"მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე".
"მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე".
ასე ჰქვია ასი წლის წინ გამოცემულ ერთ პატარა წიგნაკს, რომელსაც, წაკითხვა რომ გინდოდეთ, თითქმის ვერსად იშოვით. მისი გაცნობა, ვფიქრობთ, შთამბეჭდავი იქნება "კარიბჭის" მკითხველისთვის.

მანამდე კი ამ წიგნაკის გმირზე - მაქსიმე შარაძეზე მოგახსენებთ ცალკე წერილში: 

როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას
..............................................................................................................................................................

მონა ღვთისა მაქსიმე შარაძე

სარჩევი

1. "მონა ღვთისა მაქსიმე როსტომის ძე შარაძე"

2. მაქსიმე მუდამ იმასა ცდილობდა, რომ მისი კეთილი ადამიანობა, მისის ლოცვისა და ღვთის ვედრების ამბავი არავის გაეგო, დაფარული ყოფილიყო

3. დაღონებული და დასუსტებული გული ჩემი აღძარ შენდა მსახურებად

4. "კეთილის გულის და პატიოსანის განზრახვის კაცს ყოველთვის ცოტა თანამგრძნობი ჰყავს და დამაბრკოლებელი კი უთვალავი"

5. "აბა, პირველად თუ ღმერთი არ გვეყვარება, საიდან შეგვიძლიან კაცი შევიყვაროთ?!"

6. ყოველი დაბრკოლება და განსაცდელი უფრო მაქეზებს, უფრო ხელს მიწყობს ღვთის სამსახურსა და კეთილ საქმეში

7. "იმისი სახელი ყოველ მხრიდგან მოისმოდა: ყოველსავე მაქსიმე აკეთებდა ჩუმად, უდრტვინველად, უბოროტოდ, დამშვიდებულის სახით და გულით"

8. "თუ ვინმეს შეამჩნევდა, ჩემ სიტყვას ყური არ დაუგდო და გაჯავრებული წავიდაო, მაშინვე უეჭველად წერილს მისწერდა, ისეთს ტკბილსა და საგულისხმოს, რომ დამნაშავე ბოდიშს იხდიდა"

9. "ჰმადლობდა ღმერთსა და განამტკიცებდა თავის სარწმუნოებას, სასოებასა და სიყვარულს ღმერთზედა".



ბეჭდვა
1კ1