია. ქრისტიანული სწავლებით, სარწმუნოებრივ საკითხებში გულგრილობაც და გადამეტებული სიმკაცრეც შეცდომაა. ყოველმა ჩვენგანმა უნდა მიაგნოს ზომიერების იმ გზას, ქრისტიანობა რომ გულისხმობს.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat