"სულთმოფენობიდან შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ"
"სულთმოფენობიდან შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ"
წმინდა მოციქულთა მარხვა
სულთმოფენობიდან მეორე შვიდეული "ყოველთა წმიდათა კვირიაკედ" იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. იმის გამო, რომ ეს მარხვა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, სახელიც მათი ეწოდა - პეტრეპავლობის მარხვა.

მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე უძრავია, აღინიშნება ძვ. სტილით 29 ივნისს (ახ. სტ. - 12 ივლისი), მეორე დღეს, ე.ი. ძვ. სტ. 30 ივნისს, ეკლესიაში ხსენებაა წმინდა დიდებულთა და ქებულთა მოციქულთა კრებისა. იხსენიებიან პეტრე, ანდრია, იაკობ ზებედესი, იოანე-ფილიპე, ბართლომე, თომა, მათე, იაკობ ალფესი, იუდა-იაკობისა (თადეოზი), სვიმონ მოშურნე და მატათა. აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძვ. სტ. 30 ივნისს (ახ. სტ. - 13 ივლისი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად "ერგასის შემდგომს", ხოლო დღეს ზაფხულის მარხვასაც უწოდებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულთა მიერ იქნა დაწესებული. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. "საქმე მოციქულთაში" ვკითხულობთ: "და უკურთხეს მათ თითოეულ ეკლესიაში ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს" (საქმე 14:23).

პეტრეპავლობის მარხვაზე ლაპარაკია მოციქულთა განწესებაშიც: "სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ".

მართლმადიდებელ ეკლესიაში პეტრეპავლობის მარხვის გავრცელებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კონსტანტინოპოლსა და რომში მათი სახელობის ტაძრების აშენებამ.

მოციქულთა მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული IV საუკუნის საეკლესიო მოღვაწეებთან ათანასე დიდსა და ამბროსი მედიოლანელთან, Vს-ის მოღვაწესთან ლეონ დიდთან. მაგალითად, წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში არიანელების მხილებისას წერდა: "წმინდა 50-ე დღის შემდგომ მარხვაში ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე". წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობდა: "ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში, და ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვდღესასწაულობდით, ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდგომ, როცა უფალი ამაღლდა ზეცად, ისევ ვმხიარულობდით". ლეონ დიდი კი, აი, რას წერს: "საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისადაა განაწილებული ისე, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს".

პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აღდგომის დღესასწაულზე, ის კი ორი თვის - მარტისა და აპრილის - ფარგლებში მერყეობს. ამის კვალობაზე, ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულებიც დამოკიდებულია ბრწყინვალე აღდგომის დღეზე. პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. მისი ხანგრძლივობა ყველაზე დიდი ექვსი კვირაა, ყველაზე ცპტა - 8 დღე.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებდა: "პეტრეპავლობის დღესასწაულამდე შვიდი ან მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი - საეროცა და მონაზონიც, ვალდებულნია იმარხულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში განყენებულ იქნება კრებულიდან".

ცნობილია, რომ ესპანეთის 517 წლისა და ქალაქ ტრულის II (582წ.) საეკლესიო კრებაზე ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ განწესდა.

წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთ კვირას გრძელდებოდა. დროთა განმავლობაში, როდესაც მსოფლიო ეკლესიაში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა (ხსენების დღემდე). კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VIს.) საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამავე დროს ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში პატრიარქი ნიკიფორე და ბალსამონიც მოიხსენიებენ.

პეტრეპავლობის მარხვა, დიდი მარხვისა და ვნების შვიდეულისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქია.

საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი. მორწმუნე, რომელსაც სურს, პირადი სულიერი თუ ფიზიკური მდგომაროების გამო მარხვა შეიმსუბუქოს, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებას, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat