ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში დაუდგინა ადამს, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა
ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში დაუდგინა ადამს, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა
ყოველი რელიგიის მიმდევარი იმ მოძღვრებას მიჰყვება, რომელზეც თავად ეს რელიგიაა დაფუძნებული. ნებისმიერ რელიგიაში ღრმადმორწმუნეობა შესაბამისი მოძღვრების პრინციპებითა და მითითებებით ხელმძღვანელობას გულისხმობს. ასევე, თუკი ადამიანი თავს ქრისტიანად მიიჩნევს, მაგრამ არ ლოცულობს და არც მარხულობს, ის ღრმადმორწმუნეობაზე თავად ამბობს უარს. ამიტომ მარხვა თითქოსდა ერთგვარი საზომია ქრისტიანისთვის: ვინც მარხულობს, ის მორწმუნე ქრისტიანად აღიქმება. მაგრამ მარხვის მარტოოდენ გარეგნული დაცვა როდი ნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. მით უმეტეს, აღნიშნული საკითხი დღევანდელ დღეს მეტ აქტუალურობას იძენს, რადგან ხშირად მარხვის გარეგნული აღსრულებით ვკმაყოფილდებით და ზოგიერთი საკვებისაგან თავშეკავება ცოცხალი რწმენის გამოხატულებად მიგვაჩნია. ამიტომ მარხვის სულიერი მნიშვნელობის უკეთესად აღქმის მიზნით მისი განვითარების მოკლე ისტორია მოვიშველიოთ.

ღმერთმა პირველი მარხვა სამოთხეში დაუდგინა ადამს, რაც კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვას გულისხმობდა. ამ ერთადერთი მცნების დარღვევის შემდეგ სამოთხის გარეთ დარჩენილი კაცობრიობა, ნებსით თუ უნებლიეთ, ვერ ივიწყებს მარხვის მნიშვნელობას, რასაც თითქმის ყველა წარმართულ რელიგიაში არსებული მარხვის ტრადიციები ადასტურებს. მით უმეტეს, მარხვის მნიშვნელობა არ დაკარგულა თავად ღვთისგან დამწყსილ ერში - ებრაელებში.

თავად მარხვას დღევანდელობასთან შედარებით განსხვავებული სახე ჰქონდა. რაიმე სახის საკვების მიღებისგან კი არ იკავებდნენ თავს, არამედ დროის გარკვეული პერიოდი საერთოდ არ იკვებებოდნენ. მარხვის ხანგრძლივობა ძირითადად ერთ დღით განისაზღვრებოდა.

ძველ აღთქმაში გვხვდება სამდღიანი, შვიდდღიანი და განსაკუთრებულ შემთხვევებში ორმოცდღიანი მარხვები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანები არაფერს იხმევდნენ, მხოლოდ წყალს სვამდნენ. ამის მაგალითს მოსე სჯულისმდებელი და ილია წინასწარმეტყველი გვაძლევენ.

მარხვებს სხვადასხვა მიზეზით ინახავდნენ: ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში, განსაცდელის ჟამს ღვთისაგან წყალობის მოლოდინში და დიდი სინანულის ნიშნად.

მთლიანობაში ებრაული საზოგადოება ქრისტეს მოსვლისას ძირითადად ერთდღიანი მარხვებით შემოიფარგლებოდა, რასაც განსაკუთრებული და ინდივიდუალური მარხვის შემთხვევები ემატებოდა. იმ დროისათვის იუდეველთა სასულიერო წრეებში კვირაში ორდღიანი მარხვა დაწესდა. ამაზე წმინდა სახარებაში მეზვერისა და ფარისევლის იგავი მოწმობს, სადაც ფარისეველი ამბობს: "ვიმარხავ ორ გზის შაბათსა შინა" (ლუკა 18:12), თუმცა ამგვარი მარხვა ყველასთვის სავალდებული არ იყო.

საინტერესოა, მარხვისადმი თავად ქრისტეს დამოკიდებულება. მანვე მარხვის უდიდეს მნიშვნელობაზე პირდაპირ მიგვანიშნა, როდესაც ის ლოცვასთან ერთად ბოროტი ძალის მარაცხების აუცილებელ პირობად წარმოაჩინა: "ხოლო ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მათ. 17:21).

ასევე, ქრისტე მოჩვენებითად მმარხველ ფარისევლებს ამხელს და ჭეშმარიტი მარხვის საზომს გვიდგენს: "და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნნიან პირნი მათნი, რაითა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად. ამინ გეტყვით თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა სენსა და დაიბანე პირი შენი, რაითა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად" (მათ. 6:16-18).

აღსანიშნავია, რომ ქრისტე და მისი მოწაფეები მუდმივად არ მარხულობდნენ, რასაც მაცხოვარი შემდეგი მიზეზით ხსნიდა: "ვერ ხელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრე სიძე იგი მათ თანა არს, მარხვად" (მარკ. 2:19). აქ მაცხოვარი სიძეს საკუთარ თავს უწოდებს, ხოლო მისი მიწიერი ცხოვრების პერიოდს საქორწინო დღესასწაულს ადარებს. ამიტომ ამ დროს მარხვა არ ეგებისო. შემდეგ მაცხოვარი ამბობს: "არამედ მოვლენან დღენი, ოდეს ამაღლდეს სიძე იგი მათგან და მაშინ იმარხვიდენ მას დღესა შინა" (მარკ. 2:20), ამიტომ, წმიდა ეკლესია ითვალისწინებს რა მის ამ დარიგებას, სიძის ხელმეორედ მოვლის მოლოდინში მარხვას ინახავს.

ახალ აღთქმაში ვხედავთ, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტიანები მარხვებს ინახავენ, თუმცა თავდაპირველად, როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ იუდეური სულისკვეთება ჰქონდათ. უკვე მეორე საუკუნეში ძველ ქრისტიანულ საკანონმდებლო მოძღვრებაში - "დიდაქეში" მარხვასთან დაკავშირებით შემდეგი განჩინება გვხვდება: "პირმოთნეთა (ფარისევლები) მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათს და ხუთშაბათს ხვდება. თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა პარასკევს". ხოლო მოციქულთა დადგენილებებში, IV საუკუნეში, აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით უკვე პირდაპირი განმარტება გვაქვს, რასაც მაცხოვრის გაცემასა და ვნებას უკავშირებენ.

ამავე პერიოდში ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა უკვე ყველასთვის სავალდებულო გახდა.

ამონარიდი იღუმენ დიონისე გვიმრაძის წერილიდან

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.07.2023

გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი,

27.02.2023
დიდ მარხვაში ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ, მისი განკურნებისკენ.
27.02.2022

გვესაუბრება ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ირაკლი დუმბაძე:

- დიდი მარხვის დაწყებამდე

23.04.2021
დიდი მარხვის ორშაბათს მორწმუნე ოჯახი ჩამოკიდებდა ნაცრიან ტომარას, რომელშიც შვიდი ბუმბული იყო გარჭობილი (ნიშნად მარხვის შვიდი კვირისა).
14.03.2019
დიდ მარხვას სულის დღესასწაულს უწოდებენ და ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს სულისკენ,
29.11.2018
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
29.11.2018
გვესაუბრება სოფელ ბრეთში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):
19.02.2018
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-"არა არს კაცი რომელიც სცხონდეს და არა სცოდოს".
19.02.2018

გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ქრისტინე (კოპაძე):

18.01.2018
რატომ დაადგინა ეკლესიამ ამ დღეს ერთდღიანი მარხვა?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler